Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-794(კ-25) 11 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ა. ბ-ი (კ. ბ-ის უფლებამონაცვლე), ლ. ს-ი და მ. ს-ი (პ. ს-ის უფლებამონაცვლეები)

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 9 მარტს მ. ა-იმა, ი. ა-იმა, მა. ა-იმა, რ. ბ-იმა, ნ. ბ-იმა, დ. ბ-ემ, ე. ბ-ემ, ც. ბ-ემ, კ. ბ-იმა, ე. ბ-იმა, ც. ბ-ემ, კ. ბ-იმა, ე. ბ-იმა, ნ. გ-იმა, ი. გ-ამ, დ. გ-იმა, ს. გ-იმა, ნა. გ-იმა, უ. გ-ემ, მ. გ-ემ, რო. გ-ემ, კ. გ-იმა, ნ. გ-ემ, ჟ. გ-ემ, ნათ. გ-იმა, გ. გ-იმა, ს. დ-ამ, ნ. ე-ემ, ნ. ვ-ამ, ზ. თ-ემ, ნ. თ-ემ, ვ. თ-ემ, მ. თ-ემ, გ. ი-ემ, მ. კ-ემ, ტა. კ-ამ, ა. კ-ამ, დ. კ-ემ, ტ. კ-ამ, გ. კ-ემ, ნ. ლ-ემ, ი. ლ-იმა, ჯ. ლ-ემ, ც. მ-იმა, გ. მ-იმა, ლ. მ-იმა, ტ. მ-იმა, მ. მ-იმა, ი. მ-ემ, ნ. მ-ემ, რ. მ-ემ, რ. მ-იმა, ლუ. მ-იმა, ი. მ-ამ, ვ. მ-ემ, ე. მ-ემ, ლ. მ-ემ, ლი. მ-ემ, ს. მ-იმა, ვ. ნ-ემ, ა. ნ-იმა, გ. ნ-ემ, თ. ნ-ეემ, ვ. ო-იმა, გ. ო-ემ, ს. ო-ემ, ნ. პ-იმა, ე. ს-ემ, პ. ს-იმა, თ. ს-ამ, გ. ტ-ემ, ლ. ტ-იმა, გ. ფ-ემ, შ. ქ-იმა, ნ. ქ-ემ, ჯ. ღ-იმა, ო. ყ-იმა, შ. ყ-იმა, ზ. ყ-იმა, თ. შ-იმა, თ. ჩ-იმა, ვ. ჩ-ემ, გ. ჩ-ემ, ტ. ც-იამ, ც. წ-იმა, ო. წ-ემ, დ. ჭ-ამ, ე. ხ-იმა, ც. ხ-იმა, გ. ხ-ემ, ნ. ხ-იმა, თ. ხ-ემ, ჯი. ხ-იმა, ს. ხ-ამ, გ. ხ-იმა, თ. ჯ-ემ, თი. ჯ-ემ, ლ. ზ-იმა, ლ. კ-იმა, ნ. კ-ემ, ა. პ-იმა, ა. ჭ-ემ, თ. ჭ-იმა, ვ. კ-იმა, ა. მ-იმა, ტ. მ-ემ, ნ. ს-იმა, ჯ. ხ-იმა, შ. მ-იმა, ომ. ყ-იმა, კ. გ-იმა და ვ. გ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ მიმართ გამოცემული სოციალური პაკეტის/პენსიის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, შეწყვეტილი პენსიის აღდგენაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ სოციალური პაკეტის/პენსიის შეწყვეტის პერიოდზე კომპეტენტური ორგანოს უკანონო ქმედების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები წლების განმავლობაში მსახურობდნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „...ში“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებდნენ სოციალურ პაკეტს - ნაწილი იღებდა ასაკობრივ პენსიას, ნაწილი კი სახელმწიფო კომპენსაციას. მოსარჩელეების დიდ ნაწილს 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდათ სახელმწიფო გასაცემელი, ზოგს კი 2014, 2015, 2016 წლებში შეუწყდათ შესაბამისი პაკეტი. მოსარჩელეების მითითებით, სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გამოუცია წერილობით და მოსარჩელეებისთვის არ ჩაუბარებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მ. ა-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრს 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ი. ა-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №30578/2010. მა. ა-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტო ისანი-სამგორის სებ-ცას ცენტრი 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. რ. ბ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ნ. ბ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ე. ბ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2011 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. დ. ბ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება №2013/2. კ. ბ-იის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ე. ბ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ნ. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება №9845-13. ი. გ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2013 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება №2013/1. დ. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ს. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ნა. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. უ. გ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. რ. გ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. მ. გ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ნ. გ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ჟ. გ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ნათ. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. გ. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ს. დ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ნ. ე-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ნ. ვ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. ზ. თ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება. ნ. თ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ვ. თ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. მ. თ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2015 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. გ. ი-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება №9798. მ. კ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება №9844. ტა. კ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ა. კ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. დ. კ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. გ. კ-ეის მიმართ (იგივე ქ-ე გ.) სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ტ. კ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ცენტრის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება №8485. ნ. ლ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ი. ლ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ჯ. ლ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის წლის ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ც. მ-ი მიმართ სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის ისანი-სამგორის 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება №8476-16/2. გ. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. მ-ი ლ.-ს მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება №9843-13/1. ტ. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. მ. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ი. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბერის გადაწყვეტილება №04/105912. ნ. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. რ. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის აგვისტოს გადაწყვეტილება. რ. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის რის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ლუ. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ი. მ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ვ. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრს 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება №4/114019. ე. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ლ. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრი 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ლი. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრი 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ს. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ვ. ნ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ა. ნ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. გ. ნ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. თ. ნ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ვ. ო-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი- სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. გ. ო-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1126-2–03569. ს. ო-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ნ. პ-იის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. პ. ს-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. თ. ს-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2007 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება №30-52052 გადაწყვეტილება. გ. ტ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ლ. ტ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. გ. ფ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება №2013/1. ნ. ქ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება №04/23292. ჯ. ღ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ო. ყ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. შ. ყ-იის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. ყ-ი ო.-ს მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №4/105912. ზ. ყ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვისს ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. თ. შ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. თ. ჩ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება №2013/1. ვ. ჩ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება №04/97024. გ. ჩ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ტ. ც-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ც. წ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. დ. ჭ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №22268-2016/01. ე. ხ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. ც. ხ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება №104/105912. გ. ხ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ნ. ხ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. თ. ხ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი სამგორის სერვის ცენტრის 2014 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება. ს. ხ-ას მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ჯ. ხ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება №04/105912. გ. ხ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. თ. ჯ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება №04/114019. თი. ჯ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ლ. ზ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანის სერვის ცენტრის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება №2013/1. ლ. კ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. კ-ე ნ.-ს მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2015 წლის გადაწყვეტილება №04/98633-15/1. ა. ჭ-ეს მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ვ. კ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. ა. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ტ. მ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთის რაიონის სერვის ცენტრის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №04/79585. ნ. ს-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912-2. ჯ. ხ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება №04/114095-24. შ. მ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ვ. გ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. შ. ქ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. გ-ი კ.-ს მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. ე. ს-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრი 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912. 2. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება №04/29 მოსარჩელეების მიმართ შეწყვეტილი პენსიის აღდგენაზე უარის შესახებ. მოპასუხეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელის - კონპენსაციის/პენსიის მოსარჩელეებითვის და უფლებამონაცვლეებისთვის შემდეგი პერიოდის 1. პ/ნ ... ა-ი მ.-ს 12/1/2013-დან 7/1/2018-მდე; 2. პ/ნ ... ა-ი მა.-ს 12/1/2013-დან 5/1/2019-მდე; 3. პ/ნ ... ბ-ი რ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 4. პ/ნ ... ბ-ი ნ.-ს 12/1/2013-დან 7/1/2018-მდე; 5. პ/მ ... ბ-ე დ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 6. პ/ნ ... ბ-ე ე.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 7. პ/ნ ... ბ-ი კ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 8. პ/ნ ... ბ-ი ე.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 9. პ/ნ ... გ-ი ნ.-ს 10/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 10. პ/ნ ... გ-ი დ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 11. პ/ნ ... გ-ი ს.-ს 12/1/2013 6/1/2018 12. პ/ნ ... გ-ე ნა.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე 13. პ/ნ ... გ-ე უ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 14. პ/ნ ... გ-ე მ.-ს 12/1/2013-დან 10/1/2019-მდე 15. პ/ნ ... გ-ი კ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე 16. პ/ნ ... გ-ე ნ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 17.პ/ნ ... გ-ე ჟ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 18. პ/ნ ... გ-ე ნათ.-ს 12/1/2013-დან 7/1/2018-მდე; 19. პ/ნ ... გ-ი გ.-ს 8/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 20 პ/ნ ... დ-ა ს.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 21 პ/ნ ... ე-ე ნ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 22. პ/ნ ... ვ-ა ნ.-ს 12/1/2023-დან 8/1/2016-მდე; 23. პ/ნ ... თ-ე ზ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 24 პ/ნ ... თ-ე ნ. 12/1/2013-დან 1/1/2017-მდე; 25. პ/ნ ... თ-ე ვ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 26. პ/ნ ... თ-ე მ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 27. პ/ნ ... ი-ე გ.-ს 10/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 28. პ/ნ ... კ-ე მ.-ს 10/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 29. პ/ნ ... კ-ა ტ.-ს 12/1/2013-დან 11/1/2018- მდე; 30. პ/ნ ... ქ-ა ა.-ს 12/1/2013-დან 5/1/2018-მდე; 31. პ/ნ ... კ-ე დ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 32. პ/ნ ... კ-ე გ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 33. პ/ნ ... ლ-ე ნ.-ს 12/1/2013-დან 7/1/2018-მდე; 34. პ/ნ ... ლ-ი ი.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 35. პ/ნ ... ლ-ე ჯ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 36. პ/ნ ... მ-ი ც.-ს 2/1/2016-დან 12/1/2018-მდე; 37. პ/ნ ... მ-ი გ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 38. პ/ნ ... მ-ი ლ.-ს 10/1/2013-დან 0/07/2018-მდე; 39. პ/ნ ... მ-ი ტ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 40. პ/ნ ... მ-ი მ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 41. პ/ნ ... მ-ე ნ.-ს 12/1/2013-დან 11/1/2018-მდე; 42. პ/ნ ... მ-ე რ.-ს 8/1/2013-დან 8/1/2016- მდე; 43. პ/ნ ... მ-ი რ.-ს 12/1/2013-დან 7/1/2019-მდე; 44. პ/ნ ... მ-ი ლ.-ს 12/1/2013-დან 2/1/2019-მდე; 45. პ/ნ ... მ-ა ი.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 46. პ/ნ ... მ-ე ვ.-ს 1/1/2014-დან 6/1/2018-მდე; 47. პ/ნ ... მ-ე ე. 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 48. პ/ნ ... მ-ე ლ.-ს 12/1/2013-დან 11/1/2018-მდე; 49. პ/ნ ... მ-ე ლი.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 50. პ/ნ ... მ-ი ს.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 51. პ/ნ ... ნ-ე ვ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 52. პ/ნ ... ნ-ი ა.-ს 12/1/2013-დან 11/1/2019-მდე; 53. პ/ნ ... ნ-ე გ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 54. პ/ნ ... ნ-ე თ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 55. პ/ნ ... ო-ი ვ.-ს 12/1/2013-დან 11/1/2018-მდე; 56. პ/ნ ... ო-ე ს.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 57. პ/ნ ... პ-ი ნ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2018-მდე; 58. პ/ნ ... ს-ე ე.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 59. პ/ნ ... ს-ი პ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 60. პ/ნ ... ტ-ე გ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 61. პ/ნ ... ტ-ი ლ.-ს 12/1/2013-დან 5/1/2018-მდე; 62. პ/ნ ... ქ-ი შ. 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 63. პ/ნ ... ღ-ი ჯ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე 64. პ/ნ ... ყ-ი ო.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 65. პ/ნ ... ყ-ი შ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 66. პ/ნ ... ყ-ი ზ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 67. პ/ნ ... შ-ი თ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2018-მდე; 68. პ/ნ ... ჩ-ე ვ.-ს 11/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 69. პ/ნ ... ჩ-ე გ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 70. პ/ნ ... ც-ი ტ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 71. პ/ნ ... წ-ი ც.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 72. პ/ნ ... ჭ-ა დ.-ს 2016 წლის 18 აპრილიდან 6/1/2018-მდე 73. პ/ნ ... ხ-ი ე.-ს 12/1/2013-დან 8/1/2018-მდე; 74. პ/ნ ... ხ-ე გ. 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 75. პ/ნ ... ხ-ი ნ. 12/1/2013-დან 01/082018-მდე; 76. პ/ნ ... ხ-ე თ.-ს 9/1/2014-დან 10/1/2019-მდე; 77. პ/ნ ... ხ-ა ს.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 78. პ/ნ ... ხ-ი გ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 79. პ/ნ ... ჯ-ე თ.-ს 12/1/2013-დან 9/1/2016-მდე; 80. პ/ნ ... ჯ-ე თი.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 81. პ/ნ ... ბ-ი ლ.-ს უფლებამონაცვლე ო. ს-ი (პ/ნ ...)12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 82. პ/ნ ... გ-ე რ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 83. პ/ნ ... კ-ი ლ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2016-მდე; 84. პ/ნ ... კ-ე ნ.-ს 1/1/2016-დან 3/1/2020-მდე; 85. პ.ნ ... ჭ-ე ა.-ს 12/1/2013-დან 8/1/2018-მდე; 86. პ/ნ ... კ-ი ვ.-ს 12/1/2013-დან 6/1/2018-მდე; 87. პ/ნ ... მ-ი ა.-ს 12/1/2013-დან 2/1/2020-მდე; 88. პ/ნ ... თ. ბ-ეის უფლებამონაცვლე კ. ბ-ე (პ/ნ ...12/1/2013-დან 7/1/2018-მდე; 89. პ/ნ ... ხ-ი ჯ.-ს 1/1/2014-დან 10/1/2020-მდე; 90. პ/ნ ... მ-ი შ.-ს 12/1/2013-დან 1/1/2017-მდე; 91. პ/ნ ... ყ-ი ო.-ს 12/1/2013-დან 6/1/2019-მდე; 92. პ/ნ ... გ-ი ვ.-ს 12/1/2013-დან 8/1/2020-მდე; 93. პ/ნ ... ა-ი ი.-ს 01.05.2010-დან 01.04.2020-მდე; 94. პ/ნ ... მ-ე ი.-ს 01.12.2013-დან 01.10.2019-მდე; 95. პ/ნ ... ქ-ე ნ.-ს 01.04.2016-დან 01.05.2020-მდე; 96. პ/ნ ... ხ-ი ც.-ს 01.12.2013-დან 01.03.2018-მდე; 97. პ/ნ ... ს-ა თ.-ს 01.12.20018-დან 01.12.2018-მდე; 98. პ/ნ ... ფ-ე გ.-ს 01.01.2014-დან 01.06.2019-მდე; 99. პ/ნ ... ჩ-ი თ.-ს 01.01.2014-დან 01.05.2019-მდე; 100. პ/ნ ... ს-ი ნ.-ს 01.12.2013-დან 01.07.2019-მდე; 101. პ/ნ ... ზ-ი ლ.-ს 01.12.2013-დან 01.01.2019 102. პ/ნ ... კ-ა ტ.-ს 01.08.2013-დან 01.06.2020-მდე; 103. პ/ნ ... გ-ა ი.-ს 01.09.2013-დან 01.11.2019-მდე; 104. პ/ნ ... ო-ე გ.-ს 01.11.2013-დან 01.08.2020-მდე; 105. პ/ნ ... ხ-ი ჯ.-ს 01.12.2013-დან 01.03.2019-მდე; 106. პ/ნ ... მ-ე ტ.-ს 1.12.2015-დან 1.02.2016-მდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო აწ გარდაცვლილი კ. ბ-ის და პ. ს-ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაზე მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და ამ ნაწილში საქმეს მიენიჭა შესაბამისი სააღრიცხვო-სტატისტიკური ნომერი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/ბ-1986-24 შეჩერდა საქმის წარმოება კ. ბ-ის და პ. ს-ის გარდაცვალების გამო, მათი უფლებამონაცვლეობის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ამავე სასამართლოს 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/1986-24 აწ გარდაცვლილი კ. ბ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა ა. ბ-ი, ხოლო აწ გარდაცვლილი პ. ს-ის უფლებამონაცვლეებად მიჩნეული იქნენ მ. ს-ი და ლ. ს-ი; ადმინისტრაციული საქმეზე №3ბ/1986-24 (010332124701783510; აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - კ. ბ-ი, პ. ს-ი; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება; გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება) განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა სააპელაციო საჩივარში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მითითებულ ხანდაზმულობის საკითხზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე-129-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა სარჩელის წარდგენისათვის კონკრეტულ ვადებს აწესებს. სარჩელის წარდგენისას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვა წარმოადგენს სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს და ასეთი ვადის დაუცველობა საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობას ქმნის. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მითითებული ვადების მხარეთა მიერ დაცვის ფაქტი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ბ-ისა და პ. ს-ის მიმართ სადავო აქტები გამოცემული იქნა 2013 წელს, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ისინი ბენეფიციარებს არ ჩაბარებიათ, შესაბამისად მათთვის უცნობი იყო პენსიის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე. ამრიგად, პალატის მოსაზრებით, სახეზე არ იყო სადავო აქტის შინაარსის გაცნობის ის საკვანძო მომენტი, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო წესით სარჩელის წარდგენის ვადის ათვლასთან.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ბ-ი და პ. ს-ი წარმოადგენდნენ ასაკით პენსიონერ პირებს, რომელთა მიმართაც გაიცემოდა სახელმწიფო გასაცემელი-პენსია. თუმცა, კ. ბ-ისა და პ. ს-ის მიმართ სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი იყო საჯარო სამსახურის განხორციელება, კერძოდ, ჩაითვალა, რომ მათი საქმიანობა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრში „...“ იყო საჯარო სამართლებრივი ხასიათის, რაც გახდა დანიშნული პენსიის შეწყვეტის საფუძველი.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებში საქმიანობა ცალსახად წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, არ განიხილება საჯარო სამსახურად და მასში დასაქმებულ მოქალაქეებს არ ერთმევათ/არ ეზღუდებათ პენსიის მიღების შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-77-75(კ-15)) მითითებით აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრში „...სთან“ დაკავშირებით უკვე არსებობდა კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკა და განმარტება, რომლის მიხედვითაც დაწესებულება სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა და მასში საქმიანობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსის არ ითვლებოდა საჯარო სამსახურად.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა 2020 წლის 21 და 22 სექტემბერს განცხადებით მიმართეს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და სოციალური პაკეტის/პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და შეწყვეტიდან აღდგენამდე პერიოდის მიუღებელი გასაცემლის ანაზღაურება მოითხოვეს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო გადაწყვეტილებები მოსარჩელეებისათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე, ასევე ბათილი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილებაც, რომლითაც განმცხადებლებს შეეზღუდათ შესაძლებლობა, მიეღოთ განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის №ბს-864(კ-23), 2015 წლის 2 ივლისის №ბს-77-75(კ-15) და 2019 წლის 10 ოქტომბრის №ბს-29(კ-19) განჩინებებზე, და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლიდან 2016 წლამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლომ შეგნებულად თავი აარიდა სააგენტოს პოზიციას, რომ მოსარჩელეებს უფლება ჰქონდათ, კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართათ სასამართლოსთვის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ქმედების განხორციელების თაობაზე, რაც მოსარჩელეების მხრიდან არ განხორციელებულა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადებზე, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან და რომლის ათვლა იწყება დამოუკიდებლად და შეადგენს სამ წელს.

სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაში მითითებული არგუმენტი, რომ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებები მოსარჩელეებს არ ჩაბარებიათ უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად ადრესატისთვის აქტის არ ჩაბარებისას, თუ მისთვის ფაქტობრივად ცნობილი იყო უფლების დარღვევის შესახებ, მხარეს შეეძლო, საკუთარი დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიემართა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და მიუთითებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისთვის ჩაბარების სავალდებულოობაზე, იმავდროულად განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლისთვის აქტის მხარისთვის ჩაუბარებლობა ავტომატურად არ უნდა გახდეს ხანდაზმულობის ვადების დაცვისგან თავის არიდების საშუალება, ასეთი ვითარება ხელყოფს სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისა და სტაბილური მართლწესრიგის შენარჩუნების მიზნებს. ამდენად, აქტის გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უნდა დაუკავშირდეს არა აქტის მატერიალური სახით გადაცემას, არამედ იმ მომენტს, როდესაც მან შეიტყო საკუთარი უფლების დარღვევისა და იმ კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე, რაც მისი სტატუსის შეწყვეტის საფუძველი გახდა.

ამდენად, სააგენტო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის №ბს-1122-1111(კ-კს-11), 2014 წლის 30 ოქტომბრის №312-308(კ-14), 2020 წლის 22 ივლისის №ბს-52(კ-20) განჩინებებსა და 2022 წლის 10 მაისის №ბს-1023(კ-21) გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ მას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი ემსჯელა იმ წლებზე, რომელიც ეხებოდა 2013, 2014, 2015 და 2016 წლების მიუღებელი გასაცემლის ანაზღაურების საკითხს, ვინაიდან მოსარჩელეთა მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში კ. ბ-ის და პ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნები განიხილებოდა საწყის ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში №3/23/43-22 საქმის ფარგლებში, სადაც მათ გარდა, მოსარჩელეებს წარმოადგენდნენ ასევე სხვა ფიზიკური პირებიც (მ. ა-იი და სხვები). თბილისის საქალაქო სასამართლომ კ. ბ-ის და პ. ს-ის მიმართ არსებითად იგივე გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე №3/2343-22, რაც მ. ა-ისა და სხვებთან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლოში კი, ვინაიდან კ. ბ-ი და პ. ს-ი გარდაიცვალნენ, შეჩერდა საქმის განხილვა, დანარჩენი მოსარჩელეების ნაწილში კი მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა საკასაციო წესით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმეზე №ბს-1324(კ-24) დაკმაყოფილდა სააგენტოს საკასაციო საჩივარი და მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო. კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2025 წლის 31 მარტის №ბ/1986-24 განჩინებაში არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის სამართლიანი და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც განიმარტა ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი, დატვირთვა და მიზნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს კ. ბ-ის მიმართ გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და პ. ს-ის მიმართ გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის №04/105912 გადაწყვეტილების კანონიერება. ასევე უნდა შეფასდეს მოსარჩელეების მიმართ შეწყვეტილი პენსიის აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა და უნდა დადგინდეს რამდენად კანონიერად დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელეებს/მათ უფლებამონაცვლეებს აუნაზღაუროს შემდეგი პერიოდის მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი - კომპენსაცია/პენსია: კ. ბ-ის 01.12.2013-დან 01.08.2016-მდე; პ. ს-ის 01.12.2013-დან 01.08.2016-მდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

კ. ბ-ი და პ. ს-ი წარმოადგენდნენ ასაკით პენსიონერ პირებს, რომელთა მიმართაც გაიცემოდა სახელმწიფო გასაცემელი-პენსია. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია როდის მოხდა მოსარჩელეებისთვის სახელმწიფო გასაცემლის, პენსიის შეწყვეტა და როდის მოხდა მისი აღდგენა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 8 სექტემბრის მომართვით წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია მოსარჩელეების შესახებ მათ მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტისა და აღდგენის პერიოდების დეტალური მითითებით, კერძოდ, კ. ბ-ის 01.12.2013-დან 01.08.2016-მდე; პ. ს-ის 01.12.2013-დან 01.08.2016-მდე.

კ. ბ-ისა და პ. ს-ის მიმართ სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი იყო საჯარო სამსახურის განხორციელება, კერძოდ, ჩაითვალა, რომ მათი საქმიანობა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრში „...“ იყო საჯარო სამართლებრივი ხასიათის, რაც გახდა დანიშნული პენსიის შეწყვეტის საფუძველი. ასევე დადგენილია, რომ კ. ბ-ისა და პ. ს-ის მიმართ სადავო აქტები გამოცემულია 2013 წელს, თუმცა ისინი ბენეფიციარებს არ ჩაბარებიათ.

მოსარჩელეებმა 2020 წლის 21 და 22 სექტემბერს განცხადებით მიმართეს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტს და სოციალური პაკეტის/პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და შეწყვეტიდან აღდგენამდე პერიოდის მიუღებელი გასაცემლის ანაზღაურება მოითხოვეს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამასთან, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად კი განსაზღვრულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის უფლება ექცევა ადამიანის სოციალურ უფლებებში და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მისი ვალდებულების აღიარებას ხანდაზმულ მოქალაქეთა მიმართ. აღნიშნული უფლებების სრულყოფილი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან როგორც პენსიის დანიშვნა/გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი, ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული უფლების შეზღუდვისგან თავის შეკავება და შეზღუდვის დაშვება მხოლოდ კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როდესაც გამოყენებული საშუალება წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი). დასახელებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლად განსაზღვრავს საპენსიო ასაკის, კერძოდ 65 წლის მიღწევას. ამასთან, დაკონკრეტებულია, რომ პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამასთან, კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი პენსიის შეწყვეტის (მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდს. იმავე დათქმას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (4.3 მუხ., 9.1 „ბ“ ქვეპ.). პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.2 მუხ., 14.2 მუხ., „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.), შეწყვეტიდან პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი არ ინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონის მიზნებისთვის საჯარო საქმიანობის ცნებას და იგი განმარტებულია, როგორც საჯარო საქმიანობა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „...“, მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროდან, ამოცანებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. მისი ფუნქციები და ამოცანები დაკავშირებულია კვლევასთან და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც, რომელშიც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „...“ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად და განმარტა, რომ „სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „...ს“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „...“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას“. (სუსგ 02.07.2015წ., №ბს-77-75(კ-15)) ამდენად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო სამსახურში საქმიანობად.

თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, საკმარისი არ არის მხოლოდ იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ დასაქმებული საჯარო დაწესებულებაში, მოცემული სარჩელის პერსპექტივის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია შეფასებულ იქნეს კასატორის მიერ მითითებული, ხანდაზმულობის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული დავების მიმართ უფლება სამართლიან სასამართლოზე, უპირველესად, გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებისა და უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ვადებით ზღუდავს და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით უფლების დაცვის ხანდაზმულობის შესაბამის ვადებს განსაზღვრავს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რის შედეგადაც განსახილველი უფლების ჭრილში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ინარჩუნებს.

ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი მსჯელობა, სადაც განიმარტა, რომ „…საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.“ (სუსგ 30.10.2014წ., საქმე №ბს-312-308(კ-14)) თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით და ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს (სუსგ 13.09.2021წ., საქმე №ბს-1320(კ-19)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრისთვის, გასათვალისწინებელია სადავო სამართალურთიერთობის სპეციფიკა. კერძოდ, „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისს კანონმდებლობა უსაფუძვლოდ არ უკავშირებს დაინტერესებული მხარის მიერ აქტის გაცნობის ფაქტს. ბუნებრივია, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის გასაჩივრება. აქტის არცოდნა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს. თუმცა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული მხარისათვის გაცნობა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ამ აქტით მიღებული გადაწყვეტილების მიღების ფაქტისა და გადაწყვეტილების შინაარსის მხარისათვის გაცნობას და არა მარტო იმას, რომ პირმა მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურად ჩაიბაროს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას“ (სუსგ 30.10.2014წ., №ბს-312-308(კ-14)), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის სათანადო წესით ჩაბარების მნიშვნელობა გამოიხატება, ერთი მხრივ, ადრესატის მიერ აქტის შესრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფაში, მეორე მხრივ, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი რეალიზაციის მიზნის მიღწევაში (სუსგ 10.04.2025წ., №ბს-1324(კ-24)).

განსახილველ შემთხვევაში, პროცესის მონაწილე მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა სოციალური ხასიათისაა, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული მოქმედება, ფიზიკური პირების პენსიით უზრუნველყოფის შეზღუდვის შესახებ, აღნიშნულ პირებს უზღუდავს უფლებას, მიიღონ შესაბამისი სარგებელი სახელმწიფოსგან. ამ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა განისაზღვროს რა პერიოდიდან იყო მოსარჩელეებისთვის ცნობილი სადავო გადაწყვეტილებების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება სადავო გახადოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული პირისათვის ცნობილი გახდა მოქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოიშობა სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლი კი ადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აქტის ბათილად ცნობაზე უფლებამოსილი სუბიექტებია უშუალოდ აქტის გამომცემი ორგანო, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო გასაცემლის/პენსიის უკანონოდ შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, მხარემ კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად.

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როდესაც დაზარალებულმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო უფლების დარღვევის შესახებ ვერ გაიგო, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იმ მომენტიდან დაიწყება, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პირს უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო (სუსგ 20.11.2024წ., №ბს-523(კ-24).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მიმართ მოქმედებს სამწლიანი ხანდაზმულობა. საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა 2013 წელს, ხოლო მოსარჩელეებმა ადმინისტრაციულ ორგანოში ზემოაღნიშნული აქტების გაუქმება 2020 წლის სექტემბერში მოითხოვეს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სადავო ურთიერთობა მიეკუთვნება ფიზიკური პირების სახელმწიფოს მიერ სოციალური გარანტიებით, კერძოდ პენსიით აღჭურვას. სოციალური პაკეტი/პენსიის სარგებლობა დაკავშირებულია ყოველთვიურ სარგებელთან. მოსარჩელეებს 2013 წელს შეუწყდათ რა სახელმწიფო პენსია, აღნიშნული მათთვის იმთავითვე ცხადი იყო, რადგან აღარ ერიცხებოდათ საპენსიო თანხა (აღნიშნულის უარსაყოფად მოსარჩელეები არ უთითებენ რაიმე მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე).

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და მიუთითებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისთვის ჩაბარების სავალდებულოობაზე, თუმცა იმავდროულად განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლისთვის აქტის მხარისთვის ჩაუბარებლობა ავტომატურად არ უნდა გახდეს ხანდაზმულობის ვადების დაცვისგან თავის არიდების საშუალება, ასეთი ვითარება ხელყოფს სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისა და სტაბილური მართლწესრიგის შენარჩუნების მიზნებს. ამდენად, აქტის გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უნდა დაუკავშირდეს არა ადრესატისთვის აქტის მატერიალური სახით გადაცემას, არამედ იმ მომენტს, როდესაც მან შეიტყო საკუთარი უფლების დარღვევისა და იმ კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე, რაც მისი სოციალური უზრუნველყოფის შეწყვეტის საფუძველი გახდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხდარი პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები აღსრულებულია, რამეთუ წარმოშვა თანმდევი იურიდიული შედეგი (პენსიის მიუღებლობა), რაც მოსარჩელეებს არც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართული ადმინისტრაციული საჩივრით და სასამართლოში სარჩელის შეტანით კანონით დადგენილ ვადაში სადავოდ არ გაუხდიათ. განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ პენსიის შეწყვეტის დღიდან მოსარჩელეებს შეეზღუდათ სახელმწიფოსგან კონკრეტული სარგებლის მიღების უფლება, შესაბამისად, მათ უფლების დაცვა კანონით დადგენილ ვადაში უნდა უზრუნველეყოთ. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეებს სარჩელში ან საჩივარში ასევე არ მიუთითებიათ საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმების გამოყენების ხელშემშლელი ობიექტური მიზეზები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია (სუსგ 10.04.2025წ., №ბს-1324(კ-24)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით განსაზღვრული დებულებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, პენსიის შეწყვეტის თაობაზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონით დადგენილ ვადაში გაუსაჩივრებლობის გამო, უსაფუძვლოა მოპასუხისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამავე კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან მიმართებით წინააღმდეგობრივია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს ამ საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ბ-ის (კ. ბ-ის უფლებამონაცვლე), ლ. ს-ის და მ. ს-ის (პ. ს-ის უფლებამონაცვლეები) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. ბ-ის (კ. ბ-ის უფლებამონაცვლე), ლ. ს-ის და მ. ს-ის (პ. ს-ის უფლებამონაცვლეები) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა