საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-511(4კ-24) 10 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (მოპასუხე), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) და შპს ,,გრ...ს“ (მესამე პირი) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,გ...“, მესამე პირები: სს ,,თ...“, შპს ,,დ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 14 სექტემბერს შპს ,,გ...მ“ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს. მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის №1/3-1851, 2017 წლის 26 ივლისის №1/3-1904 და 2019 წლის 30 დეკემბრის №1/1-7266 ბრძანებების, 2020 წლის 30 იანვრის №... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 8 დეკემბრის №1-1/531 ბრძანებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 აგვისტოს №... და 2020 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 2020 წლის 3 ივნისის №... განცხადების დაკმაყოფილებისა და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, დაზუსტებული ფართობის რეგისტრაციის დავალება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,გრ...“.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის საოქმო განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს ,,თ...“, ხოლო მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - შპს ,,დ...“.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს ,,გ...ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის №1/3-1851 ბრძანება და 26 ივლისის №1/3-1904 ბრძანება (ცვლილება შევიდა წინა ბრძანებაში), რომლითაც მოთხოვნილ იქნა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. ... ჩიხის მიმდებარედ არსებულ 15 192 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე და მათი ბათილად ცნობის მოთხოვნით შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 8 დეკემბრის №1-1/531 ბრძანება, შპს „გ...ს“ კუთვნილ უძრავ ქონებასთან (ს.კ. .... ფართი 3 014 კვ.მ.) ზედდების ნაწილში; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 დეკემბრის №1/1-7266 ბრძანება, რომლითაც ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. ... ჩიხის მიმდებარედ არსებული 5 520.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ს/კ ...) პრივატიზების მიზნით გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი და ამ აუქციონში გამარჯვების შედეგად გაფორმებული 2020 წლის 30 იანვრის პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულება №... უ.უ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „გრ...ს“ შორის, შპს „გ...ს“ კუთვნილ უძრავ ქონებასთან (ს.კ. .... ფართი 3 014 კვ.მ.) ზედდების ნაწილში; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 აგვისტოს №... და 2020 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილებები, რომლითაც შპს „გ...ს“ კუთვნილი უძრავი ქონება, ს.კ. ..., აღირიცხა ჯერ სახელმწიფოს (ს.კ. ...), ხოლო პრივატიზების შემდეგ შპს „გრ...ს“ საკუთრებად (ს.კ. ...), შპს „გ...ს“ კუთვნილ უძრავ ქონებასთან (ს.კ. .... ფართი 3 014 კვ.მ.) ზედდების ნაწილში. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა 2020 წლის 3 ივნისის №... განცხადებაზე სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შპს „გ...ს“ საკუთრების (ს.კ. .... ფართი 3 014 კვ.მ.) დაზუსტებული ფართობის რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შპს ,,გრ...ს“ მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანია იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომელთა მიხედვითაც, თავდაპირველად სახელმწიფოს (15 192 კვ.მ.), ხოლო შემდგომ პრივატიზების გზით შპს „გრ...ს“ საკუთრებად აღირიცხა ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. ... ჩიხის მიმდებარედ არსებული 5 520 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ს/კ ...). ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაკმაყოფილდეს სარეგისტრაციო სამსახურში მის მიერ წარდგენილი განცხადება დაუზუსტებელი ფართობით საკუთრებად აღრიცხული 3 014 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შპს „გ...ს“ საკუთრებად დაზუსტებული მონაცემებით აღრიცხვის შესახებ. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტების და ადმინისტრაციული ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილობრივ, იმ ფარგლებში ბათილად ცნობის საფუძველი, რა მოცულობის მიწის ნაკვეთზეც მოსარჩელეს გააჩნდა უფლების დამდგენი დოკუმენტი და მარეგისტრირებელ ორგანოს დაავალა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შპს „გ...ს“ საკუთრების (ს/კ .... ფართი 3 014 კვ.მ.) დაზუსტებული ფართობის რეგისტრაცია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტა უკავშირდება ორ ძირითად გარემოებას: 1) უდავოა, რომ შპს „გ...ს“ გააჩნია, მართალია დაუზუსტებელი მონაცემებით, თუმცა საჯარო რეესტრში აღრიცხული საკუთრება ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. №6-ში მდებარე 3 014 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა (ს/კ ...) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, 2) გამოსარკვევია შპს ,,გ...ს“ საკუთრებაში არსებული, ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. №6-ში მდებარე დაუზუსტებელი ფართით 3 014 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) მოქცეულია თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. ... ჩიხის მიმდებარედ (ს/კ ...) დარეგისტრირებულ შპს ,,გრ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საზღვრებში.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა შპს „გ...ს“ საკუთრებად აღრიცხული ქონების და ამჟამად, შპს „გრ...ს“ საკუთრებაში რიცხული ქონების ნაწილის (3 014 კვ.მ.) იდენტურობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარეებს აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მყარი, შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ. მოპასუხე აპელანტების და მესამე პირის პოზიცია მთლიანად ემყარება შპს „გ...ს“ ქონების დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხვას, რის გამოც მათი შეფასებით, დაუდგენელია აღნიშნული უძრავი ქონების როგორც დაზუსტებული ფართობი, ასევე ზუსტი ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია. ასევე, მოპასუხეთა შეფასებით, სადავო უძრავი ქონებების იდენტურობას გამორიცხავს შპს „გ...ს“ საკუთრებაში არსებული და ჯერ სახელმწიფოს, ამჟამად კი შპს „გრ...ს“ საკუთრებად აღრიცხული ქონების მისამართებს შორის სხვაობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მისამართზე აპელირება ვერ აყენებს ეჭვქვეშ მოსარჩელის მოთხოვნას, რადგან სადავო ქონება წარმოადგენს ისეთი ინდივიდუალური ნიშნებით (მიწაზე მყარად დაფიქსირებული ობიექტები) განსაზღვრულ უძრავ ნივთს, რომლის შემთხვევითი თანხვედრა სხვა ობიექტთან გამორიცხულია, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა ემყარება კოორდინატთა ელექტრონულ სისტემას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხე სამინისტროს წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტებებითაც აღიარებს, რომ შპს „გ...ს“ ნამდვილად აქვს საკუთრებაში 3 014 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, თუმცა ვერ უთითებს სად მდებარეობს ეს ნაკვეთი. წარმომადგენელი მხოლოდ იმაზე აპელირებს, რომ ...ს ქუჩა არ არის კვეთაში ...ს ქუჩასთან, სადაც განთავსებულია დღეს შპს „გრ...ს“ საკუთრებაში არსებული ქონება. სხვა რაიმე არგუმენტი კი, რაც ქონების იდენტურობას გამორიცხავდა, პირველ რიგში კი, ალტერნატიული უძრავი ქონება, იმ მახასიათებლებით, რაც შპს „გ...ს“ უფლების დამდგენ დოკუმენტებშია აღნიშნული, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ მიუთითებიათ.
შპს „გ...ს“ ქონების დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ აპელანტთა არგუმენტაციასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვამდე ჯერ უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან თუ ტექ.ბიუროში დაცულ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, ადგილმდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფოს სახელზე სადავო რეგისტრაციის დროს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად შპს „გ...ს“ სახელზე იყო რეგისტრირებული. საერთო წესის მიხედვით კი, ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა შპს „გ...ს“ სახელზე არსებული ჩანაწერი, სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2020 წლის 3 ივნისის №... განცხადების წარდგენისას, როცა შპს „გ...მ“ მხოლოდ უკვე არსებული უფლების, რომელიც გაუქმებული ან შედავებული არ არის, დაზუსტებული მონაცემებით აღრიცხვა მოითხოვა, არ იარსებებდა აღნიშნული რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები, თავდაპირველად სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვისას მარეგისტრირებელ ორგანოს სრული და ყოველმხრივი ადმინისტრაციული წარმოება რომ ჩაეტარებინა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელ ორგანომდე სადავო ქონებაზე სხვა პირის საკუთრების უფლების არსებობის გამორკვევა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე და გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ კანონის დარღვევითაა მიღებული ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვას, რაც სადავო ქონების ნაწილში გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველია. აღნიშნული კი, დასაბუთებულს ხდის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 2020 წლის 3 ივნისის №... განცხადებაზე სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და შპს „გ...ს“ საკუთრების (ს/კ .... ფართი 3 014 კვ.მ.) დაზუსტებული ფართობის რეგისტრაციის დავალების შესახებ მოთხოვნას.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 დეკემბრის №1/1-7266 ბრძანებისა და 2020 წლის 30 იანვრის №... უ.უ. პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება საკუთრებისა და კანონიერი ნდობის (კეთილსინდისიერი შემძენის) ინსტიტუტები. შესაბამისად, კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რომელი უფლებაა უპირატესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს მეორე უფლების შეზღუდვის ხარჯზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი ქმნის სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ, სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს, რომლის წარმოშობაც დამოკიდებულია სამოქალაქო კოდექსითვე განსაზღვრული წინაპირობების არსებობაზე. კეთილსინდისიერი შემძენის სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტის მსგავსად, სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ადმინისტრაციულ სამართალში მიზნად ისახავს კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპი. მართალია, კანონიერი ნდობის პრინციპი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, უკავშირდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული პირის მიმართ კანონიერ ნდობას და განსახილველ შემთხვევაში სადავოა არა აღმჭურველი აქტი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაინტერესებულ პირთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ შეიძლება განხილულ იქნეს დამოუკიდებლად, მთელი ადმინისტრაციული წარმოების და ამ ადმინისტრაციული წარმოების მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის შეფასების გარეშე, რასაც შედეგად მოჰყვა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს საბოლოო შედეგს, რომლითაც საბოლოოდ გაფორმდა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალში კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი კანონიერი ნდობის პრინციპს ეფუძნება და გარკვეულწილად ზღუდავს არა მხოლოდ აღმჭურველი აქტის, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა ფორმების (რეალაქტი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება) ბათილად გამოცხადებასაც.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „გ...ს“ და შპს „გრ...ს“ ინტერესებს შორის დგას ქონების განმკარგავი ადმინისტრაციული ორგანო – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. აქედან გამომდინარე, ნივთის შეძენა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მის მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე. ამდენად, აქტის ბათილად ცნობის საკითხი განიხილება არა მხოლოდ კანონიერების, არამედ აგრეთვე მისი საწინააღმდეგო - კანონიერი ნდობის თვალსაზრისით. 2020 წლის 30 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების, ისევე, როგორც აუქციონის გამოცხადების შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 დეკემბრის №1/1-7266 ბრძანებისადმი კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი უკეთუ არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესები, რაც სადავო ფართთან მიმართებით, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების უფლების წყაროდ გადაქცევისათვის, ობიექტური სინამდვილის სუბიექტური დამოკიდებულებით შეცვლისათვის აუცილებელია იმის დადგენა, რომ შემძენისათვის შეძენამდე უცნობი იყო ფართზე შპს „გ...ს“ უფლების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება. კერძოდ, მართალია, ფორმალურად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე ქონება შეიძინა შპს „გრ...მა“, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შპს „გ...ს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელესა და შპს „გრ...ს“ დამფუძნებლებს შორის არსებობდა დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა. 2008 წელს სადავო ქონება შპს „გ...მ“ მიიღო იმ სახით, როგორც არსებობდა იგი შპს „გრ...ს“ შემოსვლამდე, რომელმაც დაამატა 4 ავზი და ა.შ. 2008 წლიდან მოყოლებული ფუნქციონირებდა გაზი 2012-2013 წლებამდე, ვიდრე არ შეიქმნებოდა გარკვეული პრობლემები, მათ შორის, საქმეში არის ნახსენები სისხლის სამართლის საქმის შესახებაც. ამის შემდეგ, გარკვეულწილად შეფერხდა ამ გაზის ფუნქციონირება. შპს „გ...“ ფლობდა ქონებას, მაგრამ ეს აღარ იყო ფუნქციონირებადი ბაზა, გაზი აღარ შედიოდა. ამის შემდეგ, 2014 წლიდან დაიწყო საიჯარო ურთიერთობა იმ ხალხთან, რომლებიც დღეს შპს „გრ...ს“ დამფუძნებლები არიან. უშუალოდ შპს „გ...“ აღარ ახდენდა ოპერირებას, თუმცა ბაზა არ იყო უფუნქციო საიჯარო ურთიერთობის გათვალისწინებით. იჯარა გაგრძელდა 2 წელი. შპს „გ...ს“ აქვს 13 ასეთი ბაზა და დროდადრო ხდებოდა კუთვნილი ბაზების კონტროლი, თუმცა შესაძლოა კონტროლის ხარისხი არ იყო მაღალი. როგორც კი აღმოაჩინეს, რომ ბაზაზე საქმიანობდა სხვა პირი, დაიწყეს მოქმედება. იჯარა რეგისტრირებული არ ყოფილა. მესამე პირი ობიექტზე იჯარის პერიოდში და მას შემდეგაც საქმიანობდა, ვიდრე სახელმწიფო ამ ქონების პრივატიზებას მოახდენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „გრ...ს“ მიმართ არ არსებობდა კანონიერი ნდობის პრინციპისათვის/კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შპს ,,გრ...ს“ მიერ.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არც ერთობლივად და არც ცალ-ცალკე არ ადასტურებს შპს ,,გ...ს“ კუთვნილი, დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის სადავო ტერიტორიაზე არსებობას. კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება კონკრეტულად რა ადგილას არსებული 3 014 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიიღო შპს ,,გ...მ“ შპს ,,ს...ისგან“ და ამ უკანასკნელმა შპს ,,კ...სგან“. ამასთან, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის N001441 ნებართვასთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული ნებართვა გაცემულია ...ს ქ. N6-ში არსებულ ობიექტზე და არ გამოდგება შპს ,,გ...ს“ საკუთრებაში არსებული დაუზუსტებელი ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსასაზღვრად. N006704120 ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული დასკვნით დასტურდება მხოლოდ შპს ,,ჯ...ს“ მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული ობიექტების (ლითონის ესტაკადა, წყლის ავზი (სახანძრო), N3 შენობა-ნაგებობა, N4 შენობა-ნაგებობის საძირკველი, გაზის რეზერვუარები) მდებარეობის და განლაგების შესაბამისობა შპს ,,კ...ს ფილიალის ...ის“ ინსტრუქციის დანართ გეგმაზე მითითებული ობიექტების მონაცემებთან. თუმცა სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ შპს ,,გ...ს“ ქონება შპს ,,კ...სგან“ არ გადაცემია. საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ შპს ,,გ...ს“ ის ქონება გადაეცა, რაც შპს ,,კ...ს კუთვნილი ფილიალის ...ს“ გააჩნდა. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არასწორად გამოიყენა ნაკვეთის ადგილმდებარეობის დამდგენ მტკიცებულებად. ამასთან, კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის გარემოება, რომ შპს ,,გ...ს“ საკუთრებაში რიცხული სამტრედიაში, ...ს ქ. N6-ში მდებარე უძრავი ქონების ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელია წარმოდგენილი მტკიცებულებებით და საჯარო რეესტრის მონაცემებით, რადგან აღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი სახით და შეუძლებელია შპს ,,გ...ს“ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე მითითებული ქონების იდენტურობის დადგენა უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებულ უძრავ ქონებასთან. ასევე, ის გარემოება, რომ სამტრედიაში მდებარე ...ს ქუჩა არ წარმოადგენს ...ს ქუჩის მომიჯნავე ტერიტორიას, ...ს ქუჩას სახელდება შეეცვალა და მიენიჭა ლ. მ-ეის სახელი, ხოლო დღეის მდგომარეობით ის ფ. ქ-ეის ქუჩას წარმოადგენს.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სამინისტროს 2020 წლის 8 დეკემბრის N1-1/531 ბრძანების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი იქნა 2023 წლის 20 მარტს, რაც სასამართლოს ავალდებულებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის გამოყენებას. კასატორის განმარტებით, მითითებული გარემოება არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ არ შეფასებულა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც კვლევას დაექვემდებარა არა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, არამედ სხვა დოკუმენტაცია, რომელთაგან ერთი შედგენილია მოსარჩელის მითითებით, ხოლო მეორე შედგენილია იმ პირობებში, როცა სამტრედია, ...ს ქ. N...-ში მდებარე უძრავ ქონებას საჯარო რეესტრში კონკრეტული საკადასტრო კოდი და მისამართი ჰქონდა მინიჭებული. კასატორი აქვე აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების ადგილმდებარეობის განსაზღვრისას სასამართლომ იხელმძღვანელა 1991 წლის 17 ივნისის მიწის შერჩევის აქტით, რომლის თანახმად, ,,ტ...ს“ გამოეყო მიწის ნაკვეთი რკინიგზის გასხვისების ზოლიდან მანქანების ტექნიკური მომსახურების საგარანტიო სადგურის მიმდებარე თავისუფალი ტერიტორიიდან და რომლის საზღვრებს წარმოადგენდა სამხრეთით ...ს ქუჩა, დასავლეთით სასაუზმე გა..., ჩრდილოეთით ავტომანქანების ტექნიკური საგარანტიო სადგური, აღმოსავლეთით რკინიგზის ლიანდაგის ჩიხები. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ...ს ქუჩა არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქუჩა სამტრედიაში (სამტრედიის შემოვლითი გზა), ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნია კონკრეტული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება (სამტრედია, ...ს ქ. N...-ში მდებარე 3 014 კვ.მ. მიწის ნაკვეთი), ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემები შედავებული არც არის. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და მის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის იდენტურობა. ამასთან, რეგისტრირებულ საჯარო მონაცემთა დაზუსტება შესაძლებელია რეგისტრირებული საკადასტრო გეგმისა და სხვა მყარი წერტილების მეშვეობით, რაც ამ შემთხვევაში ქუჩის დასახელებას წარმოადგენს. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შპს ,,გ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, ს/კ ..., მოქცეულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის N... გადაწყვეტილებით დარეგისტრირებულ შპს ,,გრ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, ს/კ ... ფარგლებში. კასატორის განმარტებით, სააგენტოს მითითებული გადაწყვეტილებით, შპს ,,გრ...ს“ საკუთრებაში დარეგისტრირდა უძრავი ნივთი, ს/კ ..., დაზუსტებული ფართობით 5 520 კვ.მ., ხოლო ... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ნივთი, ფართობით 3 014 კვ.მ., წარმოადგენს დაუზუსტებელ ფართობს. ამავდროულად, უძრავი ქონების გამსხვისებლის მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, დაუდგენელია სადავო უძრავი ნივთის ს/კ ..., სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში მდებარეობა. კასატორი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად სადავო უძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის N1/3-1851 და 26 ივლისის N1/3-1904 ბრძანებების საფუძველზე, ხოლო შემდეგ შპს ,,გრ...ზე“ გასხვისებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2020 წლის 30 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, სადავო ქონების რეგისტრაციის არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა საქმის წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან უარის თქმის საფუძვლები. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
კასატორი - შპს ,,გრ...“ მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შპს ,,გ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: სამტრედია, ...ს ქ. N6, დაუზუსტებელი ფართით 3 014 კვ.მ., მოქცეულია შპს ,,გრ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საზღვრებში. კასატორის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, საექსპერტო კვლევა ჩატარდა შპს ,,კ...ს კუთვნილი ფილიალის ...ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ექსპერტიზის პირველი შეკითხვა) დაკავშირებით, თუმცა შპს ,,გ...ს“ შპს ,,კ...ს კუთვნილი ფილიალის ...ისგან“ არ შეუძენია ქონება. ამასთან, კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შპს ,,გ...ს“ ის ქონება გადაეცა, რაც საკუთრებაში გააჩნდა შპს ,,კ...ს კუთვნილი ფილიალის ...ს“. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ შპს ,,ს...ისგან“ კონკრეტული საკადასტრო კოდით, კონკრეტულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება შეიძინა. თავის მხრივ, შპს ,,ს...მა“ შპს ,,კ...სგან“ შეიძინა ქ. სამტრედია, ...ს ქ. N6-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი შპს ,,გ...ს“ არ გააჩნია. ამასთან, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას სხვა პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, არ არსებობდა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. კასატორი აქვე დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არ შეაფასა შპს ,,გრ...ს“ მიერ განხორციელებული სამუშაოები, თუ რა მდგომარეობაში მიიღო მან ობიექტი და რა მდგომარეობაშია იგი დღეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შპს ,,გრ...ს“ საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შპს ,,გრ...ს“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2004 წლის 1 აპრილს შპს ,,კ...ს“ ფილიალის ,,...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს, წარუდგინა 1991 წლის 17 ივნისის მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტი, სამტრედიის რაიონის პრეფექტის 1991 წლის 17 ივნისის ცნობა, შპს ,,კ...ს“ ფილიალის ,,...ის“ დებულება, სამტრედიის რაიონული სასამართლოს დადგენილება შპს ,,კ...ს“ ფილიალის ,,...ის“ რეგისტრაციის შესახებ და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. სამტრედია, ...ს ქ. N6, საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 1991 წლის 17 ივნისის მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტისა და სამტრედიის რაიონის პრეფექტის 1991 წლის 17 ივნისის ცნობის თანახმად, ტრესტ „სა...ს“ ავტომანქანების გაზით გასამართი სადგურის მშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი, რომლის საზღვრებად მითითებულია: სამხრეთით - ...ს გამზირი, დასავლეთით - სასაუზმე „გა...“, ჩრდილოეთით - ავტომანქანების ტექნიკური საგარანტიო სადგური და აღმოსავლეთით - რკინიგზის ლიანდაგის ჩიხები.
2004 წლის 5 აპრილის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, უძრავ ნივთზე, ს/კ ..., დაუზუსტებელი ფართობი 3 014 კვ.მ., აღირიცხა შპს ,,კ...ს“ ფილიალის ,,...ის“ საკუთრების უფლება. ამასთან, 2006 წლის 3 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,კ...ს“ მიერ გასხვისების შედეგად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. სამტრედია, ...ს ქ. 6, ს/კ ..., დაუზუსტებელი ფართობი 3 014 კვ.მ., მესაკუთრე გახდა შპს ,,ს...ი“. თავის მხრივ, შპს ,,ს...სა“ და შპს ,,გ...ს“ შორის გაფორმებული ,,უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის შესახებ” 2008 წლის 19 მარტის №1-2370 ხელშეკრულების საფუძველზე კი, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. სამტრედია, ...ს ქ. №6, დაუზუსტებელი ფართობი 3 014 კვ.მ. (ს/კ ...), 2008 წელს დარეგისტრირდა შპს ,,გ...ს“ საკუთრების უფლება. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 თებერვლის N35 განკარგულებით, ქალაქ სამტრედიის ტერიტორიაზე, ...ს ქუჩას მიენიჭა ლ. მ-ეის სახელი, ხოლო 2009 წლის 11 მაისის N60 განკარგულებით - ფ. ქ-ეის სახელი.
საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს ,,სა...ის“ მიერ 2006 წლის ივლისში გაცემული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის პასპორტი, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი - შპს ,,კ...“, მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე უწყება - შპს ,,კ...ს“ ფილიალი ,,...ი“, მიერთების ადგილი - სად.... ასევე, საქმეში წარმოდგენილია შპს ,,სა...ის“ მიერ 2006 წელს დამტკიცებული ,,სად...-ის მიმდებარე შპს ,,კ...ს“ ფილიალის ,,...ის“ რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე მოძრაობის ორგანიზაციის და მომსახურეობის ინსტრუქცია“. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს ,,სა...სა“ და შპს ,,კომპანია ს...ს“ შორის 2006 წლის 28 ივლისს დადებული რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხელშეკრულება N110/2. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2008 წელს შპს ,,გ...სა“ და სხვადასხვა იურიდიულ პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები, სამტრედიაში, ...ს ქ. N6-ში მდებარე საჩამომსხმელო სადგურზე გაზის მიღებისა და რეალიზაციის მომსახურების გაწევის თაობაზე. ასევე, წარმოდგენილია სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ 2009 წლის 13 მაისს, შპს ,,გ...ს“ სახელზე გაცემული, საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის ნებართვა N001441, ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. N6-ში მდებარე ობიექტზე თხევადი გაზის საჩამომსხმელო სადგურისა და სარკინიგზო ჩიხის ექსპლუატაციის შესახებ. ამასთან, ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩაზე მდებარე გაზის საჩამომსხმელო სადგურზე, ეზოში არსებული მოძრავი ქონება (ცისტერნები, საკომპრესორო კარი) დაყადაღებულ იქნა 2013 წლის 15 აპრილს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მიერ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც შპს „გ...ს“ საკუთრება, რასაც 2014 წელს სასამართლოს მიერ მოეხსნა ყადაღა.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის №1/3-1851 ბრძანებისა და ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის №1/3-1904 ბრძანების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. ...ს მიმდებარედ, 15 192 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. სამტრედია, ...ს ქ. ...ს მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 15 192 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, N2, N3, N4, N5 (ნანგრევი), N6, N7, N8, N9, N10 (ს/კ ...), დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. აღნიშნული უძრავი ნივთი 2019 წელს დაიყო 2 საკადასტრო ერთეულად: №... და №..., ხოლო თავის მხრივ, N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი ასევე დაიყო 2 საკადასტრო ერთეულად: N... (5 520 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და №1, №2, №3 (აუზი), №4 (ნანგრევი), №5, №6, №7, №8 შენობა-ნაგებობა) და N... (3 681 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და №1 შენობა-ნაგებობა).
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 დეკემბრის №1/1-7266 ბრძანებით, დადგინდა ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. ...ს მიმდებარედ არსებული 5 520 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების (ს/კ N...) პრივატიზების განხორციელება ელექტრონული ფორმით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,გრ...ს“ შორის გაფორმებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2020 წლის 30 იანვრის №... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი შეიძინა შპს ,,გრ...მა“. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე კი, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილების შესაბამისად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. სამტრედია, ...ს ქ. ...ს მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 5 520 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, №2, №3 (აუზი), №4 (ნანგრევი), №5, №6, №7, №8 (ს/კ N...), დარეგისტრირდა შპს ,,გრ...ს“ საკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის №1/3-1851 და 2017 წლის 26 ივლისის №1/3-1904 ბრძანებები შპს ,,გ...მ“ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, 2020 წლის 10 ივნისს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 8 დეკემბრის №1-1/531 ბრძანებით, შპს ,,გ...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 3 ივნისს შპს „გ...მ“ N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარუდგინა შპს „ჯ...ს“ მიერ 29.05.2020 წელს მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. სამტრედია, ...ს ქუჩა N6 (ს/კ ...) და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 ივნისის N... გადაწყვეტილებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ N... განცხადებით წარდგენილ და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა კანონით განსაზღვრული ზედდება.
საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 11 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზისათვის წარდგენილი შპს „ჯ...ს“ მიერ 29.05.2020 წელს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ობიექტების, კერძოდ: ა) ლითონის ესტაკადის, ბ) ბეტონის წყლის ავზის (სახანძრო), გ) №3 შენობა-ნაგებობის, დ) №4 შენობა-ნაგებობის საძირკვლის, ე) 4 ცალი გაზის რეზერვუარის (დღეისათვის მოწყობილია 8 რეზერვუარი) კონფიგურაცია, მდებარეობა და ურთიერთგანლაგება შეესაბამება ,,შპს „კ...ს“ ფილიალის ...ის“ რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე მოძრაობის ორგანიზაციის და მომსახურეობის ინსტრუქციის“ დანართ გეგმაზე მითითებული, იდენტური ობიექტების შესაბამის მონაცემებს. ამასთან, ექსპერტიზისათვის წარდგენილი ობიექტები: ა) ლითონის ესტაკადა, ბ) ბეტონის წყლის ავზი (სახანძრო), გ) №3 შენობა-ნაგებობა, დ) №4 შენობა-ნაგებობის საძირკველი, ე) 4 ცალი გაზის რეზერვუარი (დღეისათვის მოწყობილია 8 რეზერვუარი) მდებარეობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ს/კ N... (5 520 კვ.მ.) უძრავი ქონების ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს შპს „გრ...ს“ საკუთრებას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის №1/3-1851, 2017 წლის 26 ივლისის №1/3-1904 და 2019 წლის 30 დეკემბრის №1/1-7266 ბრძანებების, 2020 წლის 30 იანვრის №... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 8 დეკემბრის №1-1/531 ბრძანებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 აგვისტოს №... და 2020 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილებების კანონიერებას. ასევე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 2020 წლის 3 ივნისის №... განცხადების დაკმაყოფილებისა და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, დაზუსტებული ფართობის რეგისტრაციის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების თანახმად, თავდაპირველად სახელმწიფოს (15 192 კვ.მ.), ხოლო შემდგომ პრივატიზების გზით შპს „გრ...ს“ საკუთრებად აღირიცხა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. სამტრედია, ...ს ქ. ...ს მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 5 520 კვ.მ., (ს/კ ...), რაც მოსარჩელის განმარტებით, ზედდებაშია მის საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხულ უძრავ ნივთთან, მდებარე: ქ. სამტრედია, ...ს ქუჩა N... (ს/კ ...). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებითად სადავო საკითხს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, მოქცეულია თუ არა შპს ,,გ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, ს/კ ..., შპს ,,გრ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, ს/კ ..., ფარგლებში და შესაბამისად, N... საკადასტრო კოდზე არსებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც ასახავს N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე შპს ,,გ...სა“ და მისი წინამორბედი მესაკუთრეების საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძვლებს და უფლების დამდგენ დოკუმენტებს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 1991 წლის 17 ივნისის მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტისა და სამტრედიის რაიონის პრეფექტის 1991 წლის 17 ივნისის ცნობის თანახმად, ტრესტ „სა...ს“ ავტომანქანების გაზით გასამართი სადგურის მშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი, რომლის საზღვრებად მითითებულია: სამხრეთით - ...ს გამზირი, დასავლეთით - სასაუზმე „გა...“, ჩრდილოეთით - ავტომანქანების ტექნიკური საგარანტიო სადგური და აღმოსავლეთით - რკინიგზის ლიანდაგის ჩიხები. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, ს/კ ..., დაუზუსტებელი ფართობი 3 014 კვ.მ., აღირიცხა შპს ,,კ...ს“ ფილიალის ,,...ის“ საკუთრების უფლება. ამასთან, 2006 წლის 3 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,კ...ს“ მიერ გასხვისების შედეგად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. სამტრედია, ...ს ქ. 6, ს/კ ..., დაუზუსტებელი ფართობი 3 014 კვ.მ., მესაკუთრე გახდა შპს ,,ს...ი“. თავის მხრივ, შპს ,,ს...სა“ და შპს ,,გ...ს“ შორის გაფორმებული ,,უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის შესახებ” 2008 წლის 19 მარტის №1-2370 ხელშეკრულების საფუძველზე კი, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. სამტრედია, ...ს ქ. №6, დაუზუსტებელი ფართობი 3 014 კვ.მ. (ს/კ ...), 2008 წელს დარეგისტრირდა შპს ,,გ...ს“ საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის პასპორტზე; ,,სად...-ის მიმდებარე შპს ,,კ...ს“ ფილიალის ,,...ის“ რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე მოძრაობის ორგანიზაციის და მომსახურეობის ინსტრუქციაზე“; რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე N110/2; 2008 წელს შპს ,,გ...სა“ და სხვადასხვა იურიდიულ პირებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტებზე, სამტრედიაში, ...ს ქ. N...-ში მდებარე საჩამომსხმელო სადგურზე გაზის მიღებისა და რეალიზაციის მომსახურების გაწევის თაობაზე; ასევე, სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ 2009 წლის 13 მაისს, შპს ,,გ...ს“ სახელზე გაცემულ, საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის ნებართვაზე N001441, ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. N...-ში მდებარე ობიექტზე თხევადი გაზის საჩამომსხმელო სადგურისა და სარკინიგზო ჩიხის ექსპლუატაციის შესახებ და შპს ,,გ...ს“ ქონების დაყადაღების შესახებ 2013 წლის 15 აპრილის აქტზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 11 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზისათვის წარდგენილ, შპს „ჯ...ს“ მიერ 29.05.2020 წელს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ობიექტების, კერძოდ: ა) ლითონის ესტაკადის, ბ) ბეტონის წყლის ავზის (სახანძრო), გ) №3 შენობა-ნაგებობის, დ) №4 შენობა-ნაგებობის საძირკვლის, ე) 4 ცალი გაზის რეზერვუარის (დღეისათვის მოწყობილია 8 რეზერვუარი) კონფიგურაცია, მდებარეობა და ურთიერთგანლაგება შეესაბამება ,,შპს „კ...ს“ ფილიალის ...ის“ რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე მოძრაობის ორგანიზაციის და მომსახურეობის ინსტრუქციის“ დანართ გეგმაზე მითითებული, იდენტური ობიექტების შესაბამის მონაცემებს. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი ობიექტები: ა) ლითონის ესტაკადა, ბ) ბეტონის წყლის ავზი (სახანძრო), გ) №3 შენობა-ნაგებობა, დ) №4 შენობა-ნაგებობის საძირკველი, ე) 4 ცალი გაზის რეზერვუარი (დღეისათვის მოწყობილია 8 რეზერვუარი) მდებარეობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ს/კ N... (5 520 კვ.მ.) უძრავი ქონების ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს შპს „გრ...ს“ საკუთრებას.
ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებებისა და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის ქრონოლოგიის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ შპს ,,გ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, ს/კ ..., მოქცეულია შპს ,,გრ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, ს/კ ..., საზღვრებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორების პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ შპს ,,გ...ს“ ის ქონება გადაეცა, რაც შპს ,,კ...ს კუთვნილი ფილიალის ...ს“ გააჩნდა. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავ ნივთზე შპს ,,კ...ს კუთვნილი ფილიალის ...ის“, შპს ,,ს...ისა“ და შპს ,,გ...ს“ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებში ფიქსირდებოდა ერთი და იგივე საკადასტრო კოდი, რაც ადასტურებს თავდაპირველად შპს ,,კ...ს კუთვნილი ფილიალის ...ისა“ და ამჟამად, შპს ,,გ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იდენტურობას. თავის მხრივ კი, შპს ,,გ...ს“ მიერ აღნიშნული უძრავი ნივთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილ, შპს „ჯ...ს“ მიერ 29.05.2020 წელს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული ობიექტების კონფიგურაციის, მდებარეობისა და ურთიერთგანლაგების შესაბამისობა ,,შპს „კ...ს“ ფილიალის ...ის“ რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე მოძრაობის ორგანიზაციის და მომსახურეობის ინსტრუქციის“ დანართ გეგმაზე მითითებულ, იდენტური ობიექტების მონაცემებთან, დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 11 ნოემბრის დასკვნით. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მითითებული უძრავი ნივთი მდებარეობს საჯარო რეესტრში შპს „გრ...ს“ საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ს/კ N... (5 520 კვ.მ.) საზღვრებში.
ამასთან, N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მისამართების სხვაობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით და 2004 წლიდან საჯარო რეესტრში აღნიშნული უძრავი ნივთის მახასიათებლებს, როგორიცაა მისამართი, ფართობი, შენობა-ნაგებობები, მესაკუთრეთა შეცვლისა და მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ 2009 წელს ...ს ქუჩას ორჯერ შეეცვალა სახელი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ მონაცემებში ცვლილება არ განუცდია. მეტიც, ამჟამადაც საჯარო რეესტრის მონაცემებით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მისამართია ...ს ქუჩა, რომელიც ამ დასახელებით აღარ არსებობს. შესაბამისად, კასატორების მიერ მხოლოდ მისამართების სხვაობაზე აპელირება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა საქმეში წარმოდგენილი სხვა, არაერთი მტკიცებულებით დგინდება, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ვერცერთი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს ალტერნატიული უძრავი ქონების არსებობაზე (ქონების სხვა მდებარეობაზე), იმ მახასიათებლებით, რაც შპს „გ...ს“ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებშია ასახული.
საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამინისტროს 2020 წლის 8 დეკემბრის N1-1/531 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის წარდგენის ვადასთან და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს შეფასება არ გაუკეთებიათ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში 2023 წლის 9 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა სამინისტროს 2020 წლის 8 დეკემბრის №1-1/531 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის საოქმო განჩინებით, არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ კასატორების მითითებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ პირის სახელზე კონკრეტული უძრავი ქონების რეგისტრაცია უკვე წარმოშობს საკუთრების უფლების დაცვისა და პატივისცემის ვალდებულებას და საკითხს არ ცვლის რეგისტრაციის დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემებით არსებობა. (სუსგ. №ბს-909(კ-22), 08.12.2022წ.; №ბს-586(კ-კს-22), 10.10.2023წ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. აღნიშნული კი ბუნებრივია არ გულისხმობს სააგენტოს უფლებას განკარგოს კერძო საკუთრებაში არსებული ქონება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სადავო უძრავი ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ 2017 წლის 24 ივლისის №1/3-1851 და 2017 წლის 26 ივლისის №1/3-1904 ბრძანებების, ასევე, პრივატიზების შესახებ 2019 წლის 30 დეკემბრის №1/1-7266 ბრძანების გამოცემამდე ვალდებული იყო გამოერკვია ქონებაზე სხვა სუბიექტის საკუთრების უფლების არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა და რაც გამორიცხავდა მასზე სხვა პირის საკუთრების უფლების წარმოშობას. ამდენად, არსებობდა სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში ზემოაღნიშნული ბრძანებებისა და 2017 წლის 24 ივლისის №1/3-1851 და 26 ივლისის №1/3-1904 ბრძანებების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 8 დეკემბრის N1-1/531 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემების და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა.
ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვამდე ჯერ უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან თუ ტექბიუროში დაცულ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, ადგილმდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. აღნიშნულის გადამოწმების გარეშე რეგისტრაციის განხორციელებით, მოსარჩელეს ფაქტიურად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღჭურვილია სათანადო პროგრამებით, ხელი მიუწვდება ტექბიუროს საარქივო მასალებზე, გააჩნია შესაბამისი მატერიალური მექანიზმი, საინჟინრო-ტექნიკური ინსტრუმენტები, რომელთა კვალიფიციური გამოყენებით უნდა გამოირიცხოს ასეთი ხასიათის დარღვევები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.“ (სუსგ. №ბს-367-363(კ-12), 28.02.13წ.).
საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ პირს საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი. მოცემულ შემთხვევაში, შპს „გ...ს“ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმებულა, განხორციელებული რეგისტრაცია სადავოდ არ გამხდარა, ძალაშია და მოქმედებს. საქმეში არ მოიპოვება შპს „გ...ზე“ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების დოკუმენტაცია, კერძოდ, უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფოს სახელზე სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად შპს „გ...ს“ სახელზე იყო რეგისტრირებული. საერთო წესის მიხედვით, ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა შპს „გ...ს“ სახელზე არსებული ჩანაწერი. შესაბამისად, სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია სადავო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და მასზე შპს ,,გ...ს“ საკუთრების უფლების არსებობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 7 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, ამავე ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ უნდა განეხორციელებინა. ამასთან, სააგენტოს მოსარჩელის 2020 წლის 3 ივნისის №... განცხადებაზე სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება უნდა ჩაეტარებინა და მოეხდინა შპს „გ...ს“ საკუთრების (ს/კ ..., ფართი 3 014 კვ.მ.) დაზუსტებული ფართობის რეგისტრაცია.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,გრ...ს“ შორის გაფორმებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2020 წლის 30 იანვრის №... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. სამტრედია, ...ს ქ. ...ს მიმდებარედ (ს/კ ...), შპს ,,გრ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ან მის გარეშე. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობასაც. ,,..ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგის ბათილობას, აქტის ბათილობის გამოცხადებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი.“ (სუსგ. Nბს-600-589(4კ-12), 14.11.2013წ.). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში უკანონოდ არის მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების კანონიერი საფუძველი - პრივატიზების შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 დეკემბრის №1/1-7266 ბრძანება, წარმოიშვა სადავო ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,გრ...ს“ შორის გაფორმებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2020 წლის 30 იანვრის №... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველიც. თავის მხრივ, მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების უკანონოდ ცნობა წარმოადგენს ამ ხელშეკრულების, როგორც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, სადავო ნაწილში უძრავ ნივთზე შპს ,,გრ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მართალია კეთილსინდისიერი შემძენის სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტის მსგავსად, სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ადმინისტრაციულ სამართალში მიზნად ისახავს კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპი, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადებას, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი უკეთუ არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესები, რაც სადავო უძრავ ნივთთან მიმართებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შპს ,,გრ...ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრების დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 20 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150. ასევე, შპს ,,გრ...ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 21 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შპს ,,გრ...ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 20 მაისს N22929 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. შპს ,,გრ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ნ. ლ-ეის (პ/ნ ...) მიერ 2024 წლის 21 მაისს N21938956931 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი