საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-295(კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 13 მარტს ნ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ცხოვრობს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ში. ნ. ც-ე აღნიშნავს, რომ მისი სახლი მდებარეობს მეწყერსაშიშ ზონაში და აქვს მრავალი დაზიანება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მეუღლის გარდაცვალების გამო იძულებული გახდა სახლი შეერემონტებინა, თუმცა ობიექტის შესაფასებლად განმეორებით მოსულმა კომისიის წევრებმა ჩათვალეს, რომ პრობლემა აღარ არსებობდა და შედეგად სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გამოსცა ბრძანება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არასაკმარისი ქულების გამო.
ამრიგად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე IDP 3 23 00000005 ბრძანების ნაწილობრივ, ნ. ც-ეის ნაწილში, ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის IDP 3 23 00000005 ბრძანება, ეკომიგრანტ ნ. ც-ეის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ეკომიგრანტ ნ. ც-ეის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ასევე ნ. ც-ემ. ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო ნ. ც-ემ ორივე სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით ნ. ც-ეისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებად იქნა მიჩნეული შემდეგი გარემოებები: 2018 წლის 5 ივლისს, შ. ც-ემ (მოსარჩელე - ნ. ც-ეის მეუღლე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართა საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადით. 2018 წლის 3 აგვისტოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმის თანახმად, შ. და ნ. ც-ების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ სახლს მიენიჭა I კატეგორია. 2018 წლის 8 აგვისტოს, შეფასების ფორმის თანახმად, შ. ც-ეის 04-108050 განაცხადის თანახმად, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიად განისაზღვრა I და აღნიშნულ კრიტერიუმში მიენიჭა განაცხადს - 10 ქულა; 1 ქულა მიენიჭა განაცხადს კრიტერიუმში - პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისგან; 6 ქულა კი კრიტერიუმში - განმცხადებელს არ აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში. ჯამში განაცხადს მიენიჭა - 17 ქულა.
სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო 2018 წლის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რიგ დასახლებულ პუნქტებში განვითარებული სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების შესახებ, რომლის თანახმად სოფელ ...ს ტერიტორია აგებულია ოლიგოცენ-ქვედა მიოცენის ასაკის ქანებით, რომლებიც ლითოლოგიურად წარმოდგენილია თიხებით, სუბარგილიტებით, ქვიშაქვების შუაშრეებით და იშვიათად ტუფებით. ცენტრალურ უბანშია თავმოყრილი სახლებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანება. ამავე დაკვნის მიხედვით შ. ც-ეის ორსართულიანი ნახევრად კაპიტალური სახლი მდებარეობს (X256539; Y-4658178) 12-15 გრადუსით დახრილ ფერდობზე. სახლის მარჯვენა კედლის გასწვრივ ფიქსირდება ფრონტალური გავრცელების დისტანციური ტიპის მეწყერი. გადახრილია ფასადის მხარეს არსებული ბოძები, პირველი სართულის თიხის იატაკზე 10 სმ-მე სიგანის ნაპრალებია. ზემოაღნიშნული დასკვნის მიხედვით სახლის მდგრადობის შენარჩუნებისთვის საჭიროა ზედაპირული და სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება, სახურავს უნდა გაუკეთდეს წყალშემკრები ღარები, ხოლო საძირკვლის გარშემო მთელ პერიმეტრზე მოეწყოს ჰიდროსაიზოლაციო საფარი და გაკეთდეს ნაპრალების თიხით ან ბეტონის ხსნარით ტამპონაჟი.
საქმეში ასევე დაცულია 2019 წლის 22 იანვრის გადამოწმების ოქმი, რომლის თანახმად, შ. ც-ეის სახლი არის ორსართულიანი. პირველი სართული არის ქვის, ხოლო მეორე სართული - ხის ნაგებობა. სახლის პირველ სართულზე ოთახში ორ ზოლად არის მიწა გახსნილი სავარაუდოდ რამაც გამოიწვია სახლის დაზიანება. სახლის კედელი ორ ადგილზე არის გაბზარული ასევე აივნის ბეტონი მთელ სიგრძეზე არის გახსნილი. საცხოვრებელი სახლი მთელ რადიუსზე დაფარულია შიფერით, რის გამოც სხვა დაზიანებები ვერ იქნა დაფიქსირებული.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2021 წლის 19 თებერვლის შეფასების ფორმაზე, რომლის თანახმად, შ. ც-ეის №04-108050 განაცხადის თანახმად, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორია I შეიცვალა II კატეგორიით და აღნიშნულ კრიტერიუმში მიენიჭა განაცხადს - 7 ქულა; 1 ქულა მიენიჭა განაცხადს კრიტერიუმში - პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისგან; 6 ქულა კი კრიტერიუმში - განმცხადებელს არ აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში. ჯამში განაცხადს მიენიჭა - 14 ქულა.
საქმის მასალებში დაცულია 2021 წლის 5 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში, საკადასტრო კოდით ... უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად რეგისტრირებულნი არიან ვ. ც-ე, ვი. ც-ე, ნ. ც-ე და შ. ც-ე.
ამასთან, 2022 წლის 13 მაისის შეფასების ფორმის თანახმად, ნ. ც-ეის №04-108050 განაცხადის თანახმად, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორია I, შეიცვალა II კატეგორიით და აღნიშნულ კრიტერიუმში მიენიჭა განაცხადს - 7 ქულა; 1 ქულა მიენიჭა განაცხადს კრიტერიუმში - პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისგან; 6 ქულა კი კრიტერიუმში - სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში. ჯამში განაცხადს მიენიჭა - 14 ქულა.
2022 წლის 3 აგვისტოს სტიქიური მოვლენების შედეგადა დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტთა) მონიტორინგის ფორმის თანახმად დგინდება, რომ მონიტორინგის მისამართზე სახლი არის 2 სართულიანი, 1 სართული ბლოკით ნაშენები, მე-2 სართული არის ხის. ვიზუალურად სახლს დაზიანების არაფერი არ ეტყობა. 2022 წლის აპრილში სახლი არის გარემონტებული.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2022 წლის 28 ნოემბერი - 9 დეკემბერი №6 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ იმსჯელა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) იმ ოჯახების განსახლების საკითხებზე, რომელთა განაცხადებსაც, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2022 წლის 1 და 2 მაისის №2 ოქმით განსაზღვრული იმ ოჯახების განსახლების საკითხის განხილვა, რომელთა განცხადებასაც მინიჭებული ჰქონდათ 14 და მეტი წინასწარი სარეიტინგო ქულა. კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. ც-ეს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან, ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას. 2023 წლის 9 იანვრის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს IDP 3 23 00000005 ბრძანების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის №6 ოქმის საფუძველზე, ნ. ც-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. ც-ეს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან, ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით მართებულად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; სააპელაციო პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დაზიანების ხარისხის ცვლილება პირველი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაზე არ განხორციელებულა შესაბამისი პროცედურის დაცვით, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა. ამასთან, სასამართლოს შეფასებით ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია ნ. ც-ეის საკუთრებაში არსებული ქონება გეოლოგიური თვალსაზრისით რა მდგომარეობაში იყო, არსებობდა თუ არა კვლავ მეწყერის გავრცელების საშიშროება, იმ პირობებში როდესაც ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებული 2018 წლის გეოლოგიური დასკვნით დადასტურებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ს მეწყერულ ზონაში არსებობის ფაქტი. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ საცხოვრებელ სახლში გაკეთდა რემონტი და აღარ შეინიშნება უძრავ ქონებაზე არსებული დაზიანებები, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ტერიტორიულად ნ. ც-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მეწყერსაშიში ზონაა და ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს სტიქიური უბედურება.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ნ. ც-ეის, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულის და გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტის განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაატარა სრულყოფილად. ამდენად, სადავო - 2023 წლის 9 იანვრის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს IDP 3 23 00000005 ბრძანება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - სადავო გადაწყვეტილებები გამოსცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოებისა და სათანადო შეფასების გარეშე, შედეგად კი, მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით მიიღოს სათანადო და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს IDP 3 23 00000005 2023 წლის 9 იანვრის ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი სააპელაციო სასამართლს განჩინებას მიიჩნევს იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთებულად და მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით და სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა, რომლებიც თავდაპირველად, სხვებთან შედარებით უფრო ადრე საჭიროებენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომელთაც სხვებთან განსხვავებით არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი და საჭიროებენ სასწრაფო დაკმაყოფილებას. განსახილველ შემთხვევაში კი, სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის სასწრაფო განსახლების აუცილებლობა. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის IDP 3 23 00000005 ბრძანების კანონირება ეკომიგრანტ ნ. ც-ეის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლების და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში. ხოლო, მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში არსებობა (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან.
ამავე პროცედურის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით.
მითითებული პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
განსახილველ საქმეზე 2018 წლის 5 ივლისს შ. ც-ეის მიერ (ნ. ც-ეის მეუღლე) საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე სააგენტოსადმი განაცხადით მიმართის ფაქტი დადასტურებულია, ხოლო 2021 წლის 5 ივლისის, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში, საკადასტრო კოდით ... უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად რეგისტრირებულნი არიან ვ. ც-ე, ვი. ც-ე, ნ. ც-ე და შ. ც-ე.
ამასთან, 2018 წლის 3 აგვისტოს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმის თანახმად, ც-ე შალვასა და ც-ე ნ.-ს საცხოვრებელ სახლს მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., მიენიჭა I კატეგორია. 2018 წლის 08 აგვისტოს, შეფასების ფორმის თანახმად, შ. ც-ეის №04-108050 განაცხადის თანახმად, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიად განისაზღვრა I და აღნიშნულ კრიტერიუმში მიენიჭა განაცხადს - 10 ქულა; 1 ქულა მიენიჭა განაცხადს კრიტერიუმში - პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისგან; 6 ქულა კი კრიტერიუმში - განმცხადებელს არ აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში. ჯამში განაცხადს მიენიჭა - 17 ქულა.
2018 წლის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რიგ დასახლებულ პუნქტებში განვითარებული სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების შესახებ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, სოფელ ...ს ტერიტორია აგებულია ოლიგოცენ-ქვედა მიოცენის ასაკის ქანებით, რომლებიც ლითოლოგიურად წარმოდგენილია თიხებით, სუბარგილიტებით, ქვიშაქვების შუაშრეებით და იშვიათად ტუფებით. ცენტრალურ უბანშია თავმოყრილი სახლებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანება.
ზეოაღნიშნული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად შ. ც-ეის ორსართულიანი ნახევრად კაპიტალური სახლი მდებარეობს (X256539; Y-4658178) 12-15 გრადუსით დახრილ ფერდობზე. სახლის მარჯვენა კედლის გასწვრივ ფიქსირდება ფრონტალური გავრცელების დისტანციური ტიპის მეწყერი. გადახრილია ფასადის მხარეს არსებული ბოძები, პირველი სართულის თიხის იატაკზე 10 სმ-მე სიგანის ნაპრალებია. სახლის მდგრადობის შენარჩუნებისთვის საჭიროა: ზედაპირული და სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება, სახურავს უნდა გაუკეთდეს წყალშემკრები ღარები, ხოლო საძირკვლის გარშემო მთელ პერიმეტრზე მოეწყოს ჰიდროსაიზოლაციო საფარი და გაკეთდეს ნაპრალების თიხით ან ბეტონის ხსნარით ტამპონაჟი.
2019 წლის 22 იანვრის გადამოწმების ოქმის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორია I შეიცვალა II კატეგორიით და აღნიშნულ კრიტერიუმში მიენიჭა განაცხადს - 7 ქულა; 1 ქულა მიენიჭა განაცხადს კრიტერიუმში - პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისგან; 6 ქულა კი კრიტერიუმში - განმცხადებელს არ აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში. ჯამში განაცხადს მიენიჭა - 14 ქულა. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განმცხადებელს 6 ქულა სხვა საცხოვრებლის არქონის გამო მინიჭებული აქვს 2018-2022 წლებში განხორციელებული თითოეული შეფასების დროს; ამდენად ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სხვა საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გააჩნია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2022 წლის 28 ნოემბერი - 9 დეკემბერი №6 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ იმსჯელა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) იმ ოჯახების განსახლების საკითხებზე, რომელთა განაცხადებსაც, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2022 წლის 1 და 2 მაისის №2 ოქმით განსაზღვრული იმ ოჯახების განსახლების საკითხის განხილვა, რომელთა განცხადებასაც მინიჭებული ჰქონდათ 14 და მეტი წინასწარი სარეიტინგო ქულა. კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. ც-ეს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან, ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას. 2023 წლის 9 იანვრის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებითუზრუნველყოფის სააგენტოს IDP 3 23 00000005 ბრძანების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის №6 ოქმის საფუძველზე, ნ. ც-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო ყურადღებას ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საქართველოს გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 25 ოქტომბრის №21/44920 დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის სახლის დაზიანება შეესაბამება I კატეგორიას, თუმცა მოგვიანებით 2019 წლის 22 იანვრის გადამოწმების ოქმის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორია I შეიცვალა II კატეგორიით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდა მხოლოდ სახლისა და მისი შემოგარენის მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება და არანაირი სპეციალური კომპეტენციის მქონე პირთა მიერ ობიექტის მდგომარეობის შესწავლა და გადაფასება არ განხორციელებულა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის გაწევა და ვერ დაადასტურა განსახილველ საკითხზე მის მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის ცვლილება პირველი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაზე არ განხორციელებულა შესაბამისი პროცედურის დაცვით, მართებულია სააპელაციო სასმართლოს მითითება ადმინისტრაციული ორგანოსადმი იმის თაობაზე, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, გამოიკვლიოს გეოლოგიური თვალსაზრისით რა მდგომარეობაშია ნ. ც-ეის ქონება და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექსპერტთა დასკვნის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს განსახილველ საკითხთან დაკავშრებით და მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა