ბს-857 (2კ-22) 05 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2022წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს...მა“ 27.03.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.03.2017წ. №17/14028 წერილის ბათილად ცნობა; ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე 2891 კვ.მ. უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 12.12.2017წ. №1/1-3166 ბრძანების ბათილად ცნობა; ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ 3851 კვ.მ. და ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ 14106 კვ.მ. უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.12.2017წ. №1/1-3182 ბრძანების ბათილად ცნობა; სს „ს...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 03.02.2020წ. №1-1/54 ბრძანების ბათილად ცნობა; სს „ს...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 03.02.2020წ. №1-1/55 ბრძანების ბათილად ცნობა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.03.2017წ. №17/14028 წერილზე სს ,,ს...ის“ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვირტუალური უარის ბათილად ცნობა, სს ,,ს...ის“ მიერ 08.02.2016წ. წარდგენილ №8771/ფ განცხადებასთან დაკავშირებით (სს ,,ს...ის“ საკუთრებაში არსებულ(პრივატიზებულ) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე, შენობა ნაგებობები: ,,ა’’ (არასაცხოვრებელი) ფართით 405,02 კვ.მ., ,,ბ’’ (არასაცხოვრებელი) ფართით 136,97 კვ.მ., ,,გ’-გ’ ’(არასაცხოვრებელი) ფართით 1210,91 კვ.მ., ,,ო’’ (არასაცხოვრებელი) ფართით 157,58 კვ.მ., ,,ნ’’ (არასაცხოვრებელი) ფართით 151,58 კვ.მ., ,,ჟ’’ (არასაცხოვრებელი) ფართით 69,68 კვ.მ., ,,ლ’’ (არასაცხოვრებელი) ფართით 76,72 კვ.მ., ,,გ’’ (არასაცხოვრებელი) ფართით 587,44 კვ.მ., ,,კ’’ (არასაცხოვრებელი) ფართით 427.20 კვ.მ., ,,ვ’’ (არასაცხოვრებელი) ფართით 283,20 კვ.მ., ,,დ’’ (არასაცხოვრებელი) ფართით 895,66 კვ.მ., ,,თ" (არასაცხოვრებელი) ფართით 58 კვ.მ., ,,ე’’ (არასაცხოვრებელი) ფართით 372 კვ.მ., საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის თაობაზე) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის გამოცემის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.09.2019წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სს ,,ს...ის’’ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა N... (მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. N2), N... (მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. N2-ის მიმდებარედ) და N... (მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. N2-ის მიმდებარედ) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2021წ. გადაწყვეტილებით სს „ს...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე 2891 კვ.მ. უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 12.12.2017წ. №1/1-3166 ბრძანება, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ 3851 კვ.მ. და ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ 14106 კვ.მ. უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.12.2017წ. №1/1-3182 ბრძანება, ბათილად იქნა ცნობილი სს „ს...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 03.02.2020წ. №1-1/54 და №1-1/55 ბრძანებები, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვირტუალური უარი სს ,,ს...ის“ მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.03.2017წ. №17/14028 წერილზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.03.2017წ. №17/14028 წერილი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სს „ს...ის“ 08.02.2016წ. №8771/ფ განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2022წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2021წ. გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 12.12.2017წ. №1/1-3166 ბრძანების (ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე 2891 კვ.მ. უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.12.2017წ. №1/1-3182 ბრძანების (ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ 3851 კვ.მ. და ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ 14106 კვ.მ. უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში) ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ს...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე 2891 კვ.მ. უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 12.12.2017წ. №1/1-3166 ბრძანება, ასევე ქ.თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ 3851 კვ.მ. და ქ.თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ 14106 კვ.მ. უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.12.2017წ. №1/1-3182 ბრძანება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტების გამოცემა, დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2021წ. გადაწყვეტილება, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2021წ. გადაწყვეტილება გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების უცვლელად დატოვების ნაწილში. სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 16.10.2012წ. №1/1-90 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა - ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო - სამეურნეო და არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის" დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა - ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო - სამეურნეო და არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის (მათ შორის მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობისას) შესახებ განცხადებებს და ფიზიკური პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მომართვებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, თუ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და აღნიშნული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო განმცხადებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი აქვს აღნიშნული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი მიაკუთვნოს განმცხადებელს ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
საქმის მასალების თანახმად, 08.02.2016წ. სს ,,ს...ის“ წარმომადგენელმა ზ.გ-ამ №8771/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სს ,,ს...ის“ საკუთრებაში არსებულ (პრივატიზებულ) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილების შესაბამისად, რაზედაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.03.2017წ. №17/14028 წერილით სს ,,ს...ის“ წარმომადგენელს ზ.გ-ას ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიწის მიკუთვნების საკითხს განიხილავს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ ვინაიდან სს ,,ს...ს“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსაგან ეტაპობრივად ჰქონდა გამოსყიდული საწარმოს აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, საააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა განცხადებაში დასმული საკითხი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით შენობაზე, რომელიც გადაეცა და რომელსაც ფლობდა სს ,,ს...“, რაც დასტურდება საქმეში დაცული მტკიცებულებებით, კერძოდ, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 10.02.1978წ. №99გ განკარგულებით, 24.03.1997წ. №046062 აქტით, ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტით და შენობა - ნაგებობების დახასიათებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.02.2018წ. ცნობა - დახასიათებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 26.02.2018წ. მომზადებული ინფორმაციით უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და ა.შ., ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 16.03.2018წ. №001756818 ექსპერტიზის დასკვნაზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე და აღნიშნა, რომ სახეზე იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.03.2017წ. №17/14028 წერილის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 12.12.2017წ. №1/1-3166 ბრძანებით და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.12.2017წ. №1/1-3182 ბრძანებით მოთხოვნილ იქნა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე. აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა N... საკადასტრო კოდის მქონე, 2891 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე N1, N2, N3 (ნანგრევი), N4 (მშენებარე), N5 (მშენებარე) შენობა-ნაგებობებით, ასევე N... საკადასტრო კოდის მქონე, 14106 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N1, N2, N3, N4(დანგრეული) შენობა-ნაგებობებით და N... საკადასტრო კოდის მქონე 3851 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N1, N2, N3 შენობა-ნაგებობებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.12.2017წ. №1/1-3166 ბრძანებით და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.12.2017წ. №1/1-3182 ბრძანებით მოთხოვნილი იყო მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. იმის გათვალისწინებით, რომ პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.03.2017წ. №17/14028 წერილის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე, პალატის მოსაზრებით ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 12.12.2017წ. №1/1-3166 ბრძანება (ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე 2891 კვ.მ. უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.12.2017წ. №1/1-3182 ბრძანება (ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ 3851 კვ.მ. და ქ.თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ 14106 კვ.მ. უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ასეთ პირობებში სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა - ვერ იქონიებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტი გამოსცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრვი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. სამინისტრომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განიხილა ადმინისტრაციული საჩივრები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გასაჩივრებული N1-1/54 და N1 1/55 ბრძანებებით კომპანიის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. კასატორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. კასატორმა აღნიშნა, რომ უძრავ ნივთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება არ დგინდებოდა და არ იკვეთებოდა რეგისტრაციის ხელისშემშლელი სხვა რაიმე გარემოება. მართალია, მხარე უთითებდა რომ აღნიშნული ქონება კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა მითითებული გარემოება არ დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის განმარტებული, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული აქტების მატერიალური და ფორმალური უკანონობა, სასამართლოს არ მიუთითებია თუ რა პროცედურა დაარღვია სამინისტრომ მათი გამოცემისას. კასატორი თვლის, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასების, უთიერთშეჯერების საფუძველზე და აკმაყოფილებს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სააგენტოს 14.12.17წ N1/1-3182 და 12.12.17წ. N1/1-3166 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. კასატორის განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაცია არ განხორციელდებოდა, თუ დადგინდებოდა არსებითი წინააღმდეგობა სარეგისტრაციოდ წარდეგენილ მოთხოვნასა და უკვე რეგისტრირებულ უფლებას შორის. უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება.
კასატორმა მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის 13.12.2016წ. N... გადაწყვეტილებით სს "ს...ას" უარი ეთქვა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაზე, ხოლო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სს "ს...მა" საჯარო რეესტრს ვერ წარუდგინა, შესაბამისად, ბუნდოვანია სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 12.12.17წ. N1/1-3166 და 14.12.17წ N1/1-3182 ბრძანებები და საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტების გამოცემა დაევალა სააგენტოს. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით, კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.03.2017წ. N17/14028 წერილით სს „ს...ას“ ეცნობა, რომ ვინაიდან სს „ს...ას“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსგან ეტაპობრივად ჰქონდა გამოსყიდული საწარმოს აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი.
კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის N144 დადგენილებით დამტკიცებულ „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესზე“ და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის მიკუთვნებისათვის ორი წინაპირობა უნდა არსებობდეს კუმულატიურად - კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ გასხვისებული უნდა იყოს მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და საკუთრების უფლების აღიარება შეუძლებელი უნდა იყოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 7.4 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. კასატორის განმარტებით, აღნიშნული მოწესრიგება მოცემულ შემთხვევაში ცალსახად გამორიცხავს სს „ს...ის“ საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას ხსენებული კანონიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონმდებლობით დადგენილი ორი პირობიდან მხოლოდ მეორეა შესრულებული.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ იკვეთება სადავოდ გამხდარი აქტების კანონთან წინააღმდეგობა ან მათი მომზადება/გამოცემის წესის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, კერძოდ, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 10.02.1978წ. №99გ განკარგულებით დგინდება, რომ ნება დაერთო ,,ს...ას“ აეშენებინა ...ში ...ის ყოფილ ტერიტორიაზე მოძრავი ...ის საწარმოო ბაზა. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარეობს 26300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შემდეგი შენობა-ნაგებობები: ლიტერი ,,ა“ (არასაცხოვრებელი) – 405.02 კვ.მ., ლიტერი ,,ბ“ (არასაცხოვრებელი) – 136.97 კვ.მ., ლიტერი ,,გ-გ“ (არასაცხოვრებელი) – 1210.91 კვ.მ., ლიტერი ,,ო“ (არასაცხოვრებელი) - 157.68 კვ.მ., ლიტერი ,,ნ“ (არასაცხოვრებელი) - 151.58 კვ.მ., ლიტერი ,,ჟ“ (არასაცხოვრებელი) – 69.68 კვ.მ., ლიტერი ,,ლ“ (არასაცხოვრებელი) – 76.72 კვ.მ., ლიტერი ,,გ“ (არასაცხოვრებელი) – 587.44 კვ.მ., ლიტერი ,,კ“ (არასაცხოვრებელი) – 427.20 კვ.მ., ლიტერი ,,ვ“ (არასაცხოვრებელი) – 283.20 კვ.მ., ლიტერი ,,დ“ (არასაცხოვრებელი) – 895.66 კვ.მ., ლიტერი ,,თ“ (არასაცხოვრებელი) – 58.00 კვ.მ., ლიტერი ,,ე“ (არასაცხოვრებელი) – 372.00 კვ.მ.. ამავე ცნობა-დახასიათების თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია სახელმწიფო, ხოლო შენობა-ნაგებობების მოსარგებლედ მითითებულია საქართველოს რესპუბლიკის ,,ს...“, საფუძველია 24.03.1997წ. №046062 სააღრიცხვო ბარათი. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ სს „ს...ას“ გამოსყიდული აქვს სახელმწიფოსგან საწარმოს საწესდებო კაპიტალის აქციბის 100%. ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულია აქციების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა შორის არის 1994წ. პრივატიზაციის გეგმა, ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობების ნახაზებითა და განაშენიანების ფართების მითითებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ცნობა-დახასიათებაში აღრიცხული უძრავი ქონებიდან მოსარჩელის სახელზე განხორციელდა ხუთი ქონების (შენობა-ნაგებობების) რეგისტრაცია, კერძოდ, №..., №..., №..., №... და №... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთები აღირიცხა სს ,,ს...ის“ სახელზე. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს 1994წ. პრივატიზაციის გეგმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება, სს „ს...ის“ წესდება, ასევე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 07.08.2000წ. N06-734/7-0 წერილი. დანარჩენი უძრავი ქონების რეგისტრაცია მოსარჩელემ ვერ განახორციელა. უარის თქმის საფუძველი ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი უძრავი ნივთის ფართი აღემატებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ მონაცემებს.
08.02.2016წ. სს ,,ს...ის“ წარმომადგენელმა ზ.გ-ამ №8771/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სს ,,ს...ის“ საკუთრებაში არსებულ(პრივატიზებულ) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილების შესაბამისად. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.03.2017წ. №17/14028 წერილით სს ,,ს...ის“ წარმომადგენელს ზ.გ-ას ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიწის მიკუთვნების საკითხს განიხილავდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის შესაბამისად, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი. ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ ვინაიდან სს ,,ს...ას“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსაგან ეტაპობრივად ჰქონდა გამოსყიდული საწარმოს აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, საააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა განცხადებაში დასმული საკითხი. აღნიშნული წერილი სს „ს...ის“ მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა, რომელზეც შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ გამოუცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 15.12.2017წ. სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ, N2-ში მდებარე 2891 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3(ნანგრევი), N4(მშენებარე), N5(მშენებარე) შენობა-ნაგებობები (ს/კ...), რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 12.12.2017წ. N1/1-3166 ბრძანება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.12.2017წ. №1/1-3182 ბრძანების საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა აგრეთვე N... საკადასტრო კოდის მქონე, 14106 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N1, N2, N3, N4(დანგრეული) შენობა-ნაგებობებით და N... საკადასტრო კოდის მქონე 3851 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N1, N2, N3 შენობა-ნაგებობებით. ზემოაღნიშნული ბრძანებები სს „ს...ის“ მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრებით, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 03.02.2020წ. N1-1/54 და N1-1/55 ბრძანებებით არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.03.2017წ. №17/14028 წერილში არ არის მითითებული თუ რა სამართლებრივ საფუძველსა და არგუმენტებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ ვინაიდან სს „ს...ის“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსაგან ეტაპობრივად ჰქონდა გამოსყიდული საწარმოს აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა განცხადებაში დასმული საკითხი. საქმის მასალების თანახმად დასტურდება, რომ მოსარჩელე საწარმოს შრომითმა კოლექტივმა აქციათა პაკეტის შესყიდვა განახორციელა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 29.05.1994წ. N178 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოების (გაერთიანებების) გარდაქმნის გზით შექმნილი პრივატიზაციის პროცესში საწარმოთა მუშაკების უფლებათა გაფართოების, აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ“ დებულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ კანონის 16.1 მუხლის თანახამად, საწარმოთა პრივატიზება აქციების (პაის) გაყიდვის გზით ხორციელდებოდა სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებად და ამხანაგობებად წინასწარი გარდაქმნის შემდეგ. პრივატიზების შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტის) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას („საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ კანონის 1.2 მუხ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სს „ს...ის“ აქციების შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტებში დაცული 1994წ. პრივატიზაციის გეგმა მოიცავდა იმ უძრავი ნივთების (შენობა-ნაგებობების) მახასიათებლებს, რომლებთან დაკავშირებითაც სს „ს...მა“ 08.02.2016წ. განცხადებით მოითხოვა საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა. აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სს „ს...ას“ გამოსყიდული ჰქონდა საწარმოს აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სააქციო საზოგადოება არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საკუთარი ქონება გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ თვით იურიდიული პირია ქონების მესაკუთრე, ხოლო აქციონერს, როგორც აქციის მესაკუთრეს უფლება აქვს მიიღოს დივინდენდები და განახორციელეს სხვა მისთვის მინიჭებული უფლებები. აქციას, როგორც უფლების საგანს, ფლობს პირი, პარტნიორი, თუმცაღა ის შენატანი (ფულადი თუ არაფულადი), რომელიც მან უკვე განახორციელა საზოგადოების საკუთრებად გადაიქცევა. ქონება ოფიციალურად არის სწორედ სააქციო საზოგადოების განკარგულებასა და მფლობელობაში, მას სააქციო საზოგადოების სახელით მართავენ კორპორაციის მმართველი ორგანოები, მაგრამ თვითონ სააქციო საზოგადოებაში აქციებს ანუ ამ საზოგადოების წილებს ფლობენ ცალკეული პირები - საზოგადოების პარტნიორები. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ისე გამოსცა №17/14028 წერილი, რომ არ შეუფასებია რიგი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე, მათ შორის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 10.02.1978წ. N99გ განკარგულება, ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება, 1994წ. პრივატიზების გეგმა და პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ამასთან, აღსანიშნავია საქმეში დაცული სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 16.03.2018წ. №001756818 ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია სს "ს...ის" მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი შენობა-ნაგებობების შესაბამისობა საინვენტარიზაციო გეგმაზე არსებულ შენობა-ნაგებობებთან, განსაზღვრულია ასევე მათი საერთო და განაშენიანების ფართობები.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აგრეთვე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 12.12.2017წ. №1/1-3166 ბრძანება (ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე 2891 კვ.მ. უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.12.2017წ. №1/1-3182 ბრძანება (ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ 3851 კვ.მ. და ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ 14106 კვ.მ. უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში). აღნიშნული ბრძანებებით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულია ის შენობა-ნაგებობები, რომელთა საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრასაც ითხოვს სს „ს...“, მოსარჩელის ინტერესი კი შემდგომში ამ უძრავი ნივთების თავის სახელზე დარეგისტრირებაა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 16.10.2012წ. №1/1-90 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნე დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის დებულების“ 2.5 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და აღნიშნული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო განმცხადებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი აქვს აღნიშნული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება და აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი მიაკუთვნოს განმცხადებელს ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილებით გათვალისწინებული წესით. ამდენად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს სს „ს...ის“ განცხადებაში მითითებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრისა და აღნიშნულ შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის კანონშესაბამისობის თაობაზე.
რაც შეეხება კასატორების მოსაზრებას სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2022წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე