ა-2002-შ-59-04 3 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ს.-სა და ჟ. ს.-ს შუამდგომლობები და სასამართლოს დოკუმენტები ბელარუსიის რესპუბლიკის ...-ის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მოქალაქე რ. ჟ.-ისათვის თანხის დაკისრების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ბელარუსიის რესპუბლიკის ...-ის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ჟ.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 89-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. რ. ჟ.-ს ლ. ს.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 7318155 რუბლის, ხოლო ჟ. ს.-ს სასარგებლოდ 724532 რუბლის გადახდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფოს სასარგებლოდ 402135 რუბლის ოდენობით.
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2001წ. 1 ივნისს.
ლ. ს.-მ და ჟ. ს.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელარუსიის რესპუბლიკის ...-ის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 29 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. ს.-სა და ჟ. ს.-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბელარუსიის რესპუბლიკის ...-ის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რ. ჟ.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 89-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. რ. ჟ.-ს ლ. ს.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 7318155 რუბლის გადახდა, ხოლო ჟ. ს.-ს სასარგებლოდ 724532 რუბლის გადახდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფოს სასარგებლოდ 402135 რუბლის ოდენობით.
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2001წ. 1 ივნისს.
პალატა თვლის, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელარუსიის რესპუბლიკის ...-ის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხემძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვეციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ს.-სა და ჟ. ს.-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ბელარუსიის რესპუბლიკის ...-ის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ჟ.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 89-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. რ. ჟ.-ს ლ. ს.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 7318155 რუბლის გადახდა, ხოლო ჟ. ს.-ს სასარგებლოდ 724532 რუბლის გადახდა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.