საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1148(კ-კს-24) 31 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი (მოსარჩელე) – მ. ღ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელე მ. ღ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის, თბილისის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 7 დეკემბრის №32.34.1127 დადგენილება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 მარტის №177 განკარგულება; 3) ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 17 მარტს თბილისის მერიას და ...ს №20-ში მცხოვრებ პირთა შორის დადებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები; 4) ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 17 მარტს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი შემდეგი მოწმობები: მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; - მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №.... 5) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები: ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (19.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (21.05.2010) და №... (14.03.2019) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (03.06.2022) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (17.06.2010) და №... (15.08.2018) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (19.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (04.06.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (21.05.2010) და №... (30.09.2010) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (24.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (25.05.2010) და №... (10.11.2010) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (28.06.2010), №... (15.10.2012), №... (03.05.2017), №... (15.08.2017) და №... (18.08.2021) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (21.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (19.05.2010), №... (27.05.2013), №... (30.10.2019) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (20.05.2010), №... (15.04.2021) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (18.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (19.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (19.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (03.06.2010) და №... (16.02.2022) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (19.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (31.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (30.09.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (20.02.2018) და №... (07.03.2018) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (10.11.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (30.03.2013) და №... (17.04.2013) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (30.03.2013) და №... (17.02.2022) გადაწყვეტილებები; 6) დაევალოს ქ. თბილისის მერიას ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება გადასცეს კანონიერ მოსარგებლეებს მოქმედი კანონმდებლობისა და უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით მ. ღ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით მ. ღ-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინება უშუალოდ მოსარჩელე მ. ღ-ეის მიმართ მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე წარმოებაში მიღების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სარჩელზე დადგენილი იქნა ხარვეზი, კერძოდ, მოსარჩელეს დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად, შედგენილი დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენა იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მოპასუხეც არის აღნიშნულ სარჩელში. მოსარჩელეს, ამავე განჩინებით, სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე დაევალა დაეზუსტებინა კონკრეტულად რომელ ბინაზე აქვს პრეტენზია და ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქ. №20-ში მდებარე უძრავ ქონებიდან რომელი ფართის გადაცემას ითხოვს უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა 2023 წლის 27 სექტემბრის განცხადება, თუმცა არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი. საქალაქო სასამართლოს მიერ მ. ღ-ეს რამდენჯერმე გაუგრძელდა სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.
2023 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელე მ. ღ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა მიმართ და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 7 დეკემბრის №32.34.1127 დადგენილება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 მარტის №177 განკარგულება (ფიზიკური პირების: ლ. კ-ის, ვ. წ-ის, თ. ნ-ეის, ბ. კ-ის, ნ. ა-ეის, ლ. გ-ეის და თ. გ-ის მიმართ ბინის ფართის გადაცემის ნაწილში); 3) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 სექტემბრის №27.38.902 დადგენილება; 4) ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 17 მარტს თბილისის მერიასა და ...ს №20-ში მცხოვრებლებს (ლ. კ-ი, ვ. წ-ი, თ. ნ-ე, ბ. კ-ი, ნ. ა-ე, ლ. გ-ე, თ. გ-ი) შორის უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ დადებული ხელშეკრულებები, და შესაბამისად ბათილად იქნეს ცნობილი ამ პირებზე 2010 წლის 30 მარტს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... 5 ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №.... 5) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულის შემდეგი გადაწყვეტილებები: უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (19.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე ნ. ყ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (21.05.2010) და №... (14.03.2019) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრე - ნ. ნ-ე, ხოლო ახლანდელი მესაკუთრე - ნ. ზ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (03.06.2022) გადაწყვეტილება (მესაკუთრე მ. გ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (17.06.2010) და №... (15.08.2018) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრე - ლ. ჯ-ი, ხოლო ახლანდელი - ლიანა ლობჟანიძე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (19.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე - ვ. წ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (04.06.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე - ვ. ი-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (21.05.2010) და №... (30.09.2010) გადაწყვეტილებები; უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (24.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე - ზ. ბ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (25.05.2010) და №... (10.11.2010) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრე - ს. შ-ი, გ. ნ-ი და მ. ა-ე, შემდგომ გაიმიჯნა და ახლა არის შემდეგი საკადასტრო კოდი: ...ა); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (28.06.2010), №... (15.10.2012), №... (03.05.2017), №... (15.08.2017) და №... (18.08.2021) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრე იყო ი. ნ-ე, შემდეგ მ. ღ-ე და ი. ნ-ე 1/2 - 1/2 წილით, ხოლო ამჟამად მესაკუთრე არის მ. ღ-ე 1/2 წილის და ლ. ჩ-ა 1/2 წილით, რომელიც არის უკანონოდ გადაფორმებული ლ. ჩ-აზე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (21.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე - ბ. კ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (19.05.2010), №... (27.05.2013), №... (30.10.2019) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრე იყო ლ. კ-ი, ამჟამად ნ. ზ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (20.05.2010), №... (15.04.2021) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრე იყო თ. ქ-ი, ხოლო ამჟამად არის რ. ქ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (18.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე - თ. ნ-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (19.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე ე. წ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (19.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე რ. ტ-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (03.06.2010), №... (16.02.2022) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრეები - ნ. ყ-ი, ლ. ს-ეე და ნ. ა-ე, ამჟამად არიან ი. ს-ე, ნ. ა-ე და ნ. ყ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (19.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე - რ. ტ-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (31.05.2010) გადაწყვეტილება (თავდაპირველი მესაკუთრე იყო ნ. ზ-ე და მ. გ-ი, შემდეგ გამიჯნეს და ახლა მესაკუთრე აღნიშნულ საკადასტრო კოდზე არის მხოლოდ ნ. ზ-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (30.09.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე მ. ჩ-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (20.02.2018), №... (07.03.2018) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრეები იყვნენ თ. გ-ი და მ. ჩ-ეის, ხოლო ამჟამად არის ქ. გ-ის და დ. გ-იის საკუთრება); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (10.11.2010) გადაწყვეტილება (თავდაპირველი მესაკუთრე იყო მ. ა-ეის, ს. შ-ის და გ. ნ-ის საკუთრება, ხოლო ამჟამად, გამიჯვნის შემდეგ არის მხოლოდ მ. ა-ეის საკუთრება); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (30.03.2013), №... (17.04.2013) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი იყო ლ. ს-ეის, ნ. გ-ეის და ნ. ა-ეის, ამჟამად არის მხოლოდ ნ. ა-ეის საკუთრება); უძრავ ქონებაზე ს/კ ..., №... (30.03.2013), №... (17.02.2022) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი იყო ლ. ს-ეის საკუთრება, ამჟამად არის ი. ს-ეის საკუთრებაში); 6) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება №20.27.841, (დამოწმების თარიღი: 15/07/2013); 7) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისს შორის დადებული ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი: 06/05/2009) ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 5543 კვ.მ მიწის ფართისა და მასზე დამაგრებული საერთო საცხოვრებლის - 1852,79 კვ.მ შენობა-ნაგებობების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე; 8) ქალაქ თბილისის მთავრობის 2006 წლის 25 ივლისის დადგენილება №19.19.385; 9) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №1-1/863 ბრძანება; 10) ქალაქ თბილისის 2008 წლის მერიის 3 ნოემბრის ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის №01-13/22 ბრძანება; 11) დაევალოს ქ. თბილისის მერიას ქ. თბილისი, ...ი, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება გადასცეს კანონიერ მოსარგებლეებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი მოსარჩელემ ვერ შეავსო, სააპელაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად მოსარჩელემ ვერ დააზუსტა, თუ რომელ ფართთან დაკავშირებით აცხადებს პრეტენზიას, რომელი ხელშეკრულების ბათილად ცნობას და რომელი ფართის გადაცემას ითხოვს. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა წარმოდგენილი მოთხოვნებით სარჩელის წარმოებაში მიღების წინაპირობა, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ. ღ-ეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი.
2023 წლის 25 დეკემბერს მ. ღ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხე მხარეების ცვლილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 დეკემბრის განჩინებით განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვინაიდან 2023 წლის 25 დეკემბრის განცხადება წარმოდგენილი იყო სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემდეგ, იგი უნდა დატოვებულიყო განუხილველად.
2023 წლის 27 დეკემბერს მ. ღ-ემ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით მ. ღ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ღ-ემ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ღ-ეის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. შესაბამისად, მ. ღ-ეის მიერ წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მისი დამატებითი გასაჩივრების შესაძლებლობას. აღნიშნულის თაობაზე მ. ღ-ეს სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის გასაჩივრებული განჩინებითაც განემარტა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 401-ე, 419-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ღ-ეის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე