საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1324(კ-24) 10 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ. ა-ი, ი. ა-ი, მა. ა-ი, რ. ბ-ი, ნ. ბ-ი და სხვ.
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 9 მარტს მ. ა-იმა, ი. ა-იმა, მა. ა-იმა, რ. ბ-იმა, ნ. ბ-იმა, დ. ბ-ემ, ე. ბ-ემ, ც. ბ-ემ, კ. ბ-იმა, ე. ბ-იმა, ნ. გ-იმა, ი. გ-ამ, დ. გ-იმა, ს. გ-იმა, ნა. გ-იმა, უ. გ-ემ, მ. გ-ემ, რო. გ-ემ, კ. გ-იმა, ნ. გ-ემ, ჟ. გ-ემ, ნათ. გ-იმა, გ. გ-იმა, ს. დ-ამ, ნ. ე-ემ, ნ. ვ-ამ, ზ. თ-ემ, ნ. თ-ემ, ვ. თ-ემ, მ. თ-ემ, გ. ი-ემ, მ. კ-ემ, ტა. კ-ამ, ა. კ-ამ, დ. კ-ემ, ტ. კ-ამ, გ. კ-ემ, ნ. ლ-ემ, ი. ლ-იმა, ჯ. ლ-ემ, ც. მ-იმა, გ. მ-იმა, ლ. მ-იმა, ტ. მ-იმა, მ. მ-იმა, ი. მ-ემ, ნ. მ-ემ, რ. მ-ემ, რ. მ-იმა, ლუ. მ-იმა, ი. მ-ამ, ვ. მ-ემ, ე. მ-ემ, ლ. მ-ემ, ლი. მ-ემ, ს. მ-იმა, ვ. ნ-ემ, ა. ნ-იმა, გ. ნ-ემ, თ. ნ-ეემ, ვ. ო-იმა, გ. ო-ემ, ს. ო-ემ, ნ. პ-იმა, ე. ს-ემ, პ. ს-იმა, თ. ს-ამ, გ. ტ-ემ, ლ. ტ-იმა, გ. ფ-ემ, შ. ქ-იმა, ნ. ქ-ემ, ჯ. ღ-იმა, ო. ყ-იმა, შ. ყ-იმა, ზ. ყ-იმა, თ. შ-იმა, თ. ჩ-იმა, ვ. ჩ-ემ, გ. ჩ-ემ, ტ. ც-იამ, ც. წ-იმა, ო. წ-ემ, დ. ჭ-ამ, ე. ხ-იმა, ც. ხ-იმა, გ. ხ-ემ, ნ. ხ-იმა, თ. ხ-ემ, ჯი. ხ-იმა, ს. ხ-ამ, გ. ხ-იმა, თ. ჯ-ემ, თი. ჯ-ემ, ლ. ზ-იმა, ლ. კ-იმა, ნ. კ-ემ, ა. პ-იმა, ა. ჭ-ემ, თ. ჭ-იმა, ვ. კ-იმა, ა. მ-იმა, ტ. მ-ემ, ნ. ს-იმა, ჯ. ხ-იმა, შ. მ-იმა, ომ. ყ-იმა, კ. გ-იმა და ვ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ მიმართ გამოცემული სოციალური პაკეტის/პენსიის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, შეწყვეტილი პენსიის აღდგენაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ სოციალური პაკეტის/პენსიის შეწყვეტის პერიოდზე კომპეტენტური ორგანოს უკანონო ქმედების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით მოსარჩელე - შ. ქ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ი. ქ-ი, ლ. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ო. ს-ი, დ. ბ-ეის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ე. ბ-ე, თ. ბ-ეის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა კ. ბ-ე, მოსარჩელე - ლ. ზ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნეს ი. ზ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით №3/2343-22 ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო თ. ჭ-ის, ა. პ-ისა და ო. წ-ეის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიმართ ო. წ-ეის ნაწილში 2013 წლის 28 ნოემბრის №04/105912, ა. პ-ის ნაწილში 2016 წლის 29 მარტის №04/23292, თ. ჭ-ის ნაწილში 2013 წლის 28 ნოემბრის №04/105912, გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის მოსარჩელეების მიმართ შეწყვეტილი პენსიის აღდგენაზე უარის შესახებ №04/29 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით, რომლითაც მოსარჩელეებს აუნაზღაურდებათ კომპეტენტური ორგანოს უკანონო ქმედების გამო მიყენებული ზიანი კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, კერძოდ ჭ-ი თ.-ს 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 1 დეკემბრამდე, პ-ი ა.-ს 2016 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 მაისამდე, წ-ე ო.-ს 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მ. ა-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრს 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ი. ა-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №30578/2010. მა. ა-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტო ისანი-სამგორის სებ-ცას ცენტრი 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. რ. ბ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ნ. ბ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ე. ბ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2011 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. დ. ბ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება №2013/2. კ. ბ-იის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ე. ბ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ნ. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება №9845-13. ი. გ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2013 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება №2013/1. დ. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ს. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ნა. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. უ. გ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. რ. გ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. მ. გ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ნ. გ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ჟ. გ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ნათ. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. გ. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ს. დ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ნ. ე-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ნ. ვ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. ზ. თ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება. ნ. თ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ვ. თ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. მ. თ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2015 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. გ. ი-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება №9798. მ. კ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება №9844. ტა. კ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ა. კ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. დ. კ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. გ. კ-ეის მიმართ (იგივე ქ-ე გ.) სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ტ. კ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ცენტრის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება №8485. ნ. ლ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ი. ლ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ჯ. ლ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის წლის ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ც. მ-ი მიმართ სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის ისანი-სამგორის 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება №8476-16/2. გ. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. მ-ი ლ.-ს მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება №9843-13/1. ტ. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. მ. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ი. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბერის გადაწყვეტილება №04/105912. ნ. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. რ. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის აგვისტოს გადაწყვეტილება. რ. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის რის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ლუ. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ი. მ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ვ. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრს 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება №4/114019. ე. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ლ. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრი 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ლი. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრი 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ს. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ვ. ნ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ა. ნ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. გ. ნ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. თ. ნ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ვ. ო-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი- სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. გ. ო-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1126-2–03569. ს. ო-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ნ. პ-იის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. პ. ს-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. თ. ს-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2007 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება №30-52052 გადაწყვეტილება. გ. ტ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ლ. ტ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. გ. ფ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება №2013/1. ნ. ქ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება №04/23292. ჯ. ღ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ო. ყ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. შ. ყ-იის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. ყ-ი ო.-ს მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №4/105912. ზ. ყ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვისს ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. თ. შ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. თ. ჩ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება №2013/1. ვ. ჩ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება №04/97024. გ. ჩ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ტ. ც-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ც. წ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. დ. ჭ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №22268-2016/01. ე. ხ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. ც. ხ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება №104/105912. გ. ხ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ნ. ხ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. თ. ხ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 2014 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება. ს. ხ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ჯ. ხ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება №04/105912. გ. ხ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. თ. ჯ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება №04/114019. თი. ჯ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ლ. ზ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანის სერვის ცენტრის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება №2013/1. ლ. კ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. კ-ე ნ.-ს მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2015 წლის გადაწყვეტილება №04/98633-15/1. ა. ჭ-ეს მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ვ. კ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ა. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ტ. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთის რაიონის სერვის ცენტრის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №04/79585. ნ. ს-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912-2. ჯ. ხ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება №04/114095-24. შ. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ვ. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. შ. ქ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. გ-ი კ.-ს მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ე. ს-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრი 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. 2. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება №04/29 მოსარჩელეების მიმართ შეწყვეტილი პენსიის აღდგენაზე უარის შესახებ. მოპასუხეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელის - კონპენსაციის/პენსიის მოსარჩელეებითვის და უფლებამონაცვლეებისთვის შემდეგი პერიოდის 1. პ/ნ ... ა-ი მ.-ს 12/1/2013-დან 7/1/2018-მდე; 2. პ/ნ ... ა-ი მა.-ს 12/1/2013-დან 5/1/2019-მდე; 3. პ/ნ ... ბ-ი რ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 4. პ/ნ ... ბ-ი ნ.-ს 12/1/2013-დან 7/1/2018-მდე; 5. პ/მ ... ბ-ე დ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 6. პ/ნ ... ბ-ე ე.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 7. პ/ნ ... ბ-ი კ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 8. პ/ნ ... ბ-ი ე.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 9. პ/ნ ... გ-ი ნ.-ს 10/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 10. პ/ნ ... გ-ი დ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 11. პ/ნ ... გ-ი ს.-ს 12/1/2013 6/1/2018 12. პ/ნ ... გ-ე ნა.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე 13. პ/ნ ... გ-ე უ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 14. პ/ნ ... გ-ე მ.-ს 12/1/2013-დან 10/1/2019-მდე 15. პ/ნ ... გ-ი კ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე 16. პ/ნ ... გ-ე ნ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 17.პ/ნ ... გ-ე ჟ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 18. პ/ნ ... გ-ე ნათ.-ს 12/1/2013-დან 7/1/2018-მდე; 19. პ/ნ ... გ-ი გ.-ს 8/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 20 პ/ნ ... დ-ა ს.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 21 პ/ნ ... ე-ე ნ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 22. პ/ნ ... ვ-ა ნ.-ს 12/1/2023-დან 8/1/2016-მდე; 23. პ/ნ ... თ-ე ზ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 24 პ/ნ ... თ-ე ნ. 12/1/2013-დან 1/1/2017-მდე; 25. პ/ნ ... თ-ე ვ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 26. პ/ნ ... თ-ე მ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 27. პ/ნ ... ი-ე გ.-ს 10/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 28. პ/ნ ... კ-ე მ.-ს 10/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 29. პ/ნ ... კ-ა ტ.-ს 12/1/2013-დან 11/1/2018- მდე; 30. პ/ნ ... ქ-ა ა.-ს 12/1/2013-დან 5/1/2018-მდე; 31. პ/ნ ... კ-ე დ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 32. პ/ნ ... კ-ე გ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 33. პ/ნ ... ლ-ე ნ.-ს 12/1/2013-დან 7/1/2018-მდე; 34. პ/ნ ... ლ-ი ი.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 35. პ/ნ ... ლ-ე ჯ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 36. პ/ნ ... მ-ი ც.-ს 2/1/2016-დან 12/1/2018-მდე; 37. პ/ნ ... მ-ი გ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 38. პ/ნ ... მ-ი ლ.-ს 10/1/2013-დან 0/07/2018-მდე; 39. პ/ნ ... მ-ი ტ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 40. პ/ნ ... მ-ი მ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 41. პ/ნ ... მ-ე ნ.-ს 12/1/2013-დან 11/1/2018-მდე; 42. პ/ნ ... მ-ე რ.-ს 8/1/2013-დან 8/1/2016- მდე; 43. პ/ნ ... მ-ი რ.-ს 12/1/2013-დან 7/1/2019-მდე; 44. პ/ნ ... მ-ი ლ.-ს 12/1/2013-დან 2/1/2019-მდე; 45. პ/ნ ... მ-ა ი.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 46. პ/ნ ... მ-ე ვ.-ს 1/1/2014-დან 6/1/2018-მდე; 47. პ/ნ ... მ-ე ე. 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 48. პ/ნ ... მ-ე ლ.-ს 12/1/2013-დან 11/1/2018-მდე; 49. პ/ნ ... მ-ე ლი.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 50. პ/ნ ... მ-ი ს.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 51. პ/ნ ... ნ-ე ვ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 52. პ/ნ ... ნ-ი ა.-ს 12/1/2013-დან 11/1/2019-მდე; 53. პ/ნ ... ნ-ე გ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 54. პ/ნ ... ნ-ე თ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 55. პ/ნ ... ო-ი ვ.-ს 12/1/2013-დან 11/1/2018-მდე; 56. პ/ნ ... ო-ე ს.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 57. პ/ნ ... პ-ი ნ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2018-მდე; 58. პ/ნ ... ს-ე ე.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 59. პ/ნ ... ს-ი პ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 60. პ/ნ ... ტ-ე გ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 61. პ/ნ ... ტ-ი ლ.-ს 12/1/2013-დან 5/1/2018-მდე; 62. პ/ნ ... ქ-ი შ. 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 63. პ/ნ ... ღ-ი ჯ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე 64. პ/ნ ... ყ-ი ო.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 65. პ/ნ ... ყ-ი შ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 66. პ/ნ ... ყ-ი ზ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 67. პ/ნ ... შ-ი თ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2018-მდე; 68. პ/ნ ... ჩ-ე ვ.-ს 11/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 69. პ/ნ ... ჩ-ე გ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 70. პ/ნ ... ც-ი ტ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 71. პ/ნ ... წ-ი ც.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 72. პ/ნ ... ჭ-ა დ.-ს 2016 წლის 18 აპრილიდან 6/1/2018-მდე 73. პ/ნ ... ხ-ი ე.-ს 12/1/2013-დან 8/1/2018-მდე; 74. პ/ნ ... ხ-ე გ. 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 75. პ/ნ ... ხ-ი ნ. 12/1/2013-დან 01/082018-მდე; 76. პ/ნ ... ხ-ე თ.-ს 9/1/2014-დან 10/1/2019-მდე; 77. პ/ნ ... ხ-ა ს.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 78. პ/ნ ... ხ-ი გ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 79. პ/ნ ... ჯ-ე თ.-ს 12/1/2013-დან 9/1/2016-მდე; 80. პ/ნ ... ჯ-ე თი.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 81. პ/ნ ... ბ-ი ლ.-ს უფლებამონაცვლე ო. ს-ი (პ/ნ ...)12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 82. პ/ნ ... გ-ე რ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 83. პ/ნ ... კ-ი ლ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 84. პ/ნ ... კ-ე ნ.-ს 1/1/2016-დან 3/1/2020-მდე; 85. პ.ნ ... ჭ-ე ა.-ს 12/1/2013-დან 8/1/2018-მდე; 86. პ/ნ ... კ-ი ვ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 87. პ/ნ ... მ-ი ა.-ს 12/1/2013-დან 2/1/2020-მდე; 88. პ/ნ ... თ. ბ-ეის უფლებამონაცვლე კ. ბ-ე (პ/ნ ...12/1/2013-დან 7/1/2018-მდე; 89. პ/ნ ... ხ-ი ჯ.-ს 1/1/2014-დან 10/1/2020-მდე; 90. პ/ნ ... მ-ი შ.-ს 12/1/2013-დან 1/1/2017-მდე; 91. პ/ნ ... ყ-ი ო.-ს 12/1/2013-დან 6/1/2019-მდე; 92. პ/ნ ... გ-ი ვ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2020-მდე; 93. პ/ნ ... ა-ი ი.-ს 01.05.2010-დან 01.04.2020-მდე; 94. პ/ნ ... მ-ე ი.-ს 01.12.2013-დან 01.10.2019-მდე; 95. პ/ნ ... ქ-ე ნ.-ს 01.04.2016-დან 01.05.2020-მდე; 96. პ/ნ ... ხ-ი ც.-ს 01.12.2013-დან 01.03.2018-მდე; 97. პ/ნ ... ს-ა თ.-ს 01.12.20018-დან 01.12.2018-მდე; 98. პ/ნ ... ფ-ე გ.-ს 01.01.2014-დან 01.06.2019-მდე; 99. პ/ნ ... ჩ-ი თ.-ს 01.01.2014-დან 01.05.2019-მდე; 100. პ/ნ ... ს-ი ნ.-ს 01.12.2013-დან 01.07.2019-მდე; 101. პ/ნ ... ზ-ი ლ.-ს 01.12.2013-დან 01.01.2019 102. პ/ნ ... კ-ა ტ.-ს 01.08.2013-დან 01.06.2020-მდე; 103. პ/ნ ... გ-ა ი.-ს 01.09.2013-დან 01.11.2019-მდე; 104. პ/ნ ... ო-ე გ.-ს 01.11.2013-დან 01.08.2020-მდე; 105. პ/ნ ... ხ-ი ჯ.-ს 01.12.2013-დან 01.03.2019-მდე; 106. პ/ნ ... მ-ე ტ.-ს 1.12.2015-დან 1.02.2016-მდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინებით კ. გ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ზ. გ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო აწ გარდაცვლილი კ. ბ-იის და პ. ს-ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაზე მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და ამ ნაწილში საქმეს მიენიჭა შესაბამისი სააღრიცხვო-სტატისტიკური ნომერი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ საქმე №ბს-864(კ-23), 25.01.2024წ.). მითითებულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპენსიო ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მხრიდან პენსიის მიუღებლობა ცალსახად ადასტურებს, რომ მათთვის ცნობილი იყო პენსიის მიუღებლობის დროიდან პენსიის შეწყვეტის ფაქტი, ხოლო აღნიშნული გარემოების ცოდნამ მათ წარმოუშვა გასაჩივრების შესაძლებლობა. მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები იღებდნენ პენსიას, რომლის მიღებაც შეუწყდათ სადავო გადაწყვეტილებების საფუძველზე 2011-2013-2017 წლებში, ხოლო შემდგომში თავიდან დანიშვნა განხორციელდა 2013-2014-2016-2018-2019 წლებში, თუმცა შეწყვეტის პერიოდში პენსიის გაუცემლობა სადავოდ არ გაუხდიათ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში - უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. მოსარჩელეებს უფლება ჰქონდათ კანონით დადგენილ ვადაში მიემართათ სასამართლოსთვის. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო წესით უფლების დაცვა განუყოფლადაა დაკავშირებული ვადებთან, კერძოდ კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩელეებისთვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ ისინი ვერ სარგებლობდნენ სახელმწიფო გასაცემლით ნათელს ხდის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასულია. კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადებზე, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, რომლის ათვლა იწყება ამ ვადის დამოუკიდებლად და შეადგენს სამ წელს. სასამართლოს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ემსჯელა 2013-2016 წლების გასაცემლის გაანგარიშებაზე, ვინაიდან მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია.
კასატორი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ არ არსებობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობები, კერძოდ დარღვეული იყო კანონით დადგენილი ერთვიანი ვადა. ამდენად, კასატორმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე სარჩელის დაუშვებლობაზე მითითებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და დადგინდა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით მოსარჩელეებს შეუწყდათ სოციალური პაკეტით/პენსიით სარგებლობის უფლება. ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, შეწყვეტის საფუძველი გახდა მოსარჩელეების მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა 2020 წლის 21 და 22 სექტემბერს განცხადებით მიმართეს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და სოციალური პაკეტის/პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და პენსიის შეწყვეტიდან აღდგენამდე პერიოდის მიუღებელი გასაცემლის ანაზღაურება მოითხოვეს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ საქმეზე სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა ინფორმაცია თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებით სოციალური პაკეტის-პენსიის შეწყვეტისა და აღდგენის ქრონოლოგიის თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებს სახელმწიფო გასაცემელი, პენსია აღდგენილი აქვთ.
გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებებით, მოსარჩელეებს დანიშნული სახელმწიფო გასაცემელი/პენსია შეუწყდათ 2010, 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში. საქმეზე დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები მოსარჩელეებს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეთა მიმართ მიღებული სოციალური პაკეტის/პენსიის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელეების მიმართ შეწყვეტილი პენსიის აღდგენაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელეებისათვის სახელმწიფო გასაცემლის/პენსიის შეწყვეტის დღიდან აღდგენამდე პერიოდში კომპეტენტური ორგანოს უკანონო ქმედების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო ამავე ქარტიის მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება, ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, ქალებისთვის - 60 წლის, ხოლო მამაკაცებისათვის - 65 წლის ასაკის მიღწევა. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“. ზემოაღნიშნულ პირებს სახელმწიფო გასაცემლის, პენსიის მიღება შეუწყდათ იმ საფუძვლით, რომ ისინი ახორციელებდნენ საჯარო საქმიანობას.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში (5.3 მუხ., 17 მუხ.). იმავე დათქმას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (4.3 მუხ., 9.1 „ბ“ ქვეპ.). პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.2 მუხ., 14.2 მუხ., „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.), შეწყვეტიდან პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი არ ინიშნება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე №ბს-77-75(კ-15)), რომელშიც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად და განმარტა, რომ „სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას“. ამდენად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო სამსახურში საქმიანობად.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული დავების მიმართ უფლება სამართლიან სასამართლოზე, უპირველესად, გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებისა და უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ვადებით ზღუდავს და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით უფლების დაცვის ხანდაზმულობის შესაბამის ვადებს განსაზღვრავს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რის შედეგადაც განსახილველი უფლების ჭრილში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ინარჩუნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-312-308(კ-14)), სადაც განიმარტა, რომ „…საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.“
თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით და ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს (სუსგ 13.09.2021წ., საქმეNბს-1320(კ-19)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრისთვის, გასათვალისწინებელია სადავო სამართალურთიერთობის სპეციფიკა. კერძოდ, „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისს კანონმდებლობა უსაფუძვლოდ არ უკავშირებს დაინტერესებული მხარის მიერ აქტის გაცნობის ფაქტს. ბუნებრივია, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის გასაჩივრება. აქტის არცოდნა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს. თუმცა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული მხარისათვის გაცნობა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ამ აქტით მიღებული გადაწყვეტილების მიღების ფაქტისა და გადაწყვეტილების შინაარსის მხარისათვის გაცნობას და არა მარტო იმას, რომ პირმა მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურად ჩაიბაროს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-312-308(კ-14)). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის სათანადო წესით ჩაბარების მნიშვნელობა გამოიხატება, ერთი მხრივ, ადრესატის მიერ აქტის შესრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფაში, მეორე მხრივ, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი რეალიზაციის მიზნის მიღწევაში.
მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ პროცესის მონაწილე მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა სოციალური ხასიათისაა, შესაბამისად, ფიზიკური პირების სოციალური პაკეტით/პენსიით უზრუნველყოფის განმახორციელებელი ორგანოს მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა ვლინდება მეორე მხარის უფლების შეზღუდვაში - მიიღოს სარგებელი სახელმწიფოსგან. დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა განისაზღვროს რა პერიოდიდან იყო მოსარჩელეებისთვის ცნობილი სადავო გადაწყვეტილებების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება სადავო გახადოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული პირისათვის ცნობილი გახდა მოქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოიშობა სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლი კი ადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აქტის ბათილად ცნობაზე უფლებამოსილი სუბიექტებია უშუალოდ აქტის გამომცემი ორგანო, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო გასაცემლის/პენსიის უკანონოდ შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, მხარემ კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როდესაც დაზარალებულმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო უფლების დარღვევის შესახებ ვერ გაიგო, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იმ მომენტიდან დაიწყება, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პირს უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო (Nბს-523(კ-24) 20 ნოემბერი, 2024 წელი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მიმართ მოქმედებს სამწლიანი ხანდაზმულობა. საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა 2010, 2013, 2014 და 2016 წლებში, ხოლო მოსარჩელეებმა ადმინისტრაციულ ორგანოში ზემოაღნიშნული აქტების გაუქმება 2020 წლის სექტემბერში მოითხოვეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სადავო ურთიერთობა მიეკუთვნება ფიზიკური პირების სახელმწიფოს მიერ სოციალური გარანტიებით, კერძოდ პენსიით აღჭურვას. სოციალური პაკეტი/პენსიის სარგებლობა დაკავშირებულია ყოველთვიურ სარგებელთან. მოსარჩელეებს 2013, 2014 და 2016 წლებში შეუწყდათ რა სახელმწიფო პენსია, აღნიშნული მათთვის იმთავითვე ცხადი იყო, რადგან აღარ ერიცხებოდათ საპენსიო თანხა (აღნიშნულის უარსაყოფად მოსარჩელეები არ უთითებენ რაიმე მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე).
საგულისხმოა, რომ პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების ასახვას სააგენტო ინდივიდუალურად ახორციელებდა თითოეული პენსიონერის მიმართ, ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“, რომელიც შიდა გამოყენების დოკუმენტაციას წარმოადგენს, სადაც ხდება თითოეული პირის მიმართ მიღებული წერილობითი ან ზეპირი გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსის ასახვა, ბენეფიციარის დაინტერესების, წერილობითი მომართვის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას „სამმართველო ინფორმაციის“ შესაბამისად. პენსიის შეწყვეტის მომენტში მოქმედი სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 27.09.07წ. №02/64 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა-ცვლილებების გაფორმებისა და მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლი ითვალისწინებდა ამონაწერის, როგორც დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცემას დაინტერესებული მხარისათვის წერილობითი განაცხადის საფუძველზე („სამმართველოს ინფორმაცია“ ასეევ დამტკიცდა სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფლებამონაცვლის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.06.07წ. №190/ნ ბრძანების მე-2 მუხ.) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.09.14წ. №04-305/ო ბრძანებით). უდავოა, რომ მოსარჩელეებმა იცოდნენ საჯარო სამსახურის გამო მათთვის სოციალური პაკეტის/პენსიის შეწყვეტის შესახებ, მათ შეეძლოთ გადაემოწმებინათ პირადი საპენსიო ანგარიში და შემდგომ მოეთხოვათ ადმინისტრაციული ორგანოსთვის შეწყვეტილი პენსიის აღდგენა, რაც მათ არ განუხორციელებიათ. სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელეთა ინფორმირებულობა, ასევე, დასტურდება ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი მათი ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აღწერილია როგორც პენსიის შეწყვეტის, ასევე, აღნიშნულის მიზეზების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და მიუთითებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისთვის ჩაბარების სავალდებულოობაზე, თუმცა იმავდროულად განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლისთვის აქტის მხარისთვის ჩაუბარებლობა ავტომატურად არ უნდა გახდეს ხანდაზმულობის ვადების დაცვისგან თავის არიდების საშუალება, ასეთი ვითარება ხელყოფს სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისა და სტაბილური მართლწესრიგის შენარჩუნების მიზნებს. ამდენად, აქტის გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უნდა დაუკავშირდეს არა ადრესატისთვის აქტის მატერიალური სახით გადაცემას, არამედ იმ მომენტს, როდესაც მან შეიტყო საკუთარი უფლების დარღვევისა და იმ კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე, რაც მისი სოციალური უზრუნველყოფის შეწყვეტის საფუძველი გახდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხდარი პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები აღსრულებულია, რამეთუ წარმოშვა თანმდევი იურიდიული შედეგი (პენსიის მიუღებლობა), რაც მოსარჩელეებს არც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართული ადმინისტრაციული საჩივრით და სასამართლოში სარჩელის შეტანით კანონით დადგენილ ვადაში სადავოდ არ გაუხდიათ. განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ პენსიის შეწყვეტის დღიდან მოსარჩელეებს შეეზღუდათ სახელმწიფოსგან კონკრეტული სარგებლის მიღების უფლება, შესაბამისად, მათ უფლების დაცვა კანონით დადგენილ ვადაში უნდა უზრუნველეყოთ. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეებს სარჩელში ან საჩივარში ასევე არ მიუთითებიათ საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმების გამოყენების ხელშემშლელი ობიექტური მიზეზები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეების მიმართ ინდივიდუალურად პენსიის შეწყვეტის თარიღიდან პენსიის გაცემის საფუძველს არ ქმნის ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითება მასზედ, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელეებს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეები საჯარო სამსახურის დაწყების გამო სახელმწიფო გასაცემლის, პენსიის შეწყვეტას მათი უფლების შეზღუდვად მიიჩნევდნენ, მათ უნდა მოეთხოვათ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალურად ჩაბარება და უნდა გაესაჩივრებინათ ისინი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის შეწყვეტის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში იმავე საფუძვლით პენსიის დანიშვნა არ ნიშნავს პენსიის აღდგენას. პენსიის განახლება დასაშვებია პენსიის შეჩერების შემთხვევაში („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16-ე მუხ.), შეჩერებული პენსიის განახლება მოხდება პენსიის მიმღები პირის მიერ სააგენტოში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, ხოლო პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში ხდება მისი ახლიდან დანიშვნა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის აღდგენას და ასევე გასული პერიოდისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა, თავისი არსით, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პენსიის შეჩერებად... სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ.: პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დანიშვნის შესახებ პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ასევეა პენსიის შეწყვეტის შემთხვევაშიც. შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა, სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენა საჭიროებდა პენსიის შეწყვეტის გასაჩივრებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები - 02.07.2015წ. №ბს-77-75(კ-15); 10.10.2019წ. №ბს-29(კ-19)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით განსაზღვრული დებულებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სოციალური პაკეტის/პენსიის შეწყვეტის თაობაზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონით დადგენილ ვადაში გაუსაჩივრებლობის გამო, უსაფუძვლოა მოპასუხისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან, სახეზეა დივერგენცია (10.10.2019წ. გადაწყვეტილება საქმე №ბს-29(კ-19); 27.06.2019წ. გადაწყვეტილება საქმე №ბს-613-613(კ-18); 17.04.2019წ. გადაწყვეტილება საქმე Nბს-444-444(კ-18); 27.06.2019წ. გადაწყვეტილება საქმე Nბს-727-727(კ-18); 22.11.2018წ. გადაწყვეტილება, საქმე №ბს-666-666(კ-18)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა ასევე იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს, თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საკითხის განხილვას. სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეების მიერ აღძრულია კომბინირებული სარჩელი (სასკ-ის 22-ე და 24-ე მუხლებით). შეცილებითი სარჩელის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობებია, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან მისი ნაწილით მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება ასევე, აქტის გასაჩივრების ვადების დაცვა. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა კი მხარის კანონიერი ინტერესებისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენებაა. სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრისთვის კონკრეტული ვადა არ არის დაწესებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი პენსიის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება მჭიდრო კავშირშია პენსიის შეწყვეტის პერიოდში მიუღებელი ზიანის ანაზღაურებასთან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნების კუმულაციურობის და ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, ისინი არსებითად უნდა იქნეს განხილული და გადაწყვეტილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო წარმოების შეწყვეტის პირობებში, აზრს დაკარგავს მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა შეწყვეტის პერიოდში მიუღებელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ამდენად, კასატორის შუამდგომლობა სარჩელის დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამავე კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან მიმართებით წინააღმდეგობრივია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს ამ საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ა-ის, ი. ა-ის, მა. ა-ის, რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ე. ბ-ეის (დ. ბ-ეის უფლებამონაცვლე), ე. ბ-ეის, ც. ბ-ეის, ე. ბ-ის; ნ. გ-ის, ი. გ-ას, დ. გ-ის, ს. გ-ის, ნა. გ-ის, უ. გ-ეის, რ. გ-ეის, მ. გ-ეის, ნ. გ-ეის, ჟ. გ-ეის, ნათ. გ-ის, გ. გ-ის, ს. დ-ას, ნ. ე-ეის, ნ. ვ-ას, ზ. თ-ეის, ნ. თ-ეის, ვ. თ-ეის, მ. თ-ეის, გ. ი-ეის, მ. კ-ეის, ტა. კ-ას, ა. კ-ას, დ. კ-ეის, გ. კ-ეის, ტ. კ-ას, ნ. ლ-ეის, ი. ლ-ის, ჯ. ლ-ეის, ც. მ-ის, გ. მ-ის, ლ. მ-ის, ტ. მ-ის, მ. მ-ის, ი. მ-ეის, ნ. მ-ეის, რ. მ-ეის, რ. მ-ის, ლუ. მ-ის, ი. მ-ას, ვ. მ-ეის, ე. მ-ეის; ლ. მ-ეის, ლი. მ-ეის, ს. მ-ის, ვ. ნ-ეის, ა. ნ-ის, გ. ნ-ეის, თ. ნ-ეის, ვ. ო-ის; გ. ო-ეის, ს. ო-ეის, ნ. პ-იის, მ. და თ. გ-იების (ე. ს-ეის უფლებამონაცვლეები), თ. ს-ას, გ. ტ-ეის, ლ. ტ-ის, გ. ფ-ეის, ი. ქ-ი (შ. ქ-ის უფლებამონაცვლე) ნ. ქ-ეის, ჯ. ღ-ის, ო. ყ-ის, შ. ყ-იის, ომ. ყ-ის, ზ. ყ-ის, თ. შ-ის, თ. ჩ-ის, ვ. ჩ-ეის, გ. ჩ-ეის, ტ. ც-ის, ც. წ-ის, დ. ჭ-ას, ე. ხ-ის, ც. ხ-ის, გ. ხ-ეის; ნ. ხ-ის; თ. ხ-ეის; ს. ხ-ას, ჯი. ხ-ის; გ. ხ-ის; თ. ჯ-ეის, თი. ჯ-ეის; ი. ზ-ის (ლ. ზ-ის უფლებამონაცვლე), ლ. კ-ის, ნ. კ-ეის, ა. ჭ-ეის, ვ. კ-ის, ა. მ-ის, ტ. მ-ეის, ნ. ს-ის, ჯ. ხ-ის, შ. მ-ის, ვ. გ-ის, ი. ქ-ის (შ. ქ-ის უფლებამონაცვლე), ო. ს-ის (ლ. ბ-ის უფლებამონაცვლე), კ. ბ-ეის (თ. ბ-ეის უფლებამობამონაცვლე), ზ. გ-ის (კ. გ-ის უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. მ. ა-ის, ი. ა-ის, მა. ა-ის, რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ე. ბ-ეის (დ. ბ-ეის უფლებამონაცვლე), ე. ბ-ეის, ც. ბ-ეის, ე. ბ-ის; ნ. გ-ის, ი. გ-ას, დ. გ-ის, ს. გ-ის, ნა. გ-ის, უ. გ-ეის, რ. გ-ეის, მ. გ-ეის, ნ. გ-ეის, ჟ. გ-ეის, ნათ. გ-ის, გ. გ-ის, ს. დ-ას, ნ. ე-ეის, ნ. ვ-ას, ზ. თ-ეის, ნ. თ-ეის, ვ. თ-ეის, მ. თ-ეის, გ. ი-ეის, მ. კ-ეის, ტა. კ-ას, ა. კ-ას, დ. კ-ეის, გ. კ-ეის, ტ. კ-ას, ნ. ლ-ეის, ი. ლ-ის, ჯ. ლ-ეის, ც. მ-ის, გ. მ-ის, ლ. მ-ის, ტ. მ-ის, მ. მ-ის, ი. მ-ეის, ნ. მ-ეის, რ. მ-ეის, რ. მ-ის, ლუ. მ-ის, ი. მ-ას, ვ. მ-ეის, ე. მ-ეის; ლ. მ-ეის, ლი. მ-ეის, ს. მ-ის, ვ. ნ-ეის, ა. ნ-ის, გ. ნ-ეის, თ. ნ-ეის, ვ. ო-ის; გ. ო-ეის, ს. ო-ეის, ნ. პ-იის, მ. და თ. გ-იების (ე. ს-ეის უფლებამონაცვლეები), თ. ს-ას, გ. ტ-ეის, ლ. ტ-ის, გ. ფ-ეის, ი. ქ-ი (შ. ქ-ის უფლებამონაცვლე) ნ. ქ-ეის, ჯ. ღ-ის, ო. ყ-ის, შ. ყ-იის, ომ. ყ-ის, ზ. ყ-ის, თ. შ-ის, თ. ჩ-ის, ვ. ჩ-ეის, გ. ჩ-ეის, ტ. ც-ის, ც. წ-ის, დ. ჭ-ას, ე. ხ-ის, ც. ხ-ის, გ. ხ-ეის; ნ. ხ-ის; თ. ხ-ეის; ს. ხ-ას, ჯი. ხ-ის; გ. ხ-ის; თ. ჯ-ეის, თი. ჯ-ეის; ი. ზ-ის (ლ. ზ-ის უფლებამონაცვლე), ლ. კ-ის, ნ. კ-ეის, ა. ჭ-ეის, ვ. კ-ის, ა. მ-ის, ტ. მ-ეის, ნ. ს-ის, ჯ. ხ-ის, შ. მ-ის, ვ. გ-ის, ი. ქ-ის (შ. ქ-ის უფლებამონაცვლე), ო. ს-ის (ლ. ბ-ის უფლებამონაცვლე), კ. ბ-ეის (თ. ბ-ეის უფლებამობამონაცვლე), ზ. გ-ის (კ. გ-ის უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა