საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-462(კ-24) 11 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ე...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ე...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.03.2020 წ. №04/7182 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.03.2020 წ. №04/7713 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.11.2020 წ. №10/2702 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ 09.03.2020 წ. №04/7182 გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.11.2020 წ. №10/2700 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ 13.03.2020 წ. №04/7713 გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ე...მა“.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე სს „ე...მა“ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.03.2020 წ. №04/7182 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ პაციენტების - ა. გ-ის, დ. კ-ეისა და ა. ქ-ის ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.03.2020 წ. №04/7713 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ პაციენტების - დ. კ-ეისა და ა. ქ-ის ნაწილში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.11.2020 წ. №10/2702 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ 09.03.2020 წ. №04/7182 გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.11.2020 წ. №10/2700 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ 13.03.2020 წ. №04/7713 გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ე) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს სს „ე...სათვის“ პაციენტების - ა. გ-ის, დ. კ-ეისა და ა. ქ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ე...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.03.2020 წ. №04/7182 გადაწყვეტილება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.03.2020 წ. №04/7713 გადაწყვეტილება პაციენტების - ა. გ-ისა და დ. კ-ეის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.11.2020 წ. №10/2702 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ 09.03.2020 წ. №04/7182 გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე პაციენტების - ა. გ-ისა და დ. კ-ეის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.11.2020 წ. №10/2700 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ 13.03.2020 წ. №04/7713 გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე პაციენტ დ. კ-ეის ნაწილში. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სს „ე...სათვის“ პაციენტების - ა. გ-ისა და დ. კ-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის მითითებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 ნოემბრის №10/2700 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დადგინდა შემდეგი გარემოებები: დ. კ-ეე 2019 წლის ოქტომბრის თვეში მკურნალობდა სს „ე...ში“ ი...ში. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილი იქნა ... დაავადების მართვის კომპონენტით, შემდეგი დიაგნოზებით: .... პაციენტი მკურნალობდა ზემოაღნიშნულ კლინიკაში 06.09.2019 წლიდან - 13. 09. 2019 წლის ჩათვლით. პაციენტი იმავე კლინიკაში მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, 2019 წლის 14.09 - 17.09-ის პერიოდში - .... ინსპექტირების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული ორი შემთხვევა წარმოადგენს ერთ უწყვეტ პროგრამულ შემთხევას. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს №... და №... განესაზღვრათ სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.
კასატორის მითითებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 ნოემბრის №10/2702 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დადგინდა შემდეგი გარემოებები: ა. გ-ი 2019 წლის სექტემბრის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა სს „ე...ს“ ი...ში. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: ..., დიაგნოზი: ..., ჩარევა: .... აღნიშნული დიაგნოზი/ჩარევა იდენტურია საქართველოს მთავრობის №36-ე დადგენილების დანართი 1.2-ით განსაზღვრული გადაუდებელი მდგომარეობისა. შესაბამისად, პროგრამული შემთხვევის დაფინანსების მეთოდოლოგიაც განსხვავებულია. დადგენილების დანართი №1-ის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად. შესაბამისად, შემთხვევას №... განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.
კასატორის განმარტებით, დ. კ-ეე 2019 წლის 14.09 - 17.09-ის პერიოდში მკურნალობდა ზემოაღნიშნულ კლინიკაში. შემთხვევა (№...) წარმოდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ..., დაუზუსტებელი. ინსპექტირების ეტაპზე გამოვლინდა, რომ პაციენტი 06.09.2019 წლიდან - 13.09.2019 წლამდე მკურნალობდა იმავე კლინიკაში, ... დაავადებების მართვის კომპონენტით. ინსპექტირების შედეგად მკურნალობის ეს ორი შემთხვევა ჩაითვალა, როგორც ერთი უწყვეტი პროგრამული შემთხევა. შესაბამისად, შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.
კასატორის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის. სამედიცინო დაწესებულებებმა კი, არ უნდა იმოქმედონ არაკეთილსინდისიერად სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხების ხელოვნურად გაზრდის გზით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საყურადღებოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია პაციენტების - ა. გ-ისა და დ. კ-ეის ნაწილში, ხოლო ა. ქ-ის ნაწილში - არა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შეამოწმებს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში - სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:
ა) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 09.03.2020 წ. №04/7182 „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრა იმ სამედიცინო შემთხვევათა რეესტრი, რომლებზეც საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სამედიცინო დაწესებულების მხრიდან პროგრამის განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები (ტ.1, ს.ფ. 16-17).
გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი - ა. გ-ი (პ/ნ ...), შემთხვევა №..., 2019 წლის სექტემბრის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა სს „ე...ს“ ი...ში. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილი იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: ..., დიაგნოზი: ..., ჩარევა: .... აღნიშნული დიაგნოზი/ჩარევა იდენტურია საქართველოს მთავრობის №36-ე დადგენილების დანართი №1.2-ით განსაზღვრული გადაუდებელი მდგომარეობის. შესაბამისად, პროგრამული შემთხვევის დაფინანსების მეთოდოლოგიაც განსხვავებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე №... შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად (შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს);
პაციენტი - დ. კ-ეე (პ/ნ ...) 14.09.2019 წლიდან - 17.09.2019 წლამდე მკურნალობდა სს „ე...ში“ ი...ში. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა (№...) წარდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ... დაუზუსტებელი. ინსპექტირების ეტაპზე გამოვლინდა, რომ პაციენტი 06.09.2019 წლიდან - 13.09.2019 წლამდე მკურნალობდა იმავე კლინიკაში, ... დაავადებების მართვის კომპონენტით; აღნიშნულიდან გამომდინარე №... შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად (შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს);
ბ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 13.03.2020 წ. №04/7713 „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრა იმ სამედიცინო შემთხვევათა რეესტრი, რომლებზეც საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სამედიცინო დაწესებულების მხრიდან პროგრამის განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები (ტ.1, ს.ფ. 19-20).
გადაწყვეტილების თანახმად, დ. კ-ეე (პ/ნ ...), ... მკურნალობდა სს „ე...ში“ ი...ში 06.09.2019 წლიდან - 13.09.2019 წლის ჩათვლით. პაციენტი იმავე კლინიკაში მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, 2019 წლის 14.09 - 17.09-ის პერიოდში .... ინსპექტირების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული ორი შემთხვევა წარმოადგენს ერთ უწყვეტ შემთხევას. აღნიშნულიდან გამომდინარე №... შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად (შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს);
გ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 09.03.2020 წ. №04/7182 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა 10.04.2020წ. №01/106 ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 11 ნოემბრის №10/2702 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 22-25, 30-32); დ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 13.03.2020 წ. №04/7713 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა 10.04.2020წ. №01/107 ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 11 ნოემბრის №10/2700 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 26-29, 33-35).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
დასახელებული პროგრამის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის მოსარგებლეები არიან 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტები - ა. გ-ი და დ. კ-ეე არიან დანართი 1.3-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, თუმცა გასაჩივრებული აქტებით კლინიკას გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა პროგრამის დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამასთან, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია, დამატებით გააკეთოს შეტყობინება დაგეგმილი ჩარევის შესახებ ჰოსპიტალიზაციამდე/შემთხვევის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათით ადრე, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ,,პროგრამის’’ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, პაციენტი ა. გ-ის შემთხვევაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მიმწოდებელმა შემთხვევა წარადგინა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი ..., დიაგნოზი ..., ჩარევა .... ინსპექტირების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული დიაგნოზი/ჩარევა იდენტურია დადგენილების დანართი 1.2-ით განსაზღვრული გადაუდებელი მდგომარეობისა. შესაბამისად, პროგრამული შემთხვევის დაფინანსების მეთოდოლოგიაც განსხვავებულია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №32356 ცნობით (ფორმა №IV – 100/ა) დასტურდება, რომ პაციენტი - ა. გ-ი (დაბ. ...წ.) 12.09.2019 წლიდან - 14.09.2019 წლამდე ჰოსპიტალიზირებული იყო ი...ში. მოკლე ანამნეზი: მშობლების გადმოცემით ბავშვს თამაშის დროს ძმამ მოარტყა კეტი, რა დროსაც მიიღო ...ში, ... და ...ში. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაცია: ..., ..., ..., ..., ..., ..., (......, ...), ცხვირის ..., .... ავადმყოფობის მიმდინარეობა - .... ჩატარებული მკურნალობა: 13.09.2019 წელს 00:15 – 00:45 საათებში პაციენტს ...ის ქვეშ ჩაუტარდა .... პალატაში ყოფნისას პაციენტს უტარდებოდა ... მკურნალობა, შეხვევები. ... (ტ.1, ს.ფ. 85); ბ) სს „ს...ს „ი...ის“ №... ოპერაციის პროტოკოლის თანახმად, ოპერაციის მსვლელობისას ...ის ქვეშ მოხდა ...ით, რომლის შემდგომ ...ზე, ..., ... აღდგენა. ...ით, .... .... ...თ, ... სრული (ტ.1, ს.ფ. 72-73);
პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ა. გ-ის შემთხვევასთან მიმართებით მოხდა არა მხოლოდ ..., არამედ ..., ... ..., რაც ქმნის იმ დიაგნოზის შემადგენლობას, რომელიც მიწოდებულ იქნა კლინიკის მიერ შემთხვევის ანაზღაურების მიზნით, გადაუდებელი ... მომსახურების კომპონენტი, პროგრამული კოდი ..., დიაგნოზი ..., ჩარევა ....
რაც შეეხება პაციენტის - დ. კ-ეის შემთხვევას, დადგენილია, რომ პაციენტი სს „ს...ს „ი...ში“ მკურნალობდა 06.09.2019 წლიდან - 13.09.2019 წლის ჩათვლით .... დ. კ-ეე 2019 წლის 14 სექტემბერს კვლავ იქნა მოთავსებულ კლინიკაში და 17 სექტემბრის ჩათვლით მკურნალობდა დიაგნოზით .... კლინიკას ანაზღაურებაზე უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული ორი შემთხვევა წარმოადგენს ერთ უწყვეტ კლინიკურ შემთხევას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებზე: ა) პაციენტმა - დ. კ-ეემ კლინიკას მიმართა 06.09.2019 წელს და გაეწერა 13.09.2019 წელს დიაგნოზით ..., დაუზუსტებელი, L20.8 სხვა .... პაციენტმა განმეორებით მიმართა კლინიკას 14.09.2019 წელს და გაეწერა 17.09.2019 წელს, დიაგნოზით ..., დაუზუსტებელი; ... (ტ.1, ს.ფ. 92, 176-177); ბ) 09.09.2019 წლის ...ის ექიმის ჩანაწერებში აღნიშნულია შემდეგი: პაციენტი მოთავსდა ... განყოფილებაში ...ის დიაგნოზით. ამჟამად, ამ მხრივ, მდგომარეობა სტაბილურია და დამაკმაყოფილებელია. ... ანამნეზი არ აღენიშნა. 08.09.2019 წელს .... 09.09.2019 წელს ...ები. საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქტიური, კონტაქტური და ხალისიანი. სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. ... შენახულია, ...ები. ...ები. კანის სხვა არეები სუფთაა. (ტ.1, ს.ფ. 139); გ) პაციენტის გასინჯვის ფურცელით დასტურდება, რომ პაციენტი 10 სექტემბერს კონსულტირებული იყო ...ის მიერ, დანიშნულებაში ჩაერთო ..., ... იშვიათად აღენიშნებოდა, პაციენტის დანიშნულებიდან მოიხსნა .... 11 სექტემბერის ჩანაწერის თანახმად, პაციენტის ცხვირიდან სუნთქვა თავისუფალია, .... 12 სექტემბრის ჩანაწერის მიხედვით, პაციენტის ..., ..., ..., ..., .... 13 სექტემბრის გასინჯვის ფურცლის თანახმად, პაციენტის ..., ...ა. გაეწერა ბინაზე, დაენიშნა ... 3X დღეში, ესაჭიროება ... მონიტორინგი (ტ.1, ს.ფ. 124-128); დ) გასინჯვის ფურცლის თანახმად, პაციენტი - კ-ე დ. 14 სექტემბერს გადაყვანილ იქნა კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. მშობლების გადმოცემით, მეორე დღეა აღენიშნებოდა ...ებზე. ბინაზე ექიმის დანიშნულებით ეძლეოდა ... - .... მიუხედავად ამისა, გამონაყარმა უფრო მოიმატა, მოიცვა მთელი სხეული, მდგომარეობა გაუარესდა, გამოიხატა ..., .... აღნიშნული მდგომარეობის გამო პაციენტი გადაყვანილი იქნა კრ. მედიცინის დეპარტამენტში მძიმე მდგომარეობაში. გამოხატულია მთელ სხეულზე ... ხასიათის ...ით. აღენიშნება ერთეული ... ხასიათის ..., ..., .... ... არ არის (ტ.1, ს.ფ. 155).
წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პაციენტი დ. კ-ეის მეორე მიმართვის ეპიზოდი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც პირველის გართულება, რადგან პირველი შემთხვევის ძირითადი დიაგნოზის - ..., დაუზუსტებელი, არც ერთი სიმპტომი არ ფიგურირებს მეორე შემთხვევაში. ძირითადი დაავადება მორჩენილია, გაეწერა გაუმჯობესებული მდგომარეობით, დიაგნოზი ემყარება ობიექტურ ანამნეზს და ანალიზების შედეგებს. რაც შეეხება პირველი მიმართვის ეპიზოდის თანმხლებ დაავადებას - ...ს, ის დადგენილია სპეციალისტის - ...ის მიერ, რის შედეგადაც პაციენტს კლინიკაში ყოფნის პერიოდში უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა, ბინაზე გაეწერა ...ით (ბოლო 4 დღე ...), შესაბამისი დანიშნულებით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება (ნაშრომი, კვლევა, კომპეტენტური პირის დასკვნა), რომ ...ს გართულება შესაძლებელია იყოს ....
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.05.2024წ. №15421 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია