#68აგ-14 14 ივლისი, 2014 წელი
ა-ე დ., 68აგ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განჩინებაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის განაჩენით დ. ა-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დ. ა-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 18 იანვრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ა-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 6 თვით, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით – 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: დ. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ა-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 18 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ დ. ა-ის შუამდგომლობა განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის განაჩენი, ასევე – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ა-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2014 წლის 9 ივნისს მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმავე სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრისა და 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის, მათი გაუქმებისა და დ. ა-ის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2014 წლის 14 ივლისს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული დ. ა-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ დ. ა-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე