Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-59(კ-25) 27 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „ა...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 6 დეკემბერს შპს „ა...ს“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის მიმართ და მოითხოვა, სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0 18 01885185 აქტის, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №MIA 0 18 02331854 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის შპს „ა...ს“ მიერ 2018 წლის 05 აგვისტოს წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, 2014 წლის 23 ივნისს განხორციელდა შპს „ა...ს“ და შპს „ე...“-ს შერწყმა, რის შემდგომაც მოსარჩელე გახდა შპს „ე...“-ს უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე, რომელთა შორის იყო ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალება - უნაგირა საწევარა თავისი მისაბმელით (მოდელი - ...). ავტოსატრანსპორტო საშუალება ... (უნაგირა საწევარი და ნახევარმისაბმელი) საქართველოში შემოყვანილ იქნა 1998 წელს და მოხდა მათი განბაჟება. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმებისას აღმოჩნდა, რომ 1998 წელს, მაშინ როდესაც განხორციელდა მანქანების განბაჟება და საქართველოში შემოყვანა, სარეგისტრაციო მოწმობები გაიცა მხოლოდ უნაგირა საწევარაზე, ხოლო ნახევრადმისაბმელებზე არ არის გაცემული სარეგისტრაციო მოწმობები. შპს „ა...მ’’ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ ფილიალს და მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია. მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0 18 01885185 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციაზე. მოსარჩელე შპს „ა...მ’’ 2018 წლის 30 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0 18 01885185 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია; 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0 18 01885185 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რეგისტრაციაზე უარის თქმის თობაზე, არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0 18 01885185 და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №MIA 0 18 02331854 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების, ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის "მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" N150-ე ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება: ა) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ან დამოწმებული: ა.ა) სააღრიცხვო ბარათით, სარეგიტრაციო ჩანაწერით, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით ან/და ტექნიკური ტალონით. ა.ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ა.გ) ერთობლივი განცხადებით (დანართი № 1); ა.დ) უფლების გადაცემის ბარათით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარმოდგენის შემთხვევაში); ა.ე) ამ ინსტრუქციის მე-40 მუხლით განსაზღვრული წესით დამოწმებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით; ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი, გამოცემული ან/და დამოწმებული: ბ.ა) სასამართლო აქტით; ბ.ბ) გადაწყვეტილებით; ბ.გ) განკარგულებით; ბ.დ) ბრძანებით; ბ.ე) აუქციონის ოქმით; ბ. ვ) საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ დადებული გარიგებით; ბ.ზ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება; ბ.თ) მიღება-ჩაბარების აქტით; ბ.ი) სასაქონლო დეკლარაციით; ბ.კ) საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი სხვა სამართლებრივი აქტით; გ) საკუთრების უფლების წარმოშობის ამსახველი ნოტარიუსის მიერ გაცემული ან დამოწმებული სანოტარო აქტით; დ) რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის და 283-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის განხორციელების თაობაზე, მოგირავნის განცხადებითა და გირავნობის ხელშეკრულებით; ე) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაცემული დოკუმენტით; ვ) გაკოტრების მმართველის ან ლიკვიდატორის მიერ თავისი კომპენპეტენციის ფარგლებში შედგენილი ან/და გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით; ზ) ქარხანა-დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ინვოისით ან/და მიღება-ჩაბარების აქტით; თ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის შეძენასთან დაკავშირებით სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა-ანგარიშით; ი) სააგენტოში რეგისტრირებული ლიზინგის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: ი.ა) სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ლიზინგის მიმღების განცხადებითა და ლიზინგის ხელშეკრულებით, რომლითაც დასტურდება ლიზინგის მიმღების უფლება ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შესახებ; ი.ბ) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.ე“ ქვეპუნქტებით, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სატვირთო საბაჟო დეკლარაციებზე, რომლებითაც დგინდება, რომ სადავო მოძრავი ქონებები (... და ...) გამოგზავნილია დიდი ბრიტანეთიდან (ლონდონიდან), საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი აქვს 1998 წლის 04 მარტს და ამავე წლის 04 მაისს. ზემოაღნიშნული ქონებები აღწერილია შემდეგნაირად: უნაგირი საწევარა ... და ტრაილერი (ცისტერნა) (შასი ... და შასი ..., ძრავა ... და ...).

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, 2000 წლის 18 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებულ იქნა N146 ბრძანება "მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების საგზაო პოლიციაში რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ", რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1996 წლის 9 აგვისტოს N 681 ბრძანებით (დანართი N 6) დამტკიცებული ”ავტოსატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების რეგისტრაციის წესები“.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს არ ჰქონდა შესწავლილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო მოძრავი ქონებების შემოსვლის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებით და დარღვეული იყო სადავოდ გამხდარი აქტების მიღებისას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სასამართლომ მიუთითა ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N150-ე ბრძანების 3.3. მუხლზე, რომლის თანახმად რეგისტრაცია არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა. ამავე ბრძანების მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო რეგისტრაციის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები და სპეცტექნიკა კონსტრუქციული დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით იყოფა შემდეგი სახის ტიპებად: მსუბუქი ავტომობილები, ავტობუსი, სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. თავის მხრივ მისაბმელები იყოფა შემდეგი სახის ტიპებად: მსუბუქი ავტომობილის მისაბმელი; სამგზავრო მისაბმელი; სამგზავრო ნახევარმისაბმელი; სატვირთო ავტომობილის მისაბმელი (ნახევარ-მისაბმელი); ბორტიანი მისაბმელი; თვითმცლელი მისაბმელი; ცისტერნა მისაბმელი; ფურგონი მისაბმელი; სპეციალიზებული მისაბმელი; სპეციალური მისაბმელი; ბორტიანი ნახევარმისაბმელი; თვითმცლელი ნახევარმისაბმელი; ცისტერნა ნახევარმისაბმელი; ფურგონი ნახევარმისაბმელი; სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი; სპეციალური ნახევარმისაბმელი.

სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოპასუხე მხარეს არ უმსჯელია და არ შეუსწავლია სატვირთო საბაჟო დეკლარაციები, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ა...’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია შემდეგი: შპს ,,ა...-ს“ სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალებები: 1. უნაგირა საწევარა ... ... შასი ..., ძრავა .... 2. ... ტრაილერი ... შასი ..., ძრავა .... ორივე სატრანსპორტო საშუალება შემოყვანილია ნახევრად მისაბმელებთან ერთად და განბაჟებულია საქართველოში 1998 წელს. 1998 წელს გაიცა საბაჟო დეკლარაციები ორ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე (უნაგირა საწევარა) საიდენტიფიკაციო კოდი ... და .... საბაჟო დეკლარაცია არ მოიცავს მისაბმელების საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ორივე შემთხვევაში რეგისტრაცია განხორციელდა და სარეგისტრაციო მოწმობები გაიცა, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებზე. ნახევრადმისაბმელებზე რეგისტრაცია არ არის განხორციელებული და არც სარეგისტრაციო მოწმობებია გაცემული. შპს ,,ავ...-ს’’ (ს/კ ...) 18.04.2016 წლის N2/159 და 28.04.2016 წლის N2/181 ცნობების მიხედვით, ნახევარმისაბმელიანი ცისტერნის ,,...’’, სარეგისტრაციო ნომერია ..., შასის № უნომრო, ხოლო ,,...’’, სარეგისტრაციო №..., შასის №2922. ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სსიპ სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.06.2016 წლის N0032257316 დასკვნისა და 06.06.2016 წლის N003259316 დასკვნის თანახმად ნახევარმისაბმელიანი ,,...’’, სარეგისტრაციო №..., შასის №..., ხოლო ნახევარმისაბმელიანი ცისტერნის ,,...’’, სარეგისტრაციო ნომერია ..., შასის № უნომრო (შასის საიდენტიფიკაციო ნომერი არ გააჩნია შესაძლებელია ძლიერი ექსპლუატაციური ცვეთის მიზეზით).

პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ა...’’-ს იურიდიული ინტერესია ნახევრადმისაბმელების ,,...’’ (შასის N უნომრო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა და შპს ,,ა...’’-ს სახელზე რეგისტრაცია, აგრეთვე ...’’, შასის N...-ის შპს ,,ა...’’-ს სახელზე რეგისტრაცია. მომსახურების სააგენტოს 05.08.2018 წლის №MIA 0 18 01885185 გადაწყვეტილებით, შპს ,,ა...-ს’’ უარი ეთქვა სატრანსპორტო საშუალებების - მისაბმელების რეგისტრაციაზე, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული “მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქციით იმპერატიულად დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული დოკუმენტები (საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი) მომსახურების სააგენტოს 05.08.2018 წლის №MIA 0 18 01885185 გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 25.09.2018 წლის გადაწყვეტილებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების’’ შესახებ საქართველოს კანონზე, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.01.2007წ. №150 ბრძანების თანდართული ინსტრუქციის შესაბამის მუხლებზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტები იმპერატიულად ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ვალდებულებას, განსაზღვრავს იმ დოკუმეტების ჩამონათვალს, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში პირველად დარეგისტრირებას (აღრიცხვაზე აყვანა), სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მის დაშვებას, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვას. წინამდებარე საქმის მასალებით დასტურდება, რომ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პირველადი რეგისტრაციის მიზნით, მოსარჩელე შპს ,,ა...-ს“ მიერ, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორანოში არ იქნა წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.01.2007 წლის N 150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ’’ ინსტრუქციის მე-11, 26-ე მუხლებით განსაზღვრული დოკუმენტები - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დადამადასტურებელი დოკუმეტი, ასევე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის შესაძლებლობის არსებობა. პალატამ მიუთითა ასევე ამავე ინსტრუქციის 3.18. მუხლზე, რომლის თანახმად, დათვალიერება არის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალური შედარება.

პალატის მოსაზრებით, სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებული რეგისტრაცია და რეგისტრაციისა გაუქმების საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. პალატამ გაიზიარა სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში, სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე აპელანტის მიერ დაფიქსირებულ შეფასებები, დასკვნები დავის საგანთან მიმართებაში და მიიჩნია რომ არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი. ასევე არ დასტურდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის ისეთი არსებითი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სახეზე არ არის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველები და სახეზეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა...მ’’, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც ძალაში დარჩება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

კასატორის მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი. სასამართლოს მიერ არასწორად განხორციელდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და არ გაითვალისწინა შპს „ა...“-ს პოზიცია, რომელიც ადასტურებდა, რომ 2014 წელს განხორციელდა შპს „ა...“-ს და შპს ,,ე...’’-ს შერწყმა, რის შემდეგაც შპს ,,ე...’’-ს უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე, რომელთა შორის იყო ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალება - უნაგირა საწევარა თავისი მისაბმელით (მოდელი - ...). სატრანსპორტო საშუალება ... (უნაგირა საწევარი და ნახევარმისაბმელი) საქართველოში შემოყვანილი იქნა 1998 წელს და მოხდა მათი განბაჟება. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმებისას აღმოჩნდა, რომ 1998 წელს, მაშინ როცა მოხდა მანქანის განბაჟება და საქართველოში შემოყვანა, სარეგისტრაციო მოწმობები გაიცა მხოლოდ უნაგირა საწევარაზე, ხოლო ნახევრადმისაბმელებზე არ არის გაცემული სარეგისტრაციო მოწმობები. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქმეში წარმოდგენილი სატვირთო საბაჟო დეკლარაციები, რომლითაც დასტურება, რომ უნაგირა საწევარას თან ახლდა მისაბმელიც და შპს ,,ავ...ს’’ მიერ გაცემული ცნობები. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა 2016 წლის 6 ივნისის N003257316 და 2016 წლის 13 ივნისის N003406416 და 2016 წლის 13 ივნისის N003407416 ექსპერტიზის დასკვნები. არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ 1998 წელს, როდესაც მოხდა მანქანების განბაჟება და საქართველოში შემოყვანა, დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ მოწმობები გაიცა მხოლოდ უნაგირა საწევარაზე, ხოლო ნახევარმისაბმელებზე არ განხორციელებულა გაცემა. კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ ვერ მოხდა დოკუმენტების მოძიება ხანდაზმულობის ვადის გასვლიდან გამომდინარე მათი განადგურების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ საკითხზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილება, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებლად შეზღუდვა. მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას არ იყო შესწავლილი და გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მოპასუხე მხარის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეული იქნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით შპს „ა...“-ს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინებით შპს „ა...“-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა...“-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

19.07.2018 წელს, შპს ,,ა...’’-ს დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული, საქართველოში 1998 წელს შემოყვანილი და განბაჟებული ორი ერთეული სპეც. ავტოსატრანსპორტო საშუალება- ნახევარმისაბმელიანის ... დარეგისტრირება. განცხადებაში მიეთითა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟებისას, სარეგისტრაციო მოწმობები გაიცა მხოლოდ უნაგირა საწევარაზე, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი იქნა ნახევარმისაბმელებთან ერთად. განმცხადებელს სურს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასხვისება (უნაგირა საწევარი და ნახევრადმისაბმელი) საქართველოს ფარგლებს გარეთ. 1998 წლიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებები - უნაგირა საწევარი და ნახევრადმისაბმელი ერთიანად გამოიყენება აეროპორტის ტერიტორიაზე.

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 05.08.2018 წლის MIA 0 18 01885185 გადაწყვეტილებით, შპს ,,ა...’’-ს დირექტორს, მისივე 19.07.2018 წლის N1731509 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანების ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ’’ ინსტრუქციის მე-11, 26-ე მუხლების საფუძველზე. განემარტა, რომ ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის, სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე. განმცხადებელს განემარტა ასევე, რომ უფლება ჰქონდა წარედგინა შინაგან საქმეთა მინისტრის 150-ე ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ’’ ინსტრუქციით დადგენილი დოკუმენტები.

2018 წლის 30 აგვისტოს, შპს ,,ა...-ს’’ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2018 წლის 05 აგვისტოს MIA 0 18 01885185 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. 24.09.2018 წელს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახურების სააგენტომ, შპს ,,ა...-ს’’ დირექტორის მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა შპს ,,ა...-ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი, სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საჩივრის განხილვის ფარგლებში, შპს „ა...“-ს დირექტორმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის 2018 წლის 5 აგვისტოს ადმინისატრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მისაბმელი-ცისტერნაზე ,,... (შასის N უნომრო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა და შპს „ა...“-ს სახელზე რეგისტრაციას, მისაბმელი-ცისტერნას ,,..., შასის N... შპს „ა...“-ს სახელზე რეგისტრაცია.

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახურების სააგენტოს დირექტორის 25.09.2018 წლის MIA 0 18 02331854 გადაწყვეტილების (შპს ა...-ს’’ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით) თანახმად: შპს ,,ა...-ს’’ 2018 წლის 30 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 აგვისტოს N1885185 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მოძრავ ნივთს და მასზე საკუთრების უფლების მოპოვება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. კანონმდებლობა ადგენს მისი რეგისტრაციის ვალდებულებას და იმპერატიულად განსაზღვრავს იმ დოკუმენტთა ნუსხას, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არის საჯაროსამართლებრივი აქტი, რომლის მომზადებისას ადმინისტრაციული ორგანო ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 5.1. მუხლით დადგენილი კანონის უზენაესობის პრინციპით. სატრანსპორტო საშუალება “..., შასის N ... რეგისტრირებული არ არის და შპს ,,ა...’’-ს მოთხოვნა წარმოადგენს პირველად რეგისტრაციის მოთხოვნას. სატრანსპორტო საშუალება “..., შასის N უნომრო იდენტიფიცირება ვერ ხორციელდება. გადაწყვეტილებაში საჩივრის ავტორის განემარტა, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება ,,..., შასის N... არ არის რეგისტრირებული, მისი მოთხოვნა წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის მოთხოვნას. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისთვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი უნდა იქნეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დათვალიერების აქტი, განცხადება, კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შიდა ტრანზიტი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ,,ა...-ს’’ მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ’’ ინსტრუქციით გათვალისწინებული რაიმე სახის დოკუმენტი რომელიც დაადასტურებდა შპს ,,ა...’’-ს საკუთრების უფლებას სატრანსპორტო საშუალებაზე ,,...’’ შასის ნომერი №..., ასევე წარდგენილი არ იყო სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას წარსადგენი დოკუმენტი - საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გამორიცხავდა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების პროცედურის განხორციელებას და რეგისტრაციას. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53.1. მუხლის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველ პუნქტის, 84 მუხლის მე-4 პუნქტის "თ" ქვეპუნქტის, მე-10 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის, და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესზე მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მომსახურების საააგენტოს 05.08.2018 წლის N1885185 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობი საფუძველი.

საქმეში წარმოდგენილია სატვირთო საბაჟო დეკლარაცია, რომლის თანახმად: გამომგზავნი/ ექსპორტიორი: ფირმა „...“, ქ. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი. დეკლარაციის ტიპი: იმ 40; დამატებითი ფურცელი: 1, ადგილების რაოდენობა: 0. საცნობარო ნომერი: ...; მიმღები/იმპორტიორი: N..., შპს „ს...“, თბილისი აეროპორტი, საქართველო; ფინანსურ დარეგულირებაზე პასუხისმგებელი პირი: ..., შპს „მ...“, თბილისი, აეროპორტი; პირველი დანიშნულების ქვეყანა: 268; სავაჭრო ქვეყანა: ...; 115063,15; დეკლარაცია/წარმომადგენელი N..., ფირმა „...“, რეგ. ნომერი ... 21/02/96 წლიდან; გამომგზავნი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი; გამომგზავნი ქვეყნის კოდი ...; დანიშნულების ქვეყნის კოდი 268; წარმოშობის ქვეყანა: შვედეთი; დანიშნულების ქვეყანა: საქართველო; დეკლარანტი/წარმომადგენელი: N... ფირმა“...“ რეგ. ნომერი ...21/02/96 წლიდან; სატრანსპორტო საშუალება გაგზავნისას: საზღვაო ტრანსპორტი ფოთამდე; მიწოდების პირობა: EX დიდი ბრიტანეთი; სატრანსპორტო საშუალება გამოგზავნისას: საზღვაო ტრანსპორტი ფოთით; სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე: ... თავისი გზით; ვალუტა და საქონლის ღირებულების ზოგადი ფაქტურა: ...; 114750,00; ვალუტის კურსი: 2,231100; გარიგების ხასიათი: 21 ; ტრანსპორტის სახე საზღვარზე: 16; ტრანსპორტის სახე ქვეყნის შიგნით: 90 ; ფინანსური და საბანკო ცნობები: ... ბანკი (დროებითი); სატვირთო ადგილები და საქონლის აღწერილობა მარკირება და კონტეინერების რაოდენობა/ნომრები-საქონლის აღწერილობა ავიასაწვავის ავტო-გასამართი უნაგირი საწევარა ... და ტრაილერი (ცისტერნა) შასი ..., ძრავა ..., ზოგ. ძრავა ..., ფერი: მომწვანო-მოთეთრო, 13/03/1998 წ.; საქონლის ნომერი N1; საქონლის კოდი: ...; წარმოშობის ქვეყნის კოდი: ...; წონა ბრუტო (კგ) 15500; დამატებითი 19 საზომი ერთეული 69; საქონლის ღირებულების ფაქტურა: 256018,73; სტატისტიკური ღირებულება: 192298,67; დამატებითი ინფორმაცია/წარმოდგენილი დოკუმენტები: ..., ..., 2-... 04/04/98, ინვოისი-... 20/03/98; სერტიფიკატი: ....

საქმეში ასევე წარმოდგენილია სატვირთო საბაჟო დეკლარაცია, რომლის თანახმად: გამომგზავნი/ექსპორტიორი: ფირმა „...“ ქ. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; დეკლარაციის ტიპი: იმ 40 დამატებითი ფურცელი: 1 ადგილების რაოდენობა: 0; საცნობარო ნომერი:...; მიმღები/იმპორტიორი: N..., შპს „ს... “ ,თბილისი აეროპორტი, საქართველო; ფინანსურ დარეგულირებაზე პასუხისმგებელი პირი: ..., შპს „მ...“ , თბილისი, აეროპორტი; პირველი დანიშნულების ქვეყანა: 268; სავაჭრო ქვეყანა: ...; 115063,15; დეკლარაცია/წარმომადგენელი: N..., ფირმა „...“ , რეგ. ნომერი ...-21/02/96 წლიდან; გამომგზავნი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი; გამომგზავნი ქვეყნის კოდი: ...; დანიშნულების ქვეყნის კოდი: 268; წარმოშობის ქვეყანა: შვედეთი; დანიშნულების ქვეყანა: საქართველო; დეკლარანტი/წარმომადგენელი: N..., ფირმა “...“. ეგ. ნომერი ... 21/02/96 წლიდან; სატრანსპორტო საშუალება გაგზავნისას: საზღვაო ტრანსპორტი ფოთამდე; მიწოდების პირობა: EX დიდი ბრიტანეთი; სატრანსპორტო საშუალება გამოგზავნისას: საზღვაო ტრანსპორტი ფოთით; სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე: ... – თავისი გზით; ვალუტა და საქონლის ღირებულების ზოგადი ფაქტურა: ...; 114750,00; ვალუტის კურსი: 2,231100; გარიგების ხასიათი: 21; ტრანსპორტის სახე საზღვარზე: 16; ტრანსპორტის სახე ქვეყნის შიგნით: 90; ფინანსური და საბანკო ცნობები ... ბანკი (დროებითი); სატვირთო ადგილები და საქონლის აღწერილობა მარკირება და კონტეინერების რაოდენობა/ნომრები-საქონლის აღწერილობა: ავიასაწვავის ავტო-გასამართი უნაგირი საწევარა ... და ტრაილერი (ცისტერნა); შასი ..., ძრავა ...; ზოგ. ძრავა ...; ფერი: მომწვანო-მოთეთრო, 13/03/1998 წლის; საქონლის ნომერი: N1 საქონლის კოდი: ...; წარმოშობის ქვეყნის კოდი: ...; წონა ბრუტო (კგ) 15500; პროცედურა: 400 00 00; დამატებითი საზომი ერთეული 769; საქონლის ღირებულების ფაქტურა: 256018,73; სტატისტიკური ღირებულება: 192298,67; დამატებითი ინფორმაცია/წარმოსადგენილი დოკუმენტები: 2 - ...; ...; 2 ... 04/04/98; ინვოისი-... 20/03/98 ; სერტიფიკატი: ....

შპს ,,ავ...-ს’’ (ს/კ ...) 2016 წლის 19 აპრილის N2/159 ცნობის თანახმად, შპს ,,ს...-ს“ კუთვნილი სპეციალიზებული ნავთობპროდუქტების საზიდი ნახევარმისაბმელი ცისტერნის ,,...’’, სარეგისტრაციო №..., შასის №..., წონითი პარამეტრებია: სრული მასა - 31000 კგ, (ღერძებზე 9650/9650 კგ.უნაგირზე -11700 კგ.) მასა დატვირთვის გარეშე - 7200 კგ.

შპს ,,ავ...-ს’’ (ს/კ ...) 2016 წლის 28 აპრილის N2/181 ცნობის თანახმად, შპს ,,ს...-ს“ კუთვნილი სპეციალიზებული ნავთობპროდუქტების საზიდი ნახევარმისაბმელი ცისტერნის ,,...’’, სარეგისტრაციო №..., შასის № უნომრო, წონითი პარამეტრებია: სრული მასა - 31000 კგ, (ღერძებზე 9650/9650 კგ.უნაგირზე -11700 კგ.) მასა დატვირთვის გარეშე - 7200 კგ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06/06/2016 წლის N003257316 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი მისაბმელის საიდენტიფიკაციო ნომერია ,,...’’ გამოკვლევა: გამოსაკვლევად წარმოდგენილი მისაბმელის დათვალიერება გამოკვლევა მოხდა 03.06.2016 წელს. გამოსაკვლევად წარმოდგენილ მისაბმელზე აღინიშნება ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნები და კვლები. დეტალური დათვალიერება - გამოკვლევისას დგინდება, რომ მისაბმელის საიდენტიფიკაციო ნომერი: ,,...’’ დატანილი აქვს მარცხენა ჩარჩოს კოჭაზე, რომლის მიდამოში აღინიშნება საღებავის დაშრევება. აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ფართი დამუშავდა ფიზიკურად და ქიმიურად და შემდგომი კვლევისას ნომრის დეტალური დათვალიერება-გამოკვლევა მოხდა გამადიდებელი საშუალებების გამოყენებით ბუნებრივი განათებისას, რა დროსაც დგინდება, რომ ნომრის მაჩვენებლებზე გადაკეთებისთვის დამახასიათებელი კვლევები არ აღინიშნება.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13/06/2016 წლის N003406416 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, “გამოსაკვლევად წარდგენილია ორღერძიანი სპეციალიზირებული მისაბმელი-ცისტერნა ,,...’’, შასის ნომერი №..., დამზადებულია (გამოშვების წელი_ ..., დასაშვები წონა 31000 კგ.“ გამოკვლევა: გამოსაკვლევად წარდგენილი ორღერძიანი სპეციალიზირებული მისაბმელი-ცისტერნა ,,...’’, შასის ნომერი №... (შასის ნომერი ჩატვიფრულია ჩარჩოზე). სერიული ნომერია .... მისაბმელის ვიზუალური დათვალიერებით, წარდგენილი დოკუმენტაციის, ინტერნეტ საიტებზე მოპოვებული ინფორმაციის, ასევე ვიზუალური შეთავსებით, მიიღეს გამოსაკვლევი მისაბმელის ტექნიკური მახასიათებლები. ვიზუალური სახისა და კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი მისაბმელი წარმოადგენს საწვავის გადასატან სპეციალიზირებულ ცისტერნა-მისაბმელს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ექსპერტიზაზე წარდგენილი ორღერძიანი სპეციალიზირებული მისაბმელი ,,...’’, შასის ნომერი №.... დამზადების (გამოშვების წელი) ... წელი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13/06/2016 წლის N003407416 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, “გამოსაკვლევად წარდგენილი ორღერძიანი სპეციალიზირებული მისაბმელი-ცისტერნა ,,...’’, შასის ნომერი № უნომრო. დამზადებულია (გამოშვების წელი) ..., დასაშვები წონა 31000 კ.გ. გამოკვლევა: გამოსაკვლევად წარდგენილი ორღერძიანი სპეციალიზირებული მისაბმელი-ცისტერნა ,,...’’, შასის ნომერი №უნომრო. მისაბმელის ვიზუალური დათვალიერებით, შასის ნომერი და 21 საინფორმაციო ფირფიტა აღმოჩენილი ვერ იქნა მათი არ არსებობის გამო. (აღნიშნულთან დაკავშირებით გაცემულია ტრასოლოგიური დასკვნა). მისაბმელის ბოლოში ცისტერნაზე ჩამოქლონებულია დიდი ზომის ფირფიტა, სადაც იკითხება ,,...’’. ექსპერტიზაზე წარდგენილია მეორე მსგავსი მისაბმელი, რომელსაც გააჩნია შასის ნომერი და საინფორმაციო ფირფიტა. მისაბმელის ვიზუალური მსგავსებიდან და ყოველივე ზემოათ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიზუალური სახისა და კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი მისაბმელი წარმოადგენს საწვავის გადასატან სპეციალიზებულ ცისტერნა მისაბმელს. ხოლო ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ექსპერტიზაზე წარდგენილი ორღერძიანი სპეციალიზირებული მისაბმელი ,,...’’, შასის ნომერი № უნომრო, დამზადებულია (გამოშვების წელი) ... წელს, დასაშვების წონა 31000კგ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06/06/2016 წლის N003259316 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, “გამოსაკვლევად წარდგენილ მისაბმელს საიდენტიფიკაციო ნომერი არ გააჩნია, რის მიზეზსაც შესაძლებელია წარმოადგენდეს კვლევით ნაწილი მითითებული მიზეზი.“ გამოკვლევა: გამოსაკვლევად წარმოდგენილი მისაბმელის დათვალიერება გამოკვლევა მოხდა 03.06.2016 წელს. გამოსაკვლევად წარდგენილი მისაბმელის ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ იგი იმყოფება კომპლექტაციაში, მასზე აღინიშნება ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნები. საკითხის დასადგენად დათვალიერებულ იქნა ხსენებული მისაბმელი დეტალურად, რა დროსაც დადგინდა, რომ გამოსაკვლევ მისაბმელს ფაქტიურ წარმოდგენილ მდგომარეობაში საიდენტიფიკაციო ნომერი არ გააჩნია, რის მიზეზსაც შესაძლებელია წარმოადგენდეს მისაბმელზე არსებული ძლიერი ექსპლუატაციური ცვეთა.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 05.02.2019 წლის N21-02-1/12616 წერილით, შპს ,,ა...-ს’’ (ს/ნ ...), მისივე 31.01.2019 წლის N19347/21 წერილის პასუხად ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი შპს ,,ა...-ს’’ (ს/ნ ...) სახელზე 1998 წ. გაფორმებული უნაგირა საწევარა თავისი მისაბმელით - მოდელი ... სატვირთო საბაჟო დეკლარაცია, თანდართული საბუთებით, ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოში არ ინახება, რადგან 2004 წლამდე საბაჟო დოკუმენტაცია, რომელიც სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის საფუძველზე გაუვიდათ შენახვის ვადა და დაკარგეს პრაქტიკული მნიშვნელობა, განადგურებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის N7088 ბრძანების საფუძველზე.

განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის №MIA 0 18 01885185 გადაწყვეტილებისა და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს №MIA 0 18 02331854 გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის დადგენა, რომლითაც შპს „ა...“-ს უარი ეთქვა მისაბმელი-ცისტერნაზე ,,...’’ (შასის N უნომრო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვაზე და შპს „ა...“-ს სახელზე რეგისტრაციაზე და ასევე მისაბმელი-ცისტერნის ,,...’’ (შასის N...) შპს „ა...“-ს სახელზე რეგისტრაციაზე. მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ გამოიკვლია თუ არა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცდა “მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” თანდართული ინსტრუქცია. ,,ინსტრუქციის’’ 1.1. მუხლის სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (2018 წლის აგვისტო-სექტემბერი) მოქმედი რედაქციის თანახმად, ეს ინსტრუქცია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მათზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ეს წესი აგრეთვე ადგენს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი (მაგრამ არანაკლებ 90 კალენდარული დღისა) უცხოეთში რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის წესსა და პირობებს. ,,ინსტრუქციის’’ მე-3 მუხლით განიმარტა ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინების მნიშვნელობა, მათ შორის: რეგისტრაცია – ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა; მესაკუთრე – დაინტერესებული პირი, რომლის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე–11 მუხლის პირველი ან მე–2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით; სატრანსპორტო საშუალება - ავტობუსი, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, მოტოციკლი რომელთა ძრავის მუშა მოცულობა 50 სსმმ3 მეტია, აგრეთვე მათი მისაბმელები და ნომრიანი აგრეგატები; პირველადი რეგისტრაცია - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა), სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა; მისაბმელი - მოძრაობისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემადგენელი სატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, აგრეთვე ნახევარმისაბმელი და მისაბმელ-სახსნელი; დათვალიერება – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალური შედარება; უნაგირა საწევარა - საწევარი, ავტომობილი გამწევი, რომელსაც გააჩნია უნაგირა ჩასაბმელი მოწყობილობა 25 ნახევარმისაბმელთან შესაერთებლად და არ გააჩნია ტვირთის გადასატანი საკუთარი ძარა.

,,ინსტრუქციის’’ მე-3 მუხლის მე-18 და 181 პუნქტები განსაზღვრავს დათვალიერების არსს, რასაც სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალურ შედარება წარმოადგენს; დათვალიერების აქტი კი არის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების შედეგად შედგენილი აქტი, რომელშიც თანხმლები დოკუმენტებისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების შედარების შედეგად აისახება ამ ინსტრუქციის დანართი №3-ით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით. ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი 2010 წლის 31 დეკემბერის №988-1188 ბრძანებით დამტკიცებული „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის“ მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალისტს უფლება აქვს არ ჩაუტაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საექსპერტო შემოწმება ან/და არ შეადგინოს დათვალიერების აქტი, თუ თანმხლები დოკუმენტაცია არ შეესაბამება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი მესაკუთრის (წარმომადგენლის) მონაცემებს. დათვალიერების აქტის შედგენის საფუძველს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თანმხლებ დოკუმენტებთან შედარებისას მონაცემების ურთიერთშესაბამისობის დადგენა და ასახვა წარმოადგენს, ასეთის არარსებობა კი დათვალიერების აქტის შედგენაზე უარის თქმის საფუძველია. სადავო არ არის გარემოება, რომ რ. ნ-ის მიერ მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებისა და დოკუმენტებთან შედარებით ვერ მოხდა და შესაბამისად, დათვალიერების აქტი უფლებამოსილ პირს არ შეუდგენია.

“ინსტრუქციის“ 4.1. მუხლის სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (2018 წლის აგვისტო-სექტემბერი) მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) შიგაწვის ძრავის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია; ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია; გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის; დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება; ე) ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა ნომრიანი აგრეგატები (თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული); ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება, აგრეთვე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების ან სარგებლობის უფლება. ამავე ნორმის მე_3 ნაწილით, სარეგისტრაციო სამსახურებში რეგისტრაციასა და დროებით რეგისტრაციას არ ექვემდებარება: ა) საქართველოს ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით შემოტანილი, საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისაგან განსხვავებული სატრანსპორტო საშუალებები; გ) სპორტული სატრანსპორტო საშუალებები; დ) სათადარიგო ნაწილებისაგან აწყობილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა); ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს; ვ) გამოცალკავებული (მოხსნილი) ნომრიანი აგრეგატები, რომლებიც არ წარმოადგენენ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემადგენელ ნაწილს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია ითვალისწინებს იმგვარი შემთხვევის რეგულირებასაც, როდესაც დათვალიერების აქტის შედგენის ნაცვლად სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ხორციელდება ტრანსოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით და მიზნად ისახავს 17 დადგენილი წესით კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების დადგენას; ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, საექსპერტო შემოწმებას სავალდებულო წესით ექვემდებარება ამ ინსტრუქციის 81 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. თავის მხრივ, ინქტრუქციის 81 პუნქტი იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შესაძლებლობას იძლევა, რომელზეც ინსტრუქციით განსაზღვრული დათვალიერების აქტი უფლებამოსილ პირს არ შეუდგენია - საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოში რეგისტრირებულ ან რეგიტრაციისათვის წარმოდგენილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც: ა) დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და ვიზუალურად ვერ ხერხდება მისი ამოკითხვა; ბ) შეცვლილი აქვს ის მონაკვეთი, რომელზეც ქარხანა_დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი); გ) შეცვლილი აქვს ნომრიანი აგრეგატი, რომელზეც ქარხანა_დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი).

ამავე მუხლის მე-10 პუნქტი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, როდესაც საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა არ განხორციელდება - თუ: ა) არ არსებობს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენის/დაზუსტების თაობაზე; ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის გამოკვლევის შედეგად ვერ დგინდება საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი); გ) მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო წინააღმდეგი არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის განხორციელებაზე; დ) არსებობს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვაზე უარის თქმის თაობაზე; ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა; ვ) წარმოდგენილი დოკუმენტები და მექანიკური სატრანსპორტო საშულება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ზ) გადახდილი არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური; თ) ქარხანა-დამამზადებლის მიერ შესაბამისი მარკის და მოდელის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვალისწინებული არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) ამოტვიფრვის გზით დატანა; ი) არსებობოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემზღუდავი გარემოება.

,,ინსტრუქციის’’ 8 3 4. მუხლის შესაბამისად, სააღრიცხვო ნომრის დადამღვა არ განხორციელდება, თუ: თ) არსებობს ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის სამართლებრივი საფუძველი; ი) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემზღუდავი გარემოება.

,,ინსტრუქციის’’ მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე საველდებულო რეგისტრაციის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები და სპეცტექნიკა კონსტრუქციული დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით იყოფა შემდეგი სახის ტიპებად: 1. მსუბუქი ავტომობილები: 2. ავტობუსი; 3. სატვირთო ავტომობილები; 4. მისაბმელები; 5. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; 6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციისა და დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით, შესაძლებელია განისაზღვროს ტიპის სხვა სახეებიც.

“ინსტრუქციის“ 11.1. მუხლის მიხედვით, სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება: ა) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ან დამოწმებული: ა.ა) სააღრიცხვო ბარათით, სარეგისტრაციო ჩანაწერით, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით ან/და ტექნიკური ტალონით; ა.ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ა.გ) ერთობლივი განცხადებით (დანართი N1); ა.დ) უფლების გადაცემის ბარათით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარმოდგენის შემთხვევაში); ა.ე) ამ ინსტრუქციის მე–40 მუხლით განსაზღვრული წესით დამოწმებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით; ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი, გამოცემული ან/და დამოწმებული: ბ.ა) სასამართლო აქტით; ბ.ბ) გადაწყვეტილებით; ბ.გ) განკარგულებით; ბ.დ) ბრძანებით; ბ.ე) აუქციონის ოქმით; ბ.ვ) საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ დადებული გარიგებით; ბ.ზ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება; ბ.თ) მიღება– ჩაბარების აქტით; ბ.ი) სასაქონლო დეკლარაციით; ბ.კ) საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი სხვა სამართლებრივი აქტით; გ) საკუთრების უფლების წარმოშობის ამსახველი ნოტარიუსის მიერ გაცემული ან დამოწმებული სანოტარო აქტით; დ) რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის და 283–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის განხორციელების თაობაზე, მოგირავნის განცხადებითა და გირავნობის ხელშეკრულებით; ე) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაცემული დოკუმენტით; ვ) გაკოტრების მმართველის ან ლიკვიდატორის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი ან/და გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით; ზ) ქარხანა–დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ინვოისით ან/და მიღება–ჩაბარების აქტით; თ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის შეძენასთან დაკავშირებით სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა– ანგარიშით. ი) სააგენტოში რეგისტრირებული ლიზინგის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: ი.ა) სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ლიზინგის მიმღების განცხადებითა და ლიზინგის ხელშეკრულებით, რომლითაც დასტურდება ლიზინგის მიმღების უფლება ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შესახებ; ი.ბ) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.ე“ ქვეპუნქტებით, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დაინტერესებული პირისათვის საკუთრების ან სარგებლობის უფლების გადაცემა შეიძლება დასტურდებოდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი ელექტრონული დოკუმენტით. 3. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ ამ მუხლის პირველი ან მე–2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტით არ დასტურდება (ვერ დგინდება) დაინტერესებული პირის საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა, აგრეთვე, თუ წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტები ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

“ინსტრუქციის“ 26.1. მუხლის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველად რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; გ) დათვალიერების აქტი; დ) განცხადება (დანართი 2); ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვ) შიდა ტრანზიტული; ამავე ნორმის მე-2 ნაწილის სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (2018 წლის აგვისტო-სექტემბერი) მოქმედი რედაქციის თანახმად, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპოტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე განმარტებულია როგორც მესაკუთრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება და გააჩნია შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ნოტარიულად შედგენილი საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით მექანიკური სატრანსპორტო საშულების მმართველი პირი. ამავე მუხლის მე-12 ქვეპუნქტის თანახმად კი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი განმარტებულია, როგორც ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლში მითითებული ორგანიზაცია ან დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები გამოცემულია მითითებული პრინციპის დარღვევით - საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებული რეგისტრაცია და რეგისტრაციისა გაუქმების საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. რომლის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე მიღების შესაძლებლობას. დისკრეციის ფარგლებში გამოცემული აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (სზაკ-ის 7.2 მუხ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლი ითვალისწინებს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენას ხანდაზმულობით. მფლობელობითი ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელია, არსებობდეს ამავე კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა, როგორებიცაა: 1) ნივთის ფლობა როგორც საკუთარისა; 2) ნივთის ფლობა კეთილსინდისიერად; 3) ნივთის ფლობა კანონით განსაზღვრული დროის განმავლობაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე უზენაესის სასამართლოს განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება (საქმე№ას-658-625-2014).

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მოძრავი ქონებები (... და ...) გამოგზავნილია დიდი ბრიტანეთიდან (ლონდონიდან), საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი აქვს 1998 წლის 04 მარტს და ამავე წლის 04 მაისს. ზემოაღნიშნული ქონებები, სატვირთო საბაჟო დეკლარაციების თანახმად, აღწერილია შემდეგნაირად: უნაგირი საწევარა ... და ტრაილერი (ცისტერნა) შასი ..., ძრავა ... და ავიასაწვავის ავტო-გასამართი უნაგირი საწევარა ... და ტრაილერი (ცისტერნა); შასი ..., ძრავა .... სატვირთო საბაჟო დეკლარაციების თანახმად ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მოძრავი ქონებების მიმღები/იმპორტიორი არის შპს ,,ს...’’ (ს/ნ ...). სამეწარმეო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციით მიხედვით, ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 13 მაისის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა შპს ,,ს...ის’’ (ს.ნ ...) რეგისტრაცია. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 მარტის დადგენილებით შპს ,,ს...ს’’ შეეცვალა საფირმო სახელი და ეწოდა შპს ,,ეა...’’, ასევე სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილების შედეგად, შპს ,,ეა...ს’’ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ე...’’ (შპს ,,ე...), რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორს წარმოადგენდა შპს ,,ა...’’. 2018 წლის 9 თებერვლის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2014 წლის 23 ივნისს შპს ,,ე...’’ რეორგანიზაციის შედეგად შეერწყა შპს ,,ა...’’-ს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ 1998 წლიდან ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება აეროპორტის ტერიტორიაზე.

საკასაციო სასამართლო ზემოხსნებული ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ისე უთხრა უარი მოსარჩელეს ორი ერთეული სპეც. ავტოსატრანსპორტო საშუალება - ნახევარმისაბმელიანის ... რეგისტრაციაზე, რომ სრულყოფილად არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებები ეფუძნება და დასაბუთებულია იმ გარემოებებზე მითითებით, რომ შპს ,,ა...-ს’’ მიერ არ იქნა წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ’’ ინსტრუქციით გათვალისწინებული რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა შპს ,,ა...ს’’ საკუთრების უფლებას სატრანსპორტო საშუალებაზე ,,...’’ შასის ნომერი №..., წარდგენილი არ იყო სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას წარსადგენი დოკუმენტი - საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების პროცედურის განხორციელებას და რეგისტრაციას და ვერ ხორციელდებოდა სატრანსპორტო საშუალების ,,...’’ შასის N უნომრო იდენტიფიცირება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სრულყოფილად არ გამოუკვლევია სატრანსპორტო საშუალებაზე შპს ,,ა...ს’’ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული გარემოებები. არ გამოუკვლევია სამეწარმეო რეესტრის მონაცემები, შპს ,,ე...სა’’ და შპს ,,ა...თან’’ დაკავშირებით. საყურადღებოა, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06/06/2016 წლის N003257316 ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილ მისაბმელზე (საიდენტიფიკაციო ნომერი ,,...’’) აღინიშნება ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნები და კვლები. გამოკვლევისას დგინდება, რომ მისაბმელის საიდენტიფიკაციო ნომერი: ,,...’’ დატანილი აქვს მარცხენა ჩარჩოს კოჭაზე, რომლის მიდამოში აღინიშნება საღებავის დაშრევება. შესაბამისი ფართი დამუშავდა ფიზიკურად და ქიმიურად და შემდგომი კვლევისას ნომრის დეტალური დათვალიერება-გამოკვლევა მოხდა გამადიდებელი საშუალებების გამოყენებით ბუნებრივი განათებისას, რა დროსაც დადგინდა, რომ ნომრის მაჩვენებლებზე გადაკეთებისთვის დამახასიათებელი კვლევები არ აღინიშნება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საიდენტიფიკაციო ნომრისა და დოკუმენტების გაყალბების ფაქტი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტისთვის ერთობლივად უნდა მომხდარიყო წარდგენილი დოკუმენტების გამოკვლევა, განმცხადებლის პოზიციის შესწავლა და სარეგისტრაციო ნომრის დადამღვის შესაძლებლობის დადგენა. ამასთან საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მექანიკური სატრანსპორტო საშულების პირველად რეგისტრაციამდე საბაჟო ვალდებულებების შესრულების კონტროლი წარმოადგენს სააგენტოს ფუნქციას (საქართველოს შს მინისტრის 31.01.2007წ. N150 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ ინსტრუქციის 26.2 მუხ.).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №MIA 0 18 02331854 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას, მოცემულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების შესაბამისად, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, განახორციელოს მტკიცებულებათა შეგროვება კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება. საკითხის ხელახლა განხილვისას, გამოკვლევას საჭიროებს სამეწარმეო რეესტრის მონაცემები შპს ,,ე...სა’’ და შპს ,,ა...თან’’ დაკავშირებით, გარემოებები სარეგისტრაციოდ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალებების საკუთრებასთან დაკავშირებით, ასევე სრულყოფილ გამოკვლევას და შეფასებას საჭიროებს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და სატვირთო საბაჟო დეკლარაციები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახალი განხილვის პირობებში საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს მისაბმელი-ცისტერნაზე ,,... (შასის N უნომრო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვასა და შპს „ა...“-ს სახელზე რეგისტრაციაზე, მისაბმელი-ცისტერნას ,,..., შასის N... შპს „ა...“-ს სახელზე რეგისტრაციაზე.

რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნას სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №MIA 0 18 02331854 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0 18 01885185 გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №MIA 0 18 02331854 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს ,,ა...’’-ს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. შესაბამისად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალს და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შპს ,,ა...’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,ა...-ს’’ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს ,,ა...-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0 18 01885185 გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №MIA 0 18 02331854 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

6. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალს და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შპს ,,ა...-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 (100+300) ლარის ანაზღაურება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე