№ბს-315(2კ-24) 19 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გოჩა აბუსერიძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ.ქ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.ქ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელე დ.ქ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 300 000 ლარის ანაზღაურება; ბ) მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელე დ.ქ-ის სასარგებლოდ შრომისუნარიანობის შემცირების გამო, ყოველთვიური სარჩოს გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან, მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე 1155 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით დ.ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსარჩელე დ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დ.ქ-ის სასარგებლოდ, შრომისუნარიანობის შემცირების გამო, ყოველთვიური სარჩოს გადახდა 2019 წლის 21 ივლისიდან მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიურად დაუბეგრავი თანხის (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების განაკვეთის გათალისწინებით) 1155 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ.ქ-ის მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დ.ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება მორალური ზიანის სახით 30 000 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ.ქ-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე დ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ.ქ-ის მიერ.
5.1 კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს ზიანის ანაზღაურების პრინციპს, თუმცა ამ მუხლში არ იგულისხმება კანონიერი მმართველობითი ღონისძიების შედეგად მესამე პირისთვის მიყენებული ზიანი, როგორც გვერდითი ეფექტი. ადმინისტრაციული ორგანოს, თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფო პასუხისმგებლობის წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209 მუხლები.
... წლის ...ის საღამოს ... საათზე ...ის გამზირზე იმართებოდა საპროტესტო აქცია საპროტესტო აქციის მონაწილეების უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე წარმოდგენილნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები. საპროტესტო აქციის დასაწყისიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა სიტუაცია გამწვავდა მოგვიანებით, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიტიკური ლიდერების (აქციის ორგანიზატორების) მოწოდების ქვეშ პოლიციის კორდონის გარღვევა და ...ის შენობაში შესვლა სცადა, რასაც თან ახლდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მრავალეპიზოდიანი მძიმე ფიზიკური დაპირისპირება. ძირითადად პოლიციის კორდონებთან განლაგებული შეკრების მონაწილეების ქცევამ და განზრახვებმა აშკარად არამშვიდობიანი ხასიათი მიიღო, რის გამოც ისინი გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცული ფარგლებიდან. მიუხედავად ამისა, პოლიცია მაინც არ იყენებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას და არ მიმართავდა იძულების ღონისძიებებს. იგი ცდილობდა შეეკავებინა ხალხის მასების მოწოლა და ამავდროულად მოუწოდებდნენ მათ კანონის დაცვისკენ. აღნიშნული მოწოდება ასევე არაერთხელ გაკეთდა საჯარო სატელეკომუნიკაციო საშუალებებში. პოლიცია იმედოვნებდა, ორგანიზატორების მიერ, მოხერხდებოდა აგრესიული მასის შეჩერება და საათების (21:30 საათი დაფიქსირდა შეჭრის მცდელობა, 01:30 საპოლიციო ღონისძიების დასაწყისი) განმავლობაში ითმენდა უამრავ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე, პერიოდულად ადგილი ჰქონდა აგრესიული მასის მიერ პოლიციელებზე ფიზიკურ თავდასხმებსაც. დაძაბულობისა და შეხლა-შემოხლის მიუხედავად, პირველ ეტაპზე სამინისტრო არ აპირებდა აქციის შეწყვეტას და ჩართული იყო მოლაპარაკებებში აქციის ორგანიზატორებთან, რათა დაწყნარებულიყო სიტუაცია. ამ დროს კვლავ გაკეთდა განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მოწოდებით და აქციის მონაწილეების უმრავლესობა ცდილობდა სპეცრაზმის კორდონის გარღვევას, სამართალდამცველების მისამართით ისროლეს სხვადასხვა ნივთები და ცდილობდნენ ...ის ეზოში შეღწევას. ამავე დროს აქციის მონაწილეები სპეცრაზმს აღჭურვილობას, ფარებს, ხელკეტებს და ჩაფხუტებს ართმევდნენ და ...ის სიღრმეში მიიწევდნენ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პოლიციელებზე თავდასხმა, მათი გამოტაცება საპოლიციო ჯაჭვიდან და ხალხის მასაში მიმდინარეობდა მათი ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ფაქტი გრძელდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. საბოლოოდ ცალსახა გახდა, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში პირდაპირი საფრთხე შეექმნებოდა პოლიციელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთანავე, იზრდებოდა რისკი, რომ აგრესიული მომიტინგეები შეძლებდნენ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას. შესაბამისად, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის აღსაკვეთად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით 33-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალაური საშუალებების გამოყენებით დაეწყო ძალადობრივი აქციის შეწყვეტის მიზნით სპეციალური საპოლიციო ღონისძიება. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად (თანაზომიერების პრინციპი), საპოლიციო ღონისიება ისე იქნა შერჩეული, რომ იგი ემსახურებოდა იმ მომენტისთვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და იყო აუცილებელი, მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში და პოლიცია რეაგირებდა პროპორციულად. ღონისძიების პირველ ეტაპზე მოხდა ...ის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლება მომიტინგეებისაგან, თუმცა შემდეგ ეტაპზე რამდენიმეჯერ მოხდა ძალადობრივი შეკრება, მათი მხრიდან პოლიციის კანონიერი მოთხოვნები აშკარად იყო უგულებელყოფილი. შესაბამისად, პოლიციას რამდენიმეჯერ მოუწია ძალადობრივი შეკრების დაშლა. უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი და პოლიციის მიერ ჩატარდა კანონით დადგენილი საპოლიციო ღონისძიება, რა დროსაც დაშავდა სამინისტროს 73 მოსამსახურე. ... წლის ...ის საპოლიციო ღონისძიება იყო კანონიერი. ამასთან, არც სასამართლო ან/და საგამოძიებო უწყების მიერ დადგენილი საპირისპირო ფაქტი არ არსებობს.
საპროტესტო აქციის ფარგლებში სამართალდამცავი უწყების მიერ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული და სასამართლოში წარდგენილ იქნა 341 პირი და ყველა მათგანი სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, ამასთან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცა 19 პირი (მათ შორის, ჯგუფური ძალადობის და აფეთქების მომზადების ბრალდებით). შესაბამისად, ცალსახად დგინდება დემონსტრანტების მიერ აშკარა ძალადობრივი განზრახვა და მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივი ხასიათი. ამასთან, ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა არა კონკრეტული ჯგუფის მიერ, არამედ შეკრებილთა დიდი უმრავლესობის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკაკშირებით, რომ დ.ქ-ე მოქმედებდა მშვიდობიანად და პოლიციის მიერ გამოყენებულ იქნა იმგვარი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც არ იყო გამოსადეგი. ქვედა ინსტანციის სასამართლოები საკითხს ისე უყურებენ, როგორც ერთი მოქალაქის - დ.ქ-ის მიმართ ჩადენილ ქმედებას, ხოლო ერთიანი კონტექსტის დანახვას გვერდს უვლიან. მიუხედავად იმისა, რომ დ.ქ-ემ იცოდა, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას, მშვიდობიანი აქცია უკვე გადაზრდილი იყო ძალადობრივ შეკრებაში და სამართალდამცავების მიერ იყო გაკეთებული არაერთგზისი მოწოდება, რომ დაეტოვებინათ ღონისძიების ჩატარების არეალი, იგი უკან დაბრუნდა და ძალადობრივი აქციის მონაწილეებს შორის მოექცა, ხოლო შესაბამისი საპოლიციო დანაყოფები ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ, კანონის ფარგლებში რეაგირებდნენ. აღნიშნული, ღონისძიებების პროცესში დ.ქ-ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
კასატორის განმარტებით, ... წლის ...ის საპოლიციო ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. განვითარებული მოვლენების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღძრული სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, დღეის მდგომარეობით არ არის რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული.
კასატორის განმარტებით, ზიანის ანაზღაურებისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები, კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოისატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიყენებას ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ ზიანთან. ზიანის მიმყენებელის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა კი წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ არ გვაქვს სახეზე ის კანონისმიერი აუცილებელი წინაპირობები, რომელიც აუცილებელია სახელმწიფო მოხელის მიერ მიყენებული ზიანის განსაზღვრისათვის და კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობისათვის.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო არ მსჯელობს აქციის დაშლის დროს გამოყენებული საშუალებების პროპორციულობაზე. პოლიცია მხოლოდ მაშინ გადავიდა აქტიურ მოქმედებაზე, როდესაც დემონსტრანტებმა გაიტაცეს ფარები და ხელკეტები, რის შედეგადაც პოლიცია აღმოჩნდა აგრესიულად განწყობილი დემოსტრანტების პირისპირ - სახეზე იყო ნამდვილი თავდასხმა პოლიციისა და პოლიციის ქონების წინააღმდეგ. აღნიშნული დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობის ესკალაცია გამომდინარეობდა აქციის მონაწილეთა მხრიდან, რაც გამოიხატებოდა პოლიციელებზე, მათ აღჭურვილობაზე თავდასხმაში და სტრატეგიულ ობიექტში შეჭრის მცდელობაში (...ის შენობა). აქციის დაშლის შედეგად სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის სასამართლოს აუცილებელია ემსჯელა თითოეულ იმ კომპონენტზე, რომლის საფუძველზეც დემონსტრაციის დაშლისას გამოყენებული სპეციალური ღონისძიებები იყო უკანონო ხასიათის, რასაც ვერ ვხვდებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. ამასთან, სასამართლო არ მსჯელობს აქციის ხასიათზე, რაც ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებლი კომპონენტია. ფაქტიურად ზიანის ანაზღაურების დაკისრება სასამართლომ განახორციელა იმგვარად, რომ საქმეში არ გამოიკვეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. სასამართლოს არ უმსჯელია, რამდენად კანონიერია მოქალაქეთა მანიფესტაცია, მას შემდეგ, როდესაც მისი მონაწილეები გასცდნენ საზოგადოებრივი წესრიგის ეფექტური ფუნქციონირებისთვის დადგენილ ნორმებს. შეკრებისა და მანიფესტაციიის უფლების შეზღუდვის დროს სასამართლო ვალდებულია არამარტო განსაზღვროს თვითონ ... რამდენად შეესაბამება ამ უფლებით დაცულ სფეროს, ასევე, მიუთითოს უფლებაში ჩარევა რამდენად განხორციელდა პროპორციული ღონისძიებებით. აქცია მისი ძალადობრივი ხასიათის გამო აღარ სარგებლობდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მიმართ დადგენილი კონსტიტუციური გარანტიებით, ხოლო აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიცია აღიჭურვა სათანადო უფლებით, უფრო მეტიც, დაეკისრა კანონისმიერი ვალდებულება, თანაზომიერების პრინციპის დაცვით უზრუნველეყო საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ... წლის ...ის მოვლენებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა კანონმდებლობით დადგენილი ნორმების ფარგლებში.
პირველი ინსტანციის სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სახელმწიფოს მიერ იქნა გაღებული თანხები მკურნალობის მიზნებისათვის. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამგვარი გარემოება რელევანტური ვერ იქნება მოცემულ დავაში, ვინაიდან დახმარება წარმოადგენდა სახელმწიფოს ნებას, სამედიცინო მომსახურების კუთხით დახმარება კი არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღიარებას. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის №074091119801 საქმეზე, ცალკეულ სამართალდამრღვევთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), სადაც დ.ქ-ე იმ პერიოდში შეკრებილ მტკიცებულებათა საფუძველზე ცნობილ იქნა დაზარალებულად, დღეის მდგომარეობით შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
კასატორის განმარტებით, დავას იწვევს სამინისტროსთვის არაგონივრული ოდენობის მორალური ზიანის დაკისრება. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიური ტანჯვის დაუცველობისა და უსამართლობის განცდის დაუფლებას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონის მიზანია შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას, რომელსაც ამ ნაწილში სრულად დაეთანხმა სააპელაციო ინსტანცია, არ გაუთვალისწინებია დადგენილი სასამართლო პრაქტიკა სარჩოსთან დაკავშირებით. სამინისტროსთვის დაკისრება, ერთი მხრივ, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს, მეორე მხრივ, არაგონივრული და გადაჭარბებულია. ამასთან, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ სიცოცხლის ბოლომდე სარჩოს დაკისრება იყო გაუმართლებელი, ვინაიდან სარჩო პირდაპირ დამოკიდებულია შრომით უფლებაზე, ამასთან სარჩო არის პირდაპირი ქონებრივი დანაკლისი პირისათვის. სასამართლოს მიერ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, რომ შრომითი უფლების რეალიზაციისათვის კანონმდებლის მიერ დადგენილია ე.წ. ასაკობრივი ბარიერი, რომელიც თანხვედრაშია საპენსიო უფლების მოპოვებასთან. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს სიცოცხლის ბოლომდე დაკისრების თაობაზე.
კასატორის განმარტებით, ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც ზიანის ანაზღაურების ხარჯი იმდენად მძიმე ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, რომ მისი ანაზღაურება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ფუნქციონირებას, ფისკალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შესაძლებელია მსჯელობა ზიანის ანაზღაურების უფლების შეზღუდვაზე, გადახდის განაწილვადებისა თუ სხვა ფორმებით. სახელმწიფო ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს და მისთვის საფრთხის შექმნა თავისთავად არ მოიაზრება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცული უფლების ნაწილად, შესაბამისად, გონივრული ბალანსის დაცვის მიზნით, უფლების გარკვეულწილად შეზღუდვა შესაძლებელია გამართლებული იყოს.
5.2 კასატორი - დ.ქ-ე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კვალიფიციურად და ობიექტურად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მორალური ზიანის ოდენობა, რის გამოც გასაჩივრებულ ნაწილში სასამართლო დასკვნა სრულიად დაუსაბუთებელია იურიდიული თვალსაზრისით. გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილიდან არ ჩანს, როგორი მსჯელობის შედეგად მივიდა სასამართლო ზიანის სახით ამგვარი ოდენობის დადგენამდე. სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, რატომ არ არსებობდა 50000 ლარზე მეტი ოდენობით მორალური ზიანის დაკისრების ფაქტობრივი საფუძვლები. არც კანონმდებლობით და არც სასამართლო პრაქტიკით, მორალური ზიანის ოდენობის ზედა ან ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის. სასამართლო ოდენობას ნამდვილად განსაზღვრავს გონივრულობის და სამართლიანობის კრიტერიუმებით, მაგრამ გონივრულობა და სამართლიანობა შეფასებითია თავისი შინაარსით, რის გამოც გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში უნდა იყოს ასახული შეფასება, რომლის შედეგადაც სასამართლომ განსაზღვრა ოდენობა. შესაბამისად, გონივრულობის და სამართლიანობის მითითებული სტანდარტი განსახილველ შემთხვევაში საქმის განმხილველ მოსამართლეს არ ანიჭებდა იმდენად ფართო შესაძლებლობას, რომ მხოლოდ თანხა მიეთითებინა და არ დაესაბუთებინა რატომ წარმოადგენს სამართლიან ოდენობას 50000 ლარი. გაუგებარია, როგორ უნდა დარწმუნდეს მოსარჩელე მისთვის მიკუთვნებული თანხის ადეკვატურობაში, როდესაც სათანადო მსჯელობა სასამართლოს ამ დასკვნას არ უძღვის.
სასამართლო გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ: 1. აქციაზე დ.ქ-ის მხრიდან რაიმე სახის ძალადობრივ ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და იგი მშვიდობიანი დემონსტრატი იყო, დახმარებას უწევდა სხვა მოქალაქეს; 2. დ.ქ-ე არ ყოფილა დიდი მასის მქონე ხალხში, შესაბამისად, მისი ქმედების გარჩევა სამართალდამცავთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების განუხორციელებლობის შესახებ ცხადი და აღქმადი იყო. მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული; 3. ... წლის ასაკში მოსარჩელემ მხარემ განიცადა მძიმე ხარისხის ზიანი; 4. პოლიციელთა მიერ, შეკრების დროს ფიზიკური ძალის კანონშეუსაბამოდ გამოყენების შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო შეკრებაში მშვიდობიანად მონაწილე მოსარჩელე დ.ქ-ემ; 5. სასამართლო იზიარებს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების შინაარსს, რომლის მიხედვითაც, ... წლის ... ...ას აქციაზე სამართალდამცავებმა ძალადობით და იარაღით სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აღნიშნულის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო დ.ქ-ემ, რაც მისი დაზარალებულად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. შედეგად, სასამართლოს მითითებული აქვს რამდენიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რომელიც დ.ქ-ის მიერ მოთხოვნილი მორალური ზიანის ანაზღაურების მყარ წინაპირობებს ქმნიდა. შესაბამისად, ამ გარემოებების დადგენის ვითარებაში, სრულიად გაურკვეველია, როგორ მოახდინა სასამართლომ ზიანის ოდენობის განსაზღვრა. გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილიდან არ დგინდება, რომელი გარემოება მიიჩნია სასამართლომ ნაკლები მნიშვნელობის მქონედ, რომლის გამოც მოთხოვნილი ზიანის ოდენობა 50000 ლარამდე შეამცირა ან რომელი გარემოება არ მიიღო საერთოდ მხედველობაში და ამის გათვალისწინებით განსაზღვრა ოდენობა 50000 ლარით. დ.ქ-ისთვის მიყენებული ზიანის ხასიათის და სიმძიმის ობიექტური შეფასების პირობებში აშკარაა, რომ 50000 ლარი გონივრული და სამართლიანი ოდენობა ვერ იქნება მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის.
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტანდარტი, რომ მორალური ზიანის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობისა და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, საქმის განმხილველ სასამართლოს ავალდებულებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახოს შემთხვევის ინდივიდუალობისა და თავისებურების თაობაზე დასაბუთებული შეფასება, სხვაგვარად შეუძლებელია გადაწყვეტილების ადრესატისთვის აღქმადი გახდეს განსაზღვრული ზიანის ოდენობის ადეკვატურობა. გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში სასამართლოს საერთოდ არ აქვს შეფასებული, რომ ზიანის სახით უფრო მეტი თანხის დაკისრება არ დააკმაყოფილებდა გონივრული ოდენობის სტანდარტს. გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში არ არის მითითებული მათ შორის სასამართლო პრაქტიკის არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც მსგავს შემთხვევაში მორალური ზიანის სახით მოთხოვნილ ოდენობაზე 6-ჯერ ნაკლები თანხის განსაზღვრის მართლზომიერებას დაადასტურებდა. სრულად გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ შვიდობიანი დემონსტრანტისთვის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებით მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად, ...ისთვის მხოლოდ ...ით დარჩენის, მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობის, სულიერი ტანჯვის და ფსიქიკური სტრესის შექმნის ფაქტის კომპენსაცია 50000 ლარით შესაძლებელია. მეტიც, დ.ქ-ისთვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით შექმნილი მუდმივი სტრესული მდგომარეობა-აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, ნერვული დაძაბულობა და სხვა, ასევე, მათ შორის, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე მთელი სიცოცხლის განმავლობაში გასაწევი მატერიალური (სამედიცინო) ხარჯი, განგრძობად მორალურ ზიანს წარმოშობს, რისი მაკომპენსირებელიც 50000 ლარი, მცირე ოდენობიდან გამომდინარე ცხადია, ვერ იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაცული არ არის უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა/სტანდარტი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ დგინდება, რატომ არის ზიანის სახით 50000 ლარი სწორი და გონივრული ოდენობა, კონკრეტულად დ.ქ-ესთან მიმართებით და როგორ შეაფასა სასამართლომ მორალური ზიანის ჭრილში, მაგალითად, აპელანტის მიერ ...ის დაკარგვა და აქედან გამომდინარე, მთელი ცხოვრების მანძილზე თანმდევი დისკომფორტი და სირთულეები, მათ შორის, დ.ქ-ის ასაკის გათვალისწინებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ.ქ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ.ქ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ... წლის ...ს, ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ, საღამოს გაიმართა შეკრება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მოსარჩელე დ.ქ-ე. შეკრებაში მონაწილე ცალკეულ პირთა მიერ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელების საფუძვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა დანაყოფებმა, აღნიშნულ მოქმედებათა აღკვეთის მიზნით დაიწყეს ძალის (სპეციალური საშუალებების) გამოყენება შეკრებაში მონაწილე პირების მიმართ, რის შედეგადაც, მოსარჩელე დ.ქ-ეს, პოლიციელთა მიერ ნასროლი რეზინის ვაზნები ...სა და ...ის არეში. მოსარჩელე დ.ქ-ე, ... წლის ...ს, 04:42 საათზე, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულების სტაციონარში - შპს „...ში“ (ტ.1, ს.ფ 46-50, 51); ბ) შპს „...ის“ ჯანმართელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ დ.ქ-ე სტაციონარში მოთავსდა ... წლის 04:42 საათზე და გაეწერა .... წელს. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) შესაბამისი ... კოდის მითითებით: ...სა და ...; ...ის ... ... აღნიშნული ცნობის მოკლე ...ის მიხედვით, პაციენტი კლინიკაში შეყვანილია 112-ის ბრიგადის მიერ, დიაგნოზით: ... ჭრილობა. კლინიკაში შესვლისას უჩიოდა ძლიერ ტკივილს, ჭრილობის არსებობას და ... მისი გადმოცემით, დაახლოებით ერთი საათის წინ იმყოფებოდა ...ზე, რა დროსაც ...ში მოხვდა უცხო სხეული. ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, მომხდარს დეტალურად ვერ იხსენებს. მისი გადმოცემით მიღებული აქვს ალკოჰოლური სასმელი. ობიექტურად: პაციენტი არის კონტაქტური, ადეკვატური. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ... ასიმეტრიულია ...ის არეში არსებული ...ის გამო. აღენიშნება ნახეთქი ჭრილობა მარცხენა ...ის მიდამოში. ...ის მიდამოში მტკივნეულია, ძვლოვანი ქსოვილის ტრავმული დაზიანება არ ისინჯება. ... ორივე ...ის ექსკურსია ყველა მიმართულებით თავისუფალია. ... ნორმის ფარგლებშია, ...ის, ისევე როგორც ... რბილი და მაგარი ქსოვილების სხვა ტრავმული დაზიანებების კლინიკური ნიშნები არ ვლინდება, არც ისინჯება. ასევე, პაციენტის ...ის შემოწმება ვერ ხერხდება, რადგანაც პაციენტი გასინჯულია მიმღებ განყოფილებაში, ... ..., შეშუპებული, კანქვეშა ..., ...ზე ... ჭრილობა, ..., უკანა მონაკვეთი ისინჯება ბუნდოვნად. ... წლის 05:32 საათზე პაციენტს ასევე ჩაუტარდა ...ის და ...ის ...ის კომპიუტერული ტომოგრაფია. ვიზუალიზაცია გართულებულია მოძრაობითი ...ის არარსებობის გამო. მიღებულ კტ. ჭრილებზე ...ის ნივთიერებაში მწვავე ტრამვული დაზიანების ნიშნები არ აღინიშნება. ...ის სტრუქტურები მკაფიოდ დიფერენცირდება. შუამდებარე სტრუქტურების ლატერალური ცდომა გამოხატული არ არის. ... დილატირებული არ არის. გვერდითი ... სიმეტრიულია. III, IV ... შუა ხაზზეა. ...ის გარეშეა. ...ები ზომიერი. აღინიშნება მარცხნივ ...ის წინა, უკანა და ქვედა ...) ...ის მრავალფრაგმენტული მოტეხილობა, მოტეხილი ...ის ცდომით და, როგორც ...ში, ასევე ...ში გადაადგილებით, მოტეხილი ფრაგმენტი ახდენს ზეწოლას ... ზედა სწორ კუნთზე. ვლინდება მარცხნივ ...ის (...) ფრაგმენტული მოტეხილობა, მცირედი შეცილებით. მარცხნივ ...ში ისახება მცირე ზომის ...ის უბნები. მარცხნივ ..., ... და ...ების ...ში ვიზუალიზდება ..., მეტად .... ..., მარცხნივ ... და ...ის რბილი ქსოვილები მკვეთრად ..., ვიზუალიზდება მცირე ზომის ...ის უბნები. მარცხენა ... დეფორმირებულია, მცირედ .... მაქს. სისქით 3მმ-მდე, ...ზე ვლინდება მცირე ზომის ... ... დიფერენცირდება. მარჯვნივ ..., ... სივრცე და ... ისახება ... ცვლილების გარეშე. მარჯვნივ ...სა და ... მცირედ .... დანარჩენი ... დასკვნა: არსებული კტ. კვლევით ...ის ნივთიერებაში მწვავე ტრამვული დაზიანების კერები არ აღინიშნება. ...ის ძვლების ტრამვული დაზიანება, მარცხნივ ..., ... და ...ების .... ... წელს ჩატარდა ოპერაცია: ... ტრავმისშემდგომი ოპერაცია ..ზე ... ...ის გაკვეთა (...) ... და ...ის ... ...ის რეპოზიცია. ...ით და .... .... წელს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია ... პროცედურები ...ზე და ...ზე, ... და ხელოვნური ...ის იმპლანტირება ...ში ... მდგომარეობა სტაციონარში გაგზავნისას: ... წ. - ობიექტურად: ...ის გარეშე, ... აღენიშნება ...ის ... ჭრილობა, სისხლმდენი, ქსოვილის დეფექტით, ... შეშუპებული, ... ..., ინიცირებული, 3 საათის მერიდიანზე ...ის ჭრილობა, ... არ ისინჯება, ... მცირედ შეშუპებული, აღენიშნება ნაკაწრები, ... სავსე სისხლით, უკანა მონაკვეთი არ ისინჯება. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული. .... წ. - ობიექტურად: ... მშვიდი, შეშუპება არ აღინიშნება, ნაკერები სუფთა, ...ის ... აღდგენილი, ... ზომიერად ..., ... ზომიერად შეშუპებული, ... საშუალო სიღრმის, ... თითქმის მრგვალი საშუალოზე ფართე, აღენიშნება ...ის ნაკერი, 1-2 საათის მერიდიანზე ...ის ..., ..., , ...ის დგომა ცენტრული, ..., ... მიფენილი, აღენიშნება ..., ... ... (ტ.1, ს.ფ 46-50); გ) ...ის 2019 წლის 23 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ დ.ქ-ის ამბულატორიაში მიმართვის თარიღია ...წ. დიაგნოზი: ...ის შემდგომი მდგომარეობა. გადატანილი დაავადებების მოკლე ...: პაციენტმა დაზიანება ...ზე ...წელს, ...ის ...ზე. მას შემდეგ ჩატარებული აქვს მრავლობითი ქირურგიული მკურნალობა. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები: ... ექსცენტრულად. ობიექტურად: ...- ...ის ადაპტირებული ჭრილობა, აღენიშნება ნაწიბური, ... ..., ერთეული ..., აღენიშნება ...ის ნაკერი ...ით, ... გამჭვირვალე, ... საშუალო სიღრმის, ... ფართე (...), მრგვალი, ...ის ნაკერი, ..., ... დგომა ცენტრალური, ...ში, ..., ... მიფენილი, ..., ... ტრავმული ...ის შემდგომი მდგომარეობა (ტ.1, 281-282); დ) ...ის ცენტრის 2021 წლის 25 სექტემბრის ბენეფიციარის ფსიქოემოციური მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ დ.ქ-ე აღრიცხვაზე იმყოფება 11.07.2019 წლიდან ...ის ცენტრში (...) და გადის ფსიქორეაბილიტაციის კურსს. პაციენტი რეფერირებულია ...ას მიერ. დ.ქ-ესთან ჩატარდა 7 ფსიქოთერაპიული სესია. მიმართვის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი ემოციური პრობლემები არ გამოვლენილა, რაც დადასტურდა ფსიქოდიაგნოსტიკური კვლევებით. გუნება-განწყობილება ნორმის ფარგლებში, ფსიქოლოგიური ტრავმის დეტალების გახსენებას არ გაურბოდა, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი და მატრავმირებელი მოვლენების გახსენების დროს აღნიშნავდა: „ამ თემაზე საუბრის გარეშეც ხშირად მახსენდება როგორ მხვდება ტყვია და სისხლი ჩამომდის“. აღნიშნავდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტრესთან დაკავშირებული ალაგდა: „პირველი ორი თვე ინტენსიური იყო სიფხიზლის განცდა“. რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე გაეწია მხარდამჭერი თერაპია (ფსიქოგანათლება, ემოციის მართვის და სხეულზე ორიენტირებული, სარელაქსაციო ტექნიკები). იმ პერიოდისთვის „კლინიკური ინტერვიუსა და ფსიქოლოგიური დიაგნოსტირების საფუძველზე დგინდება, რომ პაციენტის მდგომარეობა შესაძლოა შეფასდეს როგორც პრაქტიკულად ჯანმრთელი, გამოხატული ფსიქიკური სიმპტომები სახეზე არ გვხდება. გადატანილი ტრავმული გამოცდილება მაღალი ფსიქიკური მედეგობის ხარჯზე წარმატებით აქვს დაძლეული“. ბენეფიციართან ძირითადად სომატოფორმული სიმპტომატიკის სახით გამოიხატა. კერძოდ, გამოიკვეთა ფსიქოემოციური წუხილების სხეულებრივ/ფიზიკმიმართვის მეორე ეტაპზე, დ.ქ-ის მდგომარეობა ტრავმული ინციდენტის შედეგად წარმოშობილი დარღვევები, ბენეფიციართან ძირითადად ... სიმპტომატიკის სახით გამოიხატა. კერძოდ, გამოიკვეთა ფსიქოემოციური წუხილების სხეულებრივ/ფიზიკურ სიმპტომებად გამოხატვის ტენდენცია, რაც მათ მიერ დიაგნოსტირდა, როგორც: ... ...ის. სწორედ ასეთი-სომატური (ფიზიკური) ტიპის ჩივილებით მიმართა მეორედ დ.ქ-ემ ცენტრს, კერძოდ, სამედიცინო კაბინეტს. აღნიშნული ჩივილების გამო გაუგრძელდა სამედიცინო გამოკვლევები რეფერალურ სამედიცინო კლინიკებში და სამედიცინო ხასიათის დარღვევები კვლავ გამოირიცხა. როგორც პირველად, ამჯერადაც სამედიცინო ხასიათის დარღვევები არ დადასტურდა. კიდევ ერთხელ ჩაუტარდა საგანმანათლებლო საუბარი ფსიქოსომატური მექანიზმებისა და ტრავმული სტრესის სხეულებრივი გამოხატვის შესახებ და აეხსნა ფსიქოთერაპიული ჩარევის საჭიროება. გაიარა ინდივიდუალური თერაპიის რამდენიმე სეანსი (3 სეანსი), რომლის დროსაც ფსიქოსომატური პრობლემების გარდა, გამოიკვეთა სხეულებრივი დაზიანებით გამოწვეული დანაკარგის ტრავმა. ასევე, დაუცველობის შიში და საფრთხის შემცველი მოლოდინები. დროის უქონლობის გამო ბენეფიციარის მხრიდან, ფსიქოთერაპიული პროცესი არ დასრულებულა. ამავე ცნობით გაიცა რეკომენდაცია, რომ დ.ქ-ეს ესაჭიროება ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა (ტ.3, ს.ფ 14-16); ე) ...ის 2019 წლის 21 დეკემბრის დასკვნით (დასკვნები და რეკომენდაციები) დგინდება, რომ დ.ქ-ისათვის საჭიროა ... მკურნალობის კურსის გაგრძელება: საკონტროლო გამოკვლევები, ...ის ფუნქციის მონიტორინგი, ...სა და დასვენების რეჟიმის გათვალისწინება. ჩატარებული კლინიკური ინტერვიუსა და ფსიქოლოგიური ტესტირების საფუძველზე შესაფასებელი პირის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც პრაქტიკულად ჯანმრთელი, მას არ აღენიშნება პოსტტრავმული სიმპტომები. მიუხედავად გადატანილი ტრავმული ინციდენტისა, შეიძლება ივარაუდებოდეს, რომ პაციენტს აქვს მაღალი ემოციური მდგრადობა და ძლიერი სოციალური/ოჯახური მხარდაჭერა, რაც განაპირობებს სტრესის გამკლავების ეფექტურ ფაქტორს. პროცესის დინამიკაში დაკვირვებისთვის პაციენტი დღემდე სარგებლობს ...-ის მიერ შეთავაზებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერის არაინტენსიური სერვისით (ტ.1, ს.ფ 177-183); ვ) დ.ქ-ემ მკურნალობის კურსი გაიარა ...ის ფედერაციულ რეპუბლიკაში, ...ის კლინიკაში. ...ის ...ის 2020 წლის 12 თებერვლის ... დასკვნით დგინდება, რომ ზემოაღნიშნულ ... კლინიკაში დ.ქ-ის სტაციონარული მკურნალობის პერიოდს წარმოადგენს 06.02.2020წ.-12.02.2020წ. დიაგნოზი: ...; სხვა მსგავსი ქირურგიული მოვლენები ...ის ... ...; პროცედურები მარცხნივ: ... (07.02.2020წ.) მარცხნივ - ... (10.02.2020წ). დასკვნა გაწერისას: .... განთავსება: ... .... ..., .... გაწერა: ...., .... ..., .... (ტ.1, ს.ფ 190-225); ზ) შპს „...ის“ 2020 წლის 3 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ დ.ქ-ის ამბულატორიაში მიმართვის თარიღია 03.07.2020წ. დიაგნოზი: ...ის შემდგომი მდგომარეობა, ..., .... მოკლე ...ის მიხედვით, პაციენტი არის ... წლის ...ის აქციის მონაწილე. ...სა და ...ის ტრავმული დაზიანება, ჩატარებული აქვს მრავლობითი ქირურგიული ჩარევა (ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება, ... ოპერაციები). ჩატარებული აქვს მრავლობითი დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები. ...: წინა მონაკვეთი ნორმა, ..., ... - ...ის გარეშე. - ...ზე ... ფორმის, ფართე, (ტრამვული ...) ..., ...ის დგომა ცენტრული, ..., ... ...ად, ... (ტ.1, ს.ფ 283-284); თ) 2020 წლის 14 ივლისს, დ.ქ-ემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შემდეგი შეკითხვებით: 1. წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით – სხეულის, კერძოდ, ...ის რა ტრავმული დაზიანება აღენიშნება დ.ქ-ეს; 2. რითია აღნიშნული დაზიანება განვითარებული; 3. დაზიანების ხარისხის დადგენა და საერთო შრომისუნარის რა პროცენტით არის დაქვეითებული შრომისუნარიანობა; 4. ხანდაზმულობით შეესაბამება თუ არა ... წლის ...ის მომხდარ ფაქტს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2021 წლის 28 აპრილის №000785121 ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №...-ის მონაცემებით, დ.ქ-ეს სამედიცინო დახმარების მიზნით აღნიშნული ცენტრისათვის მიუმართავს.../ბრიგადამ მიიღო 02:28სთ./. ტკივილი ...ის ... ჭრილობა.. სისხლმდენი ... გადაყვანილი იქნა შპს „...ში“. შპს „...ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №...-ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №... (დათარიღებული ...წ.)-ის მონაცემებით, დ.ქ-ეს აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს ...წ. 04:42 საათზე (გაეწერა ...წ 18:00სთ.), სადაც დაესვა დიაგნოზი: ... ჭრილობა, ...ის ტრავმა და ნაკაწრები ...ზე, ...ის ...ის მოტეხილობა, ...ის ტრავმა, ..., ...) მოტეხილობა, ... სხეულის სხვა შემღვრევები, ტრავმული ... სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ...ის არეში ..., ნახეთქი ჭრილობა მარცხენა ...ის მიდამოში, ...ზე ნაკაწრები, ...ის ...ზე .... როგორც ირკვევა, შპს „...ის“ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №...-ის მონაცემებით, დ.ქ-ეს აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს: ...წ. (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა გაცემული ...წ.) ექიმი - ...ის კონსულტაცია ...; დიაგნოზი: ... პოსტტრავმული მდგომარეობა ... ქირურგიის შემდგომი პერიოდი, ..., ... ...წ. ექიმი-...ის კონსულტაცია /გეგმიური კონსულტაცია/...; დიაგნოზი: ... და ... ქირურგიის შემდგომი მდგომარეობა ...წ. ...ის კონსულტაცია დიაგნოზი: ...ის შემდგომი მდგომარეობა, ... ...წ. ექიმი - ...ის კონსულტაცია (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №... გაცემული ...)...; დიაგნოზი: ...ის სხვა დაზუსტებული დაზიანებები, პოსტრავმული და ... ქირურგიის შემდგომი მდგომარეობა, ..., ....= წარდგენილია ...ის ...ის სამედიცინო დოკუმენტაცია ნოტარიულ თარგმანთან ერთად. ექსპერტიზაზე წარდგენილი 1 CD დისკი შესწავლილ იქნა „...ის“ დიაგნოსტიკური ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის, ნ.ს-ის მიერ, რომლის დასკვნითაც:“ წარმოდგენილ გამოსახულებებზე ისახება ...ის ფრაგმენტული ... ...ის დონეზე მარცხნივ, ორივე ...ის დაზიანებით; მარცხენა ... უჯრედები) და ქვედა ( ... ზედაპირი) ...ის მოტეხილობები შეცილებით. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (...) წინააღმდეგობაში არ არის.“ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლილი იქნა და თვით დ.ქ-ე გამოკვლეულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -...ის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გ.ჩ-ას მიერ, რომლის დასკვნითაც: დ.ქ-ის დიაგნოზია: ...ის ...ის ...ით, ...ის ..., პოსტტრავმული ..., ...ის შემდგომი მდგომარეობა, ...ის პოსტტრავმული ... ... ...ზე ... ...ზე ...; დ.ქ-ის ...ის ამჟამინდელი მდგომარეობა არის ტრავმული წარმოშობის და არ ეწინააღმდეგება ...წ. ...ის თარიღს.’’ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დ.ქ-ის გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე კომისიამ დაასკვნა, რომ დ.ქ-ის ...ზე არსებული ცვლილებები არის ტრავმული გენეზის, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საერთო შრომისუნარის მყარი დაკარგვით 35%-ის ნიშნით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ...წ. ...ის თარიღს (ტ.3, ს.ფ 86-95); ი) 2020 წლის 14 ივლისს, დ.ქ-ემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შემდეგი შეკითხვებით: 1. მოითხოვს თუ არა დ.ქ-ის ...ის ტრავმული დაზიანება მომავალში ექიმთან კონსულტაციებს, რა პერიოდულობით და როდემდე; 2. ...ზე დღეს არსებული მდგომარეობით რა მანიპულაციების (მათ შორის ქირურგიული ჩარევისა და სხვა სახის მკურნალობის ღონისძიებების) ჩატარებაა აუცილებელი სამომავლოდ; 3. შესაძლოა თუ არა რომ დ.ქ-ეს ...ის ტრავმული დაზიანების გამო სიცოცხლის ბოლომდე დასჭირდეს მკურნალობა, მანიპულაციები ან/და პერიოდული შემოწმებები? ასეთის რეკომენდაციის ან/და აუცილებლობის შემთხვევაში რა იქნება რეკომენდირებული პერიოდულობა; 4. რა მდგომარეობაშია დ.ქ-ის ...ის ...; 5. რეკომენდირებულია თუ არა დ.ქ-ის ...ის ...; 6. შესაძლებელია თუ არა დ.ქ-ის ...ის ..., რა სიხშირით; 7. არსებობს თუ არა რისკი, რომ ...ის ...ამ ვერ გამოიღოს შედეგი და ვიზუალური აღდგენა ...ის ვერ მოხერხდეს; 8. შესაძლოა თუ არა ხელოვნური ...ის გამოყენება/...ის ... დ.ქ-ის შემთხვევაში იმგვარად, რომ ვიზუალურად არ იყოს შესამჩნევი ...ის დაკარგვის ფაქტი; 9. ...ის შესაძლებლობის შემთხვევაში რა მასალით არის სასურველი/რეკომენდირებული ... მარჯვენა და ...ას შორის ვიზუალური სხვაობის შესამცირებლად; 10. ...ის შესაძლებლობის შემთხვევაში რა სახის ... იქნება რეკომენდირებული მინიმუმ ისეთი შედეგის მისაღწევად და იმ ხარისხის ...ის გასაკეთებლად, როგორც დღეს, დ.ქ-ეს ...ისთვის აქვს გამოყენებული; 11. ...ის შემთხვევაში, რა პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი გაკეთებული ...ის შენარჩუნება, რა პერიოდულობით/სიხშირით არის საჭირო ...ის შეცვლა; 12. ...ის შემთხვევაში, რა პერიოდის განმავლობაშია რეკომენდირებული/აუცილებელი სპეციალისტთან კონსულტაცია; 13. შესაძლოა თუ არა ...ის აღდგენა ...ში და რამდენი პროცენტით; 14. არსებული ტრავმული დაზიანების პირობებში დაშვებულია თუ არა დ.ქ-ის ფიზიკური დატვირთვა; რა სახის ფიზიკური დატვირთვა არის დასაშვები, რეკომენდირებული, ან აკრძალული; 15. არსებობს, თუ არა რისკი, რომ დროთა განმავლობაში ...ის დაზიანების/დაკარგვის გამო შემცირდეს დ.ქ-ის ...ის ხარისხი ...შიც და რამდენი პროცენტით; 16. დაზიანების გათვალისწინებით, ასაკის მატებასთან და ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად შესაძლოა თუ არა რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდეს დ.ქ-ის საერთო შრომისუნარიანობა და დადებითი პასუხის შემთხვევაში რამდენი პროცენტით; 17. რა თანხას უკავშირდება ...ის ერთჯერადი ... და ერთზე მეტჯერ ...ის საჭიროების შემთხვევაში, რა თანხას უკავშირდება ყველა საჭირო ...; 18. რამდენ ხანშია შესაძლებელი ...ის ... ...ზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ; 19. რა თანხას უკავშირდება სამომავლოდ ...სთან დაკავშირებით სიცოცხლის ბოლომდე ჩასატარებელი მანიპულაციები, ქირურგიული ჩარევები, ექიმთან კონსულტაციები, მკურნალობა/მედიკამენტები და ყველა ის საჭიროება, რაც ...ის ტრავმიდან გამომდინარეობს და სამომავლოდ წარმოიშვება; 20. დ.ქ-ეს ესაჭიროება თუ არა სამომავლოდ ...ის ტრავმიდან გამომდინარე სამედიცინო მანიპულაციები, ქირურგიული ჩარევები, ექიმთან კონსულტაციები, მკურნალობა, მედიკამენტები და სხვა რაიმე სახის ღონისძიება, რაც ...ის ტრამვიდან გამომდინარეობს ან/და სამომავლოდ წარმოიშვება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 28 აპრილის №000785921 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №...-ის მონაცემებით, დ.ქ-ეს სამედიცინო დახმარების მიზნით აღნიშნული ცენტრისათვის მიუმართავს.../ბრიგადამ მიიღო 02:28სთ./. ტკივილი ...ის ... ჭრილობა ... სისხლმდენი... გადაყვანილ იქნა „...ში“. შპს „...ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №...-ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №... (დათარიღებული ...წ.)-ის მონაცემებით, დ.ქ-ეს აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს .... წ. 04:42სთ (გაეწერა ... წ 18:00სთ.), სადაც დაესვა დიაგნოზი: ... ჭრილობა, ...ის ტრავმა და ნაკაწრები ...ზე, ...ის ...ის მოტეხილობა, ...ის ტრავმა, ..., ...) მოტეხილობა, ... სხეულის სხვა შემღვრევები, ტრავმული ... სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ...ის არეში .., ნახეთქი ჭრილობა მარცხენა ...ის მიდამოში, ...ზე ნაკაწრები, ...ის ...ზე ... როგორც ირკვევა შპს „...ის“ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №...-ის მონაცემებით, დ.ქ-ეს აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს: ...წ. (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა გაცემული ...წ.) ექიმი-...ის კონსულტაცია - ... (ექსცენტრულად) - ... (ექსცენტრიულად). დიაგნოზი: ... პოსტტრავმული მდგომარეობა ... ქირურგიის შემდგომი პერიოდი, ..., ... ... წ. ექიმი-...ის კონსულტაცია /გეგმიური კონსულტაცია/ ...; დიაგნოზი: ... და ... ქირურგიის შემდგომი მდგომარეობა. ...წ. ...ის კონსულტაცია-დიაგნოზი: ...ის შემდგომი მდგომარეობა, .... ...წ. ექიმი - ...ის კონსულტაცია (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №... გაცემული ...წ.) ...: დიაგნოზი: ...ის სხვა დაზუსტებული დაზიანებები, პოსტრავმული და ... ქირურგიის შემდგომი მდგომარეობა, .., ... წარდგენილი ...ის ...ის სამედიცინო დოკუმენტაცია ნოტარიულ თარგმანთან ერთად. ექსპერტიის წინაშე დასმული საკითხებიდან გამომდინარე, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის და თვით დ.ქ-ის გამოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით ექსპერტთა კომისია მიდის შემდეგ შედეგებამდე: დ.ქ-ის ...ის ორგანოს ამჟამინდელი დიაგნოზია: ...ის ...ის ...ით, ...ის ..., პოსტტრავმული ..., ..., ...ის შემდგომი მდგომარეობა, ...ის პოსტტრავმული .... ... ...ზე 1.0; ... ...ზე 0,02. 1. დ.ქ-ის ...ის ამჟამინდელი მდგომარეობის გამო მიზანშეწონილია ...სთან პერიოდული ვიზიტი 2-3 წლის განმავლობაში, 4-6 თვეში ერთხელ სიხშირით. 2. პაციენტის დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით, სამომავლოდ სამკურნალო ღონისძიებებისა და ქირურგიული ჩარევების ჩატარება საჭირო არ არის. 3. ...ის ტრავმული დაზიანების გამო სიცოცხლის ბოლომდე მკურნალობა და პერიოდული შემოწმებები არ დასჭირდება. 4. ...ის ...ის ... ნაწიბურები, ...ის ნახეთქები, ...ის პერიფერიაზე ცირკულარულად ...სა და ...ის შემდგომი ... ნაწიბურები, ...ში ...ის გადანაწილება. 5.6. დ.ქ-ის ...ის ... მიზანშეწონილი არ არის. 7. ...ის პოსტტრავმული ...ის გამო ...ის ... მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ ...ის შემდგომ არ დადგეს სასურველი შედეგი და არ აღდგეს ვიზუალური ეფექტი. 8. ხელოვნური ...ის (...ის) გამოყენება დ.ქ-ის შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი მაღალი რისკისა და შესაძლო გართულებების განვითარების გამო. 9.10. ... არ არის მიზანშეწონილი მაღალი რისკისა და შესაძლო გართულებების განვითარების გამო. 11.12. ... არ მიიჩნევა საჭიროდ. 13. ...ის ...ის აღდგენა შეუძლებელია ...ში განვითარებული შეუქცევადი ... ცვლილებების გამო. 14. დ.ქ-ისთვის მძიმე ფიზიკური დატვირთვა არ არის მიზანშეწონილი. 15. დ.ქ-ეს ...ის დაზიანების ან ...ის გამო დროთა განმავლობაში ...ის ...ის ხარისხი არ გაუუარესდება. 16. ასაკის მატებასთან ერთად და ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით დ.ქ-ის შრომისუნარიანობა არ შემცირდება. 17.19. აღნიშნული საკითხი ექსპერტიზის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. 18. ამ ეტაპზე ...ის აუცილებლობა არ არსებობს. 20. დ.ქ-ის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ...სთან პერიოდული ვიზიტი 2-3 წლის განმავლობაში, 4-6 თვეში ერთხელ სიხშირით (ტ.2, ს.ფ 31-41); კ) 2019 წლის 2 ივლისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა შემდეგი შეკითხვებით: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით აღენიშნებათ თუ არა ავადმყოფობის ისტორიებში მითითებულ პირებს რაიმე სახის ჯანმრთელობის/სხეულის დაზიანება, დადებით შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიდგინოთ აღნიშნულ პირთა დაზიანების ხარისხი, ლოკალიზაცია (მათ შორის სქემის სახით), წარმოშობის მექანიზმი და აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით შეესაბამებიან, თუ არა დანაშაულის სავარაუდო ჩადენის თარიღს; 2. იარაღიდან გასროლით მიყენებული დაზიანების შემთხვევაში, გთხოვთ, განგვისაზღვროთ სროლის მანძილი, მიმართულება და სხეულზე არსებული დაზიანება ხომ არ არის მიყენებული ახლო მანძილიდან სროლის შედეგად და მიბჯენით? სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 აპრილის №002723621 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №...-ის (თარიღით...) მონაცემების თანახმად, მოქალაქე დ.ქ-ეს სამედიცინო დახმარება გაეწია ... წელს და დაუდგინდა დიაგნოზი: ... ჭრილობა; ამავე დოკუმენტში არსებული ჩანაწერების და სქემის თანახმად, მოქალაქე დ.ქ-ეს ...ის ...ზე აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა და ამავე ...ის მიდამოში აღენიშნებოდა ... ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს „...ის” სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №...-ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №... ცნობის (გაცემის თარიღით ...წ.) მონაცემების თანახმად, მოქალაქე დ.ქ-ეს აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს ...წ. 04:42სთ (გაეწერა ...წ 18:00სთ.), - დაუდგინდა დიაგნოზი: ... ჭრილობა, ...ის ტრავმა და ნაკაწრები ...ზე, ...ის ...ის მოტეხილობა, ...ის ტრავმა, ..., ...) მოტეხილობა, ... სხეულის სხვა შემღვრევები, ტრავმული ... ამავე სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე დ.ქ-ეს ...ის არეში აღენიშნებოდა ..., ნახეთქი ჭრილობა მარცხენა ...ის მიდამოში, ...ზე ნაკაწრები, ...ის ...ზე ... ყოველვე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს - როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს (ტ.2, ს.ფ 147-152); ლ) შპს „გ...ას“ 2019 წლის 24 სექტემბრის ცნობით დგინდება, რომ დ.ქ-ე არის შპს „გ...ას“ კონტრაქტორი პირი ... წლის 10 მაისიდან. მისმა გამომუშავებულმა თანხამ 2019 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 7 ივლისამდე შეადგინა 1540 ლარი. შემოსავლების სამსახურის ცნობით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (03.07.2020 წლის მდგომარეობით) მოქალაქე დ.ქ-ის მიერ 01.01.2019 წლიდან 31.05.2020 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება. საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ დ.ქ-ეს შემოსავლის სახით უფიქსირდება თანხა 2019 წლის 10 მაისიდან, 2019 წლის 7 ივლისამდე (ტ.1, ს.ფ 226, 267, 227-266); მ) სსიპ ...ის ...ის ფაკულტეტის 2020 წლის 17 ივლისის ცნობით დგინდება, რომ დ.ქ-ე 2017 წელს ჩაირიცხა ...ში, სწავლების საბაკალავრო საფეხურზე (ჩარიცხვის ბრძანება №...; 22.09.2017წ.). იგი ...ის ფაკულტეტზე ირიცხება მე-6 სემესტრელ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტად (ტ.1, ს.ფ 275); ნ) 2021 წლის 11 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ სისხლის სამართლის №074091119801 საქმეზე (...წლის ...ს ქ. თბილისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში მონაწილე ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) დაზარალებულად იქნა ცნობილი დ.ქ-ე. დაზარალებულად ცნობის საფუძველი: ... წლის ... ს ქ. თბილისში, ...ის გამზირზე, საქართველოს ...ის სასახლის წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავებმა ძალადობით და იარაღით სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აღნიშნულის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო დ.ქ-ემ, რაც მისი დაზარალებულად ცნობის საფუძველს წარმოადგენს (ტ.2, ს.ფ 348-349).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
საკასაციო პალატა მიუთითებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების განხორციელებას − წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ (2.1 მუხლი). მითითებული კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე. შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა (1.1 და 1.2 მუხლები). პოლიცია, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად (მე-3 მუხლი). უშუალოდ შეკრებების მართვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-2, მე-4 და მე-5 თავებით, რომლებიც პოლიციის საქმიანობის პრინციპებს, პოლიციელთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებსა და სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხებს მოიცავს. პოლიცია თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს (8.1 მუხლი). პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს (9.1 მუხლი), საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა (9.2 მუხლი). ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-11 მუხლით, პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა. მითითებული კანონის მე-12 მუხლის თანახმად, (1) საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული; (2) პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას; (3) პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს; (4) პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა; (5) პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
ამავე კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, (1) პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად პოლიციელი უფლებამოსილია პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას; (3) პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია; (4) იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს;
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიცია, მიუხედავად ზოგადი დისკრეციული უფლებამოსილების თავისუფლების არსებობისა („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 13.1 და 16.2 მუხლები), ვალდებულია მიიღოს ზომები (იმოქმედოს), როდესაც არსებითი საფრთხე ემუქრება სამართლებრივ სიკეთეს (სუსგ №ბს-1046(კ-19), 16.06.2022წ.).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ... წლის ...ს, ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ, გაიმართა შეკრება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მოსარჩელე დ.ქ-ე. შეკრებაში მონაწილე ცალკეულ პირთა მიერ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელების საფუძვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა დანაყოფებმა, აღნიშნულ მოქმედებათა აღკვეთის მიზნით დაიწყეს ძალის (სპეციალური საშუალებების) გამოყენება შეკრებაში მონაწილე პირების მიმართ, რის შედეგადაც, მოსარჩელე დ.ქ-ეს პოლიციელთა მიერ ნასროლი რეზინის ვაზნები მოხვდა ...ისა და ...ის არეში, რა დროსაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ...ში დაკარგა ... შესაბამისად, განსახილველ საქმეზე მთავარ სადავო საკითხს მოსარჩელის შრომისუნარიანობის შემცირების გამო მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდისა და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დ.ქ-ე ... წლის ...ს გამართულ აქციაზე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებდა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე მშვიდობიანად, რაიმე სახის აგრესიის, კანონსაწინააღმდეგო მოქმედების გარეშე მონაწილეობდა შეკრებაში და ერთ-ერთი მოქალაქის დახმარებას ცდილობდა, როდესაც მას პოლიციელის მიერ ნასროლი რეზინის ვაზნები მოხვდა ...ისა და ...ის არეში. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიება აკმაყოფილებდა თანაზომიერების პრინციპს, იყო გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ 2021 წლის 11 ივნისის დადგენილებით, სისხლის სამართლის №074091119801 საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი დ.ქ-ე, რასაც საფუძვლად დაედო შემდეგი: ... წლის ...ს ქ. თბილისში, ...ის გამზირზე, საქართველოს ...ის ...ის წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავებმა ძალადობით და იარაღით სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აღნიშნულის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო დ.ქ-ემ.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრება, რომ შეკრებამ მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და მიღებულ იქნა დაშლის გადაწყვეტილება, არ გამორიცხავს დ.ქ-ის მიმართ მოპასუხის მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურებისა და სარჩოს დაკისრების საფუძვლის არსებობას. ამასთან, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ დ.ქ-ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება საერთო შრომისუნარის მყარი დაკარგვით 35%-ის ნიშნით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დ.ქ-ის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. შესაბამისად, არსებობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლებიც.
მორალურ ზიანთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განჩინებაზე, საქმე №ბს-972-936(3კ-08), სადაც განმარტებულია, რომ „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“. „სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათავალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი არ ადგენს ცალკეულ შემთხვევებში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, რამეთუ ეს საკითხი სრულებით სასამართლო მსჯელობის საგანია. მორალური (არაქონებრივი) ზიანი პირის მორალურ განცდებსა და სულიერ ტკივილში ვლინდება, რომელსაც პირი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად განიცდის. ამიტომ, მისი მოცულობის განსაზღვრა ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო განსაზღვრავს, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობა სასამართლოს მიხედულებით წყდება, რომელსაც გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით განსაზღვრავს. მორალური ზიანის ანაზღაურებას სამი ფუნქცია აკისრია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-509-506(2კ-17)).
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების შედავებას მორალური ზიანის ოდენობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. როგორც ზემოთ აღინიშნა, მორალური ზიანის ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და თავისებურების გათვალისწინებით. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანი არ არის ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. პალატა აღნიშნავს, რომ ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, დ.ქ-ისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის, მისთვის მიყენებული სულიერი ტანჯვისა და განცდების, ასაკისა და ცხოვრების პირობების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის სახით 50000 ლარის დაკისრება შეესაბამება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპებს.
რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელე დ.ქ-ის სასარგებლოდ შრომისუნარიანობის შემცირების გამო, ყოველთვიური სარჩოს გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან, მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე 1155 ლარის ოდენობით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ პოლიციის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად დ.ქ-ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ...ში ...ის ...ით. ამასთან, დადასტურებულია, რომ ...ში ...ის აღდგენა შეუძლებელია. ...ზე არსებული ცვლილებები არის ტრავმული გენეზის, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საერთო შრომისუნარის მყარი დაკარგვით 35%-ის ნიშნით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ...წ. ...ის თარიღს. საგულისხმოა, რომ დ.ქ-ე იყო შპს „გ...ას“ კონტრაქტორი პირი 2019 წლის 10 მაისიდან. შრომისუნარიანობის შემცირების შედეგად მოსარჩელეს აღარ აქვს შესაძლებლობა გააგრძელოს ჩვეული სამუშაო და მიიღოს ხელფასი, რომელსაც იღებდა, რის გამოც მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა, რომ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დ.ქ-ის სასარგებლოდ, შრომისუნარიანობის შემცირების გამო, 2019 წლის 21 ივნისიდან მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური სარჩოს დაუბეგრავი თანხის (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების განაკვეთის გათალისწინებით) 1155 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ.ქ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. შონია