ა-2330-შ-75-04 3 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის კ.-ის და ნ.-ის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზ-ე, თანხის გადახდევინების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის კ.-ის და ნ.-ის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ. ა.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის მესამე პუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, დანაშაულის სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 26 სექტემბრიდან. აღმკვეთი ღონისძიება დარჩა უცვლელი. შპს “ა.-ის” სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ბრალდებულ მ. ა.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2.154.279 დრამი (სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ვალუტა).
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004წ. 5 თებერვალს.
სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის კ.-ის და ნ.-ის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 13 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის კ.-ის და ნ.-ის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ა.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის მესამე პუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, დანაშაულის სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 26 სექტემბრიდან. აღმკვეთი ღონისძიება დარჩა უცვლელი. შპს “ა.-ის” სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ბრალდებულ მ. ა.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2.154.279 დრამი (სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ვალუტა).
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004წ. 5 თებერვალს.
პალატა თვლის, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის კ.-ის და ნ.-ის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხემძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვეციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის კ.-ის და ნ.-ის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ა.-ის” სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ბრალდებულ მ. ა.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2.154.279 დრამი (სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ვალუტა), ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.