ა-3246-შ-83-05 29 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),
მ. ცისკაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ხ.-ს შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გერმანიის მოქალაქე ა. ჰ.-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. (ხ.-ა) ჰ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. ჰ.-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.
გერმანიის ფედერაციის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. (ხ.-ა) ჰ.-ი და ა. ჰ.-ი განქორწინდნენ.
თ. ხ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 24 ნოემბრის განჩინებით თ. ხ.-ს შუამდგომლობა, გერმანიის ფედერაციის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ხ.-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თ. (ხ.-ა) ჰ.-ი და ა. ჰ.-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2003წ. 28 თებერვლიდან.
თ. (ხ.-ა) ჰ.-მა სარჩელით აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. ა. ჰ.-მა სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
გერმანიის ფედერაციის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ თ. (ხ.-ა) ჰ.-ი და ა. ჰ.-ი განქორწინდნენ.
თ. ხ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ფედერაციის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69–ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ხ.-ს შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გერმანიის ფედერაციის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. (ხ.-ა) ჰ.-ი და ა. ჰ.-ი განქორწინდნენ, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.