საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-906(2კ-24) 10 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარეები - რ. ა-ი, გ. ო-ი, გუ. ო-ი, თ. ქ-ა, მ. გ-ი, მ. ბ-ე, თ. გ-ი, ბ. ე-ი, ა. ბ-ე, თ. ე-ი, შ. ბ-ე, ნ. ს-ა, მ. წ-ი, მ. კ-ი, მ. ბ-ე, ნ. ფ-ი, მ. ფ-ი, თ. წ-ე, დ. მ-ი, თ. თ-ი, ქ. გ-ი, ბ. მ-ა, ვ. მ-ა, ვ. დ-ი, თ. ჯ-ე, ნ. გ-ა, მ. კ-ე, ნ. ც-ი, მ. კ-ა, გ. გ-ი, რ. უ-ა, ი. წ-ე, ა. წ-ი, მ. ბ-ე, ი. თ-ა, მ. ვ-ი, რ. გ-ი, ლ. მ-ი, ა. ტ-ი, ლ. ზ-ი, ლ. უ-ე, ფ. კ-ე, ქ. თ-ე, ა. მ-ი, ლ. გ-ე, ნ. გ-ა, ი. ბ-ე, ი. ს-ი, დ. ი-ი, მ. პ-ე, ც. ვ-ი, ი. ქ-ი
მესამე პირები - შპს „...“, შპს „დ...ი“, შპს „ნ...“, შპს „ბ...ი“ და ი.მ. „გ. ი-ი“
დავის საგანი - ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 16 იანვარს მ. ბ-ემ, ნ. ფ-მა და სხვება (სულ 40 პირი), 2020 წლის 23 იანვარს თ. ე-მა, შ. ბ-ემ, ნ. ს-ამ, მ. წ-მა და მ. კ-მა, 2020 წლის 28 იანვარს კი რ. ა-მა, გ. ო-მა, გუ. ო-მა, თ. ქ-ამ, მ. გ-მა, მ. ბ-ემ, თ. გ-მა, ბ. ე-მა და ა. ბ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, ... წლის ... ...ს ... „...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალდა რამდენიმე ასეული იქ მომუშავე/მოვაჭრე ადამიანი. აღნიშნულ ფაქტზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქალაქ თბილისის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა თითოეულ დაზარალებულზე ... ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცა დაზარალებულთა ნაწილზე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებს საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილებით მინიჭებული აქვთ დაზარალებულ პირთა სტატუსი, ერთჯერადი დახმარება გაურკვეველი მიზეზით არ მიუღიათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მათ სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების (თითოეულისათვის ... ლარის ოდენობით) შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მათთვის ერთჯერადი დახმარების გაცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა N3/370-20, N3/816-20 და N3/625-20 ადმინისტრაციული საქმეების გაერთიანების შესახებ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „...“, შპს „დ...ი“, შპს „ნ...“, შპს „ბ...ი“ და ი.მ. „გ. ი-ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ა-ის, გ. ო-ის, გუ. ო-ის, თ. ქ-ას, მ. გ-ის, მ. ბ-ის, თ. გ-ის, ბ. ე-ის, ა. ბ-ის, თ. ე-ის, შ. ბ-ის, ნ. ს-ას, მ. წ-ის, მ. კ-ის, მ. ბ-ის, ნ. ფ-ის, მ. ფ-ის, თ. წ-ის, დ. მ-ის, თ. თ-ის, ქ. გ-ის, ბ. მ-ას, ვ. მ-ას, ვ. დ-ის, თ. ჯ-ის, ნ. გ-ას, მ. კ-ის, ნ. ც-ის, მ. კ-ას, გ. გ-ის, რ. უ-ას, ი. წ-ის, ა. წ-ის, მ. ბ-ის, ი. თ-ას, მ. ვ-ის, რ. გ-ის, ლ. მ-ის, ა. ტ-ის, ლ. ზ-ის, ლ. უ-ის, ფ. კ-ის, ქ. თ-ის, ა. მ-ის, ლ. გ-ის, ნ. გ-ას, ი. ბ-ის, ი. ს-ის, დ. ი-ის, მ. პ-ის, ც. ვ-ისა და ი. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ც. ვ-ის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც რ. ა-ის, გ. ო-ის, გუ. ო-ის, თ. ქ-ას, მ. გ-ის, მ. ბ-ის, თ. გ-ის, ბ. ე-ის, ა. ბ-ის, თ. ე-ის, შ. ბ-ის, ნ. ს-ას, მ. წ-ის, მ. კ-ის, მ. ბ-ის, ნ. ფ-ის, მ. ფ-ის, თ. წ-ის, დ. მ-ის, თ. თ-ის, ქ. გ-ის, ბ. მ-ას, ვ. მ-ას, ვ. დ-ის, თ. ჯ-ის, ნ. გ-ას, მ. კ-ის, ნ. ც-ის, მ. კ-ას, გ. გ-ის, რ. უ-ას, ი. წ-ის, ა. წ-ის, მ. ბ-ის, ი. თ-ას, მ. ვ-ის, რ. გ-ის, ლ. მ-ის, ა. ტ-ის, ლ. ზ-ის, ლ. უ-ის, ფ. კ-ის, ქ. თ-ის, ა. მ-ის, ლ. გ-ის, ნ. გ-ას, ი. ბ-ის, ი. ს-ის, დ. ი-ის, მ. პ-ის და ი. ქ-ის მიმართ, გაიცემა ერთჯერადი დახმარება, თითოეულის სასარგებლოდ ... ლარის ოდენობით; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რ. ა-ის, გ. ო-ის, გუ. ო-ის, თ. ქ-ას, მ. გ-ის, მ. ბ-ის, თ. გ-ის, ბ. ე-ის, ა. ბ-ის, თ. ე-ის, შ. ბ-ის, ნ. ს-ას, მ. წ-ის, მ. კ-ის, მ. ბ-ის, ნ. ფ-ის, მ. ფ-ის, თ. წ-ის, დ. მ-ის, თ. თ-ის, ქ. გ-ის, ბ. მ-ას, ვ. მ-ას, ვ. დ-ის, თ. ჯ-ის, ნ. გ-ას, მ. კ-ის, ნ. ც-ის, მ. კ-ას, გ. გ-ის, რ. უ-ას,ი. წ-ის, ა. წ-ის, მ. ბ-ის, ი. თ-ას, მ. ვ-ის, რ. გ-ის, ლ. მ-ის, ა. ტ-ის, ლ. ზ-ის, ლ. უ-ის, ფ. კ-ის, ქ. თ-ის, ა. მ-ის, ლ. გ-ის, ნ. გ-ას, ი. ბ-ის, ი. ს-ის, დ. ი-ის, მ. პ-ის და ი. ქ-ის სასარგებლოდ, ერთჯერადი დახმარების გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეები, როგორც ... წლის ... ...ს ... "...ში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული პირები, წარმოადგენენ ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ სუბიექტებს, როგორშიც იმყოფებოდნენ დაზარალებულად ცნობილი ის ... ფიზიკური პირი, რომლებსაც დაეხმარა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში არ არის გამოკვეთილი დაზარალებული პირების რაიმე კონკრეტული კატეგორია. თვითმმართველმა ერთეულმა მიიღო გადაწყვეტილება, ერთჯერადი დახმარება გაეცა ზოგადად, ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებზე, რომელსაც ასევე მიეკუთვნებიან მოსარჩელეები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია მუნიციპალიტეტის კეთილი ნების საფუძველზე და მხარეთა შორის არ არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები, თუმცა, პირთა შორის თანასწორობისა და არსებითად თანასწორთა შორის უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობის პრინციპები, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მოსარჩელეებზე, როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებზე გაავრცელოს იგივე წესი, რაც გამოყენებულ და გავრცელებულ იქნა დახმარებას დაქვემდებარებულ პირთა მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, მოსარჩელეები არიან თუ არა ...ში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, აქ მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად აკისრია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ვალდებულება აუნაზღაუროს მოსარჩელეებს ხანძრით მიყენებული ზიანი. კასატორმა მიუთითა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე და განმარტა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არც საკუთარ და არც დელეგირებულ უფლებამოსილებათა შორის არ არის ნახსენები, რომ მის ვალდებულებას წარმოადგენს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. კასატორი იმაზეც მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მუნიციპალიტეტის კეთილი ნების საფუძველზე და არა შერჩევით.
მოწინააღმდეგე მხარეთა განმარტებას მასზედ, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტმა შერჩევითობის პრინციპით დახმარება აღმოუჩინა ხანძრის შედეგად ... დაზარალებულს, კასატორმა აღნიშნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკითხის შესწავლისას, შესაბამისი ორგანიზაციების მიერ დაზუსტებულ იქნა დაზარალებულ პირთა სია, განისაზღვრა ... დაზარალებული და სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარების სახით გამოიყო ... ლარი. კასატორის მითითებით, ხანძარი გაჩნდა დაუდგენელ ვითარებაში, კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს სხვისი ნივთის განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მძიმე შედეგი. იმისთვის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს მოსარჩელეთათვის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სახეზე უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მითითებით, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალიწინებული ის გარემოება, რომ საკრებულოს სხდომის ოქმის მიხედვით ერთჯერადი დახმარება განხორციელდა იმ დაზარალებულებზე, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ნივთები და ... ლარიანი დახმარება გაიცა ხანძრიდან მალევე, რაც მიზნად ისახავდა იმ დროისათვის უმძიმესი მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულთა დახმარებას. სასამართლომ არ შეაფასა და არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის წერილები კონკრეტული მოსარჩელეების მიმართ, რომელთაც განემარტათ, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ანაზღაურება გაიცა „...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ იმ პირებზე, რომელთაც სრულად დაუზიანდათ საქონელი და, რომ აღნიშნული სიები მოწოდებულ იქნა საინვესტიციო ჯგუფებისა და შესაბამისი იურიდიული პირების (შპს) მიერ. აღნიშნულ წერილებში მითითებულია, რომ სიების დასაზუსტებლად მათ უნდა მიემართათ საინვესტიციო ჯგუფისა და იმ იურიდიულ პირებისათვის, რომლებთანაც სამართლებრივ ურთიერთობაში (ხელშეკრულება) იმყოფებოდნენ, თუმცა ამ პირებს (მოსარჩელეებს) სადავოდ არ გაუხდიათ და არც კი მიუმართავთ შესაბამისი იურიდიული პირებისათვის იმ მოტივით, რომ მომხდარიყო მათი მხრიდან სიების დაზუსტება და წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საკრებულომ იხელმძღვანელა ... „...ში’’ რეგისტრირებული კომპანიების მიერ წარდგენილი სიებით, საიდანაც მოვაჭრეების თვითნებურად ამოღებას ან დამატებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისი ორგანიზაციების მიერ, საკრებულოს მოთხოვნის საფუძველზე, დაზუსტებულ იქნა დაზარალებულ პირთა სია, განისაზღვრა ... დაზარალებული, რომელთათვისაც სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარების სახით გამოიყო ... ლარი. საჯარო ინტერესიდან, ხანძრის მოცულობისა და ზიანის ოდენობიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება კეთილი ნების საფუძველზე, გარკვეული დახმარება გაეწია იმ დაზარალებულებისთვის, რომელთა შესახებაც არსებობდა, მოძიებულ და მიწოდებულ იქნა ინფორმაცია შესაბამისი შპს-ის მიერ.
უდავო გარემოებაა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ... „...ოს“ მესაკუთრეს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებით, როგორც ხანძრის გაჩენის დროისთვის, ასევე დღეის მდგომარეობითაც, წარმოადგენს სს ,,...“ (ს/ნ ...), რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. უდავო გარემოებას წარმოადგენს ასევე ის, რომ ხანძარი გაჩნდა დაუდგენელ ვითარებაში, კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს სხვისი ნივთის განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მძიმე შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილების ძირითად არგუმენტად მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეების მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემა მოხდა მოსარჩელეთა ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი სხვა დაზარალებულების მიმართ. მოსარჩელეებმა კი, გაურკვეველი მიზეზების გამო, მითითებული ერთჯერადი დახმარება ვერ მიიღეს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კანონის წინაშე თანასწორობა, ერთის მხრივ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული უფლება, ხოლო მეორეს მხრივ ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგადი წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან.
საქართველოს კონსტიტუციის 11.1 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დისკრიმინაციის გარეშე ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლი შეეხება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფ ადამიანებს მიენიჭოთ თანაბარი პრივილეგიები და შესაბამისად, დაეკისროთ თანაბარი პასუხისმგებლობა. ზაკ-ის 4.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ პირთა თანასწორობის პრინციპი მოითხოვს, არც ერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ ეთქვას უარი ისეთივე დაცვაზე, რითიც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში. თანასწორობის მოთხოვნა უპირობოდ ირღვევა, თუ პირთა შორის არსებული თუნდაც მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას, ისევე როგორც აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა შეუთავსებელია თანასწორობის პრინციპთან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის N1-853 ბრძანებით დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხოვნა და ... წლის ... ...ს „...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული პირებისათვის (... დაზარალებული პირი), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, ფინანსური დახმარების სახით, გამოიყო ... ლარი, თითოეულის მიმართ ... ლარის ოდენობით, დანართის შესაბამისად. დადგენილია, რომ მოსარჩელეები არ ფიქსირდებიან დახმარებას დაქვემდებარებულ პირთა სიაში და მათზე დახმარება არ გაცემულა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ერთჯერადი დახმარების გაცემაზე. ამასთანავე, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის №...-ში მდებარე ... - „...სა“ და ...ა - „ნ...ის“ ცეცხლის წაკიდებით განადგურების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის N074260717801 და №002300117002 საქმეებზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის დეპარტამენტის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორისა და ქალაქ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის დაზარალებულად ცნობის დადგენილებებით - მოსარჩელე ფიზიკური პირები - რ. ა-ი, გ. ო-ი, გუ. ო-ი, თ. ქ-ა, მ. გ-ი, მ. ბ-ე, თ. გ-ი, ბ. ე-ი, ა. ბ-ე, თ. ე-ს, შ. ბ-ე, ნ. ს-ა, მ. წ-ი, მ. კ-ი, მ. ბ-ი, ნ. ფ-ი, მ. ფ-ი, თ. წ-ე, დ. მ-ი, თ. თ-ი, ქ. გ-ი, ბ. მ-ა, ვ. მ-ა, ვ. დ-ი, თ. ჯ-ე, ნ. გ-ა, მ. კ-ე, ნ. ც-ი, მ. კ-ა, გ. გ-ი, რ. უ-ა, ი. წ-ე, ა. წ-ი, მ. ბ-ე, ი. თ-ა, მ. ვ-ი, რ. გ-ი, ლ. მ-ი, ა. ტ-ი, ლ. ზ-ი, ლ. უ-ე, ფ. კ-ე, ქ. თ-ე, ა. მ-ი, ლ. გ-ე, ნ. გ-ა, ი. ბ-ე, ი. ს-ი, დ. ი-ი, ი. ქ-ი - ცნობილი იქნენ დაზარალებულებად, ხოლო მოსარჩელე მ. პ-ე დაზარალებულ პირად მიეთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე დადგენილი დასახელებული გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებს იმ პირებთან მიმართებით, ვინც დაექვემდებარა დახმარებას.
მართალია, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები არ აკისრებს თვითმმართველ ერთეულს ვალდებულებას, უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება და აღნიშნული სახის ქმედება წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის „კეთილ ნებას“, თუმცა, მისი მხრიდან პირთა ერთი ჯგუფის მიმართ გამოყენებული „კეთილი ნება“, არ ათავისუფლებს მას იმ ვალდებულებისაგან, გამოვლენილი ნება გაავრცელოს სხვა პირებზეც ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რამეთუ, დაუშვებელია, სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსი მიეკუთვნოს კონკრეტულ ჯგუფს დისკრიმინაციულად, ამისათვის სათანადო გამართლების გარეშე (სუსგ Nბს- 493(2კ-19), 04.07.2019წ.).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე