ა-2471-შ-72-05 12 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),
მ. ახალაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ი.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ...-ის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს განაჩენის ვ. ი.-ის მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მოქალაქე თ. მ.-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსეთის ფედერაციის ქ. ...-ის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს განაჩენით დადგენილია, რომ 2002წ. 5 მარტს თ. მ.-ი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა “კამაზ-53213” სერიის ავტომანქანას. გზაჯვარედინზე, შუქნიშნის გაფრთხილების მიუხედავად, მან 40 კმ სიჩქარით ნაადრევად განაახლა მოძრაობა, რის შედეგად დაეჯახა “გაზ-31029” მარკის ავტომანქანას. აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში სხეულის დაზიანებები მიიღეს ვ. ი.-მ და ა. ბ.-მ.
ვ. .ი.-მა სამოქალაქო სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მატერიალური ზიანის _ 154909,72 რუბლის, ხოლო მორალური ზიანის _ 20000 ლარის ანაზღაურება. შუამდგომლობის საქმის მასალებში წარმოდგენილი ზემოხსენებული სასამართლოს მოსამართლე ი. გ.-ს ცნობით, მოპასუხეს სასამართლო უწყება კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა. რუსეთის ფედერაციის ქ. ...-ის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს განაჩენით თ. მ.-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, მართვის სპეციალური უფლების 3 წლით ჩამორთმევა, ასევე ვ. ი.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 154909,72 რუბლის, ხოლო მორალური ზიანის _ 20000 ლარის ანაზღაურება. ზემოხსენებული სასამართლოს მოსამართლე ი. გ.-ს ცნობის თანახმად, აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2002წ. 24 სექტემბერს და ექვემდებარება აღსრულებას. ვ. ი.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ. ...-ის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს განაჩენის მის მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 26 სექტემბრის განჩინებით ვ. ი.-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. ი.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ....-ის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს განაჩენით დადგენილია, რომ 2002წ. 5 მარტს თ. მ.-ი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა “კამაზ-53213” სერიის ავტომანქანას. გზაჯვარედინზე, შუქნიშნის გაფრთხილების მიუხედავად, მან 40 კმ სიჩქარით ნაადრევად განაახლა მოძრაობა, რის შედეგად დაეჯახა “გაზ-31029” მარკის ავტომანქანას. აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში სხეულის დაზიანებები მიიღეს ვ. ი.-მ და ა. ბ.-მ.
ვ. ი.-მ სამოქალაქო სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მატერიალური ზიანის _ 154909,72 რუბლის, ხოლო მორალური ზიანის _ 20000 ლარის ანაზღაურება.
შუამდგომლობის საქმის მასალებში წარმოდგენილი ზემოხსენებული სასამართლოს მოსამართლე ი. გ.-ს ცნობით, მოპასუხეს სასამართლო უწყება კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა.
რუსეთის ფედერაციის ქ. ...-ის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს განაჩენით თ. მ.-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, მართვის სპეციალური უფლების 3 წლით ჩამორთმევა, ასევე ვ. ი.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 154909,72 რუბლის, ხოლო მორალური ზიანის _ 20000 ლარის ანაზღაურება. ზემოხსენებული სასამართლოს მოსამართლე ი. გ.-ს ცნობის თანახმად, აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2002წ. 24 სექტემბერს და ექვემდებარება აღსრულებას. ვ. ი.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ. ...-ის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს განაჩენის მის მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელ გარემოებები არ არსებობს, ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ. ...-ის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს განაჩენი ვ. ი.-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლით, სსკ-ის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ი.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
რუსეთის ფედერაციის ქ. ...-ის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს განაჩენი, რომლის მიხედვით, თ. მ.-ს ვ. ი.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 154909,72 რუბლის, ხოლო მორალური ზიანის _ 20000 ლარის ანაზღაურება, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.