საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-142(კ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე)– სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) –სს „ე...ი“
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 11 დეკემბერს სს „ე...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 17.05.2019წ. N04/25967, N04/25968, N04/25972 გადაწყვეტილებების მიხედვით, ...ს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად რიგ პაციენტების სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანზღაურებას. მითითებული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 ნოემბრის N04/59090 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები უსაფუძვლოა და ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (გარდა კ. ო-ის, გ. ბ-ას და ბ. ც-ის ნაწილში).
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის №04/25967, №04/225968 და №04/25972 გადაწყვეტილებები; 2. სააგენტოს დაევალოს ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების, ე. ს-ის, ე. ც-ის, მ. ჯ-ის, ზ. კ-ას, შ. ს-ის, ა. კ. ო-ის, დ. მ-ის, გ. ბ-ას, ე. მ-ის, რ. ჭ-ას, ბ. ც-ის და ა. ტ-ის სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 ოქტომბრის №04/59090 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, გარდა შესრულებულად აღიარებული მომსახურების დაფინანსების ნაწილისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აგვისტოს განჩინებით მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ე...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის N04/25967 გადაწყვეტილება დ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა დ. მ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის N04/25967 გადაწყვეტილება ე. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვეში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის N04/25972 გადაწყვეტილება და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვეში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 ნოემბრის N04/59090 გადაწყვეტილება დ. მ-ის და ა. ტ-ის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) პირველ, მე-8, მე-11 და მე-15 მუხლებზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ტ-ი და დ. მ-ი წარმოადგენენ “საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობების მოსარგებლეებს. ა. ტ-ი 2018 წლის19 სექტემბრიდან 11:55 საათიდან - 2018 წლის 1 ოქტომბრის 12:00 საათამდე მკურნალობდა „...ში“ დიაგნოზით - ...ი. ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში მითითებულია, რომ დაავადება დაეწყო 2015 წლის აგვისტოდან - იყო ...ი, ...ის, ...ი. უტარდებოდა მკურნალობა ...ი, ...ი, ...ა, მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოეხსნა ...ი, ეტაპობრივად აკლდებოდა ...ი. 2017 წელს აღენიშნა დაავადების გამწვავება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-ი 2018 წლის 1 ოქტომბრის 14:19 საათიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრის 15:00 საათამდე მკურნალობდა „...ში“ დიაგნოზით - ...ი, ...ა, ... დაზიანება, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში.
ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტი შესულია 7 დღის ანამნეზით, ჩივილებით: ...ე, ...ა, ...ა, ...თ, ...ა, ...ი, ...ა, ...თ, ...ა, ...ი, უპირატესად ...ში. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ პაციენტი ზ/აღნიშნული პრობლემის გამო მრავალჯერ არის ჰოსპიტალიზებული, ჩატარებული აქვს კვლევები, იმყოფებოდა ...ის მეთვალყურეობის ქვეშ. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული. საჭიროებს ოპერაციულჩარევას სასწრაფო დაყოვნებული წესით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ და “ი” ქვეპუნქტებზე.
ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ პაციენტი საჭიროებს "გადაუდებელი" სტაციონარული მომსახურების გაწევას იმ შემთხვევაში, როდესაც, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის გარეშე ცხადი და ხელშესახებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების ან დაღუპვის რისკი.
