საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №277აპ-14 ქ. თბილისი
ხ-ა დ.- 277აპ-14. 27 იანვარი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ყ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ის, მსჯავრდებულ დ. ხ-ას, მსჯავრდებულ ო. ფ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ას, მსჯავრდებულ მ. ე-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ის, მსჯავრდებულ თ. ჭ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის, პროკურორ რ. ნ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით დ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი და 2 წლით ჩამოერთვა საჯარო ხელისუფლების ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, დ. ხ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში 1 წლითა და 6 თვით დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა - 2000 ლარი. დ. ხ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 19 სექტემბრიდან.
ამავე განაჩენით: გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი და 2 წლით ჩამოერთვა საჯარო ხელისუფლების ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, გ. მ-ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში 1 წლითა და 6 თვით დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა - 3000 ლარი. გ. მ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 19 სექტემბრიდან.
ვ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით (ე.წ. ,,კ-ის“ ეპიზოდი) - 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი და 2 წლით ჩამოერთვა საჯარო ხელისუფლების ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ვ. ყ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში 1 წლითა და 6 თვით დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა - 2000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით (ი. ა-ისა და ა. მ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი და 2 წლით ჩამოერთვა საჯარო ხელისუფლების ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ვ. ყ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში 1 წლითა და 6 თვით დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა - 2000 ლარი.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ. ყ-ს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში 1 წლითა და 6 თვით დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა - 2000 ლარი. ვ. ყ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 19 სექტემბრიდან.
ო. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით (ე.წ. ,,კ-ის“ ეპიზოდი) - 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი და 2 წლით ჩამოერთვა საჯარო ხელისუფლების ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ო. ფ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში 1 წლითა და 6 თვით დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა - 2000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით (მ. ბ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი და 2 წლით ჩამოერთვა საჯარო ხელისუფლების ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ო. ფ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში 1 წლითა და 6 თვით დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა - 2000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით (ი. ა-ისა და ა. მ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი და 2 წლით ჩამოერთვა საჯარო ხელისუფლების ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ო. ფ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში 1 წლითა და 6 თვით დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა - 2000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით (გ. ყ-ის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საჯარო ხელისუფლების ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ო. ფ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში 1 წლითა და 6 თვით დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ო. ფ-ას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში 1 წლითა და 6 თვით დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. ო. ფ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 19 სექტემბრიდან.
მ. ე-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე. მ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარი. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, მ. ე-ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარი. მ. ე-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2013 წლის 14 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 11 თებერვლიდან 2013 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
თ. ჭ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე. თ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარი. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, თ. ჭ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარი. თ. ჭ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2013 წლის 14 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 11 თებერვლიდან 2013 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
ამავე განაჩენით გ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, გ. კ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარი. გ. კ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 19 სექტემბრიდან.
ამავე განაჩენით განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ საპროცესო შეთანხმებით ვ. ბ-ე გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო ლ. ფ-ეს, ხოლო საპროცესო შეთანხმებით - ა. ჯ-ას, დ. მ-ს, მ. ჩ-ეს, გ. ც-ას, კ. ჩ-ას, მ. ლ-ეს, ლ. ფ-ესა და ბ. ფ-ას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენი შეიცვალა ლ. ფ-ის მიმართ, კერძოდ: დამტკიცდა პროკურორსა და ლ. ფ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენი შეიცვალა გ. კ-ას მიმართ, კერძოდ: გ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, გ. კ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. კ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 19 სექტემბრიდან.
გასაჩივრებული განაჩენი დ. ხ-ას, გ. მ-ის, ვ. ყ-ის, ო. ფ-ას, მ. ე-ისა და თ. ჭ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების - დ. ხ-ას, გ. მ-ისა და ვ. ყ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს, ო. ფ-ასათვის შერაცხული დანაშაული სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს, ხოლო მ. ე-ისა და თ. ჭ-ასათვის შერაცხული დანაშაული სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისიწნებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. ყ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ის, მსჯავრდებულ დ. ხ-ას, მსჯავრდებულ ო. ფ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ას, მსჯავრდებულ მ. ე-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ის, მსჯავრდებულ თ. ჭ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის, პროკურორ რ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი