საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-99(კ-25) 10 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 408-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა დ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - ს. ქ-ა).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დავით ქურთევის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ქ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით დ. ქ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, კასტორის მიერ წარმოდგენილი იყო 2024 წლის 31 დეკემბრის N99716/22622 „ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტი“, რომელზეც აღნიშნული იყო გადახდის დანიშნულება, თუმცა მითითებული არ იყო როგორც მიმღების ბანკი, ასევე, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი. ამდენად, ვერ დგინდებოდა კასატორის მიერ თანხის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ჩარიცხვა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილ N99716/22622 „ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტში“ მითითებული იყო გადახდილი თანხა - 154 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 300 ლარს. დასაზუსტებელი იყო აგრეთვე, საკასაციო მოთხოვნაც. კასატორს, განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის მითითებით, ამასთან, 2024 წლის 31 დეკემბრის N99716/22622 „ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტში“ ასახული თანხის საქართველოს უზენაეს სასამართლოს ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალება) წარმოდგენა, ასევე, დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის შემდეგი წესით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა: გადახდის დანიშნულება - საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისთვის სახელმწიფო ბაჟის თანხის 100%, ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინება დ. ქ-იმა ჩაიბარა ხელზე საკასაციო სასამართლოში 2025 წლის 03 თებერვალს. ამდენად, საკასაციო პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 4 თებერვალს. შესაბამისად, მხარისათვის ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2025 წლის 10 თებერვალი (ორშაბათი), 24 საათი.
2025 წლის 26 თებერვალს საკასაციო სასამართლოში დარეგისტრირდა დ. ქ-ის Nბ-214-25 განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ (განცხადების შედგენის და ფოსტისთვის გადაცემის თარიღია 2025 წლის 20 თებერვალი). დ. ქ-იმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოადგინა მოთხოვნილი ბაჟის ქვითრები, თუმცა არ წარმოუდგენია დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში (2025 წლის 05 თებერვალს) სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი, რადგან კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით დავალებული ჰქონდა განჩინების ჩაბარებიდან (2025 წლის 03 თებერვლიდან) 07 დღის ვადაში (2025 წლის 10 თებერვლამდე (24:00 საათი)) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნებისა და დაზუსტებული საკასაციო საჩივრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა და არა თანხის დანიშნულ ვადაში გადახდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ დროულად არ წარმოადგინა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო დაზუსტებული საკასაციო საჩივარი საერთოდ არ წარმოუდგენია, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე დ. ქ-ის 2024 წლის 31 დეკემბერს №25320464070 საგადახდო დავალებით და 2025 წლის 05 თებერვალს N25803093568 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის - 150-150 ლარის, ჯამში 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 63-ე, 399-ე, 396-ე, 372-ე, 447-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;
2. დ. ქ-ის (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 31 დეკემბერს №25320464070 საგადახდო დავალებით და 2025 წლის 05 თებერვალს N25803093568 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150-150 ლარი, ჯამში 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი