Facebook Twitter

№1215აგ-13 1 აპრილი, 2014 წელი

ბ-ე გ.- 1215აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით გ. ბ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, მე-3 ნაწილით – 6 წლით; 19,379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით; 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით; 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით; 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 8 წლით; მე-19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით; 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით – 12 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 15 წლით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“, ,,თ ქვეპუნქტებით - 8 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით; 224-ე მუხლით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით გ. ბ-ეს განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2002 წლის 19 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2001 წლის 9 ოქტომბრიდან იმავე წლის 4 ნოემბრამდე, სულ – 26 დღე.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 27 იანვრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით – 10 წლით; 25-ე,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 14 წლით; 25-ე,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 5 წლით; 25-ე,237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, 25-ე,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით, 25,363-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით, 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 13 წლით, 25,19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ბ-ეს განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 19 წლით, 4 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 5 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 19 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით აღნიშნულ განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან – 25-ე,143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამ მუხლით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ბ-ეს დანიშნული სასჯელი – 23 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 3 თვით და საბოლოოდ განესაზღვრა 22 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით გ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 17 წელი, 9 თვე, 16 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით, 9 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 7 მარტიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით გ. ბ-ეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის, 3 თვისა და 16 დღის ვადით.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) – 8 წლით, 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ-ეს განესაზღვრა 12 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 31 წლით, 9 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 მარტიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განაჩენით კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით გ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 31 წელი, 1 თვე, 26 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 35 წლით, 1 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ოქტომბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ამნისტიის კანონის გავრცელების შემდგომ) და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ. ბ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 25 წლით, 9 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ოქტომბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინებით შეიცვალა, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5, მე-12 და მე-16 მუხლების შესაბამისად, გ. ბ-ეს, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ბ-ეს, თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 17 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის 2007 წლის 7 მარტისთვის მოუხდელი ნაწილი - 12 წელი, 7 თვე, 13 დღე - და სასჯელის სახით განესაზღვრა 14 წლით, 10 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის 2008 წლის 19 მარტისთვის მოუხდელი ნაწილი - 11 წელი, 7 თვე, 1 დღე - და სასჯელის სახით განესაზღვრა 20 წლით, 7 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის 2008 წლის 27 ოქტომბრისთვის მოუხდელი ნაწილი - 19 წელი, 11 თვე, 23 დღე - და საბოლოოდ გ. ბ-ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა 22 წლით, 11 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დაკმაყოფილდა გ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 224-ე მუხლით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 15 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ამავე განაჩენით დანიშნული სხვა, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ბ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 224-ე მუხლით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 15 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა: თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით გ. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით; 25-ე,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 25-ე,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით; 25-ე,237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 25-ე,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით; 25,363-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 25,19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებულ სასჯელის ნაწილს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და გ. ბ-ეს სასჯელად განესაზღვრა 14 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 წლით, 6 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 11 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წლით, 9 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 19 წლით, 9 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 19 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. ბ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 22 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ბ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ოქტომბრიდან.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა გ. ბ-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა მის მიმართ დანიშნული სასჯელის სსკ-ის 59-ე მუხლში შესულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ: სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპების გამოყენებით. ამასთან, მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას 2003 წლის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილი აქვს არასრულწლოვან ასაკში, ასევე სასჯელს იხდიდა მძიმე პირობებში, რის გამოც შეექმნა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით (სსკ-ის 224-ე მუხლით) შთანთქმის პრინციპით სასჯელის - 15 წლით თავისუფლების აღკვეთის - დანიშვნა და აღნიშნული სასჯელის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით; 25-ე,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 25-ე,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით; 25-ე,237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 25-ე,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით; 25,363-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 25,19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელების შთანთქმა, შესაბამისად, საბოლოო სასჯელად 15 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა შეესაბამება 2013 წლის 17 აპრილს სსკ-ის 59-ე მუხლში შესულ ცვლილებებს, კერძოდ - აღნიშნული მუხლის მე-4, მე-2 ნაწილებს.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ გ. ბ-ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უმეტეს - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად უსამართლო (ლმობიერი) იქნება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილზე - 3 წლით თავისუფლების აღკვეთაზე - ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის დამატება (თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენი) და ამ ნაწილში დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად 11 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა არამართებულია და გ. ბ-ეს აღნიშნული მუხლებით სასჯელი უნდა განესაზღვროს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანაშაულთა ერთობლიობით ნაწილობრივი შეკრების პრინციპით საბოლოოდ დანიშნული სასჯელის პროპორციული წილის გათვალისწინებით, კერძოდ:

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილს - 7 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლით, 8 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად უნდა განესაზღვროს 2 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (ამნისტიით შემცირებული) – 3 წლით, 3 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა (პროპორციული წილი) და გ. ბ-ეს ამ ნაწილში სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 წლით, 6 თვითა და 21 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. ბ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად უნდა განესაზღვროს 2 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 7 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 10 წლით, 7 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წლითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. ბ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად უნდა განესაზღვროს 13 წლითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ბ-ეს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2008 წლის 27 ოქტომბრიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

გ. ბ-ის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილს - 7 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლით, 8 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს 2 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (ამნისტიით შემცირებული) – 3 წლით, 3 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა (პროპორციული წილი) და გ. ბ-ეს ამ ნაწილში სასჯელად განესაზღვროს 5 წლით, 6 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. ბ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს 2 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 7 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. ბ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 10 წლით, 7 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წლითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. ბ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს 13 წლითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ბ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2008 წლის 27 ოქტომბრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი