ა-2339-შ-73-04 31 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
დავის საგანი: უკრაინის ოდესის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
აღწერილობითი ნაწილი
:
უკრაინის ოდესის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით მ. წ.-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის – ა. წ.-ის სარჩენად, ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით ყოველთვიურად 2001წ. 27 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. მოპასუხეს, აგრეთვე, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრივნის ოდენობით. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004წ. 29 აპრილს.
ა. წ.-ის დედამ, ნ. წ.-მა, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლის “ბ” პუნქტის, აგრეთვე “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 69-ე მუხლის თანახმად არსებობს საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ოდესის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 62-63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. წ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნეს უკრაინის ოდესის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მ. წ.-ს დაეკისრა:
1. ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის – ა. წ.-ის სარჩენად, ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით ყოველთვიურად 2001წ. 27 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრივნის ოდენობით უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.