მოცემულ შემთხვევაში, დ. მ-თან დაკავშირებით, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის დადასტურებულად მიჩნევის წინაპირობები, ასევე არ არსებობდა არასწორი კომპონენტის მითითების საფუძვლით, შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობები. დ. მ-ის ჰოსპიტალიზაციას, წინ უძღოდა 7 დღის ანამნეზი, ჩივილებით. არ დადასტურდა შემთხვევის მართვა მხოლოდ კვლევების საფუძველზე, შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შედეგად პაციენტი ბინაზე გაეწერა გაუმჯობესებული მდგომარეობით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ შემთხვევა გადაცემული იყო ხელოვნური კოდით გარდა დადგენილებით განსაზღვრული კოდისა. პალატის მითითებით, მომსახურების მიმწოდებელმა იხელმძღვანელა რეალური მოცემულობით, რადგან დ. მ-ის დიაგნოზია ..., ...ი, რომლის თანმხლები სიმპტომია ...ა. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის განყენებულად ...ის შემთხვევის გამო სტაციონარისთვის მიმართვის შემთხვევა, არამედ სახეზეა კონკრეტული დიაგნოზი მისი თანმხლები ჩივილებით, რომელიც კლინიკის მიერ მართებულად იდენტიფიცირდა და შესაბამისად გადაეცა პროგრამის განმახორციელებელს.
პაციენტ - ა. ტ-ის შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი დაასაბუთა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ დადასტურდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების არსებობა. პალატამ ყურადღება გაამახვილა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაზე, რომლის მიხედვით სტაციონარში მიმართვა განაპირობა ტკივილის, ...ის, ...ის, ...ის ფაქტორებმა. კლინიაში ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად ზემოაღნიშნული სიმპტომები არ მოხსნილა, რის გამოც სამედიცინო შემთხვევა საჭიროებს დამატებით კვლევას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებულ პაციენტთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად მართებულად იქნა ცნობილი და ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთოს თუ რატომ არ მოაქცია მოცემული შემთხვევა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტში.
პაციენტ - ე. მ-ის შემთხვევასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ ამ ნაწილში სადავო აქტი გამოცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას თუ რის საფუძველზე ეთქვა უარი მოსარჩელეს აღნიშნული შემთხვევის ანაზღაურებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი პოზიცია დ. მ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით არასწორი კოდის გადაცემის შესახებ. პაციენტის მიმართ დასმული დიაგნოზი ...ი იწვევს ...ას და ვინაიდან მთავრობის N36 დადგენილებაში მხოლოდ ...ის კოდია მითითებული, შემთხვევა ამ კოდით უნდა გადაეცათ. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მითითებულ პაციენტს დიაგნოზი დაესვა სწორად და ...ა წარმოადგენს მითითებული დიაგნოზის ერთ-ერთ სიმპტომს, კლინიკამ მართებულად გადასცა ...ის კოდი ნაცვლად ...ისა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება კანონს, რადგან საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების დანართი 1.2-ის თანახმად არსებობს დიაგნოზი შესაბამისი კოდით (... ...ა და ...ა (0-5) წელი) 618). შესაბამისად, დ. მ-ის სამედიცინო შემთხვევა სწორი და არა მოგონილი კოდით უნდა გადაეცათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადასვლის გამო, 2025 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის №04/25967, №04/225968 და №04/25972 და 2019 წლის 13 ოქტომბრის №04/59090 გადაწყვეტილების გარდა შესრულებულად აღიარებული მომსახურების დაფინანსების ნაწილის კანონიერება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის ე. ს-ის, ე. ც-ის, მ. ჯ-ის, ზ. კ-ას, შ. ს-ის, ა. კ. ო-ის, დ. მ-ის, გ. ბ-ას, ე. მ-ის, რ. ჭ-ას, ბ. ც-ის და ა. ტ-ის სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსების დავალება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2022წ. გადაწყვეტილებით სს „ე...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის N04/25967 გადაწყვეტილება დ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა დ. მ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის N04/25967 გადაწყვეტილება ე. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვეში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის N04/25972 გადაწყვეტილება და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვეში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 ნოემბრის N04/59090 გადაწყვეტილება დ. მ-ის და ა. ტ-ის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებას შეაფასებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში).
მოცემულ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დ. მ-ის, ე. მ-ის და ა. ტ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტები: დ. მ-ი და ა. ტ-ი წარმოადგენენ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობების მოსარგებლეებს.
დ. მ-ი 2018 წლის 1 ოქტომბრის 14:19 საათიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრის 15:00 საათამდე მკურნალობდა „...ში“ დიაგნოზით - ...ი, ...ა, ... დაზიანება.
ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტი შესულია 7 დღის ანამნეზით, ჩივილებით: ...ე, ...ა, ...ა, ...თ, ...ა, ...ი, ...ა, ...თ, ...ა, ...ი, უპირატესად ...ში. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ პაციენტი ზ/აღნიშნული პრობლემის გამო მრავალჯერ არის ჰოსპიტალიზებული, ჩატარებული აქვს კვლევები, იმყოფებოდა ...ის მეთვალყურეობის ქვეშ.
ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: ..ს.ს. ანალიზი, ...ის, ...ა, .... შარდის საერთო ანალიზი - ანთებითი ცვლილების გარეშე, ... ექოსკოპიური კვლევა, ... საერთო ანალიზი-ნორმა, ტესტი ...ზე-უარყოფითი, ...ში აღენიშნება შევიწროვება, ცენტრალური ნაწილში ...ი ელემენტით, ...ა, ...ა, ...ში, ...ში, კონსულტირებული იქნა ...ის და ქირურგის მიერ დინამიკაში.
ა. ტ-ი 2018 წლის 25 სექტემბრიდან 11:55 საათიდან - 2018 წლის 1 ოქტომბრის 12:00 საათამდე მკურნალობდა „...ში“ დიაგნოზით - ...ი. ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში მითითებულია, რომ დაავადება დაეწყო 2015 წლის აგვისტოდან - იყო ...ი, ...ის, ...ი. უტარდებოდა მკურნალობა ...ი, ...ი, ...ა, მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოეხსნა ...ი, ეტაპობრივად აკლდებოდა ...ი. 2017 წელს აღენიშნა დაავადების გამწვავება
ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: ..., ..., ...ი, ..., ..., ...ი, ...ის ექოსკოპია, ...ის რეტგენოგრაფია, ...ის კონს. ავადმყოფობის მიმდინარეობა - მწვავე. ჩატარებული მკურნალობა - ...ი, ...ი, ...ი, ...ა. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას - გაუმჯობესებული.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ პაციენტების დ. მ-ისა და ა. ტ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნული შემთხვევები არ მოიაზრებდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების აუცილებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ)ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ზემოაღნიშნული პროგრამის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანებაზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამედიცინო მომსახურება (ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა, სამედიცინო დანიშნულების საგნების, ფარმაცევტული და სისხლის პროდუქტების ჩათვლით, სამედიცინო მანიპულაციები, ქარხნული წარმოების ენტერალური კვება, სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, ლაბორატორიულინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც საჭიროებს პაციენტის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას, ხოლო ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია პაციენტის დაუყოვნებელი სიკვდილი, ...ა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას.
საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დ. მ-თან დაკავშირებით, სახეზე იყო გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის დადასტურებულად მიჩნევის წინაპირობები, რადგან პაციენტის ჰოსპიტალიზაციას წინ უძღოდა 7 დღიანი ავადობის პერიოდი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. მ-ის შემთხვევის მართვა არ განხორციელდა მხოლოდ კვლევების საფუძველზე, პაციენტს დაესვა შესაბამისი დიაგნოზი და სტაციონარში ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. რაც შეეხება მითითებულ პაციენტთან დაკავშირებით არასწორი კოდის გადაცემას, ნაცვლად დადგენილებით განსაზღვრული კოდისა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართოს დასკვნას, რომ სამედიცინო დაწესებულებამ რეალური ვითარების გათვალისწინებით, კერძოდ, დ. მ-ისთვის დასმული დიაგნოგი (სადავო არაა დიაგნოზის მართებულად დასმის საკითხი) იყო ..., ...ი, ...ი, რისი თანმხლების სიმპტომიც არის ...ა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. მ-ს მარტოოდენ ...ით გამოხატული სიმპტომი არ ჰქონდა, არამედ მის მიმართ დასმული იყო სხვა დიაგნოზი, რომლის თანმხლები ერთ-ერთი ჩივილი იყო ...აც. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა მასზედ, რომ სამედიცინო დაწესებულებამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად დააიდენტიფიცირა და გადასცა კონკრეტული კოდი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ საქმეში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, ა. ტ-ს 2015 წლიდან დაესვა ...ის დიაგნოზი, რის გამოც მკურნალობს ჰორმონით. პაციენტს ჰორმონის დოზის კორექტირების მიზნით პერიოდულად სჭირდება ექიმის კონსულტაცია. მოცემული შემთხვევაც, ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა, როგორც გეგმიური და უარი განაცხადა მისი ანაზღაურებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც პაციენტს უტარდებოდა სპეციალისტის მიერ დანიშნული მკურნალობა მას დაეწყო ტკივილი, ...ა, ...ა და ...ა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება თუ რის საფუძველზე იქნა მიჩნეული, რომ ა. ტ-ს არ ესაჭიროებოდა გადაუდებელი დახმარების გაწევა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, რაც ქმნის დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ტ-ის მიმართ მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისი N04/25972 გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, რადგან არ დგინდება თუ რის საფუძველზე გამორიცხა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ მოცემული შემთხვევა არ შეიძლება მოექცეს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მითუფრო, რომ ბინაზე ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დადებითად არ ვითარდებოდა და პირიქით სახეზე იყო ტკივილის, ...ის და გაძნელებული მოძრაობის სიმპტომატიკა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. მ-ი 2018 წლის 1 ნოემბრიდან - 2018 წლის 16 იანვრის ჩათვლით მკურნალობდა „...ში“ დიაგნოზით - ...ის სხვა ფორმები. ...ა. მძიმე ...ა. ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტი კლინიკაში შევიდა 2016 წლის 19 აპრილს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ...ისა და ...ის დიაგნოზით. მდგომარეობა სომატური სტატუსის მხრივ გაუმჯობესდა. 20.06.2016წ. გადმოიყვანეს ...აში. 01.02. - 03.02. 2017-ში პაციენტი კვლავ მკურნალობდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ...ის დიაგნოზით. ავადმყოფობის მიმდინარეობა- ქრონიკული. ჩატარებული მკურნალობა: სიმპტომური მკურნალობა და მეთვალყურეობის რეჟიმი. მდგომარეობა სტაციონარში შესვლისას მძიმე, გაწერისას უცვლელი. ითვლება როგორც ინკურაბელური შემთხვევა და ექვემდებარება პალიატიურ მოვლას.
ადმინისტრაციულმა ორგანომ ე. მ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა იმაზე მითითებით, რომ ხარჯები მიმწოდებლის მიერ ასანაზღაურებლად წარედგინა ადამიანთა ვჭრობის (ტრეფიკინგის მსხვერპლთა), დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს. მოპასუხე მხარემ ზეპირსიტყვიერად ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, და აღნიშნა, რომ ე. მ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია სააგენტო.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, რომ საქმეში დაცული სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალის თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის წერილის თანახმად, მითითებულ პერიოდზე განხორციელებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ფილიალის კანცელარიაში არ მოიძებნა კლინიკის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ე. მ-თან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ერთი მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში მითითებული არგუმენტი, სააგენტოსთვის მიმართვის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, ასევე მოპასუხის მიერ მითითებული ნორმატიული აქტით ცალსახად არ იკვეთება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უპირობო ვალდებულება მასში მოთავსებული პირისთვის კლინიკის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ. ამრიგად, დასახელებულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, პალატა თვლის, რომ სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის მოთხოვნებით და აქტი, ამ ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტად სწორად ცნო ბათილად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 10.03.2025წ. N05479 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.03.2025წ. N05479 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა