საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-603(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ა-ა
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი
თავდაპირველი მოპასუხე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 29 აპრილს ნ. ა-ამ სარჩელით, ხოლო 2021 წლის 26 აგვისტოს, 2021 წლის 26 ნოემბერს, 2022 წლის 20 იანვარს და 2022 წლის 9 ივნისს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის მიმართ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო ორი სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ - 2016 წლის 30 აგვისტოს სსიპ თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და ააიპ „ზ...ს“ შორის დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ ნ. ა-ას წარმომადგენლის - ზ. ა-ას მიერ №... და №... განცხადებებით მოთხოვნილ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) და 5487,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) გადაფარვის/ზედდების ნაწილში. გამოყოფილ საქმეს მიენიჭა სამოქალაქო ნომერი და განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
წინამდებარე საქმეზე საბოლოო სასარჩელო მოთხოვნებად განისაზღვრა: ზუგდიდის რაიონი სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №...) ნაწილში სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს №2-16/518 მიმართვის, ზუგდიდის რაიონი სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 5487,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №...) ნაწილში სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს №2-16/518 მიმართვის, ზუგდიდის რაიონი სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №...) ნაწილში სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, ზუგდიდის რაიონი სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 5487,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №...) ნაწილში სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, ზუგდიდის რაიონი სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №...) ნაწილში სახელმწიფოს სახელზე ამონაწერის მომზადების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილების ზუგდიდის რაიონი სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 5487,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №...) ნაწილში სახელმწიფოს სახელზე ამონაწერის მომზადების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილების, ზუგდიდის რაიონი სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №...) ნაწილში თვითმმართველი ერთეულის (სსიპ თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილების, ზუგდიდის რაიონი სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 5487,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №...) ნაწილში თვითმმართველი ერთეულის (სსიპ თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ნ. ა-ას კუთვნილი 7000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №...) ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივნისის №1/1- 1917 ბრძანების, ნ. ა-ას წარმომადგენლის - ზ. ა-ას მიერ №... განცხადებით მოთხოვნილ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5487,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) გადაფარვის/ზედდების ნაწილში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 22 ივლისის №02/3216 წერილის, სსიპ თვითმმართველი თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების შესახებ, ნ. ა-ას წარმომადგენლის - ზ. ა-ას მიერ №... განცხადებით მოთხოვნილ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5487,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №...) ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილების, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების შესახებ, ნ. ა-ას წარმომადგენლის - ზ. ა-ას მიერ №... განცხადებით მოთხოვნილ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №...) ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 თებერვლის №... გადაწყვეტილების, 2021 წლის 5 ნოემბრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების №... ოქმის, 2021 წლის 5 ნოემბრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების №... ოქმის, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 8 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ნოემბრის №.... გადაწყვეტილების, მოსარჩელე ნ. ა-ას (წარმომადგენელი რ. ხ-ა) №549021/17 და №549058/17 (26.11.2021წ.) ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ნ. ა-ას წარმომადგენლის - ზ. ა-ას მიერ №... განცხადებით მოთხოვნილ, 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მდებარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №..., ნ. ა-ას სახელზე რეგისტრაციის, ასევე ნ. ა-ას წარმომადგენლის - ზ. ა-ას მიერ №... განცხადებით მოთხოვნილ 5487,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მდებარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №... ნ. ა-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მფლობელობაში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი, კერძოდ 7000 კვ.მ (ს/კ: ...) და 5487 კვ.მ (ს/კ: ...) მიწის ნაკვეთები. ამასთან, მოსარჩელეს ჰქონდა AA2018031932-03 საარქივო ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საკრებულოს 1996-2000 და 2001-2005 წლების საკომლო წიგნის მიხედვით, კომლს ერიცხებოდა 1.25 ჰა მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 14 აგვისტოს 7000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო 2021 წლის 29 იანვარს 5487 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა როგორც საარქივო ცნობა, ასევე საკადასტრო აზომვითი ნახაზები. თავის მხრივ, რეესტრმა მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და მოსთხოვა დაედასტურებინა საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რაც მერიას არ დაუდგენია.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით ნ. ა-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე ს/კ ... და ს/კ ... (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც ნ. ა-ას (პ/ნ.: ...) 2019 წლის 20 ივნისს წარდგენილი №... და №... განცხადებებით მოთხოვნილი ჰქონდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია) სხვა პირისათვის საკუთრების უფლებით გადაცემა, უფლებრივად დატვირთვა და სხვა ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ივნისის განჩინებით საჩივარი საქმის მასალების ასლებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმების შესახებ, საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს; შესაბამისად გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ივნისის განჩინება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საჩივრით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ამჯერად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმების შესახებ, საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 10.08.2009 წლის №2-16/518 მიმართვა ზუგდიდის რაიონი, სოფელ ...ში ნ. ა-ას (პ/ნ.: ...) საკუთრებაში არსებული 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ №...) ნაწილში სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 10.08.2009 წლის №2-16/518 მიმართვა ზუგდიდის რაიონი, სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 5487,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ №...) ნაწილში სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (19.08.2009) გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონი, სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ №...) ნაწილში სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (19.08.2009) გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონი, სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 5487,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ №...) ნაწილში სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (08.06.2016) გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონი, სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ №...) ნაწილში სახელმწიფოს სახელზე ამონაწერის მომზადების შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (08.06.2016) გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონი, სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 5487,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ №...) ნაწილში სახელმწიფოს სახელზე ამონაწერის მომზადების შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (16.06.2016) გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონი, სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ №...) ნაწილში თვითმმართველი ერთეულის (სსიპ თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (16.06.2016) გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონი, სოფელ ...ში ნ. ა-ას საკუთრებაში არსებული 5487,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ №...) ნაწილში თვითმმართველი ერთეულის (სსიპ თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2016 წლის 14 ივნისის №1/1- 1917 ბრძანება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ნ. ა-ას კუთვნილი 7000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ №...) ნაწილში; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 22 ივლისის №02/3216 წერილი, ნ. ა-ას წარმომადგენლის - ზ. ა-ას (პ/ნ.:...) მიერ №... განცხადებით მოთხოვნილ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5487,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) გადაფარვის/ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილება, სსიპ თვითმმართველი თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების შესახებ, ნ. ა-ას წარმომადგენლის - ზ. ა-ას მიერ №... განცხადებით მოთხოვნილ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5487,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ №...) ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 თებერვლის №... გადაწყვეტილება, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების შესახებ, ნ. ა-ას წარმომადგენლის - ზ. ა-ას მიერ №... განცხადებით მოთხოვნილ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ №...) ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ნ. ა-ას წარმომადგენლის - ზ. ა-ას მიერ №... განცხადებით მოთხოვნილ, 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მდებარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №..., ნ. ა-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ და ნ. ა-ას წარმომადგენლის - ზ. ა-ას მიერ №... განცხადებით მოთხოვნილ 5487,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მდებარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, სარჩელის შეტანის დროისათვის ს/კ-ით №... ნ. ა-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელე - ნ. ა-ას განცხადება/შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციულ საქმეზე №020310121004600998 (3/79-21) გამოტანილ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილ აქტებთან ერთად ასევე ბათილად იქნა ცნობილი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 5 ნოემბერს შედგენილი ადგილზე დათვალიერების №... ოქმი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 5 ნოემბერს შედგენილი ადგილზე დათვალიერების №... ოქმი; რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 8 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ნოემბრის №.... გადაწყვეტილება; ნ. ა-ას (წარმომადგენელი რ. ხ-ა) №549021/17 და №549058/17 (26.11.2021წ.) ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 დეკემბრის №... გადაწყვეტილება.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 2020 წლის 14 აგვისტოს და 2021 წლის 25 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტების: საარქივო ცნობის (№AA2018031932-03), საკომლო წიგნის, მიწის ნაკვეთის აზომვითი/აგეგმვითი ნახაზების საფუძველზე მოეხდინათ 7000,0 კვ.მ და 5487,0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მდებარე ზუგდიდი, ს. ...ი) სპორადული რეგისტრაცია. თავის მხრივ მარეგისტრირებელმა ორგანომ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელის 2020 წლის 3 სექტემბრის და 2021 წლის 29 იანვრის შესაბამისი წერილებით (№299257, №34298) მიმართა ზუგდიდის მერიას და სთხოვა დაედასტურებინა საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული 7000,0 კვ.მ და 5487,0 კვ.მ მიწის ნაკვეთების იდენტურობა (№..., №...). მერიის მიერ წარდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმით არ დადგინდა ნაკვეთების იდენტურობა, რაც გახდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მერიამ სხვა ანალოგიურ შემთხვევაზე, სადაც რეგისტრაციას ითხოვდნენ მოსარჩელის იდენტური დოკუმენტების საფუძველზე, დაადგინა ასეთი „იდენტურობა“, რაც ნ. ა-ასგან განსხვავებით გახდა სხვა პირზე (ბ. პ-აზე) უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძველი.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 2018 წლის 26 დეკემბრის AA2018031932-03 საკომლო ცნობაში მითითებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საარქივო ცნობის, საკომლო წიგნის, ექსპერტიზის დასკვნის, მოწმეების ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსახილველი უფლებადამდგენი დოკუმენტებითა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთები იყო იდენტური, ხოლო აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულებები მოპასუხეთა მიერ ვერ იქნა წარდგენილი. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ...ის ტერიტორიულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 5 ნოემბერს, ხელნაწერი ფორმით შევსებული აქტი - ადგილზე დათვალიერების №... და №... ოქმები, რომლებითაც არ დადგინდა მიწის ნაკვეთების იდენტურობა, შედგენილი იყო შაბლონურ ბლანკებზე, დაუსაბუთებლად, სათანადო გამოკვლევის გარეშე.
გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელზე პირველადი რეგისტრაციის განხორციელების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 22 ივლისის №... და 2019 წლის 7 თებერვლის №... გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რამდენადაც არ გამოკვლეულა აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელებისას ნაკვეთზე მესამე პირის უფლებების არსებობა, არ მომხდარა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება სააღრიცხვო ბარათებთან და ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებასთან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა, რომ სასარჩელო მოთხოვნები მოსარჩელეს ჩამოყალიბებული ჰქონდა იმგვარად, რომ სასარჩელო მოთხოვნის მთლიანი შინაარსის გაუთვალისწინებლად, შეიძლება შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ ნ. ა-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთები (პირობითი საკადასტრო კოდებით: №... და №...) ზედდებაში იყო ჯერ სახელმწიფოს და შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხულ მხოლოდ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, მაშინ როცა ზედდება დადგენილი იყო №... და №... საკადასტრო კოდებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებთან. ამრიგად, პალატის შეფასებით, აღნიშნული გარემოება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის სწორად ფორმულირებაში მხარისთვის სასამართლოს მხრიდან დახმარების აუცილებლობას განაპირობებდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ა-ამ 2020 წლის 14 აგვისტოს და 2021 წლის 25 იანვარს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2018 წლის 26 დეკემბრის №AA2018031932-03 საარქივო ცნობაში მითითებულ 1.25 ჰა მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია, მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით. მოთხოვნილ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი კი გახდა ის გარემოება, რომ ვერ დადგინდა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ. ამასთან დადგინდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთები ზედდებაში იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხულ მიწის ნაკვეთებთან.
სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს არგუმენტების საპირისპიროდ აღნიშნა, რომ სასამართლოს არსებითად არ შეუფასებია თუ რა სამართლებრივ თუ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ ბ. პ-ას მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით დაუშვებელი იყო ბ. პ-ას და ნ. ა-ას საქმეთა იდენტურობის თაობაზე მსჯელობა, რამდენადაც სასამართლო, რომელსაც არ შეუფასებია კონკრეტულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ბ. პ-ას უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერება, ვერ იმსჯელებდა მის წარმოებაში არსებულ საქმეზე არსებული მტკიცებულებების იდენტურობაზე სხვა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შეფასებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ორი თითქმის იდენტური შინაარსის ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა არცერთი მათგანი პასუხს არ სცემდა სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვაზე საკომლო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთების ნ. ა-ას მიერ საჯარო რეესტრში 2020 წლის 14 აგვისტოს №... და 2021 წლის 25 იანვარს №... განცხადებებზე თანდართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზებზე მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ერთ-ერთ საფუძვლად ედო წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას, არ შეიცავდა სრულყოფილ მონაცემებს სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტში ასახულ უძრავ ქონებასთან იდენტურობის თაობაზე, ხოლო, ასეთ იდენტურობას ვერ შექმნიდა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთების მხოლოდ ფართობების დამთხვევა. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა მოწმეებმა, როგორც უშუალოდ სასამართლო სხდომაზე, ასევე ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, დაადასტურეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთები ნ. ა-ას საკუთრებას წარმოადგენდა და რომ სწორედ ის ახდენდა მათზე ფაქტობრივ ბატონობას, თუმცა მოწმეთა ჩვენებები, მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაში მოდიოდა საქმის მასალებში დაცულ სხვა მტკიცებულებებთან, რომელთა შესახებაც პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში არსებულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №... და 2020 წლის 22 მაისის №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე, მათზე თანდართულ ფოტომასალასა და ახსნა-განმარტებებზე, 2020 წლის 15 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულ №9 მითითებაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 5 აგვისტოს გამოცემულ მშენებლობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე №18 დადგენილებაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 1 სექტემბრის №2089 ბრძანებაზე, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ზუგდიდის არქივის მიერ 2016 წლის 10 ნოემბერს მომზადებულ №AA2016077371-04 საარქივო ცნობაზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 1986-1990, 1996-2000, 2001-2005 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებზე, საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 5 ივლისის ამონაწერზე და მათ საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ იმავე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც მოწმეები, როგორც ნ. ა-ას საკუთრებაზე საუბრობდნენ, პრეტენზიას აცხადებდა მისი ძმა - ზ. ა-აც, რომელიც გამოყოფილი იყო ა. ა-ას კომლისგან და რომელმაც საარქივო ცნობის საფუძველზე საკუთრებაში დაირეგისტრირა კიდეც საკომლო წიგნებში მისი კომლის საკუთრებად აღრიცხული მიწის ნაკვეთი. ამდენად, სასამართლომ საქმეში არსებული მოწმეთა ახსნა-განმარტებების საპირისპიროდ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები არათუ ამყარებდა მოწმეთა ჩვენებებს, არამედ ეჭვქვეშ აყენებდა მათ მიერ მიცემული განმარტებების სანდოობას. ამასთან, პალატის მითითებით, პირები, რომლებიც ადასტურებდნენ მოსარჩელის მიერ №... და №... განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების ფლობის ფაქტს, არ წარმოადგენდნენ ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისას, მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხი სასამართლოს არ შეიძლებოდა გადაეწყვიტა იმ უფლების დამდგენი დოკუმენტის შეფასების გარეშე, რაზეც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნას სადავო უძრავი ნივთის მის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე, ვინაიდან შესაბამისი მატერიალური საფუძვლების არ არსებობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, თუნდაც პროცედურული წესების დარღვევით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება (ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენა დაინტერესებული პირისა და მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების მონაწილეობის გარეშე და ა.შ., რაც აღნიშნულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში) არ ქმნიდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტა პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან უპირველესად მოითხოვდა სარჩელის მატერიალური საფუძვლების სამართლებრივად შეფასებას, რაც არ განხორციელებულა და ხელახალი განხილვისას სასამართლოს სწორედ სარჩელის მატერიალური საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შესახებ უნდა ემსჯელა, რაც იმ უფლების დამდგენი დოკუმენტის შეფასებას გულისხმობდა, რაც მოსარჩელეს, მისივე მტკიცებით სადავო უძრავ ქონებაზე უფლებას წარმოუშობდა, ასეთს კი, მოსარჩელის შეფასებით წარმოადგენდა 2018 წლის 26 დეკემბრის №AA2018031932-03 საარქივო ცნობა. ამასთან, სააპელაციო პალატის შეფასებით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ საქმეში ფიქსირდებოდა სხვა საარქივო ცნობებიც, კერძოდ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2023 წლის 7 ნოემბერს მომზადებული №AA2023018099-03 და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2023 წლის 6 დეკემბერს მომზადებული №AA2023019652-04 საარქივო ცნობები, რომელთა შეფასება მნიშვნელოვანი იყო საქმის გადაწყვეტისთვის.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უფლების მართლზომიერი მფლობელობის საფუძველია არა ნებისმიერი ამონაწერი საკომლო წიგნიდან, არამედ მხოლოდ ის ჩანაწერი საკომლო წიგნში, რომელიც კანონით დადგენილი პერიოდისთვის მოსარჩელის კომლის წევრობაზე მიუთითებს და ამტკიცებს მის უფლებას ამ პერიოდისთვის კომლის სახელზე რიცხულ ქონებაზე. ამასთან, საკომლო წიგნების ჩანაწერები უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ სამართლებრივ საფუძვლებს და თუ კომლის ქონება იზრდება მიწის რეფორმის პერიოდში, აუცილებელია საკომლო წიგნებში შესაბამისი ჩანაწერის არსებობა კომლის ქონებრივი მონაცემების გაზრდის საფუძვლებთან დაკავშირებით, რაც განსახილველ შემთხვევაში რაიონულ სასამართლოს არ გამოუკვლევია და ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გაზიარებული იქნა მოსარჩელის პოზიცია, რომ 2018 წლის 26 დეკემბრის №AA2018031932-03 საარქივო ცნობა წარმოუშობდა მას უფლებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში 1,25 ჰა მიწის ნაკვეთზე, ისე რომ არ გამოურკვევია, ამოეწერა თუ არა ნ. ა-ა კომლიდან, იყო თუ არა იგი კომლის წევრი 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ა.შ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლოს მხრიდან შეფასება არ მოჰყოლია სადავო მიწის ნაკვეთების მდებარეობის საკითხს, კერძოდ, არ გამოკვლეულა ზღვის დონიდან რამდენ კილომეტრში მდებარეობდა ნ. ა-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები და შეიძლებოდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთები გამხდარიყო კერძო საკუთრების ობიექტი მიწის რეფორმის შედეგად, მით უფრო, რომ მოპასუხე მხარეები ამ გარემოებებზე მიუთითებდნენ და დამატებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ №... და №... განცხადებებით გათვალისწინებული სადავო მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.
ამდენად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელახალი განხილვის ფარგლებში რაიონულმა სასამართლომ სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და უნდა დაეხმაროს მოსარჩელეს გასაჩივრებული აქტების სწორად განსაზღვრასა და სასარჩელო მოთხოვნის თანმიმდევრულად ჩამოყალიბებაში. ამასთან, სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს სადავო უძრავ ქონებებზე ნ. ა-ას უფლების დამდგენი დოკუმენტი და პასუხი გასცეს ყველა იმ ბუნდოვანებას, რასაც აღნიშნული დოკუმენტი სოფელ ...ში 1,25 ჰა მიწის ნაკვეთის ნ. ა-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებობასთან დაკავშირებით შეიცვას, მათ შორის, გამოარკვიოს, გააჩნია თუ არა ნ. ა-ას ა. ა-ას კომლის ქონებაზე უფლებები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს, რა გახდა კომლზე რიცხული ქონების გაზრდის საფუძველი და ზოგადად შეიძლებოდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთები ყოფილიყო კერძო საკუთრების ობიექტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსზე, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებაზე, სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტზე და „საკომლო წიგნის ჩაწერის შევსების შესახებ“ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 1996 წელს შემოღებულ მითითებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ნ. ა-ას კომლს უფიქსირდებოდა 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც გადაცემულ იქნა სახელმწიფოს მიერ და რომლის რეგისტრაციისთვის მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს წლების განმავლობაში ფაქტობრივად დაუფლებული ჰქონდა მიწის ნაკვეთი და გააჩნდა უფლების დამადასტურებელი საარქივო ცნობა, მას უარი უთხრეს რეგისტრაციაზე, მაშინ როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში დეტალურად იქნა გამოკვლეული, რომ ნ. ა-ას 1992 წლამდე ჰქონდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთი.
კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფომ დაირეგისტრირა ისეთი უძრავი ნივთი, რომლის მიმართაც მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლების წარმომშობი პრეტენზია. ამდენად, სადავო აქტებით მოსარჩელის საკუთრების უფლება უკანონოდ შეილახა, რადგან სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის კანონიერებას გამორიცხავს არა მხოლოდ უკვე რეგისტრირებული უფლება, არამედ ასეთ ქონებაზე სხვა, კერძო პირის მიერ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ფლობაც.
კასატორი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრს ეკისრებოდა ჩანაწერების გადამოწმების ვალდებულება, კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე რეესტრს უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. კასატორის მითითებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარდგენისას ნ. ა-ას საკუთრების უფლება საარქივო მონაცემების საფუძველზე უკვე სახეზე იყო.
კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელზე პირველადი რეგისტრაციის განხორციელების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 22 ივლისის №... და 2019 წლის 7 თებერვლის №... გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, არ გამოკვლეულა აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელებისას ნაკვეთზე მესამე პირის უფლებების არსებობა, არ მომხდარა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება სააღრიცხვო ბარათებთან და ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებასთან, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულების საფუძველზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები არქივის სახით გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამასთან, კასატორი ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიუხედავად მოსარჩელის მრავალგზის დაჟინებული მოთხოვნისა, არ შეადგინა ადგილზე დათვალიერების ოქმები, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და თავისი უმოქმედობით, დაუსაბუთებლად უთხრა მოსარჩელეს უარი კუთვნილი, შემოღობილი მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციაზე.
კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ არ მიუთითა, თუ რომელი ფაქტი არ იქნა გამოკვლეული და რომელი გარემოების დადგენა-გამოკვლევის შესაძლებლობა არ ჰქონდა მას საქმის განხილვის დროს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ თავად დაკითხა ახალი მოწმე ზ. ხ-ა, ასევე ექსპერტი გ. რ-ე, რომელმაც კვალიფიციურად განუმარტა სასამართლოს თუ რა გზით, საშუალებით და მეთოდებით ხდებოდა ნაკვეთების იდენტიფიკაცია. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არქივიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია, ხოლო მხარემ წარადგინა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის და მდგომარეობის შესახებ ფაქტის კონსტატაციის მასალები, რაც კასატორის მოსაზრებით ადასტურებდა, რომ საქმეზე გამოსაკვლევი გარემოებები არ იყო დარჩენილი და მისი ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოკლებული იყო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის მსგავსად, სააპელაციო სასამართლო არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, რომლის შემდეგაც ახდენს სამართლებრივ შეფასებას, ამდენად მას საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების ნაცვლად თავად შეეძლო საქმეზე დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და მიეცა მისთვის სამართლებრივი შეფასება, თუმცა მან თავი აარიდა დავის გადაწყვეტას.
ამასთან, კასატორი არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მსჯელობას მოთხოვნის სწორად ფორმულირებაზე/ტრანსფორმირებაზე და მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ ამის საჭიროება არ არსებობდა, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნულის განხორციელება სააპელაციო სასამართლოსაც შეეძლო, რაც უზრუნველყოფდა ეფექტურ, სწორ, სწრაფ და აღსრულებად მართლმსაჯულებას. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იმ მოთხოვნის ფარგლებში, რაც სარჩელში იყო მითითებული, სავსებით აღსრულებადი იყო, რადგან მოთხოვნაშიც და სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც ერთმნიშვნელოვნად მითითებული იყო სარჩელის შეტანის დროისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო მონაცემები. 7000,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიმართ ეს იყო ... საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც შემდგომ შეიცვალა ... საკადასტრო კოდით, ხოლო 5487,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სარჩელის შეტანის დროისათვის შედიოდა ასევე სახელმწიფო საკუთრებაში, რომლის საკადასტრო კოდი იყო ..., რაც შემდგომში შეიცვალა და გახდა ... საკადასტრო კოდის მქონე მიწა. მოხდებოდა თუ არა ამდაგვარად სარჩელის ფორმულირება/ტრანსფორმირება, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა იმ სახით, რა სახითაც ის გამოიცა, იყო და არის აღსრულებადი და თუ ვერ აღსრულებოდა, ეს შეიძლება აღსრულების ეტაპზე მოწესრიგებულიყო, რადგან აღნიშნულის - საკანონმდებლო და პროცესუალურ ბერკეტს იძლევა მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობა.
კასატორი მიიჩნევს, რომ დავის განხილვისას სასამართლომ არასწორად წარმოაჩინა ფაქტები და მტკიცებულებებს ერთობლივად არ მისცა სრულყოფილი შეფასება, კერძოდ, სასამართლომ მათ შორის მხედველობაში არ მიიღო მოწმეების - მოსარჩელის მეზობლების განმარტებები მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტთან დაკავშირებით. ისინი გაიზიარა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ზ. ა-ას უკანონოდ ჰქონდა შემოღობილი მიწის ნაკვეთი და მასზე შედგა სამართალდარღვევის ოქმი. გარდა ამისა, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეში არსებული ორი ექსპერტიზის დასკვნა იდენტური იყო, რამდენადაც, პირველი ექსპერტიზის დასკვნის მიღებისას არ იყო ცნობილი მოსაზღვრეები, ხოლო კასატორის მიერ მოსაზღვრეებთან დაკავშირებით დამატებით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ექსპერტიზის მიერ გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი კონტურები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში იძლეოდა მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის საშუალებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახეზე იყვნენ ის მოწმეები, რომლებიც უშუალოდ ადასტურებდნენ ნ. ა-ას წინაპრების და შემდეგ ნ. ა-ას მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს. ამასთან, მართალია სააპელაციო სასამართლო თავის მსჯელობაში მიუთითებს ზ. ა-ას მიმართ ოქმის შედგენაზე, თუმცა მისივე განმარტებით ეს მიწა ეკუთვნოდა ბაბუამისს ვ. ა-ას და ზ. ა-ას მერ მოხდა არა უნებართვოდ შემოღობვა, არამედ უკვე წლების წინ არსებული შეღობვის გამაგრება. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ ჰქონდა ყურადღება გამახვილებული იმაზე, რომ საქმეში ფიქსირდებოდა 2023 წლის 15 ნოემბრის ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი, რომლითაც ნ. ა-ა ითხოვდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დაფიქსირებას, ხოლო ოქმს თან ახლდა ფოტოსურათები, საიდანაც ნათლად ჩანდა მიწის ნაკვეთებზე დამუშავების კვალი, რაც მიუთითებდა მისი ფლობის ფაქტზე.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელის მიერ თავად სასამართლოს დავალებით სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, მაშინ როდესაც მას შეეძლო კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელი გაეხადა ობიექტური მოცემულობა (ფაქტი), რაზედაც ასევე მიუთითა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ - ზ. ა-ამ და განმარტება გააკეთა 1990-1995 წლებში მიწის გამოყოფაზე, კომლის წევრებზე, ნ. ა-ას დროებით ამოწერაზე. კასატორმა დააკონკრეტა, რომ მოწმის განმარტებით ნ. ა-ა „დროებით ამოეწერა“ კომლიდან (3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, ის არც ყოფილა რეგისტრირებულ ქორწინებაში და არ ჰყოლია შვილი, რადგან ე.წ. მეუღლე აღმოჩნდა ფსიქიკურად დაავადებული პირი) და ის მალევე დაბრუნდა, რის შემდგომაც ის მუდმივად დარჩა მამის კომლში, სანამ არ დაიშალა კომლები.
კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მითითება, რომ ნ. ა-ას საკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებდა მისი ძმა - ზ. ა-აც და განმარტა რომ აღნიშნული არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ამასთან, ნ. ა-ამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება ზ. ა-ას მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებზე და აღნიშნა, რომ მას არავითარი კავშირი არ ჰქონდა განსახილველ საქმესთან, რამდენადაც ოქმში საუბარი იყო ზ. ა-ას კომლში შემავალ 5500 კვ.მ მიწაზე და მას კავშირი არ ჰქონდა იმ მიწის ნაკვეთთან, რომელზეც მოსარჩელე აცხადებდა პრეტენზიას. ამასთან, კასატორმა ხაზი გაუსვა, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აპრიორი არ ნიშნავდა იმას, რომ ასეთს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ხოლო საქმეში არ იყო წარმოდგენილი, თუ რა ბედი ეწია ამ სამართალდარღვევის ოქმს, წარიმართა თუ არა ამ სამართალდარღვევის ოქმზე სასამართლოს ეტაპზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ანუ მიეცა თუ არა მას შემდგომი მსვლელობა სასამართლოში და საბოლოოდ ამ ოქმის საფუძველზე სამართალდამრღვევად ვინ იქნა ცნობილი. ამდენად, წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ მითითებული №... სამართალდარღვევის ოქმი და მასალები ამ თვალსაზრისით არ იყო სრულყოფილი. კასატორი მიიჩნევს, რომ მერიას შეეძლო წარმოედგინა ისინი, თუმცა ვინაიდან ნ. ა-ას საქმესთან მას კავშირში არ ჰქონდა, მასალებიც სრულყოფილად არ წარმოუდგენია. კასატორმა იგივე მსჯელობა გაავრცელა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 22 მაისს №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს არ გამოუთხოვია მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალები სრულად. ამ ოქმთან მიმართებით კასატორმა აღნიშნა, რომ საქმე წარიმართა სასამართლოში და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის დადგენილებით შეწყდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო (დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში), ხოლო ეს გარემოება სასამართლოსთვის და მხარეთათვის ცნობილი იყო და არც გამხდარა სადავო.
ამასთან, კასატორმა დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო და ამ ეტაპზეც წარმოადგენდნენ 2023 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში განხორციელებული რეგისტრაციები მიწის ნაკვეთებზე, ზღვის პირველ და მეორე ზოლში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში და აღნიშნა, რომ ყველა რეგისტრაცია განხორციელებული იყო საარქივო ცნობისა და მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერების ოქმების საფუძველზე, მათ შორის იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებმაც მიწები მიიღეს სწორედ იმაზე სექტორში, კვარტალში და ზონაში, სადაც ნ. ა-ას მიწები მდებარეობდა. აღნიშნული მიდგომით კი, ადმინისტრაციული ორგანო, კასატორის მითითებით, ადასტურებდა რომ ერთი და იმავე პირობებში მყოფი მოქალაქეთა ნაწილისთვის შესაძლებელი იყო კუთვნილი ქონების მიღება, ნაწილისთვის კი არა. ამდენად, კასატორი დადასტურებულად მიიჩნევს სხვადასხვა მოქალაქეთა (დაინტერესებულ პირთა) მიმართ ერთი და იმავე საფუძვლით წარდგენილ მოთხოვნაზე ნაწილის მიმართ უპირატესობის მინიჭების ფაქტს, განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე. კასატორი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსი მიეკუთვნოს კონკრეტულ ჯგუფს დისკრიმინაციულად, ამისთვის სათანადო გამართლების გარეშე. ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ შეუდარებია ნ. ა-ას და ბ. პ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტები ერთმანეთთან, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში მან სრულად წარადგინა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება როგორც ნ. ა-ასთან, ასევე ბ. პ-ასთან დაკავშირებით, ასევე წარდგენილი იქნა ბ. პ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და მოხდა მათი ერთმანეთთან შედარება, ხოლო პირველ ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთი და იგივე ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიიღო, რაც წარმოადგენდა სწორედ თანასწორობის პრინციპი დარღვევას.
ამასთან, კასატორისთვის გაუგებარი იყო სააპელაციო სასამართლოს მითითება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გამოკვლევის შესახებ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თავად სააპელაციო სასამართლოსაც შეეძლო ეს საკითხი გამოეკვლია და დაედგინა თუ რამდენი კილომეტრი იყო ნ. ა-ას მიწის ნაკვეთებსა და ზღვის სანაპირო ზოლს შორის. ამასთან, კასატორისთვის გაუგებარია თუ, რომელ საკურორტო ზონაში ან სექტორში მოაქცია ან/და იგულისხმა პალატამ ნ. ა-ას მიწის ნაკვეთები, მაშინ როდესაც გამნუხური დღემდე არ შედის საქართველოს კურორტების ნუსხაში და არ აქვს მინიჭებული შესაბამისი სტატუსი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნ. ა-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
2024 წლის 10 ივლისს ნ. ა-ას წარმომადგენელმა, რ. ხ-ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა წინამდებარე საქმეზე დასაშვებობის შესამოწმებლად ზეპირი მოსმენის სხდომის დანიშვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული აქტების კანონიერება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ნ. ა-ას წარმომადგენლის - ზ. ა-ას მიერ №... და №... განცხადებებით მოთხოვნილ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 7000 კვ.მ და 5487 კვ.მ მიწის ნაკვეთების ნ. ა-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამდენად, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით, ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. დასახელებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია განმარტებულია როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და სხვა მონაცემების მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. დასახელებული კანონის 23-ე მუხლი კი ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებად მიჩნეულია 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე. ეს ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. დასახელებული მუხლის მე-8-მე-9 პუნქტები კი განსაზღვრავენ, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება მხოლოდ კომლის იმ წევრის (წევრების) საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომლის (რომელთა) კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ხოლო, თუ 1992−2007 წლების საარქივო ჩანაწერებით დგინდება მხოლოდ კომლის შემადგენლობა და მათში მიწაზე ქონებრივი მდგომარეობა მითითებული არ არის, ან საარქივო ჩანაწერებით კომლზე აღრიცხულია მხოლოდ საცხოვრებელი სახლი და მიწაზე შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება, კომლის მიერ 2007 წლის 20 სექტემბრამდე ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (ჯამში არაუმეტეს 0,75 ჰა-სა) საკუთრების უფლება რეგისტრირდება მუნიციპალიტეტის მიერ კომლის წევრთა მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურების შემთხვევაში. ამასთან, დასახელებული მუხლის მე-15 პუნქტი განსაზღვრავს, რომ თუ 2007 წლის 20 სექტემბრამდე შედგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მინიმალურ სავალდებულო მოთხოვნებს, მაგრამ მასში მითითებულია დაინტერესებული პირის ვინაობა, უძრავი ნივთის მისამართი (ქალაქი, დაბა ან/და სოფელი) და ფართობი, ეს დოკუმენტი რეგისტრაციის საფუძვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის 41 მუხლით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ მიწის ნაკვეთების იდენტურობისა და დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის დადასტურების შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 14 აგვისტოს და 2021 წლის 25 იანვარს ნ. ა-ას წარმომადგენელმა ზ. ა-ამ №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა სამეგრელოს რეგიონულ ოფისს და №AA2018031932-03 საარქივო ცნობის საფუძველზე მოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 7006 კვ.მ და 5492 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია უფლების დამდგენი დოკუმენტით (საარქივო ცნობა №AA2018031932-03) გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით. ამასთან, სააგენტომ დაადგინა ზედდება №... განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთისა (მდებარე: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ...ი, დროებითი საკადასტრო კოდი: ...) და 182565.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №..., მესაკუთრე: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საკადასტრო მონაცემებს შორის. ასევე, ზედდება დადგინდა №... განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ 5487,0 კვ.მ მიწის ნაკვეთისა (მდებარე: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ...ი, დროებითი საკადასტრო კოდი: ...) და 149717.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №..., მესაკუთრე: სსიპ თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საკადასტრო მონაცემებს შორის და ამის შესახებ აცნობა განმცხადებელს.
საქმის მასალებში წარმოდგენილი 2018 წლის 26 დეკემბრის №AA2018031932-03, 2023 წლის 7 ნოემბრის №AA2023018099-03 და 2023 წლის 6 დეკემბრის №AA2023019652-04 საარქივო ცნობების საარქივო ცნობების თანახმად, მოსარჩელე ნ. ა-ა 1971-1978 (ცვლილებები ნაწარმოებია 1979) ჩათვლით, ირიცხებოდა მამის ა. ვ.-ს ძე ა-ას (ოჯახის უფროსი) კომლში. კომლს აღნიშნული პერიოდისთვის ერიცხებოდა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. ამის შემდგომ, უკვე ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 1986-1990 (ცვლილებები ნაწარმოებია 1995 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნების მიხედვით, ა. ა-ას კომლში, ნ. ა-ასთან დაკავშირებით გაკეთებულ იქნა მინაწერი, რომ იგი დროებით ამოწერილი იყო. ა. ა-ას კომლის ქონებრივი მდგომარეობა კი კვლავ იგივე იყო და მითითებულ იქნა, რომ კომლს ერიცხებოდა 0,25 ჰა მიწის ფართი. სოფელ ...ის საკრებულოს 1995-2000 წლების წიგნში კი, ა. ა-ას კომლის შემადგენლობაში ნ. ა-ას გასწვრივ მითითებულ იქნა, რომ გათხოვდა. ამ პერიოდში კომლს უკვე ერიცხებოდა 1,25 ჰა მიწის ფართობი. ამასთან, სოფელ ...ის საკრებულოს 1996-2000 წლების სხდომის ოქმებში ჩანაწერი ა. ვ.-ს ძე ა-ას სახელზე არსებული მიწის ნაკვეთების გამოყოფის და მიწის განაწილების კომისიის წევრების შესახებ არ ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ მართალია ფიქსირდებოდა, რომ ნ. ა-ა გათხოვდა, თუმცა სოფელ ...ის საკრებულოს 2001-2005 წლების (ცვლილებები ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნში მოსარჩელე კვლავ აღრიცხული იყო ა. ა-ას კომლის წევრად და კომლს 2001-2004 წლებში უფიქსირდებოდა 1,25 ჰა (რთულად კითხვადი) მიწის ფართი, ხოლო 2005 წელს კომლს ქონებრივი მონაცემი არ უფიქსირდებოდა.
დადგენილია, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში შეადგინა ადგილზე დათვალიერების №... და №... ოქმები, რომელთა თანახმად, დათვალიერების და გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ უფლების დამადასტურებელ, დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იყო არაიდენტური. სწორედ აღნიშნული ოქმების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 8 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა 2021 წლის 25 იანვარს წარდგენილი №... განცხადებით მოთხოვნილი, სოფელ ...ში მდებარე 5487 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, ხოლო 2021 წლის 12 ნოემბრის №.... გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა 2020 წლის 14 აგვისტოს წარდგენილი №... განცხადებით მოთხოვნილი, სოფელ ...ში მდებარე 7000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა №549021/17 და №549058/17 ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე.
დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 182 565 კვ.მ (საკადასტრო კოდით: ...) და 160 159 კვ.მ (საკადასტრო კოდით: ...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებად. კერძოდ, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 182 565 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში (ს/კ: ...) დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, ხოლო ზუგდიდის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 160 159 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ: ...) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.06.2016 წლის №1/1-1917 ბრძანების საფუძველზე, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 182 565 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: ...) და 153 714 კვ.მ მიწის ნაკვეთი, (ს/კ: ... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...)) გადაეცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილებით, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ: ...), დაზუსტებული ფართობით: 182565 კვ.მ აღირიცხა სსიპ თვითმმართველი თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 22 ივლისის №02/3216 წერილის საფუძველზე, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილებით, 149 717 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: ..., ნაკვეთის წინა ნომერი: ...) აღირიცხა სსიპ თვითმმართველი თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელზე. ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო მონაცემებში სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის შედეგად, უძრავი ქონება, (ს/კ: ...; ფართობი: 182565 კვ.მ) აღირიცხა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 დეკემბრის №008691322 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებულ საკომლო ცნობაში (№AA2018031932-03, 26.12.2018წ.) მითითებული (1,25 ჰა/12500 კვ.მ) მიწის ნაკვეთის ფართობი ძირითადად შეესაბამებოდა ნ. ა-ას მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ 2020 წლის 14 აგვისტოს წარდგენილ №... და 2021 წლის 25 იანვარს წარდგენილ №... განცხადებებზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე მითითებული მიწის ნაკვეთების (7005+5492=12497 კვ.მ) ფართობს, თუმცა, განიმარტა, რომ ექსპერტიზისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული საკომლო ცნობაში არსებული 1,25 ჰა მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომები, კონფიგურაცია, მოსაზღვრე სუბიექტები, კოორდინატები, საზღვრის მიბმა დღეისათვის არსებული მყარი წერტილებიდან ან რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრებიდან. აღნიშნულის გამო კი, საკომლო ცნობაში მითითებული 1,25 ჰა მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა ტექნიკურად შეუძლებლად იქნა მიჩნეული. ასევე განისაზღვრა, რომ ნ. ა-ას მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ 2020 წლის 14 აგვისტოს წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის უმეტესი ნაწილი მდებარეობდა (შედიოდა) ს/კ ... მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ხოლო ნაკვეთის სამხრეთ ნაწილის მცირე ტერიტორია მდებარეობდა ს/კ ... მიწის ნაკვეთის საზღვრებს გარეთ. ამასთან, განისაზღვრა, რომ ნ. ა-ას მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ 2021 წლის 25 იანვარს წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა (შედიოდა) ს/კ ... მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქმეზე დაინიშნა დამატებითი ექსპერტიზა, შედეგად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 18 მაისის №003349823 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად განიმარტა, რომ ექსპერტიზისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებულ საკომლო ცნობაში (№AA2018031932-03, 26.12.2018წ.) მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობის რაოდენობა (1,25ჰა) შეესაბამებოდა ნ. ა-ას მიერ, საჯარო რეესტრში №... და №... განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე მითითებული მიწის ნაკვეთების (0,70+0,55-1,25 ჰა) ფართობის რაოდენობას. ასევე განისაზღვრა, რომ ნ. ა-ას მიერ, საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ს/კ №... მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ხოლო ნ. ა-ას მიერ, საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ს/კ №... მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2023 წლის 30 მაისს გამართულ სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულ იქნენ მოსარჩელის მეზობლები: ჯ. ჭ-ე და მ. ხ-ა, ასევე საქმეზე წარმოდგენილია ა. გ-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადებაც. აღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ იყვნენ ნ. ა-ას მეზობლები, დაადასტურეს მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთების ფლობა-სარგებლობის ფაქტი და ასევე აღნიშნეს, რომ ნ. ა-ას მიწის ნაკვეთის მეზობლად მიწები საკუთრებაში დაირეგისტრირეს ბ. პ-ამ და გ. მ-ამ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნები, სარჩელის სრული შინაარსის გარეშე, იმგვარად არის ფორმულირებული, რომ შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ნ. ა-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთები (პირობითი საკადასტრო კოდებით: №... და №...) ზედდებაშია ჯერ სახელმწიფოს და შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხულ მხოლოდ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, მაშინ როცა ზედდება დადგენილია №... და №... საკადასტრო კოდებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებთან.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის აქცენტს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც მოწმეები, როგორც ნ. ა-ას საკუთრებაზე ისე საუბრობენ, პრეტენზიას აცხადებდა მისი ძმა - ზ. ა-აც, რომელიც გამოყოფილია ა. ა-ას კომლისგან და რომელმაც საარქივო ცნობის საფუძველზე საკუთრებაში დაირეგისტრირა კიდეც საკომლო წიგნებში მისი კომლის საკუთრებად აღრიცხული მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში რაიონულ სასამართლოს მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხი არ უნდა გადაეწყვიტა მოსარჩელის მიერ საკუთარი მოთხოვნის დამადასტურებლად მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტის - 2018 წლის 26 დეკემბრის №AA2018031932-03 საარქივო ცნობის შეფასების გარეშე. ამასთან, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო საქმის მასალებში არსებული სხვა საარქივო ცნობებიც, კერძოდ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2016 წლის 10 ნოემბერს მომზადებული №AA2016077371-04 და 2023 წლის 7 ნოემბერს მომზადებული №AA2023018099-03 საარქივო ცნობები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაფასებლად, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განმარტებულია კომლის არსი და მასთან დაკავშირებული თავისებურებები, კერძოდ: „კომლი სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრის და ოჯახის რიცხული ქონების აღნიშვნით. კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება-მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა, როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ... შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რამდენიმე, ისე ერთი წევრი. კომლის საქმიანობა არ რეგულირდებოდა სპეციალური წესდებით, რადგან კომლი არ განიხილებოდა როგორც იურიდიული პირი. კომლს გააჩნდა პირადი საკუთრება და როგორც ამ საკუთრების უფლების სუბიექტი, რეგისტრირებული იყო სოფლის საბჭოში, სადაც მითითებული იყო კომლის უფროსი, კომლის წევრები და კომლის ქონება... კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით“ (სუსგ №ას-402-2021. 04.11.2021წ., №ას-464-2022, 06.10.2022წ., №ას-516-2021, 30.11.2021წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომლი (როგორც საკოლმეურნეო, ასევე მუშა-მოსამსახურის) საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მათთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოწესრიგებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული იყო, რომ კომლის ქონება ეკუთვნოდა მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ხოლო ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მე-2 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, ხოლო 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდებოდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საკომლო წიგნის ის ამონაწერი, რომელიც ერთი მხრივ ადასტურებს, რომ შესაბამისი პირი (მოსარჩელე) კომლის წევრია, ხოლო მეორე მხრივ ამტკიცებს მის უფლებას შესაბამისი პერიოდისთვის კომლის სახელზე რიცხულ ქონებაზე. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მსჯელობას, რომ საკომლო წიგნების ჩანაწერები უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ სამართლებრივ საფუძვლებს და თუ კომლის ქონება იზრდება მიწის რეფორმის პერიოდში, აუცილებელია საკომლო წიგნებში შესაბამისი ჩანაწერის არსებობა კომლის ქონებრივი მონაცემების გაზრდის საფუძვლებთან დაკავშირებით, რაც განსახილველ შემთხვევაში რაიონულ სასამართლოს არ გამოუკვლევია და ასევე მხედველობაში არ მიუღია ის გარემოებები, ამოეწერა თუ არა ნ. ა-ა კომლიდან, იყო თუ არა იგი კომლის წევრი 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ა.შ., როდესაც მიიჩნია, რომ 2018 წლის 26 დეკემბრის №AA2018031932-03 საარქივო ცნობა წარმოუშობდა მოსარჩელის უფლებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 1,25 ჰა მიწის ნაკვეთზე. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ხელახალი განხილვის ფარგლებში რაიონული სასამართლო უნდა დაეხმაროს მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბების მიზნით გასაჩივრებული აქტების სწორად განსაზღვრაში და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები, მათ შორის დეტალურად გამოიკვლიოს ნ. ა-ას უფლების დამდგენი დოკუმენტი, ასევე ის ფაქტი, რამდენად გააჩნდა ნ. ა-ას კომლის ქონებაზე უფლებები, ამასთან, სასამართლომ უნდა დაადგინოს კომლზე რიცხული ქონების გაზრდის საფუძველი და სადავო მიწის ნაკვეთების მდებარეობის მიხედვით გამოიკვლიოს წარმოადგენდა თუ არა მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრების ობიექტს.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე (1997 წლის 25 ნოემბერი) მოქმედი საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. ასეთივე ჩანაწერი იყო მითითებული 1971 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედებულ მიწის კოდექსში, რომლის მე-4 მუხლის მიხედვით, მიწა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. მიწის კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, მიწა სარგებლობისათვის მიეცემოდათ სსრ-ის კავშირის მოქალაქეებს, ხოლო მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის გაცემის უფლება ჰქონდათ სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტებს საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მუდმივ ან დროებით სარგებლობაში – ქალაქების, დაბების მიწებიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების საფუძველზე დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმა. დასახელებული დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცემათ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში მიეცემათ საერთო საფუძველზე.
მითითებული დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადასხვა ფორმის გავრცელების გათვალისწინებით იყოფა სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. მითითებულ ნორმაში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილებით შესული ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადასხვა ფორმის გავრცელების გათვალისწინებით იყოფა საკუთრივ სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. მიწის რეფორმის ფონდი იქმნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხარჯზე.
1992 წლის 6 თებერვალს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული იქნა №128 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე, რომლის მე-2 მუხლის მიხედვით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა ხორციელდებოდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონის მე-2 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესითა და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 1998 წლის 22 მარტამდე. აღნიშნულის შემდეგ, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაფორმებულიყო 1999 წლის 1 თებერვლამდე.
ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ნ. ა-ას უფლების დამდგენი დოკუმენტის შეფასებისას მნიშვნელოვანია გაანალიზდეს კომლის ქონებრივი მონაცემების გაზრდის (0,25 ჰა მიწის ფართობის 1,25 ჰა-მდე) საფუძვლები, აღნიშნული განხორციელდა მიწის რეფორმამდე თუ რეფორმის შემდეგ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შედგა თუ არა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა. ამასთან მნიშვნელოვანია შეფასდეს, სადავო მიწის ნაკვეთების ტერიტორიას განსაზღვრული ჰქონდა თუ არა სარეფორმო მიწის ფონდის სტატუსი, რომლის განკერძოებაც შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთების სარეფორმო კომისიის მიერ შესაბამისი მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთვის დამატებითი მტკიცებულებების შეგროვებისა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მათი გაანალიზების აუცილებლობის შესახებ, რამეთუ სადავო საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მოსარჩელეზე გაცემული საკომლო ჩანაწერისთვის უფლების დამდგენი დოკუმენტის სტატუსის მინიჭებაზე მატერიალური თვალსაზრისით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გარემოების დასადგენად შერჩეული საპროცესო მოქმედებების ჩატარება და ინკვიზიციურობის პრინციპის დაცვით ახალი მტკიცებულებების მოპოვებით საქმის გარემოებების სრულყოფა მიზანშეწონილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელდეს, რამეთუ საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების მოპოვების სადავოობას, რასთან დაკავშირებით კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების სარწმუნოდ დადასტურება მრავალსაფეხურიანი ინსტანციურობის პირობებში უდავოდ მიიღწევა, შესაბამისად საქმის განხილვის გაჭიანურებულ ვადაზე კასატორის მითითება ვერ გადაწონის ეფექტური მართლმსაჯულების უმთავრესი მიზნის მიღწევას.
რაც შეეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 10 ივლისს ნ. ა-ას წარმომადგენლის - რ. ხ-ას მიერ წარმოდგენილ განცხადებას დასაშვებობის შესამოწმებლად საქმეზე ზეპირი მოსმენის სხდომის დანიშვნის თაობაზე. საკასაციო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი.“ (სუსგ №ბს-693(კ-კს-21); 01.11.2022წ.) ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება №2/6/205,232 საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ)
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით და მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ნ. ა-ას საკასაციო საჩივარზე რ. ხ-ას მიერ 24.06.2024წ. №22492186965 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება;
3. ნ. ა-ას (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.06.2024წ. №22492186965 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა