Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-714-1087-06 10 დეკემბერი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა:

მოსამართლე: როზა ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ს-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სს «...» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «...», შპს «...», მ. და თ. ს-შვილების მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე.

ასპინძის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «...» სს «...» სასარგებლოდ დაეკისრა 164228,57 აშშ დოლარისა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 4104, 79 აშშ დოლარის, სულ _ 168324,2 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიაქცია შემდეგი ქონება: შპს „...“ კუთვნილი ასპინძის რაიონის სოფელ ... მდებარე ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა, ჩამოსასხმელი საამქრო და მასში მდებარე ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე თ. ს-შვილის კუთვნილი 19300 ცალი აქცია სს „...“ ნავთობპროდუქტებში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...» წარმომადგენელმა რ. ს-შვილმა და სს «...».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის განჩინებით შპს «...» წარმომადგენელ რ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ბაჟის გადაუხდელობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «...» წარმომადგენელმა რ. ს-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ზემდგომ სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შპს «...» წარმომადგენელ რ. ს-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ასპინძის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა მალხაზ ს-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინებით მ. ს-შვილის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2006 წლის 7 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ს-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ხოლო 2006 წლის 13 მარტს მან სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასპინძის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 სექტემბრის განჩინებით თ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო თ.ს-შვილის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. აღნიშნული ნორმის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა განჩინებაზე, როცა ეს კანონითაა დასაშვები, შეუძლია იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც განჩინებაა გამოტანილი, ასევე იმ პირმა, რომელსაცUუშუალოდ ეხება ეს განჩინება.

განსახილველ შემთხვევაში თ. ს-შვილმა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა მ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი ანუ აღნიშნული განჩინება გამოტანილია მ. ს-შვილის წინააღმდეგ და უშუალოდ არ ეხება თ. ს-შვილს.

საკასაციო პალატა მიაჩნია, რომ თ. ს-შვილი უფლებამოსილი იყო გაესაჩივრებინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 სექტემბრის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა მისი სააპელაციო საჩივარი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მეორე ნაწილით, 420-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ს-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი: 220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033114 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.