საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-934(2კ-23) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ჯ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 1 მარტს შპს ,,ჯ...მა“ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1 თებერვლის შპს ,,ჯ...“ - ვანის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების №2018/01/02 აქტის ბათილად ცნობა. ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 20 აპრილის №04/22632 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს ,,ჯ...ის“ 2018 წლის 28 თებერვლის №20414 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილი იქნა შპს ,,ჯ...“ - ვანის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების N2018/01/02 აქტი, რომლის თანახმად, შპს ,,ჯ...ის’’ მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენს 31 437.50 ლარს, საიდანაც უკან დაბრუნებას ექვემდებარება 10 355 ლარი და 60 თეთრი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 21 081 ლარს და 90 თეთრს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,ჯ...“ - ვანის მიერ ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) ძირითად დარეგისტრირებული 92 ბენეფიციარის (158 ჩანაწერი) ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის, აქტიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 17, ხოლო პასიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 141). ამასთან, შემოწმების აქტის თანახმად, 88 შემთხვევაში (158 ჩანაწერი) თანხმობის ფორმებში ფიქსირდება არასრულწლოვანი პირის ან სხვა პირის ხელმოწერა, 746 შემთხვევაში (1 186 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, 78 შემთხვევაში (142 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი, 78 შემთხვევაში (144 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმები გადასწორებულია, დაზიანებულია, არასრულფასოვნად არის შევსებული ან დაფიქსირებულია არასწორი მონაცემები, 61 შემთხვევაში (104 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტში დაფიქსირებულია სხვა პიროვნება.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2018 წლის 1 თებერვლის თემატური შემოწმების აქტი შპს ,,ჯ...ის“ მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, 2018 წლის 28 თებერვალს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 20 აპრილის №04/22632 გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ...ის“ 2018 წლის 28 თებერვლის №20414 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ცნობილ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ჯ...ის“ ვანის ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1 თებერვლის თემატური შემოწმების N2018/01/02 აქტი; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 20 აპრილის N04/22632 გადაწყვეტილება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 2015 წლის 26 ოქტომბრამდე არსებული რედაქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იყო, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 3 (სამ) კალენდარულ წელს; იმავე რედაქციის მე-16 მუხლი კი ადგენდა, რომ ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. რაიონული სასამართლოს მითითებით, კონტროლის 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა პირველად გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით, როდესაც „პროგრამის“ 151 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს; იმავე „პროგრამის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით კი დადგინდა, რომ გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა, მართალია, სადავო სამართალურთიერთობისას კონტროლის ხანდაზმულობის ვადების ხანგრძლივობას განსხვავებულად არეგულირებდა 2015 წლამდე და მას შემდეგ პერიოდებში, თუმცა კონტროლის განხორციელების ვადის ათვლას ყოველთვის უკავშირებდა შემთხვევის დასრულების მომენტს. ამდენად, ხანდაზმულობის გამოსაყენებელი ვადა შემთხვევის დასრულების მომენტისთვის მოქმედი ნორმით უნდა განისაზღვროს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო 2015 წელს განხორციელებული ცვლილება უკუძალის თაობაზე დათქმას არ შეიცავდა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის № 552 დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა მისი გამოქვეყნება, შესაბამისად, იგი ეხებოდა არა წინარე პერიოდს - 2015 წლამდე დასრულებულ შემთხვევებს, არამედ 2015 წლიდან განხორციელებულ მომსახურებას. სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევა შეიძლება შემოწმებულიყო მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბრიდან დასრულებული - ხუთი წლის ვადაში. ამდენად, ვინაიდან სადავო შემთხვევაში შემოწმებამ მოიცვა პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შემოწმების ვადები განსხვავებულად რეგულირდებოდა, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 11 იანვრის ჩათვლით (შემოწმების საფუძველია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 იანვრის N04-10/მ ბრძანება) დასრულებული შემთხვევების შემოწმება, ამავე პერიოდში მოქმედი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დანიშნულიყო არა უგვიანეს 2018 წლის 11 იანვრისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიუთითა, რომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 11 იანვრის ჩათვლით დასრულებული შემთხვევების შემოწმების, დარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების უფლება 2018 წლის 12 იანვარს სააგენტოს აღარ გააჩნდა.
ამასთან, 2015 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის არსებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ძირითადად გამოვლენილია ტექნიკური ხასიათის დარღვევები. შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების ხასიათისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონტროლის ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებას არ მისცემია კონკრეტული მითითებები ხარვეზის გამოსასწორებლად, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ...ს” მკაცრი აღრიცხვის ფორმების არასათანადოდ წარმოებისთვის სანქცია არ უნდა დაკისრებოდა.
2018 წლის 5 აპრილს შპს ,,ჯ...მა“ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,ჯ...“ - ხონის ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის 2017 წლის 23 დეკემბრის თემატური შემოწმების №2017/23/12 აქტის ბათილად ცნობა. ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 28 მარტის №04/18358 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილი იქნა შპს ,,ჯ...’’ - ხონის ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N2017/23/12, რომლის თანახმადაც, შპს ,,ჯ...ის’’ მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენს 234 557.1 ლარს, საიდანაც უკან დაბრუნებას ექვემდებარება 77 519 ლარი და 80 თეთრი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 157 037 ლარს და 30 თეთრს.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2017 წლის 23 დეკემბრის თემატური შემოწმების აქტი შპს ,,ჯ...ის“ მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, 2018 წლის 17 იანვარს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 28 მარტის №04/18358 გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ...ის“ 2018 წლის 17 იანვრის №4825 ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ცნობილ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ჯ...ის“ ხონის ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 დეკემბრის თემატური შემოწმების N2017/23/12 აქტი; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 28 მარტის N04/18358 გადაწყვეტილება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 2015 წლის 26 ოქტომბრამდე არსებული რედაქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იყო, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 3 (სამ) კალენდარულ წელს; იმავე რედაქციის მე-16 მუხლი კი ადგენდა, რომ ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. რაიონული სასამართლოს მითითებით, კონტროლის 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა პირველად გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით, როდესაც „პროგრამის“ 151 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს; იმავე „პროგრამის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით კი დადგინდა, რომ გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა, მართალია, სადავო სამართალურთიერთობისას კონტროლის ხანდაზმულობის ვადების ხანგრძლივობას განსხვავებულად არეგულირებდა 2015 წლამდე და მას შემდეგ პერიოდებში, თუმცა კონტროლის განხორციელების ვადის ათვლას ყოველთვის უკავშირებდა შემთხვევის დასრულების მომენტს. ამდენად, ხანდაზმულობის გამოსაყენებელი ვადა შემთხვევის დასრულების მომენტისთვის მოქმედი ნორმით უნდა განისაზღვროს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო 2015 წელს განხორციელებული ცვლილება უკუძალის თაობაზე დათქმას არ შეიცავდა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის № 552 დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა მისი გამოქვეყნება, შესაბამისად, იგი ეხებოდა არა წინარე პერიოდს - 2015 წლამდე დასრულებულ შემთხვევებს, არამედ 2015 წლიდან განხორციელებულ მომსახურებას. სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევა შეიძლება შემოწმებულიყო მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბრიდან დასრულებული - ხუთი წლის ვადაში. ამდენად, ვინაიდან სადავო შემთხვევაში შემოწმებამ მოიცვა პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შემოწმების ვადები განსხვავებულად რეგულირდებოდა, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით დასრულებული შემთხვევების შემოწმება, ამავე პერიოდში მოქმედი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დანიშნულიყო არა უგვიანეს 2017 წლის 29 მაისისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიუთითა, რომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით დასრულებული შემთხვევების შემოწმების, დარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების უფლება 2017 წლის 30 მაისს სააგენტოს აღარ გააჩნდა.
ამასთან, 2014 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდისთვის არსებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ძირითადად გამოვლენილია ტექნიკური ხასიათის დარღვევები. შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების ხასიათისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონტროლის ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებას არ მისცემია კონკრეტული მითითებები ხარვეზის გამოსასწორებლად, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ...ს” მკაცრი აღრიცხვის ფორმების არასათანადოდ წარმოებისთვის სანქცია არ უნდა დაკისრებოდა.
2018 წლის 12 ივნისს შპს ,,ჯ...მა“ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის შპს ,,ჯ...ის“ სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების №2018/15/05 აქტის ბათილად ცნობა; ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 8 აგვისტოს №04/44335 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს ,,ჯ...ის“ 2018 წლის 5 ივნისის №54227 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 15 მაისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილი იქნა შპს ,,ჯ...’’ - სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N2018/23/15/05, რომლის თანახმადაც, შპს ,,ჯ...ის’’ მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენს 391 692.74 ლარს, საიდანაც უკან დაბრუნებას ექვემდებარება 130 064 ლარი და 69 თეთრი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 261 628 ლარს და 05 თეთრს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, შემოწმებით დადგინდა, რომ 1 432 ბენეფიციარის (1 827 ჩანაწერი) შემთხვევაში ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი; 2 898 შემთხვევაში (5 850 ჩანაწერი) აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის: 191 შემთხვევაში (390 ჩანაწერი) ფიქსირდება არასრულწლოვანი პირის ანდა სხვადასხვა პირის ხელმოწერები, 418 შემთხვევაში (657 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, 133 შემთხვევაში (233 ჩანაწერი) თანხმობის ფორმები ვერ იქნა წარმოდგენილი, 1 095 შემთხვევაში (2 458 ჩანაწერი) თანხმობის ფორმები გადასწორებულია, 73 შემთხვევაში (139 ჩანაწერი) თანხმობის ფორმაში ფიქსირდება სხვა პიროვნება, 988 შემთხვევაში (1 973 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის ფორმები არასრულყოფილად არის შევსებული ან დაფიქსირებულია არასრულყოფილი მონაცემები; 413 შემთხვევაში (1 060 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის ფორმები შევსებულია ხელმეორედ.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2018 წლის 15 მაისის თემატური შემოწმების აქტი შპს ,,ჯ...ის“ მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, 2018 წლის 5 ივნისს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 8 აგვისტოს №04/44335 გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ...ის“ 2018 წლის 5 ივნისის №54227 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ცნობილ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ჯ...ის‘’ სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის(მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის თემატური შემოწმების N2018/23/15/05 აქტი; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 8 აგვისტოს N04/44335 გადაწყვეტილება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 2015 წლის 26 ოქტომბრამდე არსებული რედაქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იყო, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 3 (სამ) კალენდარულ წელს; იმავე რედაქციის მე-16 მუხლი კი ადგენდა, რომ ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. რაიონული სასამართლოს მითითებით, კონტროლის 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა პირველად გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით, როდესაც „პროგრამის“ 151 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს; იმავე „პროგრამის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით კი დადგინდა, რომ გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა, მართალია, სადავო სამართალურთიერთობისას კონტროლის ხანდაზმულობის ვადების ხანგრძლივობას განსხვავებულად არეგულირებდა 2015 წლამდე და მას შემდეგ პერიოდებში, თუმცა კონტროლის განხორციელების ვადის ათვლას ყოველთვის უკავშირებდა შემთხვევის დასრულების მომენტს. ამდენად, ხანდაზმულობის გამოსაყენებელი ვადა შემთხვევის დასრულების მომენტისთვის მოქმედი ნორმით უნდა განისაზღვროს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო 2015 წელს განხორციელებული ცვლილება უკუძალის თაობაზე დათქმას არ შეიცავდა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის № 552 დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა მისი გამოქვეყნება, შესაბამისად, იგი ეხებოდა არა წინარე პერიოდს - 2015 წლამდე დასრულებულ შემთხვევებს, არამედ 2015 წლიდან განხორციელებულ მომსახურებას. სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევა შეიძლება შემოწმებულიყო მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბრიდან დასრულებული - ხუთი წლის ვადაში. ამდენად, ვინაიდან სადავო შემთხვევაში შემოწმებამ მოიცვა პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შემოწმების ვადები განსხვავებულად რეგულირდებოდა, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 11 იანვრის ჩათვლით დასრულებული შემთხვევების შემოწმება, ამავე პერიოდში მოქმედი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დანიშნულიყო არა უგვიანეს 2018 წლის 11 იანვრისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიუთითა, რომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 11 იანვრის ჩათვლით დასრულებული შემთხვევების შემოწმების, დარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების უფლება 2018 წლის 12 იანვარს სააგენტოს აღარ გააჩნდა.
ამასთან, 2015 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის არსებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ძირითადად გამოვლენილია ტექნიკური ხასიათის დარღვევები. შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების ხასიათისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონტროლის ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებას არ მისცემია კონკრეტული მითითებები ხარვეზის გამოსასწორებლად, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ...ს” მკაცრი აღრიცხვის ფორმების არასათანადოდ წარმოებისთვის სანქცია არ უნდა დაკისრებოდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმეები: N3/ბ-46-23, N3/ბ-47-23 და N3/ბ-48-23, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრების გამო, მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,ჯ...ის“ მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი N3/ბ-46-23.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებები - საქმეზე N3/ბ-46, N3/ბ-47 და N3/ბ-48, დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო ურთიერთობაზე ხანდაზმულობის ვადად სამი წლის გავრცელების შესახებ. სააპელაციო პალატის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“ კონტროლის განხორციელების ვადად ითვალისწინებდა 3 კალენდარულ წელს (151.2 მუხლი), რაც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით შეიცვალა და განისაზღვრა 5 (ხუთი) კალენდარული წლით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებამდე პერიოდში წარმოშობილ და დასრულებულ ურთიერთობაზე ვრცელდება არა ხუთი, არამედ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული შემოწმების აქტების შინაარსიდან გამომდინარე, ასევე სწორად დაადგინა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს, რომელთა არსებობის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა არაერთი ბენეფიციარი და მათი დიდი ნაწილისათვის გაწეულ იქნა სამედიცინო მომსახურება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ უმთავრეს მიზანს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა წარმოადგენს, ხოლო სააგენტო სწორედ ამ მიზნის მიღწევისთვის შექმნილი ორგანოა, სადავო საკითხთან მიმართებაში, მას გააჩნია ვალდებულება, დაასაბუთოს, გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი. შემოწმების აქტში მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით ასახვა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც თანხის დაკისრება განხორციელდა სამედიცინო დაწესებულებაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
კასატორი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-191 მუხლზე, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანების მე-5 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას. შესაბამისად, ამ ფორმაში თითოეული გრაფის და მონაცემის შევსება მკაცრად არის განსაზღვრული და იგი უნდა შეივსოს ზედმიწევნით მკაფიოდ, სრულად და განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ხანდაზმულობის 3 წლიან ვადასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (2017 წლის 3 ნოემბრის რედაქცია) მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს და კანონმდებლობა არ ავალდებულებს სააგენტოს შემოწმება განახორციელოს სამედიცინო შემთხვევის დასრულებიდან 3 წლის გასვლამდე.
კასატორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-191 მუხლზე, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანების მე-5 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოსარგებლის თანხმობის ფორმა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას. შესაბამისად, ამ ფორმაში თითოეული გრაფის და მონაცემის შევსება მკაცრად არის განსაზღვრული. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ხანდაზმულობის 3 წლიან ვადასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააგენტოსთვის მოსარჩელის მიერ პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა კონტროლის მიმდინარეობისას და შედეგი აისახა თემატური შემოწმების აქტში. შესაბამისად, მოთხოვნაც ზიანის ანაზღაურების შესახებ წარმოიშვა სწორედ კონტროლის დასრულების მომენტისთვის. კასატორის განმარტებით, სააგენტოსთვის თემატური შემოწმების აქტში აღნიშნული დარღვევების შესახებ წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი და არც კანონმდებლობა არ ავალდებულებს სააგენტოს შემოწმება განახორციელოს სამედიცინო შემთხვევის დასრულებიდან 3 წლის გასვლამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მისი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 1 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილი იქნა შპს ,,ჯ...“ - ვანის ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების N2018/01/02 აქტი. აღნიშნული აქტის თანახმად, შემოწმებული იქნა შპს ,,ჯ...’’ - ვანის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების აქტის მე-7 პუნქტში მიეთითა შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების ფაქტობრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება (შედეგები):
7.1. შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,ჯ...ს“ (ვანი), მიღება-ჩაბარების აქტებით მიღებული აქვს 6 000 (ექვსი ათასი) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი). 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია 365 (სამას სამოცდახუთი) ერთეული მოსარგებლის შეუვსებელი თანხმობის ფორმა;
7.2. ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, დაწესებულებაში რეგისტრირებული იყო 5 358 (9 632 ჩანაწერი. მათ შორის აქტიური 3 942) მოსარგებლე, მათ შორის ძირითადი კონტინგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში) რაოდენობაა 1 455 (2 576 ჩანაწერი), ხოლო დამატებითი კონტინგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტიური მისამართი მდებარეობს სოფელში) რაოდენობა - 3 903 (7 056 ჩანაწერი). აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,ჯ...“ - ვანის მიერ დარღვეულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ელექტრონული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 12 აპრილის N04-185/ო ბრძანების მოთხოვნები. კერძოდ, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებად ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებულია პაციენტები, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, უნდა ყოფილიყვნენ დამატებით კონტინგენტში, რის გამოც მიმწოდებელს თითოეულ შემთხვევაზე მიღებული აქვს 0.86 ლარით მეტი. სულ ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებული 92 ბენეფიციარის (158 ჩანაწერი) თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის აქტიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 17, ხოლო პასიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 141). აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 764.54 ლარი. ,,პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში 2014 წლის 1 თებერვლამდე - 0.5%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 1 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით, რამაც შეადგინა 1 899.78 ლარი. შესაბამისად, შპს ,,ჯ...ს“ (ვანი) ჯარიმის სახით დაერიცხა 1 899.78 ლარი, ხოლო ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 764.54 ლარი დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.3. შემოწმების პერიოდში 1 051 შემთხვევაში (1 734 ჩანაწერი) აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის: 88 შემთხვევაში (158 ჩანაწერი) თანხმობის ფორმებში ფიქსირდება არასრულწლოვანი პირის ან სხვა პიროვნების ხელმოწერა; 746 შემთხვევაში (1 186 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; 78 შემთხვევაში (142 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი; 78 შემთხვევაში (144 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმებში მონაცემები გადასწორებულია, დაზიანებულია, არასრულყოფილად არის შევსებული ან დაფიქსირებულია არასწორი მონაცემები; 61 შემთხვევაში (104 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმებში ფიქსირდება სხვა პიროვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას დაექვემდებარა 9 591.06 ლარი, ხოლო ,,პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დაერიცხა ჯარიმა 19 182.12 ლარის ოდენობით.
2018 წლის 1 თებერვლის N2018/01/02 თემატური შემოწმების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ...ის’’ მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 31 437.50 ლარი, საიდანაც უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 10 355.60 ლარი, ხოლო დამატებითმა ფინანსურმა ჯარიმამ შეადგინა 21 081.90 ლარი. აღნიშნული თემატური შემოწმების აქტი გასაჩივრდა შპს ,,ჯ...ის’’ მიერ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №04/22632 გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ...ის“ 2018 წლის 28 თებერვლის №20414 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილი იქნა შპს ,,ჯ...’’ - ხონის ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N2017/23/12. აღნიშნული აქტის თანახმად, შემოწმებული იქნა შპს ,,ჯ...’’ - ხონის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების აქტის მე-7 პუნქტში მიეთითა შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების ფაქტობრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება (შედეგები):
7.1. შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,ჯ...ს“ (ხონი), მიღება-ჩაბარების აქტებით მიღებული აქვს 12 150 (თორმეტი ათას ას ორმოცდაათი) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი). 2017 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია 6 (ექვსი) ერთეული მოსარგებლის შეუვსებელი თანხმობის ფორმა;
7.2. ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) 2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწესებულებაში რეგისტრირებული იყო 16 761 (43 183 ჩანაწერი. მათ შორის აქტიური 13 019) მოსარგებლე, მათ შორის ძირითადი კონტინგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში) რაოდენობაა 8 558 (21 430 ჩანაწერი), ხოლო დამატებითი კონტინგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტიური მისამართი მდებარეობს სოფელში) რაოდენობა - 8 394 (21 753 ჩანაწერი). აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,ჯ...“ - ხონის მიერ დარღვეულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ელექტრონული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 12 აპრილის N04-185/ო ბრძანების მოთხოვნები. კერძოდ, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებად ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებულია პაციენტები, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, უნდა ყოფილიყვნენ დამატებით კონტინგენტში, რის გამოც მიმწოდებელს თითოეულ შემთხვევაზე მიღებული აქვს 0.86 ლარით მეტი. სულ ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებული 496 ბენეფიციარის (761 ჩანაწერი) თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის აქტიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 6, ხოლო პასიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 755). აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 9 249.3 ლარი. ,,პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში 2014 წლის 1 თებერვლამდე - 0.5%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 4.8 ლარი, ხოლო 2014 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით, რამაც შეადგინა 20 491.5 ლარი. შესაბამისად, შპს ,,ჯ...ს“ (ხონი) ჯარიმის სახით დაერიცხა 20 496.3 ლარი, ხოლო ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 9 249.3 ლარი დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.3. შემოწმების პერიოდში 3 931 შემთხვევაში (1 756 ჩანაწერი) აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის: 7.3.1. 465 შემთხვევაში (206 თანხმობის ფორმა) მოთხოვნის თვეში გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 7.3.2. 746 შემთხვევაში (343 თანხმობის ფორმა) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; 7.3.3. 216 შემთხვევაში (94 თანხმობის ფორმა) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი; 7.3.4. 1 961 შემთხვევაში (902 თანხმობის ფორმა) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმებში მონაცემები გადასწორებულია ან დაფიქსირებულია არასწორი მონაცემები; 7.3.5. 308 შემთხვევაში (112 თანხმობის ფორმა) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმებში დაფიქსირებულია არასრულწლოვანი პიროვნების ხელმოწერა; 7.3.6. 235 შემთხვევაში (103 თანხმობის ფორმა) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმებში დაფიქსირებულია სხვა პიროვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას დაექვემდებარა 68 270.5 ლარი, ხოლო ,,პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დაერიცხა ჯარიმა 136 541 ლარის ოდენობით;
7.4. შემოწმების პერიოდში ასევე აღმოჩნდა, რომ 108 შემთხვევაში (53 ბენეფიციარი) ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში უკვე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით შევსებულია მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები (გაპასიურების გარეშე) და მონაცემები ხელმეორედ არის შეყვანილი აღნიშნულ ბაზაში.
2017 წლის 23 დეკემბრის N2017/23/12 თემატური შემოწმების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ...ის’’ მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 234 557.1 ლარი, საიდანაც უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 77 519.80 ლარი, ხოლო დამატებითმა ფინანსურმა ჯარიმამ შეადგინა 157 037.30 ლარი. აღნიშნული თემატური შემოწმების აქტი გასაჩივრდა შპს ,,ჯ...ის’’ მიერ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 მარტის №04/18358 გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ...ის“ 2018 წლის 17 იანვრის №4825 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო აქტის 7.3.2 პუნქტით გათვალისწინებული რიგი შემთხვევების გადასინჯვის ნაწილში. აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით (მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას თან არ ერთვის პირადობის მოწმობის ასლი) გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შესაბამისად, ხელახალი შესწავლის შემდეგ აღმოჩენილი და გაუქმებული იქნა 4 შემთხვევა.
დადგენილია, რომ 2018 წლის 15 მაისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილი იქნა შპს ,,ჯ...’’ - სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის N04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი N2018/15/05. აღნიშნული აქტის თანახმად, შემოწმებული იქნა შპს ,,ჯ...’’ - სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების აქტის მე-7 პუნქტში მიეთითა შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების ფაქტობრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება (შედეგები):
7.1. შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,ჯ...ს“ (სამტრედია), მიღება-ჩაბარების აქტებით მიღებული აქვს 32 850 (ოცდათორმეტი ათას რვაას ორმოცდაათი) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი). 2018 წლის 29 მარტის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია 1 427 (ათას ოთხას ოცდაშვიდი) ერთეული მოსარგებლის შეუვსებელი თანხმობის ფორმა;
7.2. ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) 2018 წლის 29 მარტის მდგომარეობით, დაწესებულებაში რეგისტრირებული იყო 37 871 (103 591 ჩანაწერი. მათ შორის აქტიური 28 714) მოსარგებლე, მათ შორის ძირითადი კონტინგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში) რაოდენობაა 19 065 (47 837 ჩანაწერი), ხოლო დამატებითი კონტინგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტიური მისამართი მდებარეობს სოფელში) რაოდენობა - 19 787 (55 754 ჩანაწერი). აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,ჯ...“ - სამტრედიის მიერ დარღვეულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ელექტრონული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 12 აპრილის N04-185/ო ბრძანების მოთხოვნები. კერძოდ, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებად ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებულია პაციენტები, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, უნდა ყოფილიყვნენ დამატებით კონტინგენტში, რის გამოც მიმწოდებელს თითოეულ შემთხვევაზე მიღებული აქვს 0.86 ლარით მეტი. სულ ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებული 1 432 ბენეფიციარის (1 827 ჩანაწერი) თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის აქტიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 114, ხოლო პასიური პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 1 713). აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 16 902.44 ლარი. ,,პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში 2014 წლის 1 თებერვლამდე - 0.5%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 3.42 ლარი, ხოლო 2014 წლის 1 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით, რამაც შეადგინა 35 927.94 ლარი. შესაბამისად, შპს ,,ჯ...ს“ (სამტრედია) ჯარიმის სახით დაერიცხა 35 931.36 ლარი, ხოლო ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 16 902.44 ლარი დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;
7.3. შემოწმების პერიოდში 2 898 შემთხვევაში (5 850 ჩანაწერი) აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის: 191 შემთხვევაში (390 ჩანაწერი) თანხმობის ფორმებში ფიქსირდება არასრულწლოვანი პირის ან სხვა პირის ხელმოწერა; 418 შემთხვევაში (657 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; 133 შემთხვევაში (233 ჩანაწერი) თანხმობის ფორმები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი; 1 095 შემთხვევაში (2 458 ჩანაწერი) თანხმობის ფორმებში მონაცემები გადასწორებულია, დაზიანებულია; 73 შემთხვევაში (139 ჩანაწერი) თანხმობის ფორმებში ფიქსირდება სხვა პიროვნება; 988 შემთხვევაში (1 973 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები არასრულყოფილად არის შევსებული ან დაფიქსირებულია არასწორი მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას დაექვემდებარა 113 162.25 ლარი, ხოლო ,,პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დაერიცხა ჯარიმა 225 696.69 ლარის ოდენობით;
7.4. შემოწმების პერიოდში ასევე აღმოჩნდა, რომ 413 შემთხვევაში (1 060 ჩანაწერი) ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში უკვე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით შევსებულია მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები (გაპასიურების გარეშე) და მონაცემები ხელმეორედ არის შეყვანილი აღნიშნულ ბაზაში.
2018 წლის 15 მაისის N2018/15/05 თემატური შემოწმების აქტის თანახმად, შპს ,,ჯ...ის’’ მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 391 692.74 ლარი, საიდანაც უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 130 064.69 ლარი, ხოლო დამატებითმა ფინანსურმა ჯარიმამ შეადგინა 261 628.05 ლარი. აღნიშნული თემატური შემოწმების აქტი გასაჩივრდა შპს ,,ჯ...ის’’ მიერ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 8 აგვისტოს №04/44335 გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ...ის“ 2018 წლის 5 ივნისის №54227 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-151 მუხლზე (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართ №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); ბ) გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ დოკუმენტაციასთან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-151 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს. აღნიშნული ნორმა ამგვარი რედაქციით ჩამოყალიბებული იქნა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ 2015 წლის 26 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების (N522) შემდგომ (ცვლილება ამოქმედდა 2015 წლის 27 ოქტომბრიდან). აღსანიშნავია, რომ მითითებულ ცვლილებამდე ამავე ნორმის თანახმად, კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი დადგენილია, რომ ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ,,კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას.“ (სუსგ Nბს-698-691(კ-16), 13.07.2017 წელი). ,,საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.“ (სუსგ Nბს-57-52(კ-13), 03.10.2013 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-151 მუხლში 2015 წლის 26 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებისთვის (N522) უკუძალა არ უნდა მიენიჭებინა და ხუთწლიანი შემოწმების ვადა უნდა გაევრცელებინა მხოლოდ 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდგომ მომხდარ შემთხვევებზე, მანამდე არსებულ შემთხვევებზე კი უნდა ეხელმძღვანელა ნორმატიული აქტის ძველი რედაქციით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადით. შესაბამისად, სამწლიანი პერიოდის დარღვევის შემდგომ შემოწმებული შემთხვევები ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ უნდა დაქვემდებარებოდა სანქცირებას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარადაა განმარტებული მითითებული საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-1013-599(კ-05); საქმე №ბს-672-658(კ-12); საქმე №ბს-618-606(კ-12); საქმე №ბს-849-831(კ-12); საქმე №ბს-57-52(კ-13)).
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული შემოწმების აქტების 7.2 პუნქტების თანახმად, შპს ,,ჯ...ს“ შესაბამისი სანქციები დაეკისრა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებად ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებულნი იყვნენ პაციენტები, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, დარეგისტრირებულნი უნდა ყოფილიყვნენ დამატებით კონტინგენტში. შემოწმების აქტებში მითითებულია, რომ მიმწოდებელს თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მიღებული აქვს 0.86 ლარით მეტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ძირითად კონტინგენტში რეგისტრირებული მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებული ღირებულება მეტია დამატებით კონტინგენტში რეგისტრირებული მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებულ ღირებულებაზე.
საკასაციო პალატა სადავო შემოწმების აქტებში მითითებულ ძირითად და დამატებით კონტინგენტში დასარეგისტრირებელ პაციენტთა აღრევის საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, პროგრამის მოსარგებლის ძირითად თუ დამატებით კონტინგენტში აღრიცხვას მნიშვნელობა გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ოდენობის თვალსაზრისით. კერძოდ, ძირითად კონტინგენტად (ქალაქად რეგისტრირებული) მიჩნეული პროგრამის მოსარგებლეების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება გარკვეულწილად აღემატება დამატებით კონტინგენტში (სოფლად რეგისტრირებული) აღრიცხული პირების დაფინანსებას, რაც გამოწვეულია ამ უკანასკნელთა მიმართ საცხოვრებელ ადგილზე დამატებითი საექიმო მომსახურების არსებობით. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სამედიცინო დაწესებულებაში დაცული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ტექნიკურ ხასიათის დარღვევებად მიჩნევის საკითხზე, იმ პირობებში, როცა სადავო შემოწმების აქტების 7.2 პუნქტებში მითითებული გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა. კერძოდ, არ შეფასებულა აღნიშნული დარღვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გამართულ ფუნქციონირებაზე, დაფინანსების პირობებზე, ასევე, მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ ნებისმიერი მიზეზით, არამიზნობრივად და პროგრამის პირობების დარღვევით განმახორციელებლისთვის მოთხოვნილი თანხა, მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნიდა თუ არა აღნიშნული პროგრამის ფინანსურ უზრუნველყოფას. (სუსგ. Nბს-425(2კ-22), 10.01.2023 წელი). ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს ამ ნაწილში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს, თუ აღნიშნულმა დარღვევებმა გამოიწვია ფინანსური შედეგი პროგრამის განმახორციელებლისთვის.
ამასთან, რაც შეეხება გასაჩივრებული შემოწმების აქტების დანარჩენ პუნქტებს, ამ ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზებს, რომელთა არსებობის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა არაერთი ბენეფიციარი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ უმთავრეს მიზანს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა წარმოადგენს, ხოლო სააგენტო სწორედ ამ მიზნის მიღწევის მიზნით შექმნილი ორგანოა, სადავო საკითხთან მიმართებაში, მას გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, გასაჩივრებულ შემოწმების აქტში მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით ასახვა არ უნდა გახდეს სამედიცინო დაწესებულებებისათვის თანხის დაკისრების საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები მხოლოდ ფაქტებზე მითითებით ვერ უზრუნველყოფენ მათი პოზიციის არგუმენტირებულ დასაბუთებას. ,,იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს (ადმინისტრაციული ორგანო) არ დაუსაბუთებია გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, კონტროლის ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებას არ მისცემია კონკრეტული მითითებები ხარვეზის გამოსასწორებლად და პირდაპირ დაეკისრა საჯარიმო თანხები, ამასთანავე შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები შემოწმების აქტში მხოლოდ ფაქტების სახითაა ასახული და შესაბამისად არ არის დასაბუთებული, სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.“ (სუსგ Nბს-671(კ-19), 22.05.2020 წელი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის №ბს-968(2კ-19) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 დეკემბრის N2017/23/12, 2018 წლის 1 თებერვლის N2018/01/02 და 2018 წლის 15 მაისის N2018/15/05 თემატური შემოწმების აქტები 7.2 პუნქტების ნაწილში გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქმნის მითითებულ ნაწილში მათი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.
ამასთან, რაც შეეხება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ 2018 წლის 28 მარტის №04/18358, 2018 წლის 20 აპრილის №04/22632 და 2018 წლის 8 აგვისტოს №04/44335 გადაწყვეტილებებს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 დეკემბრის N2017/23/12, 2018 წლის 1 თებერვლის N2018/01/02 და 2018 წლის 15 მაისის N2018/15/05 თემატური შემოწმების აქტები 7.2 პუნქტების ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, არსებობს მითითებულ ნაწილში მათი ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შპს ,,ჯ...ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება. ამასთან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივრებსა (450-450 ლარი) და საკასაციო საჩივრებზე (300-300 ლარი) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 დეკემბრის №2017/23/12, 2018 წლის 1 თებერვლის №2018/01/02 და 2018 წლის 15 მაისის №2018/15/05 თემატური შემოწმების აქტების 7.2 პუნქტებში მითითებულ დარღვევებს და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ჯ...ის“ სარჩელები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 მარტის №04/18358, 2018 წლის 20 აპრილის №04/22632 და 2018 წლის 8 აგვისტოს №04/44335 გადაწყვეტილებები, სააგენტოს 2017 წლის 23 დეკემბრის №2017/23/12, 2018 წლის 1 თებერვლის №2018/01/02 და 2018 წლის 15 მაისის №2018/15/05 თემატური შემოწმების აქტების 7.2 პუნქტების უცვლელად დატოვების ნაწილში;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 დეკემბრის №2017/23/12, 2018 წლის 1 თებერვლის №2018/01/02 და 2018 წლის 15 მაისის №2018/15/05 თემატური შემოწმების აქტების 7.2 პუნქტები და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, მითითებულ ნაწილში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შპს ,,ჯ...ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
7. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივრებსა (450-450 ლარი) და საკასაციო საჩივრებზე (300-300 ლარი) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
8. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი