საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-277 (კ-25) 01 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ლ-ემ, ნ. ს-იმა, ლ. უ-იმა, ნ. ლ-ემ, ს. ჯ-იმა, თ. ნ-იმა, ე. ა-იმა, ნ. ბ-იმა და ხ. პ-იმა 28.06.2023წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ლ. ლ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 03.05.2023წ. გადაწყვეტილების, ნ. ს-იისათვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 17.05.2023წ. გადაწყვეტილების, ლ. უ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/2 გადაწყვეტილების, ნ. ლ-ეისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/4 გადაწყვეტილების, ს. ჯ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/4 გადაწყვეტილების, თ. ნ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/2 გადაწყვეტილების, ე. ა-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/2 გადაწყვეტილების, ნ. ბ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/2 გადაწყვეტილების, ხ. პ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ლ. ლ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 02.06.2023წ. SSA 9 23 00580198 გადაწყვეტილების, ნ. ს-იის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 02.06.2023წ. SSA 9 23 00580216 გადაწყვეტილების, ლ. უ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. SSA 9 23 00555178 გადაწყვეტილების, ნ. ლ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. SSA 6 23 00555184 გადაწყვეტილების, ს. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.05.2023წ. SSA 9 23 00562459 გადაწყვეტილების, თ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. SSA 3 23 00555181 გადაწყვეტილების, ე. ა-ისთვის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. SSA 1 23 00555189 გადაწყვეტილების, ნ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. SSA 5 23 00555192 გადაწყვეტილების, ხ. პ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. SSA 3 23 00555208 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის ლ. ლ-ეისა და ნ. ს-იისათვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრისათვის ლ. უ-ის, ს. ჯ-ის, თ. ნ-ის, ე. ა-ის, ნ. ბ-ისა და ხ. პ-ისათვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და პენსიის უკანონოდ შეწყვეტის თარიღიდან, 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელეებისათვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ანაზღაურების დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2023წ. განჩინებით სასარჩელო მოთხოვნები ლ. უ-ის, ნ. ლ-ეის, ს. ჯ-ის, თ. ნ-ის, ე. ა-ის, ნ. ბ-ისა და ხ. პ-ის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად, ცალკე განსახილველად და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, ხოლო ლ. ლ-ეის და ნ. ს-იის სარჩელზე დადგინდა ხარვეზი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 14.07.2023წ. განჩინებით ლ. უ-ის, ნ. ლ-ეის, ს. ჯ-ის, თ. ნ-ის, ე. ა-ის, ნ. ბ-ისა და ხ. პ-ის სარჩელი მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მიმართ, გადაეგზავნა განსჯად - სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 06.02.2024წ. მთავარ სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება ერთი თვის ვადაში, რომლითაც მოსარჩელეებს: ლ. უ-ის, ს. ჯ-ის, თ. ნ-ის, ე. ა-ის, ნ. ბ-ისა და ხ. პ-ის 2023 წლის 01 მაისიდან დაენიშნებათ სახელმწიფო პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრისათვის ნ. ლ-ეის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - პენსიის ანაზღაურების დაკისრება 2023 წლის 01 მაისიდან 2023 წლის 01 აგვისტომდე. სასარჩელო მოთხოვნები სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტისა და ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში არ შეცვლილა და დარჩა უცვლელად.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 06.02.2024წ. გადაწყვეტილებით ლ. უ-ის, ნ. ლ-ეის, ს. ჯ-ის, თ. ნ-ის, ე. ა-ის, ნ. ბ-ისა და ხ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/2 გადაწყვეტილება ლ. უ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/4 გადაწყვეტილება ნ. ლ-ეისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/4 გადაწყვეტილება ს. ჯ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/2 გადაწყვეტილება თ. ნ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/2 გადაწყვეტილება ე. ა-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/2 გადაწყვეტილება ნ. ბ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. №2023/2 გადაწყვეტილება ხ. პ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. SSA 9 23 00555178 გადაწყვეტილება ლ. უ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. SSA 6 23 00555184 გადაწყვეტილება ნ. ლ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.05.2023წ. SSA 9 23 00562459 გადაწყვეტილება ს. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. SSA 3 23 00555181 გადაწყვეტილება თ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. SSA 1 23 00555189 გადაწყვეტილება ე. ა-ისთვის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. SSA 5 23 00555192 გადაწყვეტილება ნ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023წ. SSA 3 23 00555208 გადაწყვეტილება ხ. პ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა 01 თვის ვადაში, რომლითაც მოსარჩელეებს: ლ. უ-ის, ს. ჯ-ის, თ. ნ-ის, ე. ა-ის, ნ. ბ-ისა და ხ. პ-ის 2023 წლის 01 მაისიდან დაენიშნებათ სახელმწიფო პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრს ნ. ლ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - პენსიის ანაზღაურება 2023 წლის 01 მაისიდან 2023 წლის 01 აგვისტომდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2024წ. განჩინებით თ. პ-ი და გ. პ-ი ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილი ხ. პ-ის უფლებამონაცვლეებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2024წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობით მოსარჩელეები (გარდა ნ. ლ-ეისა, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან) დასაქმებულნი არიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში სხვადასხვა პოზიციებზე და იღებენ შესაბამისი პოზიციისთვის გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებას. ასევე დადგენილია, რომ თითოეულ მოსარჩელეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 04.05.2023წ. გადაწყვეტილებებით 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი - პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ "მუზეუმების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად განმარტებულია, რომ მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე" და აღნიშნა, რომ მ...ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებითა და ფუნქციებით უდავოდ დგინდება მუზეუმის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათი, ამავდროულად „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით მუზეუმში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურს არ წარმოადგენს ისეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საქმიანობა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით საქმიანობას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ... არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და არც მასში დასაქმებული პირები წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს, რის გამოც მოსარჩელეები არ მიიჩნევიან საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირებად, შესაბამისად, არ არსებობდა მათთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის (ასაკობრივი) შეწყვეტის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. კასატორებმა მიუთითეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი 1) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად შეწყვეტის საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება ზემოაღნიშნული კანონისა და ამ წესის შესაბამისად, რაც გულისხმობს განცხადებით მომართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნას. კასატორების მოსაზრებით აღნიშნული კანონი წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების სპეციალურ კანონს და ამ კანონის მიზნებისათვის მოცემული განმარტება პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე ყველა იმ პირისათვის, ვინც (გარდა ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული გამონაკლისისა) სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ეწევა შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ პირი შემოსავალს იღებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული არა შრომითი, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებით (ნარდობა, ქირავნობა და სხვა) ან საქონლის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების" პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. ამავე დებულების მე-8 მუხლის თანახმად, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ შემადგებლობაში და ვერ მოხდება აღნიშნული მუზეუმის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად მიჩნევა (სააგენტოსგან გამიჯვნა). კასატორების მოსაზრებით, უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, სადაც დასაქმებულ პირებზე შესაძლებელია გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობა.
კასატორებმა მიუთითეს, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე ხ. პ-ი გარდაიცვალა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა და უცვლელად დატოვა დედოფლისწყაროს მაგისტრატი სასამართლოს 06.02.2024წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ხ. პ-ისათვის სახელმწიფო პენსიის 2023 წლის 01 მაისიდან დანიშვის ნაწილში. კასატორებმა "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის 17.1 მუხლის "ვ" ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნეს, რომ პენსიის შეწყვეტის საფუძველია პენსიონერის გარდაცვალება, შესაბამისად, სააგენტოს მხრიდან ვერ მოხდება გარდაცვლილზე პენსიის დანიშვნა 2023 წლის 01 მაისიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელეები (გარდა ნ. ლ-ეისა, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან) დასაქმებულნი არიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში სხვადასხვა პოზიციებზე (დარაჯი, დამლაგებელი, საიტმენეჯერი, ფინანსური მენეჯერი, ექსპოზიციის მეთვალყურე, ფონდების მცველი) და იღებენ შესაბამისი პოზიციისათვის გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებას. თითოეულ მოსარჩელეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის გადაწყვეტილებებით 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი - პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 5.3 მუხლზე, რომლის თანახმად პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" დებულების 1-ელი მუხლის თანახმად, სააგენტო შექმნილია ამავე მუხლში მითითებული მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს. დებულების 8.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში არსებულ ერთ-ერთ მუზეუმს (დებულების 8.2 მუხ.). "მუზეუმების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კასატორების მითითება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სსიპ კულტურული მემკვიდრეოობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, მასზე არ შეიძლება გავრცელდეს "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საშეღავათო პირობა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში დასაქმებული პირი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში დასაქმებულ პირს, ხოლო "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმებში საქმიანობა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა. ამავდროულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების" მე-9 მუხლის თანახმად, სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, მათ შორის, მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთი ამოცანა სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებაა, რაც ასევე ექცევა კანონით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში.
ამასთანავე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული 25.10.2024წ. N241433666 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, თ. პ-იმა და გ. პ-იმა საკუთრებაში მიიღეს ხ. პ-ის სამკვიდრო ქონება სრულად, მათ შორის, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე. სააპელაციო სასამართლომ ხ. პ-ის უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩართო თ. პ-ი და გ. პ-ი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა დასაშვებია ხ. პ-ისათვის პენსიის შეწყვეტის დღიდან, 2023 წლის 01 მაისიდან მისი გარდაცვალების დღემდე, 2024 წლის 06 აპრილამდე საპენსიო თანხის გაცემის დავალების მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს 2023 წლის 01 მაისიდან ხ. პ-ის გარდაცვალების დღემდე, 2024 წლის 06 აპრილამდე არსებული პერიოდის განაცდური პენსიის ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე