Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-284(კ-25) 28 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა დ. ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტებრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 11 ივნისს დ. ქ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივნისის MIA 7 24 01566431 გადაწყვეტილებისა (დ. ქ-ას საქართველოდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაძევების თაობაზე) და 2024 წლის 5 ივნისის MIA 2 24 01658984 გადწყვეტილების (2024 წლის 3 ივნისის MIA 7 24 01566431 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ, რომლითაც სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - დ. ქ-ა (D. K-A; დაბადების თარიღი: ...წ.) გაძევებულ იქნას საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში“) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება, ამასთანავე, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით განიმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-ამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ქ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივნისის MIA 7 24 01566431 გადაწყვეტილებისა და 2024 წლის 5 ივნისის MIA 2 24 01658984 გადწყვეეტილების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინამდებარე დავა თავისი შინაარსით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII10 თავით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII10 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2144 მუხლის თანახმად, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში უცხოელის სარჩელი საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განიხილება და სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კოდექსის 21​40 და 21​43 მუხლებით დადგენილი წესების შესაბამისად და დადგენილ ვადებში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2140 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2143 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 5 დღის განმავლობაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივნისის MIA 7 24 01566431 გადაწყვეტილების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - დ. ქ-ა (D. K-A; დაბადების თარიღი: ...წ.) გაძევებულ იქნა საქართველოდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში; თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - დ. ქ-ას (D. K-A; დაბადების თარიღი: ...წ.) მიეცა გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 (ათი) დღის ვადა საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად; დ. ქ-ას განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის განსაზღვრულ ვადაში არ დატოვებდა საქართველოს ტერიტორიას ნებაყოფლობით, წინამდებარე გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების დღიდან აეკრძალებოდა საქართველოში შემოსვლა 3 (სამი) წლის ვადით.

გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - დ. ქ-ას (D. K-A; დაბადების თარიღი: ...წ.) მიმართ მოპოვებული მასალებით დგინდებოდა, რომ აღნიშნული პირი ვერ აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებს, ხოლო ზემოაღნიშნული კანონის 51-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის MIA 2 24 01658984 გადაწყვეტილების თანახმად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - დ. ქ-ას (D. K-A; დაბადების თარიღი: ...წ. ვადაგასული პასპორტის ნომერი:...) საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის 2024 წლის 03 ივნისის N1566431 გადაწყვეტილებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - დ. ქ-ა (D. K-A; დაბადების თარიღი: ...წ.) გაძევებულ იქნას საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში“.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს N588 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულებაზე, რომლის მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება დეპარტამენტის კომპეტენციას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII10 თავით დადგენილი წესების შესაბამისად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII10 თავით გათვალისწინებული უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით დავები ექვემდებარება მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება. ამ ტიპის დავებზე საჩივარი არ დაიშვება და საკასაციო ინსტანციას არ გააჩნია საჩივრის განხილვის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა.

ამასთან, სააპელაციო პალატის მიერ განმარტებულ იქნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ქ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2140, 2143, 2144 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ქ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. ც. კ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 6 მარტის №8078 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი სრულად, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია