საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1148(კ-კს-24) 4 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. ღ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელე მ. ღ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის, თბილისის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 7 დეკემბრის №32.34.1127 დადგენილება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 მარტის №177 განკარგულება; 3) ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 17 მარტს თბილისის მერიას და ...ს ქ. №20-ში მცხოვრებ პირთა შორის დადებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები; 4) ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 17 მარტს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი შემდეგი მოწმობები: მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; - მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №.... 5) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები: ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (19.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (21.05.2010) და №... (14.03.2019) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (03.06.2022) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (17.06.2010) და №... (15.08.2018) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (19.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (04.06.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (21.05.2010) და №... (30.09.2010) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (24.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (25.05.2010) და №... (10.11.2010) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (28.06.2010), №... (15.10.2012), №... (03.05.2017), №... (15.08.2017) და №... (18.08.2021) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (21.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (19.05.2010), №... (27.05.2013), №... (30.10.2019) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (20.05.2010), №... (15.04.2021) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (18.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (19.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (19.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (03.06.2010) და №... (16.02.2022) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (19.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (31.05.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (30.09.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (20.02.2018) და №... (07.03.2018) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (10.11.2010) გადაწყვეტილება; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (30.03.2013) და №... (17.04.2013) გადაწყვეტილებები; ს/კ ... უძრავ ქონებაზე №... (30.03.2013) და №... (17.02.2022) გადაწყვეტილებები; 6) დაევალოს ქ. თბილისის მერიას ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქ. №20-ში მდებარე უძრავი ქონება გადასცეს კანონიერ მოსარგებლეებს მოქმედი კანონმდებლობისა და უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით მ. ღ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით მ. ღ-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინება უშუალოდ მოსარჩელე მ. ღ-ეის მიმართ მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე წარმოებაში მიღების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, 2023 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელე მ. ღ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა მიმართ და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 7 დეკემბრის №32.34.1127 დადგენილება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 მარტის №177 განკარგულება (ფიზიკური პირების: ლ. კ-ის, ვ. წ-ის, თ. ნ-ეის, ბ. კ-ის, ნ. ა-ეის, ლ. გ-ეის და თ. გ-ის მიმართ ბინის ფართის გადაცემის ნაწილში); 3) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 სექტემბრის №27.38.902 დადგენილება; 4) ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 17 მარტს თბილისის მერიასა და ...ს ქ.№20-ში მცხოვრებლებს (ლ. კ-ი, ვ. წ-ი, თ. ნ-ე, ბ. კ-ი, ნ. ა-ე, ლ. გ-ე, თ. გ-ი) შორის უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ დადებული ხელშეკრულებები, და შესაბამისად ბათილად იქნეს ცნობილი ამ პირებზე 2010 წლის 30 მარტს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... 5 ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №...; მოწმობა №... ხელშეკრულება №.... 5) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები: უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (19.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე ნ. ყ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (21.05.2010) და №... (14.03.2019) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრე - ნ. ნ-ე, ხოლო ახლანდელი მესაკუთრე - ნ. ზ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (03.06.2022) გადაწყვეტილება (მესაკუთრე მ. გ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (17.06.2010) და №... (15.08.2018) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრე - ლ. ჯ-ი, ხოლო ახლანდელი - ლ. ლ-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (19.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე - ვ. წ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (04.06.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე - ვ. ი-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (21.05.2010) და №... (30.09.2010) გადაწყვეტილებები; უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (24.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე - ზ. ბ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (25.05.2010) და №... (10.11.2010) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრე - ს. შ-ი, გ. ნ-ი და მ. ა-ე, შემდგომ გაიმიჯნა და ახლა არის შემდეგი საკადასტრო კოდი: ...ა); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (28.06.2010), №... (15.10.2012), №... (03.05.2017), №... (15.08.2017) და №... (18.08.2021) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრე იყო ი. ნ-ე, შემდეგ მ. ღ-ე და ი. ნ-ე 1/2 - 1/2 წილით, ხოლო ამჟამად მესაკუთრე არის მ. ღ-ე 1/2 წილის და ლ. ჩ-ა 1/2 წილით, რომელიც არის უკანონოდ გადაფორმებული ლ. ჩ-აზე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (21.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე - ბ. კ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (19.05.2010), №... (27.05.2013), №... (30.10.2019) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრე იყო ლ. კ-ი, ამჟამად ნ. ზ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (20.05.2010), №... (15.04.2021) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრე იყო თ. ქ-ი, ხოლო ამჟამად არის რ. ქ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (18.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე - თ. ნ-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (19.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე ე. წ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (19.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე რ. ტ-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (03.06.2010), №... (16.02.2022) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრეები - ნ. ყ-ი, ლ. ს-ე და ნ. ა-ე, ამჟამად არიან ი. ს-ეე, ნ. ა-ე და ნ. ყ-ი); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (19.05.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე - რა. ტ-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (31.05.2010) გადაწყვეტილება (თავდაპირველი მესაკუთრე იყო ნ. ზ-ე და მ. გ-ი, შემდეგ გამიჯნეს და ახლა მესაკუთრე აღნიშნულ საკადასტრო კოდზე არის მხოლოდ ნ. ზ-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (30.09.2010) გადაწყვეტილება (მესაკუთრე მ. ჩ-ე); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (20.02.2018), №... (07.03.2018) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი მესაკუთრეები იყვნენ თ. გ-ი და მ. ჩ-ეის, ხოლო ამჟამად არის ქ. გ-ის და დ. გ-ის საკუთრება); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (10.11.2010) გადაწყვეტილება (თავდაპირველი მესაკუთრე იყო მ. ა-ეის, ს. შ-ის და გ. ნ-ის საკუთრება, ხოლო ამჟამად, გამიჯვნის შემდეგ არის მხოლოდ მ. ა-ეის საკუთრება); უძრავ ქონებაზე ს/კ ... №... (30.03.2013), №... (17.04.2013) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი იყო ლ. ს-ეის, ნ. გ-ეის და ნ. ა-ეის, ამჟამად არის მხოლოდ ნ. ა-ეის საკუთრება); უძრავ ქონებაზე ს/კ ..., №... (30.03.2013), №... (17.02.2022) გადაწყვეტილებები (თავდაპირველი იყო ლ. ს-ეის საკუთრება, ამჟამად არის ი. ს-ეის საკუთრებაში); 6) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება №20.27.841, (დამოწმების თარიღი: 15/07/2013); 7) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისს შორის დადებული ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი: 06/05/2009) ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქ. №20-ში მდებარე 5543 კვ.მ მიწის ფართისა და მასზე დამაგრებული საერთო საცხოვრებლის - 1852,79 კვ.მ შენობა-ნაგებობების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე; 8) ქალაქ თბილისის მთავრობის 2006 წლის 25 ივლისის დადგენილება №19.19.385; 9) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №1-1/863 ბრძანება; 10) ქალაქ თბილისის 2008 წლის მერიის 3 ნოემბრის ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის №01-13/22 ბრძანება; 11) დაევალოს ქ. თბილისის მერიას ქ. თბილისი, ..., ...ს ქ. №20-ში მდებარე უძრავი ქონება გადასცეს კანონიერ მოსარგებლეებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ. ღ-ეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი.
მ. ღ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხე მხარეების ცვლილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 დეკემბრის განჩინებით განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვინაიდან განცხადება წარმოდგენილი იყო სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემდეგ, იგი უნდა დატოვებულიყო განუხილველად.
მ. ღ-ემ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით მ. ღ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინება.
მ. ღ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულია უამრავი შეცდომა. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლო გასცნობოდა განჩინებას და გამოესწორებინა დაშვებული შეცდომები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მ. ღ-ეის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელი არ აკონკრეტებს თუ რა შეცდომა აქვს დაშვებული სასამართლოს განჩინებაში და რით დასტურდება დაშვებული უსწორობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ღ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ განჩინების გასაჩივრების მიზეზი არის სახელმწიფო მოხელეებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ასევე, საქმეში მონაწილე ფიზიკური პირების მხრიდან მისთვის ზიანის მიყენება, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მ. ღ-ეის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ღ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან გადაწყვეტილება იძენს შეუცვლელობის თვისებას, ხოლო შეცდომის დაშვების შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი გამოსწორების საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მითითებული ნორმა გულისხმობს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას და ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ამასთან, დაუშვებელია ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს (სუსგ №ბს-718-704(კ-7კს-14), 06.10.2015წ.; სუსგ №ბს-93-93(კს-18), 19.04.2018წ.; სუსგ №ბს-942(კს-22), 23.02.2023წ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2024 წლის 15 აგვისტოს მ. ღ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულია უამრავი შეცდომა. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლო უნდა გაეცნოს მის მიერ მიღებულ განჩინებას და თავად იპოვოს დაშვებული შეცდომა, რომელსაც შემდგომში გაასწორებს.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებაში უსწორობის გასწორების საფუძვლის არარსებობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სამართლებრივ საფუძველს არ ემყარება მხარის მხოლოდ მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ მიღებულ განჩინებაში იპოვოს და გაასწოროს დაშვებული შეცდომები. კერძო საჩივრის ავტორი არ აკონკრეტებს თუ რა შეცდომა აქვს დაშვებული სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განჩინებაში, რით დასტურდება დაშვებული უსწორობა და რისი გასწორება სურს მას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებაში უსწორობის არსებობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ღ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე