Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

Nბს-143 (3კ-24) 22 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს "ჩ...ს" საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. გადაწყვეტილებით შპს "ჩ...ს" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.2021წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს "ჩ...ს" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 14.09.2020წ. N... დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისში, ... N1-ის წინ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის დემონტაჟი, გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 14.09.2020წ. N... დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისში, ... N1-ის წინ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის დემონტაჟი, გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 14.09.2020წ. N... დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისში, ... N1-ის წინ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის დემონტაჟი, გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 17.12.2020წ. N1730 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 14.09.2020წ. N..., N... და N... დადგენილებები შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის დემონტაჟის დავალების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და შპს "ჩ...ს" მიერ. უზენაესი სასამართლოს 16.02.2024წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად.

უზენაესი სასამართლოს 16.02.2024წ. განჩინებით შპს "ჩ...ს" საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კასატორს საკასაციო საჩივარზე სრულად არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. მოცემული დავის ფარგლებში მოთხოვნილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 14.09.2020წ. N..., 14.09.2020წ. N..., 14.09.2020წ. N... დადგენილებების ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 17.12.2020წ. N1730 ბრძანების ბათილად ცნობა. ზემოაღნიშნული დადგენილებები გამოცემულია სამ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურების უნებართვოდ განთავსების ფაქტზე. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 900 ლარს. კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია 300 ლარი. ამდენად, კასატორის მიერ დაზუსტებას საჭიროებდა რომელი მიწის ნაკვეთის მიმართ გამოცემული აქტების ნაწილში ხდიდა იგი სადავოდ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, უკეთუ კასატორს სამივე მიწის ნაკვეთის მიმართ გამოცემული სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ ჰქონდა ინტერესი, საჭირო იყო დამატებით სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამდენად, კასატორს განესაზღვრა 7-დღიანი ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა, ამასთან კასატორს განემარტა, რომ მას შეეძლო დაეზუსტებინა მოთხოვნა და კონკრეტულად მიეთითებინა რა ნაწილში (რომელი მიწის ნაკვეთის მიმართ) ხდიდა სადავოდ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2024წ. განჩინება გაიგზავნა შპს "ჩ...ს" საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა შპს "ჩ...ს დირექტორს 06.03.2024წ.. ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა ამოიწურა 13.03.2024წ. 24 საათზე (ოთხშაბათი). დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, მოთხოვნა არ დაუზუსტებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, შპს "ჩ...ს" საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. გადაწყვეტილებაზე შპს "ჩ...ს" საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. თ. ა-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს "ჩ...ს" საკასაციო საჩივარზე 31.01.2024წ. N20387988972 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა