Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-962(2კ-24) 22 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ნ.გ-ისა და ზ.კ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.ა-ი, მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.ა-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1934 ბრძანება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, ნ.გ-ე და ზ.კ-ა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.ა-ის მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1934 ბრძანება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ნ.გ-ისა და ზ.კ-ას მიერ.

5.1 კასატორები - ნ.გ-ე და ზ.კ-ა აღნიშნავენ, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს გ.ა-იმა №... განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გ.ა-ისა და ნ.ჩ-ის საკუთრებაში არსებული ფართების (..,, ..., ..., ..., ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 28 სექტემბრის სხდომიდან №3570803 ამონაწერით დგინდება, რომ საბჭომ დადებითი შეფასება მისცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს. არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 ოქტომბრის №3591836 ბრძანებით გ.ა-ის 2017 წლის 25 აგვისტოს №... განცხადებასთან დაკავშირებით დადგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. ამავე გადაწყვეტილებით ხარვეზების გამოსასწორებლად განმცხადებელს განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) დღის ვადა და განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩებოდა განუხილველი. არქიტექტურის სამსახურის მიერ გ.ა-ის 2017 წლის 25 აგვისტოს №... განცხადება ამავე სამსახურის 2017 წლის 25 აგვისტოს №3591836 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზების აღმოუფხვრელობის გამო დარჩა განუხილველი.

2017 წლის 20 ნოემბერს გ.ა-იმა №... განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გ.ა-ისა და ნ.ჩ-ის საკუთრებაში არსებული ფართების (..., ..., ..., ..., ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გ.ა-ისა და ნ.ჩ-ის საკუთრებაში არსებული ფართების (..., ..., ..., ..., ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ბრძანებით მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 5 იანვრიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. 2019 წლის 28 ოქტომბერს გ.ა-იმა №... განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება. არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4726363 ბრძანებით დაკმაყოფილდა გ.ა-ის ზემოხსენებული განცხადება და ამავე სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 2021 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით.

საჯარო რეესტრის 2018 წლის 21 სექტემბრის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის №...) დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე არსებული, №... №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს გ.ა-ი. ამავე ამონაწერის თანახმად, №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს ნ.გ-ე, ხოლო №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეა ზ.კ-ა. არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (...) განთავსებული ინტერაქციული რუკის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ექცევა ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში (ისტ-2). საქმის მასალებში წარმოდგენილია 2019 წლის 10 ნოემბერს არქიტექტურის სამსახურის უფროსის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნილი №60- 011931415 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ გ.ა-ის 2017 წლის 20 ნოემბრის №... განცხადების განხილვის მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა ინფორმაცია ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის მიხედვით №3/1 შენობაზე, კერძოდ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე არსებული ფანჯრის ღიობის კანონიერების თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სადავოდ იყო გამხდარი არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე გ.ა-ის საკუთრებაში არსებული ფართების (№..., №..., და №..., საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და მშენებლობის ნებართვა. სადავო ბრძანების საფუძველზე ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე გ.ა-ის საკუთრებაში არსებულ ფართებზე განსახორციელებელი მშენებლობის შედეგად, სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის „ა-ა“ ღერძზე არსებული კედლით სრულად დაიფარება ამავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის მიხედვით №3/1 შენობაზე, კერძოდ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ნ.გ-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე განთავსებული ფანჯრის ღიობი, რაც გამოიწვევს არსებული ფანჯრის ფუნქციური დანიშნულების დაკარგვას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მათ შორის, 2019 წლის 10 ნოემბერს არქიტექტურის სამსახურის უფროსის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნილი №60-011931415 წერილით დგინდება, რომ 2017 წლის 20 ნოემბრის №... განცხადების საფუძველზე განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არქიტექტურული პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა ზემოაღნიშნული ფანჯრის ღიობის კანონიერების საკითხი.

კასატოების განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სადავო ბრძანების საფუძველზე ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე გ.ა-ის საკუთრებაში არსებულ ფართებზე განსახორციელებელი მშენებლობის შედეგად, სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის „ა-ა“ ღერძზე არსებული კედლით სრულად დაიფარება ამავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის მიხედვით №3/1 შენობაზე, კერძოდ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე არსებული ფანჯრის ღიობი, ადგილი ექნება კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე შეზღუდვას. შესაბამისად, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ 2017 წლის 20 ნოემბრის №... განცხადების საფუძველზე განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოკვლეულა ზემოაღნიშნული ფანჯრის ღიობის კანონიერების საკითხი, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არსებობდა ხსენებული განცხადების საფუძველზე გამოცემული არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე, გ.ა-ის საკუთრებაში არსებული ფართების რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.

ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში ნ.გ-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაიცა მითითება, თუმცა უნებართვოდ განხორცილებულ სამუშაოთა ჩამონათვალში არ იქნა მითითებული სადავო ღიობი, რადგან საინვენტარიზაციო გეგმაზე აღნიშნული ღიობი უკვე არსებობდა. შესაბამისად, მუნიციპალურმა ინსპექციამ საინვენტარიზაციო გეგმის გამოკვლევის შედეგად, ფანჯარა არ ჩათვალა უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით მოწყობილ სამუშაოთა სიაში, რაც გამორიცხავს სააპელაციო პალატის მითითებას ფანჯრის უკანონობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.გ-ემ დამატებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს სადავო ფანჯრის ლეგალიზების მოთხოვნით, რათა სამსახურის მიერ მისი უნებართვოდ მიჩნევის შემთხვევაში, მომხდარიყო მისი ლეგალიზება, თუმცა არქიტექტურის სამსახურის განმარტებით, რადგან საინვენტარიზაციოზე გეგმაზე ჩანდა სადავო ფანჯარა, ვერ მოხდებოდა მისი ლეგალიზება, რადგან საინვენტარიზაციო გეგმაზე ფანჯრის არსებობა უკვე ნიშნავდა მის კანონიერებას.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ ყურადღების მიღმა იქნა დატოვებული ის გარემოება, რომ ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის კრების ოქმები, რაც გ.ა-ის მიერ იქნა შედგენილი და არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი სანებართვო დოკუმენტაციის შესათანხმებლად. აღნიშნული მოცემულობით გ.ა-ისთან მიმართებით გაცემული არქიტექტურის სამსახურის ბრძანებებს საფუძველი გამოეცალა, რაც ასევე წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ეხებოდა ამხანაგობის კრების ოქმებს, გ.ა-იმა ნ.გ-ის საკუთრებაში არსებული ღიობის 90-იან წლებში არსებობა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად ნ.გ-ის უფლების შელახვა ღიობის გაუქმების გზით, დაადასტურა. არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანების გაცემით, ნ.გ-ის უფლება უხეშად დაირღვა, რადგან მის საკუთრებაში არსებული ღიობი, რომელიც სინათლის წყაროა, სრულად იფარება.

5.2 კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს გ.ა-იმა №... განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გ.ა-ისა და ნ.ჩ-ის საკუთრებაში არსებული ფართების (..., ..., ..., ..., ..., ..., და ..., საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 28 სექტემბრის სხდომიდან №3570803 ამონაწერით დგინდება, რომ ხსენებულმა საბჭომ დადებითი შეფასება მისცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს. ასევე უდავო გარემოებაა, რომ არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 ოქტომბრის №3591836 ბრძანებით გ.ა-ის 2017 წლის 25 აგვისტოს №... განცხადებასთან დაკავშირებით დადგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა. ამავე გადაწყვეტილებით ხარვეზების გამოსასწორებლად განმცხადებელს განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) დღის ვადა და განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩებოდა განუხილველი. არქიტექტურის სამსახურის მიერ გ.ა-ის 2017 წლის 25 აგვისტოს №... განცხადება ამავე სამსახურის 2017 წლის 25 აგვისტოს №3591836 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზების აღმოუფხვრელობის გამო დარჩა განუხილველი.

2017 წლის 20 ნოემბერს გ.ა-იმა №... განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გ.ა-ისა და ნ.ჩ-ის საკუთრებაში არსებული ფართების (..., ..., ..., ..., ..., ..., და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გ.ა-ისა და ნ.ჩ-ის საკუთრებაში არსებული ფართების (..., ..., ..., ..., ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ბრძანებით მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 5 იანვრიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით. 2019 წლის 28 ოქტომბერს გ.ა-იმა №... განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება. არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4726363 ბრძანებით დაკმაყოფილდა გ.ა-ის ზემოხსენებული განცხადება და ამავე სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 2021 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით.

საჯარო რეესტრის 2018 წლის 21 სექტემბრის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაცია №...) დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე არსებული, ..., ..., და ..., საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს გ.ა-ი. ამავე ამონაწერის თანახმად, ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს ნ.გ-ე, ხოლო ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეა ზ.კ-ა. არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www....) განთავსებული ინტერაქციული რუკის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ექცევა ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში (ისტ-2). 2019 წლის 10 ნოემბერს არქიტექტურის სამსახურის უფროსის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნილი №60-011931415 წერილით დგინდება, რომ გ.ა-ის 2017 წლის 20 ნოემბრის №... განცხადების განხილვის მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა ინფორმაცია ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის მიხედვით №3/1 შენობაზე, კერძოდ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე არსებული ფანჯრის ღიობის კანონიერების თაობაზე.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში სადავოდ გამხდარი იყო არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე გ.ა-ის საკუთრებაში არსებული ფართების (..., ..., და ..., საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ადმინისტრაციული ორგანო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანების საფუძველზე ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე გ.ა-ის საკუთრებაში არსებულ ფართებზე განსახორციელებელი მშენებლობის შედეგად, სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის „ა-ა“ ღერძზე არსებული კედლით სრულად დაიფარება ამავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის მიხედვით №3/1 შენობაზე, კერძოდ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ნ.გ-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე განთავსებული ფანჯრის ღიობი, რაც გამოიწვევს არსებული ფანჯრის ფუნქციური დანიშნულების დაკარგვას. საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მათ შორის, 2019 წლის 10 ნოემბერს არქიტექტურის სამსახურის უფროსის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადმოგზავნილი №60- 011931415 წერილით დგინდება, რომ 2017 წლის 20 ნოემბრის №... განცხადების საფუძველზე განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არქიტექტურული პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა ზემოაღნიშნული ფანჯრის ღიობის კანონიერების საკითხი. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ არსებობს ხსენებული განცხადების საფუძველზე გამოცემული არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე, გ.ა-ის საკუთრებაში არსებული ფართების რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამასთან, საყურადღებოა, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სადავო აქტების ძალაში დატოვების შემთხვევაში მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ზიანის მიყენების ფაქტს უტყუარად დადასტურდებოდა. არქიტექტურის სამსახურმა ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ სრულყოფილად არ შეუსწავლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტის გამოცემისას მოქმედებდა როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, რომლის უფლებამოსილებაა, რომ გამოიკვლიოს ქვემდგომი ადმინისრაციული ორგანოს მიერ რამდენად სრულყოფილად ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და რამდენად კანონიერად იქნა გამოცემული აქტი. ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიიღების პრეროგატივა სწორედ რომ აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, ხოლო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ შეისწავლოს ქვემდგომი ორგანოს ჩატარებული წარმოებისა და გამოცემული აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან. განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით ჩატარებული წარმოების ეტაპზე დადგენილ იქნა, რომ არქიტეტურის სამსახურს 2017 წლის 20 ნოემბრის №... განცხადების განხილვის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ვინაიდან, არქიტექტურის სამსახურის მიერ არ იყო გამოკვლეული ფანჯრის ღიობის კანონიერების საკითხი, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არსებობდა ხსენებული განცხადების საფუძველზე გამოცემული არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე, გ.ა-ის საკუთრებაში არსებული ფართების რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სწორედ აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, რომ თავად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის, ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მესამე პირთა უფლებებსა და ინტერესებზე. ამასთან დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, მხოლოდ დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტება არ შეიძლება გახდეს კონკრეტული ფაქტის დადგენის საფუძველი, თუ მისი დადგენა სხვა სამართლებრივი გზით არის შესაძლებელი (მაგ. წერილობითი მტკიცებულებით - საინვენტარიზაციო გეგმით და ა.შ.).

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აგრეთვე განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სასამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნციციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 5 დეკემბრის №6229412 ბრძანების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სასამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნციციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ელექტრონულად წარედგინა №... განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა, ქ. თბილისში ... ...ის №...-ში უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ლეგალიზება. საყურადღებოა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტი - №1934 ბრძანება გამოცემულია 2019 წლის 10 დეკემბერს, შესაბამისად, საჩივრის განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანო ობიექტურად ვერ მიიღებდა მხედველობაში ზემოაღნიშნულ განცხადებას მისი არარსებობის გამო.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.გ-ის და ზ.კ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ნ.გ-ის და ზ.კ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2009 წლის 22 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ცნობა-დახასიათების გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძველზე მითითებით, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით ...ის №...-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში სხვენი აღრიცხული არ არის (ტ.1, ს.ფ 179); ბ) 2018 წლის 21 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული, ..., ..., და ..., საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს გ.ა-ი; ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს ნ.გ-ე; ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეა ზ.კ-ა; ..., და ..., საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეა ნ.ჩ-ი (ტ.1, ს.ფ 298-301); გ) ზონალური საბჭოს 2016 წლის 15 დეკემბრის №3018477 გადაწყვეტილებით, გ.ა-ის მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ის ქუჩა, №...-ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი ...) ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდაზე და ინდივიდუალური პარამეტრების დადგენაზე (ტ.2, ს.ფ 21-22); დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2016 წლის 15 დეკემბრის №3007372 გადაწყვეტილებით, დადებითი შეფასება მიეცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით ქალაქმშენებლობითი პარამეტრების (კ1=0,5-დან კ1=0,8-მდე) მომატების საკითხს (ტ.2, ს.ფ 23-24); ე) 2017 წლის 20 ნოემბერს გ.ა-იმა №... განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გ.ა-ისა და ნ.ჩ-ის საკუთრებაში არსებულ ფართებზე (..., ..., ..., ..., ... ..., და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გ.ა-ისა და ნ.ჩ-ის საკუთრებაში არსებული ფართების ..., ..., ..., ..., ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ბრძანებით მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 5 იანვრიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ 219-221); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4726363 ბრძანებით დაკმაყოფილდა გ.ა-ის განცხადება და ამავე სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით (ტ.1, ს.ფ 28-30); ზ) 2017 წლის 28 დეკემბერს გ.ა-იმა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გაუგზავნა საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) არსებულ №3/1 შენობაზე არსებული ფანჯრის ამსახველი ფოტომასალა. მიუთითა, რომ ფანჯარა №3/1 შენობის გვერდითა ფასადზეა და გამოდის იმავე ნაკვეთზე არსებული საპროექტო №1/1 შენობის სახურავზე, რითიც ირღვევა სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. ფანჯარა მოგვიანებით იყო ამოჭრილი და მისი მოწყობა განხორციელებული იყო უკანონოდ. შესაბამისად, მოითხოვა ამ გარემოების გათვალიწინება მისი №1559421 განაცხადის განხილვის დროს (ტ.1, ს.ფ 34-35); თ) 2018 წლის 12 იანვარს და 2019 წლის 4 ოქტომბერს ნ.გ-ემ და ზ.კ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინეს №19/011801275-01 და №19/01192772909-01 ადმინისტრაციული საჩივრები (ტ.1. ს.ფ 94-100, 163-168). 2018 წლის 13 თებერვალს და 2018 წლის 15 მარტს ნ.გ-ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/0118044773-01 და №17-01180741735-10 ადმინისტრაციული საჩივრები (ტ.1 ს.ფ 130-134, ტ.2. ს.ფ. 40-45). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 26 იანვარს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორებმა დააზუსტეს ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვეს არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე, გ.ა-ის საკუთრებაში არსებული ფართების/რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა (ტ.1, ს.ფ 19-27, 155-156); ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 ოქტომბრის №12-01193021940-60 წერილით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე (საკადასტრო გეგმის მიხედვით №3/1 შენობა) განთავსებული ფანჯრის ღიობის კანონიერების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 ნოემბრის №60-011931415 წერილით იურიდიული სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს №... განცხადებით სამსახურს მიმართეს გ.ა-იმა და ნ.ჩ-იმა და ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (საკადასტრო კოდი:...) არსებული შენობების რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა მოითხოვეს. ამავდროულად, სამსახურის ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდებოდა მოქალაქეების - ზ.კ-ას და ნ.გ-ის 2017 წლის 23 მარტის №AR1488173, 5 აპრილის №AR1493100 და №AR1493106 განცხადებები, ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი ჩართვის თაობაზე. 2017 წლის 26 დეკემბერს, სამსახურის მიერ ჩატარებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი №ო-286, 26.12.2017წ.) გამოცხადებულმა ნ.გ-ემ და ზ.კ-ამ განმარტეს, რომ განსახორციელებელი სამუშაოები, ხელისშემშლელია არსებული ფანჯრის ღიობის ფუნქციონირებისთვის. რაც შეეხება არსებული ფანჯრის ღიობის კანონიერებას, ზეპირის მოსმენის სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, ღიობი დიდი ხანია არსებობს, თუმცა მისი კანონიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა (ტ.2, ს.ფ 68); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის წლის 23 ივლისის №... წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ სამსახურს ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში ..., ..., საკადასტრო კოდებზე დაცულ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში, შიდა აზომვითი ნახაზები არ ინახება, ხოლო უძრავი ნივთის (მიწის საკადასტრო კოდი: ...) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში შენობა-ნაგებობების სართულებრივი გეგმები დაცული არ არის და სამსახური მოკლებულია აღნიშნული დოკუმენტების ასლების მომზადების შესაძლებლობას. ამასთან, სააგენტოში დაცული მასალების მიხედვით, ვერ ხერხდება სიტუაციურ ნახაზზე რეგისტრირებული კოდების მონიშვნა (ტ.1, ს.ფ 175); ლ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1934 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ.გ-ისა და ზ.კ-ას 2018 წლის 12 იანვრის №19/011801275-01 და 2019 წლის 4 ოქტომბრის №19/01192772909-01 ადმინისტრაციული საჩივრები და ნ.გ-ის 2018 წლის 13 თებერვლის №19/0118044773-01 და 2018 წლის 15 მარტის №17-01180741735-10 ადმინისტრაციული საჩივრები. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე გ.ა-ის საკუთრებაში არსებული ფართების რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი (ტ.1, ს.ფ 19-27).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1934 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139), რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს (1.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

მითითებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, (1) მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა; (2) მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გ.ა-ისა და ნ.ჩ-ის საკუთრებაში არსებული ფართების ..., ..., ..., ..., ... ..., და ..., საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას..“ (სუს 21.02.2019წ. №ბს-1440 (2კ-18) განჩინება). კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, თუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ამასთან, მმართველობის კანონიერების პრინციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით ადრესატისადმი მიყენებული ზიანისა და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1934 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე გ.ა-ის საკუთრებაში არსებული ფართების რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. საყურადღებოა, რომ ამავე ბრძანებით დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ არქიტექტურული პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოკვლეულა ფანჯრის ღიობის კანონიერების საკითხი და შეფასება არ მისცემია იმ გარემოებას, რომ ღიობი განსახორციელებელი მშენებლობის შედეგად კედლით სრულად დაიფარება.

ამდენად, უდაოდ დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - 2018 წლის 4 იანვრის №3726229 ბრძანების ბათილად ცნობა დაუკავშირა არქიტექტურის სამსახურის მიერ, ნ.გ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე არსებული ფანჯრის ღიობის კანონიერების საკითხის დადგენას. ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და სწორედ ამიტომ, არქიტექტურის სამსახურს დაავალა ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, წინამდებარე დავაზე ქვემდგომი ინტანციის სასამართლოთა მიერ შეფასებული იქნა სადაო ფანჯრის ღიობის კანონიერების საკითხი. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი, კანონიერ ძალაში მყოფი არც ერთი სამართლებრივი აქტი, რომელიც დაადასტურებდა ფანჯრის ღიობის კანონიერებას და განსაზღვრავდა მის ლეგიტიმურობას. საგულისხმოა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს წარედგინა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა, თბილისში ... ...ის №...-ში უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ლეგალიზება „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილების (წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს) თანახმად. მითითებული გარემოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მხარემ თავად გამოხატა ნება, თავად მიიჩნია ღიობი უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით მოწყობილად და მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს ლეგალიზების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება სადაო ფანჯრის ღიობის კანონიერება, არ არსებობს საქმის გარემოებების დამატებით გამოკვლევის საჭიროება. შესაბამისად, მართებულია გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1934 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ნ.გ-ისა და ზ.კ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;

3. ჯ.ჭ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ნ.გ-ისა და ზ.კ-ას საკასაციო საჩივარზე 09.10.2024წ. №24097512856 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია