Facebook Twitter
№ბს-648(7კ-23) 19 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „თ...ს“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „ჰ...ს“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინების გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - სს „ს...“ (მოპასუხე); სს „სა...“ (მესამე პირი); გ. ნ-ი (მესამე პირი); ნ. გ-ა (მესამე პირი)).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „თ...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და სს ,,ს...ს’’ მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა - 1. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის №14.12.387 განკარგულება „ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) სასაფლაოს მოწყობა-მიერთების თაობაზე“; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 29.04.2015წ. №17.24.485 განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოების ფარგლების დაზუსტებისა და მათზე შპს „ჰ...სთვის“ უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე“ დანართი 1-ის 32-ე პუნქტის ნაწილში, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოდ განსაზღვრულია ... სოფ. ...ს მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე; 3. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 01.07.2015წ. №26.39.813 განკარგულება; 4. ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 08.06.2009 წ. №06-8/5431 მიმართვა; 5. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2015წ. №02-9/398 ბრძანება; 6. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2015წ. №02-9/399 ბრძანება; 7. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 23.12.2011წ. №6-8/17004 მიმართვა; 8. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2012წ. №6-8/4597 მიმართვა; 9. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2012წ. №6-8/4598 მიმართვა; 10. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 04.12.2013წ. №2-9/856 ბრძანება; 11. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 27.06.2016წ. №09-1/944 ბრძანება; 12. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 03.10.2016წ. №09-1/1603 ბრძანება; 13. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 5.03.2015წ. №2-9/210 ბრძანება; 14. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.03.2015წ. №1/1-915 ბრძანება; 15. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 23.06.2016წ. №7/31605 მიმართვა; 16. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11.06.2013წ. №1/1-420 ბრძანება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2022 წ. განჩინებით განსჯადობით გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში); 17. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.06.2017წ. №1/1-1379 ბრძანება; 18. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 14.08.2012წ. №05/17504 წერილი; 19. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სს „ს...ს“ 05.07.2013წ. №01-2 ბრძანება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2022 წ. განჩინებით განსჯადობით გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში); 20. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.10.2020წ. №1-1/417 ბრძანება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 21. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.06.2020წ. №611 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 22. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 06.03.2015წ. №... გადაწყვეტილება; 23. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 07.04.2015წ. №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 24. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 06.03.2015წ. №... გადაწყვეტილება; 25. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 07.04.2015წ. №... გადაწყვეტილება; 26. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 09.03.2015წ. №... გადაწყვეტილება; 27. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 14.04.2015წ. №... გადაწყვეტილება; 28. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 05.03.2015წ. №... გადაწყვეტილება; 29. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 07.04.2015წ. №... გადაწყვეტილება; 30. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 31. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 32. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 33. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 34. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.04.2015წ. №... გადაწყვეტილება; 35. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.05.2015წ. №... გადაწყვეტილება; 36. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.07.2015წ. №... გადაწყვეტილება; 37. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.03.2015წ. №... გადაწყვეტილება; 38. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.06.2016წ. №... გადაწყვეტილება; 39. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2011წ. №... გადაწყვეტილება; 40. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.05.2012წ. №... გადაწყვეტილება; 41. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.07.2016წ. №... გადაწყვეტილება; 42. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.08.2012წ. №... გადაწყვეტილება; 43. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2013წ. №... გადაწყვეტილება; 44. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება; 45. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.08.2012წ. №... გადაწყვეტილება; 46. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.07.2013წ. №... გადაწყვეტილება; 47. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება; 48. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.08.2012წ. №... გადაწყვეტილება; 49. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2013წ. №... გადაწყვეტილება; 50. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება; 51. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.06.2017წ. №... გადაწყვეტილება; 52. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.10.2016წ. №... გადაწყვეტილება; 53. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.06.2009წ. №... გადაწყვეტილება; 54. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.05.2019წ. №... გადაწყვეტილება; 55. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.03.2015წ. №... გადაწყვეტილება; 56. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.12.2013წ. №... გადაწყვეტილება; 57. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.05.2012წ. №... გადაწყვეტილება; 58. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა შპს „თ...ს“ მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილ განცხადებების დაკმაყოფილებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმული იქნა შპს ,,ჰ...’’.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, სს ,,სა...’’, სს ,,ს...’’ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმული იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმული იქნენ გ. ნ-ი და ნ. გ-ა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს ,,თ...’’-ს სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11.06.2013წ. №1/1-420 და სს „ს...ს“ 05.07.2013წ. №01-2 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,თ...’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის №14.12.387 განკარგულება „ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) სასაფლაოს მოწყობა-მიერთების თაობაზე“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 29 აპრილის 29.04.2015წ. №17.24.485 განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოების ფარგლების დაზუსტებისა და მათზე შპს „ჰ...სთვის“ უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე“ დანართი 1-ის 32-ე პუნქტის ნაწილში, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოდ განსაზღვრულია ... სოფ. ...ს მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 01.07.2015წ. №26.39.813 განკარგულება, იმ ნაწილში რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს ,,თ...ს’’ ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან; 2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 08.06.2009 წ. №06-8/5431 მიმართვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2015წ. №2-9/398 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2015წ. №02-9/399 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 23.12.2011წ. №6-8/17004 მიმართვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2012წ. №6-8/4597 მიმართვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2012წ. №6-8/4598 მიმართვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 04.12.2013წ. №02-9/856 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 27.06.2016წ. №09-1/944 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 03.10.2016წ. №09-1/1603 ბრძანება და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 05.03.2015წ. №2-9/210 ბრძანება, იმ ნაწილში რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს ,,თ...’’-ს ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან; 3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.03.2015წ. №1/1-915 ბრძანება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 23.06.2016წ. №7/31605 მიმართვა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.06.2017წ. №1/1-1379 ბრძანება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 14.08.2012წ. №05/17504 მიმართვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 14.08.2012წ. №05/17504 წერილი იმ ნაწილში რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს ,,თ...ს’’ ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან; 4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 06.03.2015წ. №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 07.04.2015წ. №... გადაწყვეტილება, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 06.03.2015წ. №... გადაწყვეტილება, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 07.04.2015წ. №... გადაწყვეტილება, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 09.03.2015წ. №... გადაწყვეტილება, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 14.04.2015წ. №... გადაწყვეტილება, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 05.03.2015წ. №... გადაწყვეტილება, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 07.04.2015წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. N... გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.04.2015წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.05.2015წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.07.2015წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.03.2015წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.06.2016წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2011წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.05.2012წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.07.2016წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.08.2012წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.08.2012წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.08.2012წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.06.2017წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.10.2016წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.06.2009წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.05.2019წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.03.2015წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.12.2013წ. №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.05.2012წ. №... გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს ,,თ...ს’’ ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან. 5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „თ...ს“ მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით; 6. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ბათილად იქნას ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.10.2020წ. №1-1/417 ბრძანება ,,შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.10.2020წ. №1-1/417 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის №1/1-915 ბრძანება და 2016 წლის 23 ივნისის №7/31605 წერილი; სხვა ნაწილში აღნიშნული ბრძანება დარჩა უცვლელი; 7. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ბათილად იქნას ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.06.2020წ. №611 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.06.2020წ. №611 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა 2016 წლის 27 ივნისის №09-1/944 და 2016 წლის 03 ოქტომბრის №09-1/1603 ბრძანებები; სხვა ნაწილში აღნიშნული ბრძანება დარჩა უცვლელი; 9. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა;

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „თ...მ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და შპს „ჰ...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „ჰ...ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შპს „თ...ს” და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „თ...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ, ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის №14.12.387 განკარგულება „ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) სასაფლაოს მოწყობა-მიერთების თაობაზე“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 29 აპრილის №17.24.485 განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოების ფარგლების დაზუსტებისა და მათზე შპს „ჰ...სთვის“ უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე“ დანართი 1-ის 32-ე პუნქტის ნაწილში, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოდ განსაზღვრულია ... სოფ. ...ს მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 01 ივლისის №26.39.813 განკარგულება, იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს „თ...ს“ ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან. ნაწილობრივ, ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2009 წლის 08 ივნისის №06-8/5431 მიმართვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №02-9/398 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №02-9/399 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 23 დეკემბრის №06-8/17004 მიმართვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 24 აპრილის №06-8/4597 მიმართვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 24 აპრილის №06-8/4598 მიმართვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 04 დეკემბრის №02-9/856 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის №09-1/944 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 03 ოქტომბრის №09-1/1603 ბრძანება და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 05 მარტის №02-9/210 ბრძანება, იმ ნაწილში რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს „თ...ს“ ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან. ნაწილობრივ, ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის №1/1-915 ბრძანება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის №7/31605 მიმართვა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 ივნისის №1/1-1379 ბრძანება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 14 აგვისტოს №05/17504 მიმართვა, (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 2012 წლის 14 აგვისტოს №05/17504 წერილი) იმ ნაწილში რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს „თ...ს“ ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 ივნისის №... გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 ივნისის №... გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 ივნისის №... გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 ივნისის №... გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, შპს „თ...ს“ ინტერესია შენარჩუნებულ იქნეს მისი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც, მოსარჩელის მტკიცებით, მისი საკუთრების უფლების ობიექტია. ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოთა და შპს „ჰ...ს“ მტკიცებით, მოსარჩელის საკუთრების უფლება არ შელახულა, ვინაიდან, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა როგორც სადავო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მოთხოვნების, ასევე, თვით რეგისტრაციის განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. დავის არსისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლად არსებული მხარეთა იურიდიული ინტერესების გათვალისწინებით, პირველ რიგში მიზანშეწონილია ყურადღება გამახვილდეს იმ საკანონმდებლო დებულებებზე, რომლებიც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესსა და საფუძვლებს არეგულირებდნენ სადავო პერიოდში. „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 14.11.1996წ. კანონი თვალისწინებდა საჯარო რეესტრში ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას (13.1 მუხ.). „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 28.12.2005წ. კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „საჯარო რეესტრის შესახებ“ 19.12.08წ. კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებდნენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. შესაბამისად, დასაბუთებულია საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ მიწა შეიძლება ყოფილიყო საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. სადავო პერიოდში მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის და ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილობრივი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა. სხვის საკუთრებაში მყოფი ქონების თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციას არ ითვალისწინებდა აგრეთვე „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონი და ამჟამად მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც მუნიციპალიტეტს მიკუთვნებული ქონებიდან კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებს გამორიცხავს (107-ე მუხ.1-ლი პუნქტის „ბ.ა“ ქვ.პ., მე-2 პუნქტის „ა“ ქვ.პ.). მხედველობაშია ასევე მისაღები, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. №503 დადგენილების მეორე პუნქტის შესაბამისად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემისა და საცხოვრებელი სახლის დაპროექტება - მშენებლობის ერთადერთ საფუძველს. საკასაციო სასამართლოს განმარტება, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტის სამართლებრივ ბუნებას აფასებს, ადგენს, რომ ,,მართალია, მიღება-ჩაბარების აქტით შეუძლებელია მოსარჩელის სახელზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია, თუმცა დოკუმენტი ადასტურებს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთის ნამდვილად გამოყოფას მოსარჩელისათვის. აღნიშნული არ გამორიცხავს საჯარო რეესტრში უძრავ ნივთთან დაკავშირებული, სისტემური რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტაციის არსებობას’’ (იხ.: სუსგ 2020 წლის 9 ივლისი საქმე Nბს-173(4კ-20)).

საქართველოს მთავრობის 24.10.07წ. №233 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის“ 61 მუხლზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 13.1 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე, მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

პირის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების მიღება ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმით. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს რა ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საქმიანობაზე ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართლებრივი კანონმდებლობის მოთხოვნები, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვ. შესაბამისად, რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების გაუქმების მოთხოვნით პირის მიერ აღძრული დავა წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავას. მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურებისათვის კი აუცილებელი წინაპირობაა, რომ მხარემ დაასაბუთოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა. უფრო კონკრეტულად, რეგისტრირებული მონაცემების ბათილად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადგინდეს აქტის ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ, მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით და შესაბამისი კონფიგურაციით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია შეამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტი იმ თვალსაზრისით, რომ დაადგინოს, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოთხოვნის რეგისტრირება ხომ არ გამოიწვევს უფლებრივ კონფლიქტს უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან. შესაბამისად, თუკი არ აღმოჩნდება გადაფარვა, ზედდება ან სხვაგვარი შეუსაბამობა უკვე რეგისტრირებულ მონაცემებსა და ახალი განცხადებით მოთხოვნილ რეგისტრაციას შორის, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს რეგისტრაციის გადაწყვეტილებას. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანო ხელმძღვანელობს მხარის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციით (შესაბამისი აზომვითი ნახაზებით და სხვ.) და მისი პასუხისმგებლობის სფერო მოიცავს ვალდებულებას, რეგისტრაციის განხორციელებამდე გამოიკვლიოს როგორც ფაქტობრივი (უფლებადამდგენი დოკუმენტის და აზომვითი ნახაზში ფიქსირებული ტერიტორიის ურთიერთშესაბამისობა), ასევე უფლებრივი კონფლიქტის არსებობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის - შპს „თ...ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. ამასთან, ბათილად ცნობის მოთხოვნა მიმართულია უპირატესად სამი შინაარსობრივი კატეგორიის ადმინისტრაციულ აქტის მიმართ: 1) უფლებადამდგენი დოკუმენტები, 2) რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტები და 3) ადმინისტრაციული აქტები, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრები.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არავის გაუხდია ის გარემოება, რომ 1998 წლის 23 ივნისს მცხეთის რაიონის გამგეობის №147 დადგენილებით, რომლითაც ქ. თბილისის მიმდებარედ, ...ს ქუჩის ბოლოს, დედაქალაქის მომსახურებისათვის სასაფლაოს მოსაწყობად გამოიყო რა 15 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი და დაუმაგრდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - ფირმა ,,თ...ს’’ - ამ უკანასკნელმა განახორციელა საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია, რომელიც ძალაშია და დღეის მონაცემებით არც აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გამხდარა სადავო, შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლება. ასევე დადგენილია შპს „თ...სთვის“ გამოყოფილი 15 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში. შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმის მონაცემებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ ნატურაში გამიჯნული 15 ჰა მიწის ნაკვეთი მოიცავს (ფარავს) დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ შემდეგ ნაკვეთებს: №... ნაკვეთს 11679 კვ.მ-ით (მესაკუთრე - სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი); №... ნაკვეთს 51 (სრულად) კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „ჰ...“); №... ნაკვეთს 340 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „ნ...“); №... ნაკვეთს 1703 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „ნ...“); №... ნაკვეთს 96 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „ნ...“); №... ნაკვეთს 1021 კვ.მ-ით (მესაკუთრე - სახელმწიფო); №... ნაკვეთს 109274 კვ.მ-ით (მესაკუთრე - სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი); №... ნაკვეთს 26393 კვ.მ-ით (მესაკუთრე - ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული), №... ნაკვეთს 3 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „სა...“), №... ნაკვეთს 50 კვ.მ-ით (სრულად, მესაკუთრე - შპს „სა...“) და №... ნაკვეთს 50 კვ.მ-ით (სრულად, მესაკუთრე - სააქციო საზოგადოება „სა...“). ამდენად, სადავო აქტებით, ილახება მოსარჩელის უფლება, რამეთუ ვერ ახდენს მის რეალიზებას.

სააპელაციო პალატის მითითებით, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას. ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების უპირობო ჩამორთმევას. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება კონკრეტული სახით არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ პირს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ შპს ,,თ...ს’’ საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იმ მონაცემებით, რომელიც მითითებულია საჯარო რეესტრიდან ამონაწერში. გასათვალისწინებელია, რომ მის სახელზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმებულა, მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია მთლიანად ან ნაწილობრივ სადავო არ გამხდარა, ძალაშია და მოქმედებს. საქმეში არ მოიპოვება აგრეთვე საკუთრების უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ზემოაღნიშნულთან ერთად მხედველობაშია მისაღები, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაცია გულისხმობს მისი დაზუსტების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს ასეთი საკუთრების უფლების არარსებობას. სადავო არ არის მოსარჩელის საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით აღირიცხა საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე, საკუთრების უფლების აღრიცხვის დროს მოქმედი რედაქციის „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას. საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის ორგანოს სახელზე სადავო პირველადი რეგისტრაციის დროს, მიწის ნაკვეთი შპს ,,თ...ს’’ სახელზე უკვე იყო აღრიცხული და გადაფარულ ნაწილზე ამ უკანასკნელის საკუთრების უფლება არ გაუქმებულა. ამდენად, პალატა ეთანხმება სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზეა ერთი და იგივე ტერიტორიაზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც ყურადღება უნდა მიექცეს უფლების რეგისტრაციის ქრონოლოგიას. აქვე აღსანიშნავია, რომ 30.12.1998 წ. №4-05/4988 (№98/30 19.11.1998) მიმართვით ქ. თბილისის მერიამაც გამოთქვა თანხმობა შპს ,,თ...სათვის“ მცხეთის რაიონის საზღვრებში სატყეო მეურნეობის ტერიტორიიდან გამოეყოს 15 ჰა მიწის ნაკვეთი სასაფლაოს მოსაწყობად (თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა მიწის გადაცემაზე სხვა არაერთი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური თანხმობებია წარმოდგენილი საქმეში), შესაბამისად, ის გარემოება, რომ მითითებულ მიწაზე არსებობდა სხვა პირის უფლება, მისთვის ცნობილი იყო იმთავითვე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მას თავისთავად ჰქონდა ვალდებულება სადავო მიმართვის გაგზავნამდე მოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ისე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდებოდა სხვა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა და მის მიერ განხორციელებული ქმედებაც მოექცეოდა კანონის ფარგლებში.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის რეკვიზიტები აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში და ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოთათვის შესაძლებელი იყო როგორც სსიპ ქონების მართვის სააგენტოში, აგრეთვე მარეგისტრირებელ ორგანოში მიმდინარე წარმოებისას დაინტერესებული პირის დადგენა (მით უფრო, რომ გადაფარვაშია მოქცეული), მისი წარმოებაში ჩართვა, მისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობის მიცემა, მისი ინტერესების გათვალისწინება. მიმართვა, რომელსაც საჯარო რეესტრში წარადგენდა სსიპ ქონების მართვის სააგენტო, თავისი ბუნებით არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, მათი გამოცემისას დაცული უნდა ყოფილიყო სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა, მათ შორის, წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიაზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. წარმოების სრულყოფილად ჩატარება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ამდენად, პალატა ეთანხმება სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება, თვითმმართველობის სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მიმართვების წარდგენა, საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა ნაკვეთის საზღვრებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია, მათ შორის უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაციის რეკვიზიტების შესახებ. იმ ფართობზე, რომელზედაც მდებარეობს დაუზუსტებელი (თუმცა იდენტიფიცირებადი) მონაცემების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ქონების მართვის სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. აღნიშნული შესაძლებელი იყო არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მეშვეობით, რომლის მონაცემები სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 27.04.2016წ. №5033 კანონით) 12.6 მუხლის, ამჟამად მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის თანახმად, საჯარო და ხელმისაწვდომია, არამედ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობიდან, აგრეთვე ადგილის დათვალიერებით, მეზობლების გამოკითხვით მიღებული ინფორმაციების შესწავლით და სხვ.. გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სწორედ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს შორის სახელდება საჭიროების შემთხვევაში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (41 მუხ.). 17.12.2021წ.. №1168 განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ამოქმედდა 2022 წლის 01 იანვრიდან, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში ამ მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა ევალება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს)).

სააპელაციო პალატის განმარტებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით სსიპ ქონების მართვის სააგენტოდან რეესტრისადმი მიმართვა არ გულისხმობს საჯარო რეესტრის უპირობო ვალდებულებას დაარეგისტრიროს მუნიციპალიტეტის სახელზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოებისას, ეკისრება საქმის გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულება. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდება წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თვითმმართველობის, ისევე როგორც, მესამე პირების სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციების განხორციელებამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის/მისი ნაწილის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. სადავო აქტების გამოცემამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს აგრეთვე განხორციელებულ რეგისტრაციათა ქრონოლოგია და საფუძვლები, ასევე მარეგისტრირებელი ორგანოს და განცხადების წარმდგენი სხვა ადმინისტრაციული ორგანოების (განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გულისხმობს მოპასუხეებად მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს) ნორმატიული ვალდებულებები, ადმინისტრაციული წარმოების სათანადოდ ჩატარებისა და საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის საჭიროების შესახებ. ის გარემოება, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ისვე როგორც სხვა მოპასუხეებს) ჰქონდა მსგავსი შინაარსის მიმართვების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის ნორმატიულად განსაზღვრული უფლებამოსილება, არ ადასტურებს თვითმმართველი ერთეულის (სახელმწიფოს) სახელზე მიწის ნაკვეთის აღრიცხვის მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი მიმართვებისა და მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების მართლზომიერებას. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა იმთავითვე არ ნიშნავს ამ აქტის კანონიერებას. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, რათა გამოირიცხოს შემდგომში მსგავსი დავების წარმოშობა და სარეგისტრაციო წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების მაღალი ნდობის საფუძველი გახდება, რამეთუ როგორც სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში არაერთხელ აღინიშნა საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ, რომელიც არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. შესაბამისად, მითითებული პროცედურის დაცვით შემდგომში მნიშვნელოვნად გამოირიცხება სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დავები, რამეთუ გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული და მიღებული საქმის სრულყოფილად, მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა გამოკვლევის შეფასების, ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტების გამოცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება არ შეესაბამებოდა სზაკ-ის მოთხოვნებს, ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ შპს-ს, როგორც დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის საკითხი, არ დაუდგენიათ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოებების გამოკვლევა, არ უმსჯელიათ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შპს-ს საკუთრების უფლების შესაძლო უგულებელყოფის საკითხზე. სადავო აქტებით განხორციელდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, რა დროსაც არ დადგენილა საზღვრების კორექტირების შესახებ მრავალჯერადი მიმართვების მიზეზი, მიმართვების კავშირი მოსარჩელის ნაკვეთთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებებით კორექტირებული საზღვრებით მოსარჩელის ნაკვეთის გადაფარვაში მყოფი ფართის ოდენობა, მაშინ, როდესაც სადავო აქტების გამოცემის დროს და ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა დასაშვებად თვლის გარკვეული ოდენობის ფარგლებში ნაკვეთებს შორის გადაფარვის შესაძლებლობას (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2006წ. №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 48-ე მუხ., 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხ., საქართველოს მთავრობის 08.08.2016წ. №388 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის“ მე-2 მუხ.). ადმინისტრაციულ ორგანოებს განსახილველი დავის ფარგლებში უნდა უზრუნველეყოთ არა მხოლოდ დაზუსტებული, არამედ დაუზუსტებელი რეგისტრაციის მქონე პირის ინტერესთა დაცვა, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასება და დამდგარი სამართლებრივი შედეგის სათანადო დასაბუთება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის პოზიცია დასაბუთებულია სახელმწიფო სახელზე უფლებადამდგენი დოკუმენტების სრულად ბათილად ცნობის ნაწილში, ამასთან, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილი, რომლითაც უფლებადამდგენი დოკუმენტების საფუძველზე განხორციელებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის უფლების არსებობის მიუხედავად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სხვა პირებს საკუთრებაში დაურეგისტრირა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი. სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერები და ამ ჩანაწერთა საფუძვლად არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტები, არ მომხდარა დაინტერესებულ პირთა იდენტიფიცირება და მათი პოზიციების მოსმენა, დაინტერესებულ პირს არ მისცემია სათანადო დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ შესაბამისი რეგისტრაციების განხორციელებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სრულყოფილად არ მომხდარა საქმის გარემოებათა გამოკვლევა, შეფასება და გათვალისწინება. წინამდებარე საქმის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, რაც ჰქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. ამასთან, საქმის ხელახალი განხილვისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სრულფასოვნად უნდა იქნეს გამოყენებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, სადავო მიწის ნაკვეთზე შპს „თ...ს“ განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს დაინტერესებული პირის უფლებები.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს - ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.07.2013წ. №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით განსჯადობის წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაგზავნა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი, რამეთუ, სასამართლომ დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნაში შემავალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, არამედ, სამოქალაქო კანონმდებლობის კერძო ნაწილის - „მეწარმეთა შეახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. შესაბამისად, ამ აქტებთან მიმართებით დავის საგანი არ გამომდინარეობდა რა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, იგი დაექვემდებარა სამოქალაქო სამართალწარმოებას. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზემომითითებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების საფუძვლად არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტების კანონიერების შემოწმება მოხდება სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა ავტომატურად გამოიწვევს რეესტრში რეგისტრირებული სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ზემოთ მითითებული ნაწილში არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე, 185-ე მუხლზე, 201-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც დადგენილ იქნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიღებულ აქტებს წარმოადგენს ასევე საჯარო რეესტრის მიერ მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციები, რაც აპელანტის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, გასაჩივრებული ბრძანებების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჩივარზე მსჯელობისას მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასების ნაწილში, დასაბუთებულია საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი სახეზეა განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.10.2020წ. №1-1/417 ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.06.2020წ. №611 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ №1-1/417 ბრძანების თანახმად, განმცხადებელს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სააქციო საზოგადოება ,,ს...“ წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სააქციო საზოგადოებას, რომელიც დააფუძნა სახელმწიფომ. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქართველოს მთავრობის სახელით მიენიჭა სს „ს...ს“ კაპიტალში შენატანის განხორციელების უფლებამოსილება. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბრძანება, რომელსაც შპს „თ...“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ასაჩივრებდა (№1/1-420) ადასტურებს მხოლოდ კომპანიის აქციონერის ნებას საწარმოს კაპიტალში შენატანის გაკეთების თაობაზე, იგი გამოცემულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და წარმოადგენს არა ადმინისტრაციული კანონმდებლობით, არამედ კერძო საკორპორაციო სამართლით რეგულირებულ ურთიერთობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის განმხილველმა ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრძანების ბათილობის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მეწარმე სუბიექტის კაპიტალში გარკვეული ქონების შეტანა კერძო სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს, ამდენად, მსგავსი სამართალურთიერთობა, როგორც პარტნიორის კერძო სამართლებრივი ნების გამოვლენა ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოებას და შესაბამისად, ვერ განიხილება ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამდენად, ამ ნაწილში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო, რაც შეეხება, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის №1/3-915 ბრძანებისა და 2016 წლის 23 ივნისის №7/31605 წერილის ბათილად ცნობის საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება მათი ბათილად ცნობის შესახებ, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნას ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.10.2020წ. №1-1/417 ბრძანება „შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ - უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ,,ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.10.2020წ. №1-1/417 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის №1/1-915 ბრძანება და 2016 წლის 23 ივნისის №7/31605 წერილი; სხვა ნაწილში აღნიშნული ბრძანება დარჩეს უცვლელი’’. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.06.2020წ. №611 ბრძანებას, საყურადღებოა, რომ საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციის თანახმად, ვინაიდან, ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის №09-1/944 და 2016 წლის 3 ოქტომბრის №09-1/1603 ბრძანებებით განხორციელდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში იმგვარი ცვლილებები, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი არ შეცვლილა, ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება ამავე ბრძანებებზე თანდართული დოკუმენტაციისა და ნახაზის მიხედვით, რის გამოც მიჩნეულ იქნა, რომ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის №9-1/944 და ამავე სააგენტოს 2016 წლის 03 ოქტომბრის №9-1/1603 ბრძანებები გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ იკვეთებოდა’’... ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით საყურადღებოა ამავე გადაწყვეტილებაში ზემოთმოყვანილი სამართლებრივი საფუძვლები, რომლის თანახმადაც, ბათილად იქნა ცნობილი მითითებული ბრძანებები, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.06.2020წ. №611 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.06.2020წ. №611 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა 2016 წლის 27 ივნისის №09-1/944 და 2016 წლის 03 ოქტომბრის №09-1/1603 ბრძანებები; რაც შეეხება ამ ბრძანებაში მითითებულ სხვა სადავო აქტებს - 08.06.2009 წ. №06-8/5431, 23.12.2011წ. №06-8/17004, 24.04.2012წ. №06-8/4597 და 24.04.2015წ. №02-9/398, მათ ნაწილში საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად იქნა განმარტებული, რომ ამ ნაწილში კანონიერების შესწავლის საკითხი არის სასამართლოს მიერ განსახილველი, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა მათთან მიმართებაში ადმინისტრაციული საჩივარი, შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული ბრძანება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „თ...მ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და შპს „ჰ...მა“.

6.1. კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულის სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის №1/1-915 ბრძანების საფუძველზე, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით (სარეგისტრაციო ნომერი - ...) 6145 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად, ს/კ .... სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის №7/31605 წერილის საფუძველზე, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით (განცხადების ნომერი - ...) ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში შევიდა ცვლილება. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ცენტრში მდებარე 2491 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი 1051.41 კვ.მ შენობა-ნაგებობა 2008 წლის 4 იანვრიდან აღრიცხული იყო სახელმწიფოს სახელზე (ს/კ ...), თუმცა 2008 წლის 25 ივნისიდან რეგისტრირებულია საქართველოს ...ს სახელზე. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 ივნისის №1/1-1379 ბრძანების საფუძველზე, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით (განცხადების ნომერი - ...) 4198 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად (ს/კ ...).

კასატორის განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაცია არ განხორციელდებოდა თუ დადგინდებოდა არსებითი წინააღმდეგობის არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მოთხოვნასა და უკვე რეგისტრირებულ უფლებას შორის. უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების რეგისტრაციას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება რა დამატებითი კვლევა უნდა განეხორციელებინა ქონების სააგენტოს იმ პირობებში, როდესაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქონების რეგისტრაციისას სრულად გამოიკვლია რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის საკითხი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება, რომელზეც კერძო პირის საკუთრების უფლება არ ფიქსირდება და არ არსებობს რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, მითითებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - მცხეთის რაიონის გამგეობის 1998 წლის 23 ივნისის №147 დადგენილება არ გამხდარა სადაო და ძალაშია. სასამართლო გულისხმობს ... (დაუზუსტებელი 10667 კვ.მ) და ... (დაუზუსტებელი 4333 კვ.მ) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს. ამასთან, დაუსაბუთებლად ეყრდნობა შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმის მონაცემებს და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგენილ მონაცემებს და არ იზიარებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 10 იანვრის (4067/17) წერილით წარმოდგენილ ინფორმაციას. პირველ რიგში საყურადღებოა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ... და ... საკადასტრო კოდებზე დაცული სააღრიცხვო ბარათები, კერძოდ, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთები რეგისტრირებულად მიიჩნია იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული დოკუმენტები დაცულია ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. შპს ,,თ...’’ საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა 1998 წელის 23 ივნისს მცხეთის რაიონის გამგეობის №147 დადგენილების საფუძველზე, რომლის თანახმად, მიღებულ იქნა მიწის შერჩევის მცხეთის რაიონული კომისიის წინადადება საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 1998 წლის 22 ივნისის №02-2/11 თანხმობა და ქ. თბილისის მიმდებარედ, ...ს ქუჩის ბოლოს, დედაქალაქის მომსახურებისათვის სასაფლაოს მოსაწყობად გამოიყო 15 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი და დაუმაგრდა ფირმა „თ...ს“. წარდგენილი დოკუმენტები არა საკუთრების უფლების, არამედ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება იქნეს მიჩნეული. აღნიშნული, ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის მიერ გამოცემული გადაწყვეტილებებით (№...; №...; №...; №...; №... და №...). ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 74 თანახმად, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი 6 განცხადებიდან, დღეის მდგომარეობით, წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაზე ზედდება ფიქსირდება მხოლოდ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (2289 კვ.მ-ით) და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (9 კვ.მ-ით). ხოლო, საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებების ანალიზის პირობებში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ზედდება არ დაფიქსირებულა. სასამართლომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საფუძველი ბათილად ცნო იმ პირობებში, როდესაც მხარეს არც მიუმართავს საჯარო რეესტრისათვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. გასათვალისწინებელია, რომ სწორედ საჯარო რეესტრის კომპეტენციაა შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტების კანონთან შესაბამისობა და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაინტერესებული მხარისათვის ნათელი გახდება თუ რა დამაბრკოლებელი გარემოებები არსებობს მისი განცხადების დასაკმაყოფილებლად. მხოლოდ შემდგომ, სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად დაირღვა პირის კანონიერი ინტერესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია რა კანონიერი ინტერესის საფუძველზე ცნო ბათილად ქონების სააგენტოს მიერ გაცემული 2015 წლის 19 მარტის №1/1-915 ბრძანება, როდესაც მოსარჩელეს არც მიუმართავს საჯარო რეესტრისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდეს, ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდეს სარჩელი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, გაუქმდეს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

6.2. კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, მცხეთის რაიონის გამგეობის 1998 წლის 23 ივნისის №147 დადგენილებით შპს „თ...ს“ გამოეყო და დაუმაგრდა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, მცხეთის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 15 ჰა. მიწის ნაკვეთი, ქალაქ თბილისის მოსახლეობის სასაფლაოს მოსაწყობად. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს შპს „თ...სთვის“ გამოყოფილი 15 ჰა. მიწის ფართობი უნდა გადაეცა თანდათანობით, ყოველწლიური მოთხოვნილების შესაბამისად. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ ახალი მიწების ათვისების ღირებულების გადახდა ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწების ათვისების შესაბამისად. 2003 წლის 02 სექტემბრის ფართობის ნატურით გამიჯვნის აქტის თანახმად, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის №35/10 გადაწყვეტილების და საქართველოს სატყეო - მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 19 აგვისტოს №02-11/97-1223 წერილის შესაბამისად, ნატურით გაიმიჯნა მცხეთის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 15 ჰა საძოვარი. სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული დოკუმენტი წარმოადგენს შპს „თ...ს’’ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც აღნიშნული დოკუმენტის შინაარსის არასწორი შეფასებაა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიღებამდე მოქმედი 1998 წლის 28 ოქტომბრის „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებდა ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის „ა’’ პუნქტის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადება ნიშნავდა ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მათ სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებას. ამავე მუხლის „გ’’ პუნქტის თანახმად, განმარტებულია, რომ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი არის დადგენილი წესით ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მითითებული კანონის ამოქმედებამდე მიწა გამოიყოფოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. ხსენებული კანონის პირველი მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტში მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი განმარტებული იყო, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკუთრების ან სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიენიჭება ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირდებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში ამ კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგენდა შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას; ბ) მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს; გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთს; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის (იმ დროისათვის მოქმედი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით (2005 წლის 28 დეკემბრამდე არსებული რედაქცია) რეგლამენტირებული სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში, რაც იმპერატიულად უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის საფუძველზე ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს მანამდე ექნებოდა მინიჭებული მასზე საკუთრების ან სარგებლობის უფლება.

ასევე, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ საკითხზე, რაზეც მიუთითებდა საჯარო რეესტრი თავის განმარტებებში, კერძოდ, საჯარო რეესტრში დაცულ სააღრიცხო ბარათებზე (ს/კ ... და ს/კ...) უძრავი ქონება ვერ მიიჩნევა რეგისტრირებულად, იმ პირობებში, როდესაც სააღრიცხვო ბარათები დაცულია ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფოს სახელზე №..., №..., №... და №... საკადასტრო კოდებით განხორციელებულ რეგისტრაციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ვინაიდან აღნიშნულ უძრავ ქონებებზე მხარეს სარეგისტრაციო განაცხადი არ წარუდგენია და ამის თაობაზე, არ არის მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ე. წ „ზედდების’’ შესახებ.

საქმეში წარმოდგენილია სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 2012 წლის 14 აგვისტოს №05/17504 წერილი, რომლითაც მიემართა საჯარო რეესტრს და მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, სოფელ ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ნივთების (ანძების პოლიგონები, სს „სა...ის’’ კაპიტალში შეტანის მიზნით) სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაცია. მნიშვნელოვანია, რომ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას სხვა პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სამინისტრო გასაჩივრებული აქტის გამოცემისას მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და სამინისტროს მიმართვა რეგისტრაციის თაობაზე სრულად მართებულად განხორციელდა. ის, რომ სამინისტროს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, ეს ნიშნავს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არ შეჭრილა სახელმწიფო, წინააღმდეგ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უარს ეტყოდა სამინისტროს რეგისტრაციაზე. დღეის მდგომარეობით კი, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეა სს „სა...’’. რაც შეეხება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის №1/1-915 ბრძანებას და 2016 წლის 23 ივნისის №7/31605 წერილს, რომელზეც სამინისტრომ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში იმსჯელა და გამოსცა 2020 წლის 06 ოქტომბერს №1-1/417 ბრძანება შპს ,,თ...ს’’ ადმინისტრაციული საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამ შემთხვევაშიც, სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას სხვა პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გამოვლენილა, არ ჰქონია ადგილი რეგისტრაციის დამაბრკოლებელ რაიმე სახის ფაქტობრივ გარემოებას.

კასატორის განმარტებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2003 წლის 02 სექტემბრის ფართობის ნატურში გამიჯვნის აქტს თან ერთვის ნახაზი, რომელზეც არ არის დატანილი სახელმწიფო გეოდეზიური სისტემის კოორდინატები. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ იხელმძღვანელა დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი შპს „მ...’’-ის მიერ მომზადებული ნატურში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმით და მხარის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზის მიერ დადგენილი გადაფარვა არ შეიძლება გაგებული იქნეს ერთადერთ მტკიცებულებად და სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

6.3. კასატორების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განმარტებით, სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროისათვის მოქმედი ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის თანახმად ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნება: ა) ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია; ბ) სახელმწიფოს მიერ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ან შეძენილი ქონება; ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გადაცემულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, ან რომელიც თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი ან შეძენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონით.

უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური, რომელიც განიხილავს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციას და თუ დოკუმენტაცია აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს მარეგისტრირებელი ორგანო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისში, სოფელი ...ს მიმდებარედ განხორციელდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაშია: ა) თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა გარდა კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახემწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას. აღნიშნული ნორმა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად მიიჩნევს იმ მიწის ნაკვეთებს, რომელიც არ შედის კერძო, სახელმწიფო და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების საკუთრებაში, ანუ, რომელთა მიმართაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ არის გაცემული საკუთრების დამდგენი მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მომენტისთვის მოსარჩელეს აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნდა, მითითებული ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, როგორც თვითმმართველის საკუთრება, რაც გახდა გასაჩივრებული განკარგულებების გამოცემის საფუძველი, რომლითაც თანხმობა გაიცა ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) სასაფლაოს მოწყობა-მიერთების თაობაზე.

,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის სასაფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობა, სარიტუალო საქმიანობა თბილისის მთავრობის მიერ ხორციელდება: ა) უშუალოდ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების მეშვეობით; ბ) თბილისის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით. ამავე წესის მე-4 და მე-5 ქვეპუნქტების თანახმად, თბილისის საასფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობა, სარიტუალო საქმიანობა ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ფორმებით ცალ-ცალკე ან სრულად. თბილისის სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო სარიტუალო საქმიანობის ორგანიზების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობა. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ს’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია - სასაფლაოს მოწყობა მოვლა-პატრონობა. ამავე კანონის 64-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თბილისის საკუთარი უფლებამოსილებებია, ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები. ამავე კანონის 75-ე მუხლის თანახმად, მთავრობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს. უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისიწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. ახორციელებს თბილისის მერიის დებულებით, მთავრობის რეგლამენტითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ გასაჩივრებული აქტები თავისი ბუნებით წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა დაცვისთვის კანონმდებელი ითვალისწინებს უფრო მაღალ გარანტიებს. მართალია, საკუთრების უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებას, მაგრამ მისი შეზღუდვის საზომი მაღალია და როდესაც სასამართლო ბათილად ცნობს მსგავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მინიმუმ უნდა გაითვალისწინოს აქტების მიმართ ადრესატების კანონიერი ნდომის საკითხი, რაც მოცემული დავის ფარგლებში სათანადოდ შეფასებული არ ყოფილა. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტები გამოცემულია ზემომითითებული ნორმების შესაბამისად. სააპელაციო პალატა სადავო გადაწყვეტილებაში ვერ უთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტულად რა პროცედურა იქნა დარღვებული ან საქმისათვის არსებითი მნიშნველობის მქონე რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული და სათანადოდ შეფასებული. ქ. თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მოითხოვა უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრმა კი, რომელიც წარმოადგენს მარეგისტრირებელ ორგანოს, წარდგენილი და მასთან დაცული დოკუმენტაციის ურთიერთშედარების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოთხოვნები იყო კანონშესაბამისი და მიიღო გადაწყვეტილება მათი დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნულის შემდგომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ კანონმდებლობით გათვალისიწინებული წესით მოხდა სადავო მიწის ნაკვეთზე შპს ,,ჰ...ს’’ მიმართ უფლებამოსილების განსაზღვრა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამასთან, არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საკითხის გადაწყვეტისათვის. სასკ-ის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთებულობა იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორმა მოითხოვა მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

6.4. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განმარტებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი) პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნებოდა: ა) ამ კანონით თვითმმართველი ერთეულისთვის მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი ან შეძენილი ქონება. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დამტკიცდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესი. საქართველოს მთავრობის №233 დადგენილების მე-6 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირებამდე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 24 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული ქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული საქალაქო სამსახურის ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენდა თბილისის ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა.

ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა 2009 წლის 08 ივნისს №06-8/5431 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის და ითხოვა ქ. თბილისში, სოფელი ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1896517,9 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაცია. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტი). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა წარდგენილი წერილი და თანდართული დოკუმენტაცია და 2009 წლის 21 ივნისს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება აღნიშნული მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ.

უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შემდეგ, სხვადასხვა პერიოდში, მესაკუთრის მიერ განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირების, გამიჯვნის და ერთ საკადასტრო ერთეულად გაერთიანებისთვის შესაბამისი პროცედურები. აღნიშნული გათვალისწინებული იყო სადავოდ გამხდარი სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიმართვების დროს მოქმედი ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 და 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებებით დამტკიცებული ქონების მართვის სააგენტოს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიერ სხვადასხვა პერიოდში გამოცემული იქნა შემდეგი ბრძანებები და მიმართვები: 2015 წლის 24 აპრილის №02- 9/398 ბრძანება; 2015 წლის 24 აპრილის №02-9/399 ბრძანება; 2011 წლის 23 დეკემბრის №06-8/17004 მიმართვა; 2012 წლის 24 აპრილის №06-8/4597 მიმართვა; 2012 წლის 24 აპრილის №06-8/4598 მიმართვა; 2013 წლის 04 დეკემბრის №02-9/856 ბრძანება; 2016 წლის 27 ივნისის №09-1/944 ბრძანება; 2016 წლის 03 ოქტომბრის №09-1/1603 ბრძანება და 2015 წლის 05 მარტის №02-9/210 ბრძანება. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: 2015 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილება; 2015 წლის 11 მაისის №... გადაწყვეტილება; 2011 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; 2012 წლის 07 მაისის №... გადაწყვეტილება; 2016 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილება; 2016 წლის 26 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; 2009 წლის 21 ივნისის №... გადაწყვეტილება; 2019 წლის 20 მაისის №... გადაწყვეტილება; 2015 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილება; 2013 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილება და 2012 წლის 05 მაისის №... გადაწყვეტილება.

კასატორის განმარტებით, საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. კანონმდებლობა იცავს არა მარტო ფიზიკური და იურიდიული პირების, არამედ ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასაც. აღნიშნული გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 109-ე მუხლით, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტი ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია. მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი სადაო ქონების მესაკუთრე გახდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, ისევე როგორც ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვალდებულია დაიცვას მესაკუთრის კანონიერი ინტერესები. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ზემოაღნიშნული მიმართვები/ბრძანებები და მათ საფუძველზე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 601 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი.

განსახილველ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და განმარტა, რომ „რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, თვითმმართველობის სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მიმართვების წარდგენა საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა ნაკვეთის საზღვრებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია, მათ შორის, უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაციის რეკვიზიტების შესახებ“. სასამართლოს აღნიშნული განმარტება დაუსაბუთებელია, რადგან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური, რომელიც განიხილავს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციას და თუ, დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. საყურადღებოა, რომ როგორც თავდაპირველად ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახური, ისე შემდგომში, სსიპ ქონების მართვის სააგენტო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიმართავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგენს სათანადო დოკუმენტაციას. ხოლო, მარეგისტრირებელი ორგანო წარდგენილი და მათთან დაცული ინფორმაციის და დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობის შეფასების შედეგად იღებს სათანადო გადაწყვეტილებას, რადგან უპირველს ყოვლისა თავად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის არის ცნობილი მათთან დაცული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის როგორც თავდაპირველი რეგისტრაცია, ისე შემდგომი გამიჯვნა/საზღვრის ცვლილება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ასევე დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ შპს „თ...ს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დგინდება მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის №35/10 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს „თ...ს“ დაევალა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს გამოყოფილი მიწის ნაცვლად ახალი მიწის ათვისების ხარჯების ანაზღაურება ყოველწლიური ათვისების მიხედვით, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად მხარეს არ განუხორციელებია. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებს თანახმად, შპს „თ...ს“ მცხეთის რაიონის გამგეობის 1998 წლის 23 ივნისის №147 დადგენილებით დედაქალაქის მომსახურებისათვის სასაფლაოს მოსაწყობად გამოეყო და დაუმაგრდა 15 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც დამტკიცდა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის №35/10 გადაწყვეტილებით, რომლითაც დადგინდა, რომ სასაფლაოს მოსაწყობად გამოყოფილი 15 ჰა მიწის ფართობი, თანდათანობით, ყოველწლიურად გადასცემოდა შპს „თ...ს“ - მოთხოვნილების შესაბამისად. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 18 დეკემბრის №10/18 ბრძანების და მიღება- ჩაბარების აქტის თანახმად, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის №35/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა ზემოაღნიშნული გამოყოფილი მიწის ნაკვეთიდან ნაწილის გადაცემა. ამდენად, მოცემული ბრძანების თანახმად, დგინდება, რომ კომპანიას მიწის ნაკვეთი გადაეცა არა საკუთრების, არამედ სარგებლობის უფლებით. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, დაუსაბუთებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოშობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების კანონიერების ეჭვქვეშ დაყენება.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2003 წლის 02 სექტემბრის ფართობის ნატურში გამიჯვნის აქტს თან ერთვის ნახაზი, რომელზეც არ არის დატანილი სახელმწიფო გეოდეზიური სისტემის კოორდინატები. ექპერტიზის ეროვნულმა ბიურომ იხელმძღვანელა დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ, მხოლოდ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აღნიშნული დასკვნა და მის მიერ დადგენილი გადაფარვა, არ შეიძლება აღქმულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებად და სათანადო შეფასება უნდა მიეცეს ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებსაც.

კასატორის განმარტებით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №14.12.387 განკარგულება „ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) სასაფლაოს მოწყობა-მიერთების თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 29 აპრილის №17.24.485 განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოების ფარგლების დაზუსტებისა და მათზე შპს „ჰ...ს“ უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე დანართი №1-ის 32-ე პუნქტის ნაწილში, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოდ განსაზღვრულია ..., სოფ. ...ს მიმდებარედ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე და ქალაქ თბილისის მთავრობის 2015 წლის 01 ივლისის №26.39.812 განკარგულება, იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია შპს „თ...ს“ ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთთან. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო საქმიანობის, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესს. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თბილისის სასაფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობა, სარიტუალო საქმიანობა თბილისის მთავრობის მიერ ხორციელდება: ა) უშუალოდ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის მეშვეობით; ბ) თბილისის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიმართ სისრულის და უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებები წარმოადგენენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 109-ე მუხლი კი ადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, საკუთრებაზე უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებით ცალსახად განისაზღვრა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა ხორციელდება უშუალოდ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ან თბილისის მიერ 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით. სწორედ აღნიშნული წესის საფუძველზე იქნა მიღებული, ზემოაღნიშნული სადავოდ გამხდარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს სათანადო შეფასება არ გაუკეთებია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღნიშნული წესისთვის, რომლითაც ცალსახად დადგინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასაფლაოებზე ოპერირების განმხორციელებელი სათანადო სუბიექტი.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების მიზნით შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის დროს არ არსებობდა რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა სათანადო გადაწყვეტილება სადავო უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 110-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადავო მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, როგორც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, უფლებამოსილი იყო დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ სათანადო შეფასება უნდა მიეცეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №10-103 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესს“ და გათვალისწინებული იქნას ის გარემოება, რომ მოცემული წესით ცალსახად განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასაფლაოებში ოპერირების განმახორციელებელი კომპანია, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით კაპიტალში გადაეცა სადავო უძრავი ქონება და აღნიშნული განკარგულებების ბათილად ცნობით ზიანი მიადგება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომლებიც ვერ ისარგებლებენ შპს „ჰ...ს“ მომსახურებით. სასამართლოს სათანადო შეფასება არ მიუცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზემოაღნიშნული წესისთვის, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, სადავო გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ დაკმაყოფილდეს შპს „თ...ს“ სარჩელი.

6.5. კასატორის - შპს „ჰ...ს“ განმარტებით, კომპანიას ქონების მართვის სააგენტოდან და არქიტექტურის სამსახურიდან ჰქონდა დადებითი დასკვნები საქალაქო სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებით. ამასთან, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიც ადასტურებდა, რომ სადაო ტერიტორიაზე სასაფლაოს არანაირი პროექტი არ ჰქონდა შეთანხმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას/მთავრობას. შესაბამისად, 2015 წლის მარტის თვეში შპს „ჰ...მა’’ მიმართა სათანადო განცხადებითა და თანდართული პროექტით ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, რომლის დადებითი დასკვნის საფუძველზე საქალაქო სასაფლაოს პროექტი შეთანხმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის №14.12.387 განკარგულებით, ხოლო აღნიშნულის თაობაზე კომპანიამ შეტყობინება მიიღო თბილისის არქიტექტურის სამსახურის №07/3307-13 29.04.2015წ. წერილით. საქალაქო სასაფლაო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 29 აპრილის №17.24.485 განკარგულების დანართში შეტანილ იქნა შპს „ჰ...ს’’ საქალაქო სასაფლაოთა ნუსხაში 32-ე ნომრად და მას ეწოდა „...’’. ამდენად, ,,...ს’’ პროექტი შეთანხმებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, იმ პროცედურების ეტაპობრივი გავლითა და შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის №20-103 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო საქმიანობის, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესს. თბილისის სასაფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობა, სარიტუალო საქმიანობა თბილისის მთავრობის მიერ ხორციელდება: ა) უშუალოდ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის მეშვეობით; ბ) თბილისის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით. პირები რომლებიც განახორციელებენ წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ საქმიანობას ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები და დააკმაყოფილონ ამ წესებით დადგენილი პირობები, შეასრულონ თბილისის საკრებულოსა და თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტები. საქალაქო სასაფლაო არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ამ წესის შესაბამისად, ადამიანის ნეშტის დასაკრძალად. ოპერატორი არის საქალაქო სასაფლაოს მმართველი, მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახური ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული, იურიდიული პირი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ახორციელებს სასაფლაოს მოწყობას, მოვლა-პატრონობას და სარიტუალო საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურეობას. სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია საჭიროებს თბილისის მთავრობასთან სავალდებულო შეთანხმებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, სამართლებრივი შეფასებისა და განმარტებების თანახმად, უდავოდ დასტურდება, რომ ,,...’’ შეთანხმებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და აღნიშნული აქტები არ ექვემდებარება ბათილად ცნობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ დაკმაყოფილდეს შპს „თ...ს“ სარჩელი.

6.6. კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს ,,თ...ს’’, მცხეთის რაიონის გამგეობის 1998 წლის 23 ივნისის №147 დადგენილებით დედაქალაქის მომსახურებისათვის სასაფლაოს მოსაწყობად გამოეყო და დაუმაგრდა 15 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც დამტკიცდა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის №35/10 გადაწყვეტილებით, რომლითაც დადგინდა, რომ სასაფლაოს მოსაწყობად გამოყოფილი 15 ჰექტარი მიწის ფართობი თანდათანობით, ყოველწლიურად გადასცემოდა შპს ,,თ...ს’’ მოთხოვნილების შესაბამისად. სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 18 დეკემბრის №10/18 ბრძანება და მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს, სწორედ ზემოთ მითითებული გამოყოფილი მიწის ნაკვეთიდან ნაწილის გადაცემას საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის №35/10 გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი ბრძანება არის არა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, არამედ სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის, ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’, ,,ე’’, ,,ვ’’ პუნქტების, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტს, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან იურიდიულმა პირებმა დაკარგეს საკუთრების უფლების აღიარების უფლება, შესაბამისად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელე მხარეს არ უდგინდება უფლება.

კასატორის განმარტებით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა მოცემულ დავაზე არასწორად შეაფასეს - №... და №... საკადასტრო კოდებზე დაცული სააღრიცხვო ბარათები, კერძოდ, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთები რეგისტრირებულად მიიჩნია სასამართლომ, იმ პირობებში, როდესაც სააღრიცხვო ბარათები დაცულია ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. შესაბამისად, სააგენტო მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში, რომ შპს „თ...ს“ არ წარმოშობია საკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ნივთებზე. ამდენად, დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვასთან და „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპთან“ მიმართებაში. სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა აღნიშნული გარემოება და რეგისტრირებულად მიიჩნია ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდებით არსებული უძრავი ნივთის მონაცემები. ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდებოდა სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მომხდარიყო ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე. მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი ურთიერთობები იურიდიულ ძალას იძენდა სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციას ახორციელებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი (მისი ადგილობრივი ქვედანაყოფი), რომელიც კოორდინირებდა მიწის კადასტრის სამუშაოებს და გააჩნდა საკუთარი ბეჭედი. „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენდა, რომ ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. ნებისმიერ ახალ სააღრიცხვო ბარათს ადგენს ზონის რეგისტრატორი. რეგისტრატორი უფლებამოსილია გააუქმოს სააღრიცხვო ბარათში არსებული ნებისმიერი ჩანაწერი და გახსნას ახალი სააღრიცხვო ბარათი, თუ ძველმა ჩანაწერმა დაკარგა ძალა ან მასში ასახული მონაცემები ბათილი აღმოჩნდა. უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდიდა №..., №8..., №... №... სარეგისტრაციო განცხადებებთან მიღებულ გადაწყვეტილებებს და ასევე, ადმინისტრაციულ საჩივრებთან მიღებულ №... (№...), №..., №..., №... (№...) გადაწყვეტილებებს. სარეგისტრაციო განცხადებებით წარდგენილი მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი შეადგენდა 73 000 კვ.მ-ს, ამასთან, ზედდება დადგინდა №..., №..., №..., №..., №..., №..., №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან, ზედდება არ დადგინდა №..., №..., №..., №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ ცნო ბათილად სასამართლომ №..., №..., №..., №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, რის თაობაზეც მოსარჩელე მხარეს, არათუ მხოლოდ კანონიერი ინტერესი არამედ, მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ გამხდარ სარეგისტრაციო განცხადებებთან კავშირიც კი არ ჰქონია. ასევე გაუგებარია, რატომ იხელმძღვანელა სასამართლომ 15 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის გეგმის შესაბამისად, როდესაც აღნიშნული დავის ფარგლებში სარეგისტრაციო განცხადებებით წარდგენილი მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი შეადგენდა 73 000 კვ.მ-ს.

მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნია მას გასაჩივრებული აქტების (..., ..., ..., ..., ... გადაწყვეტილებების) ბათილად ცნობის მიმართ, ამასთან, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა დასაბუთებული თუ რის საფუძველზე, იქნა ბათილად ცნობილი ზემოაღნიშნულ განცხადებებზე მიღებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ასევე, არ დასტურდება მოსარჩელის უფლების უკანონო შეზღუდვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული ნორმები, ასევე, სარჩელი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე - 25-ე მუხლებით დადგენილ პირობებს, რაც, ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის უპირობო საფუძვლებს.

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციაც. ამ მხრივ საყურადღებოა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა კანონიერად, ხოლო შემდეგ რეგისტრაციის საფუძველი ანუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა, აღნიშნული წარმოადგენს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,თ...ს’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6.7. კასატორის - შპს „თ...ს“ განმარტებით, სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის მოტივად სასამართლომ ის გარემოება მიუთითა, რომ აღნიშნული აქტები გამოცემულია კონკრეტული უფლებადამდგენი დოკუმენტების საფუძველზე და ვინაიდან ამ უკანასკნელთა ბათილობის თაობაზე აღძრული სასარჩელო მოთხოვნები განსჯადობით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დაექვემდებარა განხილვას, ამ უკანასკნელის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ხსენებული უფლებადამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომატურად განაპირობებს მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების ძალადაკარგულად ცნობას. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება, როგორც კანონმდებლობას და მსგავს საკითხებთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, ისე, თავად მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და წინამდებარე საკასაციო საჩივრით მისი გაუსაჩივრებელი ნაწილის იმ ეპიზოდში განვითარებულ მსჯელობებს, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო სხვა რეგისტრაციები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის №ბს-798 (2კ-19) განჩინების თანახმად, უძრავი ქონების რიგით მესამე შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა იმ პირობებში იქნა მიჩნეული მართებულად, როდესაც მისი რეგისტრაცია სწორედ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) საფუძველზე იყო განხორციელებული და რომელთა ბათილობის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების განხორციელებას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. შესაბამისად, ის გარემოება, რომ შპს „თ...ს“ სასარჩელო მოთხოვნები უფლებადამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობის ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იხილება, არ შეიძლება წარმოადგენდეს უშუალოდ წინამდებარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში გასაჩივრებული რეგისტრაციების ძალაში დატოვების წინაპირობას, რადგან ამ უკანასკნელთა ბათილად ცნობა დამოუკიდებელი მსჯელობის საგანია და იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში იდენტური უძრავი ნივთის დუბლირებული რეგისტრაციით განპირობებულ უფლებრივ კონკურენციას აქვს ადგილი და დასტურდება, რომ გასაჩივრებული აქტებით რეგისტრაციას დაექვემდებარა შპს „თ...სთვის’’ უკვე განკუთვნილი უძრავი ნივთი, სადავო რეგისტრაციების განხორციელების შესაძლებლობას სწორედ ადმინისტრაციული კანონმდებლობა გამორიცხავდა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ და „ვ(1)“ ქვეპუნქტების სახით. აღნიშნული მუხლების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია. შესაბამისად, სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველს სწორედ ზემოთ მოხმობილი საკანონმდებლო ნორმა განაპირობებს და იგი არ არის დაკავშირებული უფლების დამდგენი დოკუმენტის გასაჩივრების აუცილებლობასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2023წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი იმ აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, რომელშიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით არ დაკმაყოფილდა სარჩელი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, შპს „ჰ...ს“ საკასაციო საჩივრები;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „თ...ს“ საკასაციო საჩივრები.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „თ...ს“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „ჰ...ს“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ა) 1998 წლის 23 ივნისს მცხეთის რაიონის გამგეობის №147 დადგენილებით მიღებულ იქნა მიწის შერჩევის მცხეთის რაიონული კომისიის წინადადება, საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 1998 წლის 22 ივნისის №02-2/11 თანხმობა და ქ. თბილისის მიმდებარედ, ...ს ქუჩის ბოლოს, დედაქალაქის მომსახურებისათვის სასაფლაოს მოსაწყობად გამოიყო 15 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი და დაუმაგრდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - ფირმა ,,თ...ს’’. მიწების გამოყოფის სამმართველოს დასკვნის მიხედვით, 1998 წლის 23 ივნისს მცხეთის რაიონის გამგეობის №147 დადგენილებით დამტკიცებულია შპს ,,თ...სათვის’’ ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, მცხეთის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, ქ. თბილისის სატყეო მეურნეობის, ...ს სატყეო მეურნეობის, ...ს სატყეო უბნის მიწებიდან სასაფლაოს მოსაწყობად 15 ჰა ქვიანი საძოვარის გამოყოფა. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო, ქ. თბილისის მერია, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები, საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი, არქეოლოგიული კვლევის ცენტრი და საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო საწარმოო სამმართველო დაეთანხმენენ ზემოაღნიშნული ფართობის გამოყოფას. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწების გამოყოფის სამმართველო ასევე არ იყო წინააღმდეგი მოთხოვნილი ფართობის გამოყოფაზე (ტ.1. ს.ფ. 18-19); ბ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო 17.07.1998 წ. №02/261 მიმართვით დაეთანხმა შპს ,,თ...სთვის’’ თბილისის სატყეო მეურნეობაზე რიცხულ ,,...ს’’ სატყეო უბნის №10 კვარტალიდან, სასაფლაოს მოსაწყობად მცხეთის გამგეობის მიერ 15 ჰა მიწის ფართობის გამოყოფას (ტ.1. ს.ფ. 20); გ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის №7/1-99 მიმართვით საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს ეცნობა, რომ სამინისტრომ განიხილა მცხეთის რაიონის გამგეობის 23 ივნისის №147 დადგენილება ვაკისა და საბურთალოს რაიონების მოსახლეობისათვის სასაფლაოს მოსაწყობად ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ თბილისის სატყეო მეურნეობის ტერიტორიიდან 15 ჰა საძოვარი მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ და ეთანხმება მას (ტ.1. ს.ფ. 21); დ) მიწის მართვის სახელწმიფო დეპარტამენტისადმი გაგზავნილ 1998 წლის 20 ივლისის №06.08.02-12/915-282 მიმართვით არქეოლოგიური კვლევის ცენტრი თანხმობას გამოთქვავს ქ. თბილისის, ...ს ქუჩის მიმდებარედ შპს ,,თ...სთვის’’ მცხეთის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული თბილისის სატყეო მეურნეობაზე რიცხული ,,...ს’’ სატყეო უბნის კვარტლიდან 15 ჰა მიწის ფართობის გამოყოფაზე, ამავდროულად მიწის სამუშაოების შესრულებისას არქეოლოგიური ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ორგანიზაციას დაუდგინდა ვალდებულება მიწის სამუშაოების შეჩერების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 22); ე) საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის 23.07.1998წ. მიმართვით მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს ეცნობა, რომ ვიზუალურად შესწავლილი იქნა ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ თბილისის სატყეო უბნის №10 კვარტალიდან სასაფლაოს მოსაწყობად გამოსაყოფი 15 ჰა მიწის ნაკვეთი და მთლიანობაში, ეს შერჩეული მიწის ნაკვეთი ხასიათდება დამაკმაყოფილებელი საინჟინრო გეოლოგიური პირობებით და მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ შესაძლებელია, მხოლოდ გასათვალისწინებელია ცალკეული უბნების პლანირების აუცილებლობა და ქვიშაქვებით აგებული მცირე უბნებზე საფლავების გაჭრის აუცილებლობა ტექნიკის გამოყენებით (ტ.1. ს.ფ. 23-24); ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვის, ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის მთავარი სამართველოს 1998 წლის აგვისტოს მიმართვით ეს უკანასკნელი დაეთანხმა შპს ,,თ...სთვის’’ მცხეთის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებულ თბილისის სატყეო მეურნეობაზე რიცხული №10 კვარტლის ტერიტორიიდან 15 ჰა მიწის ფართობის გამოყოფას (ტ.1. ს.ფ. 25); ზ) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 1998 წლის 17 აგვისტოს №03-934 მიმართვით თანხმობა იქნა გაცხადებული მცხეთის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებულ თბილისის სატყეო მეურნეობაზე რიცხული №10 კვარტლის ტერიტორიიდან 15 ჰა მიწის ფართობის გამოყოფაზე სასაფლაოს მოსაწყობად (ტ.1. ს.ფ. 26); თ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 04.09.1998 წლის №1-1481 მიმართვით საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას ეცნობა, რომ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო, ქ. თბილისის მერია, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები, საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი, არქეოლოგიული კვლევის ცენტრი და საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო საწარმოო სამმართველო ეთანხმებიან ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, მცხეთის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული თბილისის სატყეო მეურნეობის ...ს სატყეო უბნის მიწებიდან სასაფლაოს მოსაწყობად 15 ჰა მიწის ფართობის შპს ,,თ...სთვის’’ გამოყოფას. ამავე მიმართვით მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა თანხმობა გამოთქვა მოთხოვნილი ფართობი გამოიყოს მითითებული დანიშნულებით (ტ.1. ს.ფ. 55); ი) აღნიშნულის შესახებ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 21.09.1998 წლის №1-1559 მიმართვით ასევე ეცნობა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს (ტ.1. ს.ფ. 56-57); კ) 30.12.1998 წ. №4-05/4988 (№98/30 19.11.1998) მიმართვით ქ. თბილისის მერიამ გამოთქვა თანხმობა შპს ,,თ...სთვის’’ მცხეთის რაიონის საზღვრებში სატყეო მეურნეობის ტერიტორიიდან გამოეყოს 15 ჰა მიწის ნაკვეთი სასაფლაოს მოსაწყობად (ტ.1. ს.ფ. 58); ლ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის №35/10 გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა საქართველოს მიწის მართვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადებები და დამტკიცდა მცხეთის რაიონის გამგეობის 1998 წლის 23 ივნისის №147 დადგენილება შპს ,,თ...სათვის’’ ქ. თბილისში ...ს ქუჩის მიმდებარედ, მცხეთის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თბილისის სატყეო მეუნეობის ...ს სატყეო უბნის მიწებიდან (მე-10 კვარტალში) 15,0 ჰექტარი ფრაგმენტულად გადაადგილებული ერთეული ხეებით წარმოდგენილი ქვიანი საძოვარის ქალაქ თბილისის მოსახლეობის სასაფლაოს მოსაწყობად გამოყოფის შესახებ (ტ.1. ს.ფ. 27-28); მ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის №10/95 ბრძანებით თბილისის სატყეო მეურნეობის ...ს სატყეო უბნის კვარტალი №10-დან გამოეყო შპს ,,თ...ს’’ 15 ჰექტარი ფრაგმენტულად გადაადგილებული ერთეული ხეებით წარმოდგენილი ქვიანი საძოვრები ქალაქ თბილისის მოსახლეობის სასაფლაოს მოსაწყობად. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ თბილისის სატყეო მეურნეობამ შპს ,,თ...ს’’ სასაფლაოს მოსაწყობად გამოყოფილი 15 ჰა მიწის ფართობი უნდა გადასცეს თანდათანობით, ყოველწლიური მოთხოვნილების შესაბამისად, ხოლო ტყეთმოწყობისა და ტყითსარგებლობის სამმართველოს დაევალა თბილისის სატყეო მეურნეობასთან ერთად უზრუნველყოს გამოსაყოფი 15 ჰა ფართობის ნატურით გამიჯვნა და სათანადო კარტოგრაფიული დოკუმენტის (აბრისის) შედგენა (ს.ფ. 29-30); ნ) 1999 წლის 31 მაისს თბილისის სატყეო მეურნეობის ...ს, ... მეტყევეს, შპს ,,თ...ს’’ პრეზიდენტის, ამავე ფირმის თანამშრომლის, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ... ...ს, ,,...ის’’ სპეც. განყოფილების ...ის მიერ შედგენილ იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც თბილისის სატყეო მეურნეობამ ჩააბარა და შპს ,,თ...მ’’ ჩაიბარა თბილისის სატყეო მეურნეობის ...ს სატყეოს კვარტალ №10-ში მდებარე 15 ჰა ფართობიდან ლიტერ №28-ში არსებული ქვიანი საძოვარი ფართობით 0,7 ჰექტარი (ტ.1. 34-35); ო) 1999 წლის 09 ოქტომბერს შედგენილ იქნა აქტი მიწის ნაკვეთის ნატურაში გამოყოფის შესახებ, რომლითაც შპს ,,თ...ს’’ გამოეყო 0.45 ჰა ფართის მიწის ნაკვეთი (ტ.1. ს.ფ. 36-37); პ) 2001 წლის 20 ივლისის აქტით გამოყოფილ იქნა 3,3 ჰა მიწის ნაკვეთი (ტ.1. ს.ფ. 38-40); ჟ) 18.12.2007წ. №10/81 სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შპს ,,თ...ს’’ თბილისის მოსახლეობის სასაფლაოს მოწყობის მიზნით მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნის სარეინჯერო №3-1-13-დან (ყოფილი ...ს სატყეოს №10 კვარტალიდან) გადაეცა 1,0 ჰა მიწის ფართობი, რასთან დაკავშირებითაც იმავე წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1. 41-44); რ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტმანეტის თავმჯდომარის მიერ 2009 წლის 02 მარტს გამოცემულ იქნა №06-09 ბრძანება, რომლითაც შპს ,,თ...ს’‘ თბილისის მოსახლეობის სასაფლაოს მოწყობის მიზნით მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნის სარეინჯერო №3-1-13-დან (ყოფილი ...ს სატყეოს №10 კვარტალიდან) გადაეცა 1,5 ჰა მიწის ფართობი, რაზედაც იმავე წლის 19 მარტს შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1.ს.ფ. 45-46); ს) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 28.05.1999წ. №4-694 მიმართვით მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და შპს ,,თ...ს’’ დაევალათ გადაწყვეტილებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნატურაში გამიჯვნა, სათანდო აქტის შედგენით, შესაბამისი ცვლიელების შეტანა მიწის სააღრიცხვო საბუთში და მის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის ცნობა. 2003 წლის 02 სექტემბერს მცხეთის სატყეო მეურნეობის ...ის, ...ს სატყეოს ...ის, შპს ,,თ...ს’’ ...ს, ,,...ის’’ სპეც. განყოფილების ...ის მიერ შედგენილ იქნა ფართობის ნატურაში გამიჯვნის აქტი და 15 ჰა ფართობზე შედგენილ იქნა სათანადო კარტოგრაფიული დოკუმენტი (ტ.1. ს.ფ. 31-33); ტ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.02.2004 წ. ამონაწერის თანახმად, სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა (კოდი ...), სექტორი - ... (კოდი ...), კვარტალის №00, ნაკვეთი №135, 10667,0 კვ.მ დაუზუსტებელი ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,თ...’’ (ტ.1. ს.ფ. 49-51); უ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.02.2004 წ. ამონაწერის მიხედვით, სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა (კოდი ...), სექტორი - ... (კოდი ...), კვარტალის №..., ნაკვეთის №..., დაუზუსტებელი 4333,0 კვ.მ ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,თ...’’ (ტ.1. ს.ფ. 52-54).

2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 აპრილის №001938116 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს „თ...სათვის“ გამოყოფილია 15 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მოცემულია შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმაზე. შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმის მონაცემებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ ნატურაში გამიჯნული 15 ჰა მიწის ნაკვეთი მოიცავს (ფარავს) დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ №... ნაკვეთს 109274 კვ.მ-ით (მესაკუთრე - სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისისი მუნიციპალიტეტი), ხოლო №... ნაკვეთს 26393 კვ.მ-ით (მესაკუთრე - ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული).

2.1. №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.1. ა) ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა 2009 წლის 08 ივნისს №06-8/5431 წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მოითხოვა ქ. თბილისში, სოფელ ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1896517,9 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება (ტ.1. ს.ფ. 61); ბ) ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 8 ივნისის №06-8/5430 მიმართვით საქართველს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივ რესურსების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ეცნობათ, რომ იგეგმებოდა ქ. თბილსში, სოფელ ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1896517,9 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველის ერთეულის საკუთრებად და წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის გეგმის ასლი (ტ.1. ს.ფ. 62-64); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, ფართით 1896517,9 კვ.მ (ტ.1. ს.ფ. 153); დ) 2009 წლის 21 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 1896518,0 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 08.06.2009 წ. მიმართვა №06-8/5431 (ტ.1. ს.ფ. 154-155); ე) სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსმა 2011 წლის 23 დეკემბერს №06-8/17004 წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი გამიჯვნითი პროექტის მიხედვით ...ს მიმდებარედ არსებული 1896518,00 კვ.მ (საკადასტრო კოდი №...) მიწის ნაკვეთის გამიჯვნა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირება: ნაკვეთი №1 - ფართით 1778335 კვ.მ და ნაკვეთი №2 - ფართით 118183 კვ.მ (ტ.1. ს.ფ. 156-158); ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო დაყოფის საფუძველზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს მიმდებარედ, ფართით 1896518,0 კვ.მ (ტ.1. ს.ფ. 159); ზ) 2011 წლის 29 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 118183,0 კვ.მ, საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), საკუთრების უფლებით რეგისტრებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 08.06.2009 წ. მიმართვა №06-8/5431 (ტ.1. ს.ფ. 161-162); თ) 2011 წლის 29 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 1778335,0 კვ.მ, საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 08.06.2009 წ. მიმართვა №06-8/5431 (ტ.1. ს.ფ. 163-161);

2.1.2. ა) სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსმა 2012 წლის 24 აპრილს №06-8/4598 წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე სოფელ ...ს მიმდებარე ტერიტორიის დაკორექტირება და ადგილობრივი თვითმმართველის საკუთრებად 118133,58 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირება (ტ.1. ს.ფ. 165-167); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 168); გ) 2012 წლის 7 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 118134,0 კვ.მ, საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 08.06.2009 წ. მიმართვა №06-8/5431 (ტ.1. ს.ფ. 169-171); დ) ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 24 აპრილის №06-8/4597 მიმართვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად დაკორექტირება სოფელ ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტირება 1777803,55 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) (ტ.5. ს.ფ. 404); ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 07 მაისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ტ.3. ს.ფ. 217); ვ) 2012 წლის 7 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 1777804,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 08.06.2009 წ. №06-8/5431 და 24.04.2012 წ. №06-8/4597 მიმართვები (ტ.3. ს.ფ. 218); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის №09-1/944 ბრძანებით დადგინდა, რომ განხორციელდეს ქ. თბილისში, სოფელი ...ს მიმდებარედ არსებულ 1777804 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) რეგისტრაციაში ცვლილება და აღნიშნული მიწის ნაკვეთი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდეს კორექტირებული საზღვრებით, ფართობის უცვლელად, ბრძანების თანდართული ნახაზის მიხედვით (ტ.4. ს.ფ. 359-360, 361-362); თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარედ (ტ.3. ს.ფ. 219); ი) 2016 წლის 14 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 1777804,0,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ თვითმმართველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები - 08.06.2009 წ. №06-8/5431, 24.04.2012 წ. №06-8/4597 მიმართვები და 27.06.2016წ. №09-1/944 ბრძანება (ტ.3. ს.ფ. 220);

2.2.2. ა) 2016 წლის 03 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №09-1/1603 ბრძანება უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №... გაიმიჯნოს და დარეგისტრირდეს ცალ-ცალკე - №1 მიწის ნაკვეთი ფართით 1777263 კვ.მ და №2 მიწის ნაკვეთი ფართით 541 კვ.მ (ტ.4. ს.ფ. 373-375); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ტ.4. ს.ფ. 383); გ) 2016 წლის 26 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, სოფელ ...ს მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 1777263,00 კვ.მ და ამავე მისამართზე მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის, დაზუსტებული ფართობი 541,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 03.10.2016 წ. №09-1/1603 ბრძანება (ტ.4. ს.ფ. 384-385, 387-388); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის №ბ61.01191379 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ, რომლის თანახმად, უნდა განხორციელდეს სოფელ ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1777263 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გამიჯვნა თანდართული გამიჯვნითი პროექტის მიხედვით და გამიჯნული მიწის ნაკვეთები უნდა დარეგისტრირდეს ცალ-ცალკე ერთეულებად: №1 მიწის ნაკვეთი 1768182 კვ.მ და №2 მიწის ნაკვეთი 9081 კვ. მეტრი (ტ.6. ს.ფ. 162, 163-166); ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციაპლიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელ ...ს მიმდებარედ, ფართობი 1777263 კვ.მ. 2019 წლის 20 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, სოფელ ...ს მიმდებარე ტერიტორია, დაზუსტებული ფართობი 1768182 კვ.მ, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 3 ოქტომბრის №09-1/1603 ბრძანება (ტ.5. ს.ფ. 414, ტ.6. ს.ფ. 173-174); ვ) 2019 წლის 20 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, სოფელ ...ს მიმდებარე ტერიტორია, დაზუსტებული ფართობი 9081 კვ.მ, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 3 ოქტომბრის №09-1/1603 ბრძანება (ტ.6. ს.ფ. 177-178);

2.2.3. ა) ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2013 წლის 04 დეკემბერს მიღებულ იქნა №02-9/856 ბრძანება, რომლითაც დადგინდა გამიჯვნა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 118134 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მდებარე სოფელი ...ს მიმდებარე ტერიტორია (ს.კ. ...). ბრძანების თანახმად, მიწის ნაკვეთის გამიჯვნა უნდა გამხორციელებულიყო თანდართული გამიჯვნითი პროექტის მიხედვით და უნდა მომხდარიყო გამიჯნული მიწის ნაკვეთების ცალ-ცაკლე საკადასტრო ერთეულებად - №1-98834 კვ.მ და №2-19300 კვ.მ დარეგისტრირება (ტ.1. 172-174); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე სოფ. ...ს მიმდებარე ტერიტორია (ტ.1. ს.ფ. 176); გ) 2013 წლის 10 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 19300,0 კვ.მ, საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 08.06.2009 წ. მიმართვა №06-8/5431 (ტ.1. ს.ფ. 179-180); დ) 2013 წლის 10 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 98834,0 კვ.მ, საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 08.06.2009 წ. მიმართვა №06-8/5431 (ტ.1. ს.ფ. 181-182); ე) სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მიერ 2015 წლის 05 მარტს მიღებულ იქნა ბრძანება №02-9/210, რომლითაც ერთ საკადასტრო ერთეულად გაერთიანდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: ა) სოფელ ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 98834 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ... და ბ) სოფელ ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 19300 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ... (ტ.1. ს.ფ. 202); ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე უძრავ ნივთზე მდებარე ...ს მიმდებარედ 118134 კვ.მ (ს.ფ. 183-185); ზ) 2015 წლის 11 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილის, სოფელი ...ს მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი ... და ...), დაზუსტებული ფართი 118134,0 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები - 08.06.2009 წ. მიმართვა №06-8/5431 და 05.03.2015 წ. ბრძანება №02-9/210 (ტ.1. ს.ფ. 186-187);

2.2.4. ა) 2019 წლის 16 აგვისტოს შპს ,,თ...მ’’ ადმინისტრაციული საჩივრით (№19/01192892507-01) მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა - ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 08 ივნისის №06-8/5431 მიმართვის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსის 2011 წლის 23 დეკემბრის №06-8/17004 მიმართვის, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 24 აპრილის №06-8/4597 მიმართვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის №09-1/944 ბრძანების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 03 ოქტომბერს №09-1/1603 ბრძანების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 ივნისის №611 ბრძანებით შპს ,,თ...ს’’ ადმინისტრაციული საჩვარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში აღინიშნა, რომ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივ ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 08.06.2009წ. №06-8/5431 მიმართვის, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 23.12.2011 წ. №06-8/17004 მიმართვის, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2012წ. №06-8/4597 მიმართვის კანონიერების შემოწმების საკითხი სასამართლოს განსჯადია და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს ისინი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში. რაც შეეხება 27.06.2016 წ. №09-1/944 და 03.10.2016წ. 09-1/1603 ბრძანებების ბათილად ცნობას, ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრძანებები არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი (ტ.7. ს.ფ. 111-119);

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეორვნული სააგენტოს 27.01.2015 წ. №... მიმართვით ირკვევა შემდეგი: ა) ვინაიდან №... და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთები 27.01.2015 მომენტისათვის ფორმირებულია (კერძოდ, დაყოფილია), აქტიური სარეგისტრაციო ჩანაწერი არ არის; ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტაშენტში დაცული 1:100 000 მასშტაბის მორიგე საცნობარო რუკაზე დატანილი ქალაქ თბილისის ციფრული ადმინისტრაციული საზღვრის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის №4173-რს დადგენილებით, ... საკადასტრო კოდის ძირითადი ნაწილი მდებარეობს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარში, ხოლო მცირე ნაწილი მცხეთის მუნიციპალიტეტში; ... საკადასტრო კოდით რეგისტირებული მიწის ნაკვეთი მთლიანად მდებარეობს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (დანართში წითელი ფერით აღნიშნული საზღვარი და წარწერები). 2006 წლის 27 დეკემბრამდე კი, (თბილისის ახალი, ციფრული საზღვრის დამტკიცებამდე) ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთი მდებარეობდა ქალაქ თბილისის, მცხეთის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში. ... საკადასტრო კოდით რეგისტირებული მიწის ნაკვეთი კი, მთლიანად მდებარეობდა გარდაბის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (დანართში ლურჯი ფერით აღნიშნული საზღვარი და წარწერები) (ტ.1. ს.ფ. 59-60);

4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 აპრილის №001938116 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს „თ...სათვის“ გამოყოფილი 15 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მოცემულია შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმაზე. შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმის მონაცემებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ ნატურაში გამიჯნული 15 ჰა მიწის ნაკვეთი მოიცავს (ფარავს) დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ №... ნაკვეთს 51 (სრულად) კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „ჰ...“);

№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს განცხადებით მიმართა შპს ,,ჰ...ს’’ დირექტორმა და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ..., სასაფლაოს მოწყობა-მიერთების პროექტის შეთანხმება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის №14.12.387 განკარგულებით, გაიცა თანხმობა ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) წარდგენილი პროექტის თანახმად, სასაფლაოს მოწყობა-მიერთების თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 218, ტ.2. ს.ფ. 10-34); ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2015 წლის 29 აპრილს მიღებულ იქნა №17.24.485 განკარგულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლოების ფარგლების დაზუსტებისა და მათზე შპს ,,ჰ...სათვის’’ უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე (სადავოა დანართი 1-ის 32-ე პუნქტის ნაწილში, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოდ განსაზღვრულია ... სოფ. ...ს მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე) (ტ.2. ს.ფ. 35-40); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2015 წლის 05 აგვისტოს მიღებულ იქნა №31.29.949 განკარგულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლოების ფარგლების დაზუსტებისა და მათზე შპს ,,ჰ...სათვის’’ უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 29 აპრილის №17.24.485 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ტ.2. ს.ფ. 204-208); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2016 წლის 28 სექტემბერს მიღებულ იქნა №38.09.826 განკარგულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლოების ფარგლების დაზუსტებისა და მათზე შპს ,,ჰ...სათვის’’ უფლებამლოსილების განსაზღვრის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 29 აპრილის №17.24.485 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ტ.3 ს.ფ. 23-29); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2015 წლის 24 აპრილს მიღებულ იქნა №02-9/399 ბრძანება სოფელი ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 51 კვ.მ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე (ტ.6. ს.ფ. 315); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 მაისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ..., ფართით 51 კვ.მ (ტ.6. ს,ფ, 320-322, 323, 324); ზ) 2015 წლის 11 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი №..., დაზუსტებული ფართობი 51,0 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 24.04.2015 წ. ბრძანება №02-9/399 (ტ.6. ს.ფ. 325-326); თ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2015 წლის 01 ივლისს მიღებულ იქნა №26.39.813 განკარგულება, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს ,,ჰ...ს’’ კაპიტალში შეტანილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული, დანართი №1-ით გათვალისწნიებული უძრავი ქონება და გაიზარდა კომპანიის კაპიტალი (ტ.5. ს.ფ. 389-390); ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,ჰ...ს’’ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ..., ფართობი 51 კვ.მ. 2015 წლის 16 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი №..., დაზუსტებული ფართობი 51,0 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ჰ...ს’’ სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი 01.07.2015წ. განკარგულება №26.39.813 (ტ.3. ს.ფ. 192-193);

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 აპრილის №001938116 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს „თ...სათვის“ გამოყოფილი 15 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მოცემულია შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმაზე. შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმის მონაცემებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ ნატურაში გამიჯნული 15 ჰა მიწის ნაკვეთი მოიცავს (ფარავს) დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ №... ნაკვეთს 11679 კვ.მ-ით (მესაკუთრე - სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი).

№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2015 წლის 24 აპრილს მიღებულ იქნა №02-9/398 ბრძანება სოფელი ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 13625 კვ.მ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე (ტ.5. ს.ფ. 397); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 13625 კვ.მ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარე ტერიტორია. 2015 წლის 29 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი №..., დაზუსტებული ფართობი 13625,0 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 24.04.2015წ. ბრძანება №02-9/398 (ტ.3. ს.ფ. 188-189); გ) 2019 წლის 16 აგვისტოს შპს ,,თ...მ’’ ადმინისტრაციული საჩივრით (№19/01192892507-01) მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №02-9/398 ბრძანების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერიის 2020 წლის 22 ივნისის №611 ბრძანებით შპს ,,თ...ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში აღინიშნა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2015 წ. №02-9/398 ბრძანების კანონიერების შემოწმების საკითხი სასამართლოს განსჯადია და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს იგი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში (ტ.7. ს.ფ. 111-119);

6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 აპრილის №001938116 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს „თ...სათვის“ გამოყოფილი 15 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მოცემულია შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმაზე. შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმის მონაცემებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ ნატურაში გამიჯნული 15 ჰა მიწის ნაკვეთი მოიცავს (ფარავს) დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ №... ნაკვეთს 340 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „ნ...“); №... ნაკვეთს 1703 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „ნ...“); №... ნაკვეთს 96 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „ნ...“);

№..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,ნ...ის’’ მოთხოვნა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. 2011 წლის 12 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი №..., დაზუსტებული ფართობი 755,0 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ნ...ს’’ სახელზე (ტ.3. ს.ფ. 200, 201); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 26 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ლ-ეის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2012 წლის 26 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი №..., დაზუსტებული ფართობი 755,0 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ნ...’’ (ტ.3. ს.ფ. 198, 199); ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 მაისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,მ...ს’’ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარედ (ტ.3. ს.ფ. 194); ბ) 2017 წლის 5 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), დაზუსტებული ფართობი 301,0 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,მ...ს’’ სახელზე (ტ.3. ს.ფ. 195); გ) 2017 წლის 5 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), დაზუსტებული ფართობი 220 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,მ...ს’’ სახელზე (ტ.3. ს.ფ. 196); დ) 2017 წლის 5 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), დაზუსტებული ფართობი 234 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,მ...ს’’ სახელზე (ტ.3. ს.ფ. 197); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ლ-ეის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო უძრავი ნივთებზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია; ვ) 2012 წლის 27 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი №..., დაზუსტებული ფართობი 3938,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ნ...’’ (ტ.3. ს.ფ. 202, 203); ზ) 2012 წლის 30 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი №..., დაზუსტებული ფართობი 1127,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ნ...’’ (ტ.3. ს.ფ. 206); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ლ-ეის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე უფლების რეგისტრაცია. 2015 წლის 29 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი №..., დაზუსტებული ფართობი 434,0 კვ.მ და ამავე მისამართზე მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი, დაზუსტებული ფართობი 693,0 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ნ...ის’’ სახელზე (ტ.3. ს.ფ. 207, 208, 209);

7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 აპრილის №001938116 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს „თ...სათვის“ გამოყოფილი 15 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მოცემულია შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმაზე. შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმის მონაცემებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ ნატურაში გამიჯნული 15 ჰა მიწის ნაკვეთი მოიცავს (ფარავს) დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ №... ნაკვეთს 1021 კვ.მ-ით (მესაკუთრე - სახელმწიფო);

№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. ა) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 19 მარტს მიღებულ იქნა №1/1-915 ბრძანება უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ბრძანების დანართი №1-ში მითითებული უძრავ ქონების (ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, 6145,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი) რეგისტრაციის მიზნით მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ტ.4. ს.ფ. 301, 302, 303); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6145 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. 2015 წლის 23 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი №6145,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 19.03.2015წ. ბრძანება №1/1-915 (ტ.3. ს.ფ. 210-211, ტ.4. ს.ფ. 300); გ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 23 ივნისს №7/31605 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად ცვლილების განხორციელება უძრავ ქონების (საკადასტრო კოდი №...) რეგისტრაციაში, კერძოდ, მიწის ფართის უცვლელად დარეგისტრირდეს ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ არსებული 6145 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ტ.4. ს.ფ. 313-315); დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 2016 წლის 27 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი №6145,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 19.03.2015წ. ბრძანება №1/1-915 და 23.06.2015 წ. №7/31605 წერილი (ტ.3. ს.ფ. 212-213); ე) 2019 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,თ...მ’’ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა ,,უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის №1/1-915 ბრძანების და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისს №7/31605 წერილის ბათილად ცნობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 06 ოქტომბრის №1-1/417 ბრძანებით შპს ,,თ...ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი 2015 წლის 19 მარტის №1/1-915 ბრძანებისა და 2016 წლის 23 ივნისის №7/31605 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.7. ს.ფ. 149-151);

8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 აპრილის №001938116 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს „თ...სათვის“ გამოყოფილი 15 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მოცემულია შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმაზე. შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმის მონაცემებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ ნატურაში გამიჯნული 15 ჰა მიწის ნაკვეთი მოიცავს (ფარავს) დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ №... ნაკვეთს 3 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „სა...“), №... ნაკვეთს 50 კვ.მ-ით (სრულად) მესაკუთრე - შპს „სა...“) და №... ნაკვეთს 50 კვ.მ-ით (სრულად) მესაკუთრე - სააქციო საზოგადოება „სა...“) (ტ.2. ს.ფ. 323-326).

№..., №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. ა) 2012 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტმა №05/17504 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდეს უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე, (დანართი №1. ანძების პოლიგონები, სს ,,სა...ს’’ კაპიტალში შეტანის მიზნით) (ტ.4. ს.ფ. 443-448); ბ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2013 წლის 11 ივნისს მიღებულ იქნა ბრძანება №1/1-420, რომლითაც სს ,,ს...ს’’ კაპიტალში შეტანილ იქნა საახელმწიფო საკუთრებაში არსებული (დანართში მითითებული) უძრავი ქონებები (ტ.4. ს.ფ. 476-489); გ) სს ,,,ს...ს’’ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მიერ 2013 წლის 05 ივლისს მიღებულ იქნა ბრძანება №01-2 სს ,,სა...ს’’ კაპიტალში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდორმარის 2013 წლის 11 ივნისის №1/1-420 ბრძანებით ფონდის კაპიტალში შეტანილ იქნა უძრავი ქონება ბრძანების დანართში განსზღვრული ცხრილის მიხედვით: ა) ,,ადიგენი-ბეშუმი’’; ბ) ,,ლისი-ლილო-წყნეთი’’; გ) ,,დუშეთი’’; დ) ,,წალკა’’ (ტ.4. ს.ფ. 490-493) (თბილისის საქალაქოსასმაართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2022 წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11.06.2013წ. N1/1-420 და სს „ს...“ 05.07.2013წ. N01-2 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას);

8.2. ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 2012 წლის 21 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 102,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 14.08.2012წ. №05/17504 მიმართვა (ტ.3. ს.ფ. 221, 222); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ს...ს’’ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2013 წლის 18 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 102,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სს ,,ს...’’. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 14.06.2013 წ. ბრძანება №1/1-420 ბრძანება (ტ.3. ს.ფ. 223,224); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 29 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,სა...ს’’ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2013 წლის 29 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 102,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სს ,,სა...‘’. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სს ,,ს...ს’’ 05.07.2013 წ. №01-2 ბრძანება (ტ.3. ს.ფ. 225, 226);

8.3. ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარედ. 2012 წლის 12 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 50,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 14.08.2012წ. №05/17504 მიმართვა (ტ.3. ს.ფ. 227, 228); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 19 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ს...ს’’ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2013 წლის 19 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 50,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სს ,,ს...’’ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 14.06.2013წ. №1/1-420 ბრძანება (ტ.3. ს.ფ. 231, 232); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 29 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,სა...ს’’ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარედ. 2013 წლის 29 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 50,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სს ,,სა...’’. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 05.07.2013წ. სს ,,ს...ს’’ №01-2 ბრძანება (ტ.3. ს.ფ. 233, 234);

8.4. ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2012 წლის 21 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 50,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 14.08.2012წ. №05/17504 მიმართვა (ტ.3. ს.ფ. 235-236); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ს...ს’’ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2013 წლის 18 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 50,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სს ,,ს...’’. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი -14.06.2013 წ. №1/1-420 ბრძანება (ტ.3. ს.ფ. 237-238); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 29 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,სა...ს’’ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ს მიმდებარედ. 2013 წლის 29 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ს მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 50,0 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სს ,,სა...’’. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სს ,,ს...ს’’ 05.07.2013წ. №01-2 ბრძანება (ტ.3. ს.ფ. 239-240);

8.5. ა) 2020 წლის 3 იანვარს შპს ,,თ...მ’’ ადმინისტრაციული საჩივრით (№1260/21) მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 2012 წლის 14 აგვისტოს №05/17504 მიმართვის და სს ,,ს...ს’’ 2013 წლის 5 ივლისის №01-2 ბრძანების ბათილად ცნობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 14 თებერვლის №04/1080 მიმართვით შპს ,,თ...ს’’ ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე არ იყო უფლებამოსილი განეხილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება (ტ.5. 410-411); ბ) 2019 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,თ...მ’’ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ,,სააქციო საზოგადოება ს...ს კაპიტლის ცვლილების შესახებ’’ 2013 წლის 11 ივნისის №1/1-420 ბრძანების ბათილად ცნობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 06 ოქტომბრის №1-1/417 ბრძანებით შპს ,,თ...ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი 2013 წლის 11 ივნისის №1/1-420 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველი (ტ.7. ს.ფ. 149-151);

9. ა) 2015 წლის 2 მარტს შპს ,,თ...მ’’ №8... განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უფლების რეგისტრაცია 5250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისის მიმდებარედ, ...ს ქუჩის ბოლოს არსებული სატყეო მეურნეობის მიწებიდან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 06.03.2015 წ. მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2015 წლის 07 აპრილს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტ.2. ს.ფ. 93-94, 95);

ბ) 2015 წლის 2 მარტს შპს ,,თ...მ’’ №... განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უფლების რეგისტრაცია 4750 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისის მიმდებარედ, ...ს ქუჩის ბოლოს არსებული სატყეო მეურნეობის მიწებიდან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 09.03.2015 წ. მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება იმ საფუძველზე მითითებით, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან და ასევე, წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2015 წლის 07 აპრილს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტ.2. ს.ფ. 96-97); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 ივნისის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,თ...ს’’ 03.04.2015წ. №68714/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იყო 09.03.2015 წ. №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ტ.2. ს.ფ. 80-83);

გ) 2015 წლის 2 მარტს შპს ,,თ...მ’’ №... განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უფლების რეგისტრაცია 33 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისის მიმდებარედ, ...ს ქუჩის ბოლოს არსებული სატყეო მეურნეობის მიწებიდან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 05.03.2015 წ. მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება იმ საფუძველზე მითითებით, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან და ასევე, წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2015 წლის 07 აპრილს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტ.2. 98-99, 100);

დ) 2015 წლის 19 თებერვალს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს №... განცხადებით მიმართა შპს ,,თ...მ’’ და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა 2015 წლის 25 თებერვალს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით არსებული უძრავი ნივთის საზღვრები და კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა ... კოდზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის კონფიგურაციას და საზღვრებს, შესაბამისად, წარსადგენი იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი უძრავი ნივთის საზღვრის და კონფიგურაციის შესაბამისად. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა 2015 წლის 06 მარტს განაახლა სარეგისტრაციო წარმოება და მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, მათ შორის, იმ საფუძველზე მითითებით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 ივნისის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,თ...ს’’ 2015 წლის 3 აპრილის №68708/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა 06.03.2015წ. №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ამავე სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო განცხადების განახლება და შემდგომში შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება იმავე გადაწყვეტილების 4.2.17-4.2.18 პუნქტებში მითითებული საფუძვლებით. მითითებულ პუნქტებში სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტს და 2012 წლის 1 იანვრიდან იურიდიულმა პირებმა დაკარგეს საკუთრების უფლების აღიარების უფლება, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი უნდა გამხდარიყო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უძრავ ნივთზე. ამასთან, №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, დგინდება ზედდება ..., ..., ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებთან, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს (ტ.2. ს.ფ. 76-79);

ე) 2015 წლის 2 მარტს შპს ,,თ...მ’’ №... განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისის მიმდებარედ, ...ს ქუჩის ბოლოს არსებული სატყეო მეურნეობის მიწებიდან. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 06.03.2015წ. მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, იმ საფუძველზე მითითებით, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან და ასევე, წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2015 წლის 07 აპრილს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წაროების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 ივნისის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,თ...ს’’ 03.04.2015 წ. №68695/17 ადმინისტრაციულ საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იყო 06.03.2015წ. №№... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ტ.2. ს.ფ. 91, 92, 84-87);

ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 ივნისის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,თ...ს’’ 03.04.2015წ. №68728/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იყო 06.03.2015 წ. №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ამავე სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო განცხადების განახლება და შემდოგმში შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება იმავე გადაწყვეტილების 4.2.17-4.2.18 პუნქტებში მითითებული საფუძვლებით. მითითებულ პუნქტებში სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტს და 2012 წლის 1 იანვრიდან იურიდიულმა პირებმა დაკარგეს საკუთრების უფლების აღიარების უფლება, შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი უნდა გამხდარიყო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უძრავ ნივთზე. ამასთან, სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, დგინდება ზედდება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს (ტ.2 ს.ფ. 88-90);

10. ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 19 ივნისს მიღებულ იქნა №1/1-1379 ბრძანება უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, რომლის მიხედვით, ბრძანების დანართი №1-ში მითითებული უძრავი ნივთის (ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარედ 4198 კვ.მ) რეგისტრაციის მიზნით მიმართვა უნდა მოხდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის (ტ.6. ს.ფ. 369, 370-372); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2017 წლის 21 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩის მიმდებარედ, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 4198,00 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 19.06.2017 წ. №1/1-1379 ბრძანება(ტ.3. ს.ფ. 241, 242-243).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის (საკუთრების უფლება) პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად. ამდენად, პირველი დამატებითი ოქმი ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას არა მარტო არ ჩაერიოს საკუთრების თავისუფლად სარგებლობის უფლებაში, არამედ გაატაროს პოზიტიური ზომები საკუთრების უფლების დაცვისაკენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.02.2004წ. ამონაწერის თანახმად, სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა (კოდი ...), სექტორი - ... (კოდი ...), კვარტალის №..., ნაკვეთი №..., 10667,0 კვ.მ დაუზუსტებელი ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,თ...’’. ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.02.2004 წ. ამონაწერის მიხედვით, სარეგისტრაციო ზონა - მცხეთა (კოდი ...), სექტორი - ... (კოდი ...), კვარტალის №..., ნაკვეთის №..., დაუზუსტებელი 4333,0 კვ.მ ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,თ...’’ (ტ.1. ს.ფ. 52-54); ამასთან, მხარეთა შორის დავას არ იწვევს, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც არ დაკმაყოფილდა შპს ,,თ...ს’’ №8..., №..., №..., №..., №... და №... განცხადებები საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, იყო ზედდების ფაქტის არსებობა სხვა მიწის ნაკვეთებთან. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 აპრილის №001938116 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს „თ...სათვის“ გამოყოფილი 15 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მოცემულია შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმაზე. შპს „მ...“-ის მიერ მომზადებული ნატურაში გამიჯნული მიწის ნაკვეთის გეგმის მონაცემებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ ნატურაში გამიჯნული 15 ჰა მიწის ნაკვეთი მოიცავს (ფარავს) დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ: ა) №... ნაკვეთს 11679 კვ.მ-ით (მესაკუთრე - სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი); ბ) №... ნაკვეთს 51 (სრულად) კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „ჰ...“); გ) №... ნაკვეთს 340 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „ნ...“); დ) №... ნაკვეთს 1703 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „ნ...“); ე) №... ნაკვეთს 96 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „ნ...“); ვ) №... ნაკვეთს 1021 კვ.მ-ით (მესაკუთრე - სახელმწიფო); ზ) №... ნაკვეთს 109274 კვ.მ-ით (მესაკუთრე - სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისისი მუნიციპალიტეტი); თ) №... ნაკვეთს 26393 კვ.მ-ით (მესაკუთრე - ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული); ი) №... ნაკვეთს 3 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „სა...“); კ) №... ნაკვეთს 50 კვ.მ-ით (სრულად) მესაკუთრე - შპს „სა...“) და ლ) №... ნაკვეთს 50 კვ.მ-ით (სრულად) მესაკუთრე - სააქციო საზოგადოება „სა...“).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე, კერძოდ, საკუთრების, იპოთეკის, გირავნობის, ყადაღის და სხვა სამართლებრივ უფლებათა. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად აღიარებული და ხელშეუვალია.

რეგისტრაციის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 08 ივნისის №06-8/5431 წერილი, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსის 2011 წლის 23 დეკემბერს №06-8/17004 წერილი, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 აპრილის №06-8/4598 წერილი, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 24 აპრილის №06-8/4597 მიმართვა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის №09-1/944 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 03 ოქტომბრის №09-1/1603 ბრძანება, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 04 დეკემბრის №02-9/856 ბრძანება, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის 2015 წლის 05 მარტის №02-9/210 ბრძანება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის №1/1-915 ბრძანება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის №7/31605 წერილი, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2015 წ. №02-9/399 ბრძანება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 2012 წლის 14 აგვისტოს №05/17504 წერილი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №02-9/398 ბრძანება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 ივნისის №1/1-1379 ბრძანება წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტებს და მათ საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურს შეეძლო სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, თუმცა აღნიშნულს არ უნდა გამოეწვია ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე, ამ შემთხვევაში, შპს ,,თ...ს’’ სახელზე უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ხელყოფა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ №ბს-367-363(კ-12) საქმეზე (2013 წლის 28 თებერვლის განჩინება) განმარტა, რომ „ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი“

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 111 მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმები არ გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციით გათვალისწინებული უძრავი ნივთის ნამდვილ მდებარეობასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადით განსაზღვრული უძრავი ნივთის მდებარეობას შორის შეუსაბამობის დაშვებას სხვა პირთა საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესს და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის მიხედვით, მართალია, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემების და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა.

ამდენად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და შპს ,,ჰ...ს’’ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით მარეგისტრირებელი ორგანოსთვის დაკისრებული ვალდებულება მასთან დაცული დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობის თაობაზე, გულისხმობს ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობას, რამდენადაც კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.

განსახილველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაშვებული დარღვევების შედეგად, რაც გამოიხატებოდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების სათანადოდ შეუსრულებლობაში, გასაჩივრებული აქტებით მოხდა შპს ,,თ...ს’’ საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და შპს ,,ჰ...ს’’ სახელზე აღრიცხვა. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გაუქმება ხდება აქტისადმი დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის გათვალისწინებით (სზაკ-ის 601 მუხ.). შესაბამისად, სადავო რეგისტრაციებით საჯარო რეესტრმა დაუშვა ორი პარალელური რეგისტრაცია, იმ პირობებში, როდესაც შპს ,,თ...ს’’ რეგისტრაციის მიმართ მოქმედებდა რეგისტრაციის კანონიერების და უტყუარობის პრეზუმფცია, რომლის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სადაო მიწის ნაკვეთების შპს ,,თ...ს’’ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ძალაშია, დღეის მონაცემებით არც აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტები არ გამხდარა სადავო და შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლება. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შპს „თ...სთვის“ გამოყოფილი 15 ჰა მიწის ნაკვეთი (ნაწილობრივ) დღეის მდგმარეობით აღრიცხულია მოპასუხეთა და მესამე პირის სახელზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 აპრილის №001938116 დასკვნაში მითითებულ გარემოებებს. შეაბამისად, კასატორების ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებები, რომლებიც არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი. ამდენად, სადავო აქტებით, ილახება მოსარჩელის უფლება, რამეთუ ვერ ახდენს მის რეალიზებას. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ სახეზეა ერთი და იგივე ტერიტორიაზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც ყურადღება უნდა მიექცეს უფლების რეგისტრაციის ქრონოლოგიას. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადაო მიწის ნაკვეთების შპს ,,თ...სათვის“ გამოყოფა მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით და შესაბამისად, ის გარემოება, რომ მითითებულ მიწაზე არსებობდა სხვა პირის უფლება, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო იმთავითვე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მას (ადმინისტრაციულ ორგანოს) თავისთავად ჰქონდა ვალდებულება სადავო მიმართვების გაგზავნამდე მოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ისე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდებოდა სხვა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა და მის მიერ განხორციელებული ქმედებაც მოექცეოდა კანონის ფარგლებში. შესაბამისად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, რომლითაც, ნაწილობრივ, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტებისათვის კანონმდებლობა ითვალისწინებს დაცვის განსაკუთრებულ გარანტიებს, სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სხვა პირის უფლებებსა და ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია, რომ ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სადავო აქტები თავისი ბუნებით აღმჭურველ აქტებს წარმოადგენენ, თუმცა, კასატორის მოსაზრება, რომ კანონიერი ნდობის გამო დაუშვებელი იყო აღმჭურველი აქტების ბათილად ცნობა, არ არის დასაბუთებული, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გასაჩივრებული აქტების გამოცემით მოსარჩელეს შეეზღუდა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წლის მდგომარეობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მის სახელზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 21 აგვისტოს №..., №... და №... გადაწყვეტილებებით №..., ... და ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილებით ..., საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. როგორც ზემოთ აღინიშნა, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2016 წლის 6 აპრილის №001938116 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს „თ...სათვის“ გამოყოფილი 15 ჰა მიწის ნაკვეთის მოიცავს (ფარავს) დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ №... ნაკვეთს 1021 კვ.მ-ით (მესაკუთრე - სახელმწიფო), №... ნაკვეთს 3 კვ.მ-ით (მესაკუთრე - შპს „სა...“), №... ნაკვეთს 50 კვ.მ-ით (სრულად) მესაკუთრე - შპს „სა...“) და №... ნაკვეთს 50 კვ.მ-ით (სრულად) მესაკუთრე - სააქციო საზოგადოება „სა...“). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით დაუსაბუთებელია კასატორების პოზიცია, რომ ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. რაც შეეხება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №..., №..., №..., №..., №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან აღნიშნული აქტებით განხორციელებულ რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული უფლებადამდგენი დოკუმენტების კანონიერების შემოწმება მოხდება სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა ავტომატურად გამოიწვევს რეესტრში რეგისტრირებული სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო აქტების გამოცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება არ შეესაბამებოდა სზაკ-ის მოთხოვნებს, ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ შპს-ს, როგორც დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის საკითხი, არ დაუდგენიათ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოებების გამოკვლევა, არ უმსჯელიათ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შპს-ს საკუთრების უფლების შესაძლო უგულებელყოფის საკითხზე. სადავო აქტებით განხორციელდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, რა დროსაც არ დადგენილა საზღვრების კორექტირების შესახებ მრავალჯერადი მიმართვების მიზეზი, მიმართვების კავშირი მოსარჩელის ნაკვეთთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებებით კორექტირებული საზღვრებით მოსარჩელის ნაკვეთის გადაფარვაში მყოფი ფართის ოდენობა, მაშინ, როდესაც სადავო აქტების გამოცემის დროს და ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა დასაშვებად თვლის გარკვეული ოდენობის ფარგლებში ნაკვეთებს შორის გადაფარვის შესაძლებლობას. ადმინისტრაციულ ორგანოებს განსახილველი დავის ფარგლებში უნდა უზრუნველეყოთ არა მხოლოდ დაზუსტებული, არამედ დაუზუსტებელი რეგისტრაციის მქონე პირის ინტერესთა დაცვა, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასება და დამდგარი სამართლებრივი შედეგის სათანადო დასაბუთება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არსებითად სწორ მსჯელობას შეიცავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის აუცილებლობის თაობაზე, ვინაიდან სახეზეა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის აუცილებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „თ...ს“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შპს „ჰ...ს“ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. კერძოდ, ა) შპს ,,ჰ...ს’’ (ს/ნ ...) საკასაციო საჩივარზე დ. ლ-ის მიერ 8.06.2023წ. №8586 საგადახდო დავალებით გადახდილი არის სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,ჰ...ს’’ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; ბ) შპს ,,თ...ს’’ (ს/ნ ...) საკასაციო საჩივარზე ბ. მ-ის მიერ 24.07.2023წ. №4035 საგადახდო დავალებით გადახდილი არის სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს ,,თ...ს’’ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 202238621) საკასაციო საჩივარზე 18.07.2023წ. №34173 საგადახდო დავალებით გადახდილი არის სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თ...ს“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „ჰ...ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება;
3. შპს ,,თ...ს’’ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ბ. მ-ის მიერ 24.07.2023წ. №4035 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. შპს ,,ჰ...ს’’ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ლ-ის მიერ 8.06.2023წ. №8586 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.07.2023წ. №34173 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ბ. შონია


გ. აბუსერიძე