¹-3კ/790-01- 12 დეკემბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივანი –ლელა სანიკიძე
საქმის ზეპირი მოსმენით საკასაციო პალატამ განიხილა კასატორების დ. ბ-ის წარმომადგენლის ტ. გ-ის და ა. თ-ის წარმომდგენლი რ. პ-ს განცხადება მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 22 აპრილის განჩინებით შეჩერებულ იქნა გ. თ-ისა და ი. ფ-ის საკასაციო საჩივრების განხილვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე საქმეზე ა. თ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ი. ფ-ის მიმართ, ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ბინიდან გამოსახლების თაობაზე; ი. ფ-ის შეგებებული სარჩელის გამო ა. თ-ის მიმართ ნივთის ფლობის შესახებ იურიდიული ფაქტის დადგენისა და ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის თაობაზე.
2008 წლის 8 დეკემბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ა. თ-ის წარმომადგენელმა რ. პ-მ და დ. ბ-ის წარმომადგენელმა ტ. გ-მ და მოითხოვეს მხარეთა შორის მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20078 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეზე განახლდა წარმოება.
კასატორების წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინეს განცხადება, სადაც მიუთითეს, რომ მხარეები მოცემულ დავასთან დაკავშირებით მორიგდნენ, ერთმანეთის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ და ამ საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საკასაციო პალატის განჩინების იძულებითი აღსრულების საკითხს არ დააყენებენ, ვინაიდან ამ მორიგების იძულებითი აღსრულების ინტერესი მათ არ გააჩნიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიცატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მხარეები მორიგდნენ.
ვინაიდან მოცემულ საქმეზე მხარეები მორიგდნენ, არ გააჩნიათ ამ მორიგების პირობების სასამართლოს მიერ დამტკიცების საკასაციო პალატის განჩინების იძულებითი აღსრულების და ასეთი სახის აღსრულების მიმართ ინტერესი საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნულ საქმეზე მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს საქმის წარმოება და გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის - 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დამტკიცდეს კასატორების დ. ბ-ის წარმომადგენლ ტ. გ-სა და ა. თ-ის წარმომდგენელ რ. პ-ს შორის მორიგება შემდეგი სახით:
,,მხარეებს ერთმანეთის მიმართ მოცემული დავიდან გამომდინარე პრეტენზიები არ გააჩნიათ.
მხარეები არ ითხოვენ მორიგების პირობების სასამართლოს მიერ დამტკიცებას, ვინაიდან არ აქვთ მორიგების იძულებით აღსრულების ინტრესი”
გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.
განემარტოთ მხარეებს, რომ იგივე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსათვის მომართვა დაუშვებელია.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.