საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-37(კ-25) 25 ივნისი, 2025 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ა...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ა...ს’’ წარმომადგენელმა 2019 წლის 15 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა: 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 ივლისის N04/39326 გადაწყვეტილება, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის N04/12638 გადაწყვეტილება და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ლ. ჯ-ეის, ი. ხ-ის, ა. ქ-ის, ვ. ა-ის, ა. ხ-ას, ე. კ-ეის, ნ. ჩ-ეის, ე. კ-ისა და მ. ლ-ას მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება 10493,06 ლარის ოდენობით (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა 21.03.2023 წლის სასამართლო სხდომაზე; იხ.21.03.2023 წ. სასამართლო სხდომის ოქმი). 1.2. ბათილად იქნეს ცნობილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის N04/63230 გადაწყვეტილება, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის N04/16852 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს პაციენტებისთვის - ლ. პ-ას, დ. ჯ-ის, ა. პ-ეისა და ნ. ხ-ეისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება 5 164,36 ლარის ოდენობით (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა 21.03.2023 წლის სასამართლო სხდომაზე; იხ.21.03.2023 წ. სასამართლო სხდომის ოქმი). 1.3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს "ა...ს" სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება ლ. ჯ-ეის, ი. ხ-ის, ა. ქ-ის, ვ. ა-ის, ა. ხ-ას, ე. კ-ეის, ნ. ჩ-ეის, ე. კ-ის, მ. ლ-ასა და ე. ფ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი თანხის - 10493,06 ლარის გადახდის დაყოვნებისათვის 1815,36 ლარის ოდენობით (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა 21.03.2023 წლის სასამართლო სხდომაზე; იხ.21.03.2023 წ. სასამართლო სხდომის ოქმი). 1.4. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს ,,ა...ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება ლ. პ-ას, დ. ჯ-ის, ა. პ-ეისა და ნ. ხ-ეისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი თანხის - 5164,36 ლარის გადახდის დაყოვნებისათვის 673,20 ლარის ოდენობით (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა 21.03.2023 წლის სასამართლო სხდომაზე; იხ.21.03.2023წ. სასამართლო სხდომის ოქმი). 1.5. ზიანის სახით მოპასუხე მხარეს დაეკისროს თანხა 2020 წლის 15 აპრილიდან ძირითადი თანხის 15 657, 42 ლარის 9,5%, რაც სამ წელზე დაანგარიშებით შეადგენს 4456,65 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ა...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 ივლისის N04/39326 გადაწყვეტილება, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის N04/12638 გადაწყვეტილება, ასევე "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის N04/63230 გადაწყვეტილება, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის N04/16852 გადაწყვეტილება ვ. ა-ის, ა. ხ-ას, ე. კ-ეის, ნ. ჩ-ეის, ე. კ-ის, ლ. პ-ას, დ. ჯ-ის, ი. ხ-ის და ა. ქ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მითითებული პირების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 ივლისის N04/39326 გადაწყვეტილება, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის N04/12638 გადაწყვეტილება, ასევე ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის N04/63230 გადაწყვეტილება, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის N04/16852 გადაწყვეტილება ლ. ჯ-ეის, მ. ლ-ას, ა. პ-ეის და ნ. ხ-ეის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების შედეგად სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა აღნიშნულ ნაწილში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შედეგად. კასატორი უთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-12 მუხლზე, ასევე მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ არსწორად მოხდა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სამართლებრივი ნორმების ანალიზი. არასწორად იქნა შეფასებული სადავო საკითხი, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით, შპს „ა...ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლის დანართი №1-ის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში - რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით განისაზღვრა პროგრამით მოსარგებლეთა წრე, პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი პირი (რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის 29 კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს) და პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება, კერძოდ, ამავე პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: ა) 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი); ბ) 2020 წლის 1 სექტემბრიდან: ბ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი), გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) №1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან განმახორციელებელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლზე და აღნიშნავს, რომ პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება. ხოლო მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს სხვადასხვა ეტაპებს, რომელთა შორისაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება.
ხსენებული დადგენილების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი განმარტავს, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ამასთან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ასანაზღაურებელი შემთხვევა და შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: ე) წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს; კ) ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ა...ში“ 2017 წლის ნოემბრის/დეკემბრის თვეში სამედიცინო მომსახურება გაეწიათ გადაუდებელი მდგომარეობით შესულ შემდეგ პაციენტებს: ლ. ჯ-ეეს (შემთხვევა N...), ი. ხ-ის (შემთხვევა N...), ა. ქ-ის (შემთხვევა N...), ვ. ა-ის (შემთხვევა N...), ა. ხ-ას (შემთხვევა N...), ე. კ-ეეს (შემთხვევა N...), ნ. ჩ-ეს (შემთხევის N...), ე. კ-ის (შემთხვევა N...), მ. ლ-ას (შემთხვევა N...), ამასთან, 2018 წლის ივნისის თვეში ასევე სამედიცინო დახმარება გაეწიათ გადაუდებელი მდგომარეობით შესულ პაციენტებს: დ. ჯ-ის (შემთხვევის N...), ლ. პ-ას (შემთხვევის N...), ნ. ხ-ეეს (შემთხვევა N...) და ა. პ-ეს (შემთხვევა N ).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული ყველა პაციენტი წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მოსარგებლე პირებს.
შპს „ა...ის“ მიერ 2018 წლის 20 თებერვალს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ ი. ხ-იმა (...წ.) სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2017 წლის 15 დეკემბერს, 17:27 სთ-ზე. პაციენტს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი: ...; ...; ..., .... პაციენტის ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო საყურადღებო, მწვავე. მწვავე ...ის არსებობას ადასტურებდა: ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ...; პაციენტს ჩაუტარდა ...თან კონსულტაცია: ...; 37 შპს „ა...ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ი. ხ-ითან დაკავშირებით გაკეთდა შეტყობინება N..., სადაც დაფიქსირდა შემდეგი მონაცემები: შემთხვევის სტატუსი - გადაუდებელი, ტიპი - ძირითადი, სახელმწიფო კოდი - ..., დასახელება - ..., კლფისიკატორი - .... პერიოდი - 15.12.2017წ. 17:27 – 19.12.2017წ. 18:00 სთ
შპს „ა...ის“ მიერ 2017 წლის 20 დეკემბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ ა. ქ-იმა (...წ.) სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2017 წლის 9 დეკემბერს, 20:28 სთ-ზე. პაციენტს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი: მწვავე ... .... პაციენტის ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე, საყურადღებო. მწვავე ...ს არსებობას ადასტურებდა: ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ექოსკოპია, პაციენტს ჩაუტარდა ...თან კონსულტაცია: ..., ასევე ..., ...; შპს „ა...ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ა. ქ-ითან დაკავშირებით გაკეთდა შეტყობინება N..., სადაც დაფიქსირდა შემდეგი მონაცემები: შემთხვევის სტატუსი - გადაუდებელი, ტიპი - ძირითადი, სახელმწიფო კოდი - ..., დასახელება - ..., კლფისიკატორი - .... პერიოდი - 09.12.2017წ. 20:38 – 13.12.2017წ. 17:00 სთ.
სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, ახალშობილ პაციენტებს ვ. ა-ის, ა. ხ-ას, ე. კ-ეეს, ნ. ჩ-ეეს, გამოხატული ...ს, მომატებული ... მაჩვენებლის და ...ის საჭიროების გამო გაეწიათ პირველი დონის მეთვალყურეობა და მათი შემთხვევები გადაცემულ იქნა სტატუსით-გადაუდებელი. ე. კ-ის შემთხვევაში, აღინიშნებოდა ..., ..., ...-ზე. გაკონტროლდა ...-ის მაჩვენებლი, ჩარევას არ საჭიროებდა, ახალშობილთან გამოხატულია ზოგადი ..., ..., აღენიშნება ... ეპიზოდები, ..., რის გამოც მოთავსდა პირველი დონის მეთვალყურეობის ქვეშ. ახალშობილი - ლ. პ-ა - ..., ... ასაკის შესაბამისი, სიცოცხლის მე-4 დღეს გამოეხატა კანის და ხილული ... სქემით მოიცავდა პირველ, მეორე - მესამე ზონებს. განისაზღვრა ... - პროტოკოლის მიხედვით საჭიროებდა ...ს, მოთავსდა პირველი დონის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პაციენტი - ახალშობილ დ. ჯ-ი - მომატებული ... ფონზე, განისაზღვრა ...-..., ახალშობილი საჭიროებდა ...ს, მოთავსდა პირველი დონის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მოცემული პაციენტების შემთხვევებიც გადაცემულ იქნა გადაუდებელი სტატუსით.
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ი. ხ-ის და ა. ქ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარი დაეფუძნა იმ არგუმენტს, რომ ინსპექტირების ეტაპზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დადასტურდა გადაუდებელი თერაპიული მომსახურება წარდგენილი დიაგნოზით. პაციენტების ვ. ა-ის, ა. ხ-ას, ე. კ-ეის, ნ. ჩ-ეის, ე. კ-ის მიმართ, წარდგენილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციით არ დადასტურდა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარდგენილი ხანგრძლივობით, ლ. პ-ას და დ. ჯ-ის შემთხვევაში, ინსპექტირების ეტაპზე განმახორციელებელმა მიიჩნია, რომ არ დადასტურდა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარდგენილი დიაგნოზითა და ხანგრძლივობით.
აღნიშნული პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამრიგად, მოცემული ნორმიდან გამომდინარე, გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდება, თუკი სამედიცინო დაწესებულება არასწორად, პაციენტის მდგომარეობის შეუსაბამოდ გადასცემს ინფორმაციას პროგრამის განმახორციელებელს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიერ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კონკრეტული სამედიცინო მომსახურების გაწევა ვ. ა-ის, ა. ხ-ას, ე. კ-ეის, ნ. ჩ-ეის, ე. კ-ის, ლ. პ-ას, დ. ჯ-ის, ი. ხ-ის და ა. ქ-ის მიმართ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და პირველი დონის ინტენსიური მოვლის გაწევა ისეთ პაციენტების მიმართ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებდა მყისიერ ჩარევას, შემდგომი ლეტალური გამოსავლის ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ დასახელებული პაციენტებისათვის პირველი დონის ინტენსიური მოვლა განპირობებული იყო მათი ...თა და დიაგნოზით, ვინაიდან, ადმნისტრაციული ორგანოს მიერ შედავებული არ არის არც დასმული დიაგნოზი და არც ჩატარებული მკურნალობის სისწორე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ახალშობილ პაციენტებთან დაკავშირებით სპეციალისტის ახსნა-განმარტებაზე და მოცემულ პაციენტებთან დაკავშირებით, სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლების დასკვნას, რომ აღნიშნული პაციენტების მიმართ დასტურდება I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარდგენილი დიაგნოზით და ხანგრძლივობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, სადავო გადაწყვეტილებების - „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 ივლისის N04/39326 გადაწყვეტილებისა და ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის N04/63230 გადაწყვეტილების (ვ. ა-ისთვის, ა. ხ-ასთვის, ე. კ-ეისთვის, ნ. ჩ-ეისთვის, ე. კ-ისთვის, ლ. პ-ასთვის, დ. ჯ-ისთვის, ი. ხ-ისთვის და ა. ქ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად ცნობის მართებულობასთან დაკავშირებით. ასევე ეთანხმება ამ გადაწყვეტილების თანმდევი შედეგის დადგომას, მოპასუხე მხარისათვის, მითითებული პირების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურების დავალების თაობაზე.
რაც შეეხება პაციენტების - ლ. ჯ-ეის, მ. ლ-ას, ა. პ-ეის და ნ. ხ-ეის მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 ივლისის N04/39326 გადაწყვეტილებითა და ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის N04/63230 გადაწყვეტილებით, შპს „ა...ს“ უარი ეთქვა პაციენტების - ლ. ჯ-ეის, მ. ლ-ას, ა. პ-ეის და ნ. ხ-ეის მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე. მათთან დაკავშირებით, სადავო აქტებში მითითებულია შემდეგი საფუძვლები - ლ. ჯ-ეის შემთხვევაში აღნიშნულია, რომ - მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, კერძოდ-..., დაუზუსტებელი ლოკალიზაციის/გადაუდებელი თერაპია ფინანსდება 0-დან 5 წლის ჩათვლით და ორსული მოსარგებლეთათვის. პაციენტ მ. ლ-ასთან მიმართებით, განმახორციელებლის მითითებით, ინსპექტირების ეტაპზე წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციით არ დადასტურდა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარდგენილი დიაგნოზით და ხანგრძლივობით, ამასთან, დაფიქსირებულია პროგრამის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირობების დარღვევა. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ძირითადი ... კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუქნტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე. ა. პ-ესთან მიმართებით განმახორციელებელმა მიიჩნია, რომ ინსპექტირების ეტაპზე წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციით არ დადასტურდა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარდგენილი დიაგნოზით/დაზუსტებით და დაყოვნებით, ხოლო პაციენტ ნ. ხ-ეესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ინსპექტირების ეტაპზე წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციით არ დადასტურდა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარდგენილი დიაგნოზით/დაზუსტებით და დაყოვნებით. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე.
მოცემული სადავო სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების თაობაზე, უარის თქმის გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ლ. ჯ-ეე სტაციონარში მოთავსდა 26.12.2017 წ. 20:33 საათზე. პაციენტს დაუდგინა შემდეგი დიაგნოზი: ..., დაუზუსტებელი .... საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.7.-ის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 35 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამა ითვალისწინებს №1.7.1 დანართში მოცემული დაავადებების სტაციონარულ მკურნალობას; სამედიცინო შემთხვევების ამონარიდით დასტურდება, რომ კლინიკის მიერ შემთხვევა დარეგისტრირდა სხვა ...ის კოდით. წარმოდგენილი გადაწყვეტილებით კი ირკვევა, რომ პროგრამის განმახორციელებელმა კლინიკას შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი უთხრა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ..., დაუზუსტებელი ლოკალიზაციის/გადაუდებელი თერაპია ფინანსდება 0-დან 5 წლის ჩათვლით და ორსული მოსარგებლეთათვის.
მ. ლ-ა შპს „ა...ში“ შესული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 19.11.2017 წელს 17:31 საათზე, დიაგნოზით: ..., რომელიც არ არის დადასტურებული, როგორც ... ან ..., .... პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა, კერძოდ გამოეხატა სუნთქვის უკმარისობა. რისკების გათვალისწინებით, პაციენტი გადაყვანილი იყო რეანიმაციულ განყოფილებაში, საიდანაც დიაგნოსტირებული დაავადებების გათვალისწინებით, პაციენტს გაუგრძელდა თერაპიულ განყოფილებაში I დონის ინტენსიური მკურნალობა (..., ..., ..., ..., ..., ..., ...), კლინიკურად პაციენტი იყო ..., ..., საჭიროებდა ... ვარჯიშებს, კვება ხორციელდებოდა ...ით, ..., ...ს მაღალი მაჩვენებლების კორექცია ხდებოდა ...ით. ხოლო ნ. ხ-ეის სამედიცინო დოკუმენტაციით დგინდება, რომ სტაციონარში მოთავსდა და დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზით: ..., ...; ...; ...; ...; .... შპს „ა...ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ნ. ხ-ეესთან დაკავშირებით გაკეთდა შეტყობინება N..., სადაც დაფიქსირდა შემდეგი მონაცემები: შემთხვევის სტატუსი - გადაუდებელი, ტიპი - თანმხლები, სახელმწიფო კოდი -..., დასახელება - პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა, კლფისიკატორი - .... პერიოდი - 25.06.2018წ. 11:05 – 28.06.2018წ. 10:00 სთ. შემთხვევის სტატუსი - გადაუდებელი, ტიპი - ძირითადი, სახელმწიფო კოდი -..., დასახელება - ...ავადმყოფობების დროს, კლაფისიკატორი - ... პერიოდი - 28.06.2018წ. 10:00 – 29.06.2018წ. 17:00 სთ
ნ. ხ-ეე (04.07.1949წ.) სტაციონარში 25.06.2018 წლის 11:05 საათზე მოთავსდა; პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი: ..., ...; ...; ...; ...; ...; მოკლე ...თ: პაციენტის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანამდე პაციენტს რამდენიმე საათით ადრე უეცრად გამოეხატა ..., ..., ..., ჩივილების ინტენსივობამ დინამიკაში მოიმატა, რის გამოც კლინიკას თვითდინებით მიაკითხა; პაციენტს ჩაუტარდა: ..., ..., ...; ...; ...; ...; ...; ...; კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ..., ... კვლევა, ... ბალანსის განსაზღვრა სისხლში; ... კვლევა (...) - აღნიშნული კვლევით ... ... ...ის აუზში; ...ის, ...ის კონსულტაცია; ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე, პაციენტი უჩივის ...ს, ...ს, ...ს, ...ს, ...ს, ზოგად 17 სისუსტეს, ...ს, ...; ..., ..., სპონტანურად ახელს თვალს, მოგვიანებით ასრულებს მიცემულ მარტივ დავალებებს, მეტყველება - ..., ...; ... - ცოცხალი, თვალის კაკლების დგომა სწორი, ვლინდება ... ...ს, მარჯვნივ გასადავებულია ..., ... დეფიციტი არ ვლინდება, ... ცოცხალი, .... პათოლოგიური რეფლექსებიდან იწვევა ... მარჯვნივ, ... ნიშნები - უარყოფითი; ჩატარებული მკურნალობა: კლინიკაში შესვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, საყურადღებო, გამოხატული იყო ძილიანობა, აყვანილი იქნა ...ზე, მიეწოდებოდა დატენიანებული ჟანგბადი, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, დაწყებული იქნა პირველი დონის ინტენსიური მეთვალყურეობა, ... კვლევით ვლინდება ... ... ...ის აუზში, პაციენტი მოთავსდა ...ია-... განყოფილების ინტენსიურ სექტორში, სადაც გაგრძელდა ..., ..., დაენიშნა ..., ..., ..., სიმპტომური მკურნალობა, სხეულის მოვლა, ...ს კონტროლი, არტერიული წნევის მონიტორინგი, საჭიროებდა ...იური სტატუსის შეფასებას დინამიკაში, პაციენტს უტარდებოდა ...ის მონიტორინგი, ..., არტერიული წნევის კონტროლი და .... ...ით, ...ით მკურნალობა, ...იური სტატუსის შეფასება დინამიკაში, პერიოდულად გამოხატული იყო ..., საჭიროებდა ...ს. ჩატარებული მკურნალობის ფონზე პაციენტის მდგომარეობა - ...იური სტატუსი დინამიკაში შედარებით გაუმჯობესდა, ცნობიერების ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა დარჩა გაბრუებული. 27.06.2018 წ. 10:00 საათიდან გაგრძელდა მკურნალობა პალატის რეჟიმში გაწერამდე, უტარდებოდა ..., ..., არტერიული წნევის კონტროლი და ..., ... საშუალებებით, სიმპტომური მკურნალობა; 25.06.2018 წ. 11:05 საათიდან პაციენტს უტარდებოდა ინტენსიური თერაპიის I დონის შესაბამისი მკურნალობა 28.06.2018წ. 10:00 საათამდე. 28.06.2018წ. 10:00 საათიდან გაუგრძელდა მკურნალობა პალატის რეჟიმში გაწერამდე 29.05.2018 17:00 საათამდე. კლინიკიდან გაწერისას პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. შპს „ა...ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ნ. ხ-ეესთან დაკავშირებით გაკეთდა შეტყობინება N..., სადაც დაფიქსირდა შემდეგი მონაცემები: შემთხვევის სტატუსი - გადაუდებელი, ტიპი - თანმხლები, სახელმწიფო კოდი -..., დასახელება - პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა, კლფისიკატორი - .... პერიოდი - 25.06.2018წ. 11:05 – 28.06.2018წ. 10:00 სთ. შემთხვევის სტატუსი - გადაუდებელი, ტიპი - ძირითადი, სახელმწიფო კოდი -..., დასახელება - ...ავადმყოფობების დროს, კლაფისიკატორი - ... პერიოდი - 28.06.2018წ. 10:00 – 29.06.2018წ. 17:00 სთ
ა. პ-ე (21.06.1953წ.) სტაციონარში 21.06.2018 წლის 17:20 საათზე მოთავსდა; პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი: ...; ... (...), ..., ... დაავადება (...). ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე, კლინიკაში შესვლისას პაციენტი ძილიანობს, ...ში, მეტყველება შენელებული, გუგები მრგვალი, თანაბარი, ... შენახული, გამოხატულია ..., ..., ...ით, ... იწვევა საშუალო სიცხოველით, თანაბრად. ... იწვევა ორმხრივ არამუდმივად. კვება - ...ით, ... - ...ით. შპს „ა...ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ა. პ-ესთან დაკავშირებით გაკეთდა შეტყობინება N..., სადაც დაფიქსირდა შემდეგი მონაცემები: შემთხვევის სტატუსი - გადაუდებელი, ტიპი - ძირითადი, სახელმწიფო კოდი -..., დასახელება - პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა, კლაფისიკატორი - .... პერიოდი - 21.06.2018წ. 17:20 – 29.06.2018წ. 16:00 სთ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ ლ. ჯ-ეის სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხის მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ლ. ჯ-ეის შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი ნათქვამია იმ არგუმენტზე მითითებით, რომ შემთხვევა ფინანსდება 0-5 წლამდე პაციენტისა და ორსულის მიმართვის შემთხვევაში, თუმცა არ არის დასაბუთებული რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა პაციენტი. ამდენად, მოცემულ პაციენტთან დაკავშირებით დამატებით შესწავლას საჭიროებს მისი სამედიცინო დოკუმენტაცია, ჩატარებული მკურნალობა და შემთხვევის ანაზღაურების საკითხი.
პალატა ასევე ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ სადავო სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით მონიტორინგის შედეგების ამსახველი ოქმის არსებობას, სადავო საკითხების გადასაწყვეტად, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება და მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილების მე-12 მუხლის 2-5 ნაწილებზე, კერძოდ მონიტორინგის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეტყობინებისას მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებთან გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, მიმწოდებელთან განხორციელდეს განმეორებითი ვიზიტი. თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები ან შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინების სისტემაში მიწოდებულ შესაბამის ინფორმაციას (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული მონიტორინგის წესის გათვალისწინებით) ან შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია ამ დანართის მე-11 მუხლის პირველი და 1 1 პუნქტებით განსაზღვრული პირობები ან სახეზეა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება ან სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება 24 საათზე ნაკლებია (გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა), ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება. (30.10.2017 N 486). ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მონიტორინგის განმახორციელებელი ადგენს ოქმს 2 ეგზემპლარად, რომლის ფორმაც განისაზღვრება პროგრამის განმახორციელებლის მიერ. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. ოქმის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. განსახილველ შემთხვევაში წერილობითი დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, სადავო შემთხვევების ინსპექტირება ადგილზე, პაციენტებთან ვიზიტით განხორციელდა თუ მათი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული აქტები არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რატომ არ იქნა მოცემული შემთხვევები ანაზღაურებული და რატომ არ იქნა სარწმუნოდ მიჩნეული პირველი დონის ინტენსიური მოვლა ჩატარებულად. ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია რაიმე სარწმუნო მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო შემთხვევებში პაციენტების მდგომარეობა სტაბილური იყო და არ საჭიროებდნენ ინტენსიურ მოვლას. პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები მითითებული პაციენტების (ლ. ჯ-ეის, მ. ლ-ას, ა. პ-ეის და ნ. ხ-ეის) ნაწილში. მოპასუხე მხარემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ისე მიიღო გადაწყვეტილებები, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კონკრეტული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, რომ არ მიუთითა კონკრეტულად რაში მდგომარეობდა სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული ხარვეზები, რის გამოც შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული არ იყო სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მტკიცებულებებით, მას თავად შეეძლო, ამგვარი საკითხის გადასაწყვეტად (რაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა) მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა კანონით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას. ამდენად, გასაჩივრებული აქტი ვერ პასუხობს დასაბუთებულობის შესაბამის სტანდარტს. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ფაქტობრივად ფორმალური ხასიათისაა და არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების არამართლზომიერების დამადასტურებელ მოსაზრებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და შეაფასოს როგორც სადავო აქტების კანონიერება, ისე საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი განხილვის საჭიროებას ქმნის. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება.
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 5 თებერვალს №02781 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1624,18 ლარის 70% - 1136,92 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ.შონია
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ.მაკარიძე