ა-2745-შ-75-05 9 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),
მ. ცისკაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რესპუბლიკური უნიტარული საწარმო “მ.-ის” გენერალური დირექტორის მ/შ ი.ჩ.-ის შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის ...-ის სამეურნეო სასამართლოს 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ავიაკომპანია “ს.-ის” მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბელორუსიის სატრონსპორტო პროკურორმა სახელმწიფო უნიტარული საწარმო “მ.-ის” ინტერესებიდან გამომდინარე, სარჩელი აღძრა სასამართლოში ავიაკომპანია “ს.-ის” მიმართ, მხარეთა შორის 1998წ. 30 დეკემბერს დადებული ¹407-96/349 გარიგებიდან გამომდინარე, დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
...-ის სამეურნეო სასამართლოს 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების სახით 388682,49 აშშ დოლარის, ზიანის სახით _ 142,285530968,31 აშშ დოლარის, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით _ 11442367 ბელორუსიის რუბლის გადახდა.
მოსამართლე ლ.მ.-ს ცნობით, მოპასუხეს, სასამართლო სხდომის დროის შესახებ, დროულად ეცნობა. სასამართლო უწყება და სასარჩელო განცხადების ასლი მას ჩაბარდა, მაგრამ პროცესზე არ გამოცხადებულა.
სახელმწიფო უნიტარული საწარმო “მ.-ის” გენერალურმა დირექტორის მ/შ ი.ჩ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსიის რესპუბლიკის ...-ის სამეურნეო სასამართლოს 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 28 ოქტომბრის განჩინებით სახელმწიფო რესპუბლიკური უნიტარული საწარმო “მ.-ის” გენერალური დირექტორის მ/შ ი.ჩ.-ის შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის ...-ის სამეურნეო სასამართლოს 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ რესპუბლიკური უნიტარული საწარმო “მ.-ის” გენერალური დირექტორის მ/შ ი.ჩ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის ...-ის სამეურნეო სასამართლოს 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით ავიაკომპანია “ს.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების სახით 388682,49 აშშ დოლარის, ზიანის სახით _ 142,285, სულ 530968,31 აშშ დოლარის, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით _ 11442367 ბელორუსიის რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005წ. 27 აპრილს და ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
სახელმწიფო უნიტარული საწარმო “მ.-ის” გენერალურმა დირექტორის მ/შ ი.ჩ.-იმ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსიის რესპუბლიკის ...-ის სამეურნეო სასამართლოს 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელორუსიის რესპუბლიკის ...-ის სამეურნეო სასამართლოს 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რესპუბლიკური უნიტარული საწარმო “მ.-ის” გენერალური დირექტორის მ/შ ი.ჩ.-ის შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის ...-ის სამეურნეო სასამართლოს 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ბელორუსიის რესპუბლიკის ...-ის სამეურნეო სასამართლოს 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ავიაკომპანია “ს.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების სახით _ 388682,49 აშშ დოლარის, ზიანის სახით _ 142,285, სულ 530968,31 აშშ დოლარის, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით _ 11442367 ბელორუსიის რუბლის გადახდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.