Facebook Twitter

ს ა ო ქ მ ო გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

(ამონაწერი სხდომის ოქმიდან)

საქმე№503აპ-15 19 ნოემბერი, 2015 წელი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, ზაზა მეიშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ა. ა-ს

სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა ბრალდებული მ. ჯ-ა. სხდომის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ამსახველი ოქმი, რომლის თანახმად, ბრალდებულმა მ. ჯ-მ უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე გამოცხადებასა და ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. სახელმწიფო ბრალმდებელმა ა. ა-მ პროცესზე დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა იმ მიმართებით, რომ საკასაციო პალატას ემსჯელა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განჩინებაში მითითებულ უარის თქმის სამართლებრივ საფუძველზე, რომლითაც მხარეებს უარი ეთქვათ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის მასალებში იყო თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ სასამართლოს განაჩენი გამოეტანა.

საკასაციო პალატამ ადგილზე თათბირის შემდეგ განმარტა, რომ პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს წარმოდგენილ საქმის მასალებში საკმარისი მტკიცებულებების არსებობის თაობაზე, მაშინ, როდესაც ბრალდებულმა მ. ჯ-მ უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმების დადებაზე, ხოლო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ იყო 1-ლი ინსტანციითა და სააპელაციო წესით განხილული.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილის თანახმად, ამ ეტაპზე საკასაციო პალატა იმ შემთხვევაში არის უფლებამოსილი, იმსჯელოს სისხლის სამართლის საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შესახებ და, შესაბამისად, შეამოწმოს განჩინების კანონიერება, თუ ბრალდებული მ. ჯ-ა თანახმა იქნებოდა საპროცესო შეთანხმების დადებაზე.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ფაქტობრივად საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გამოეცალა სამართლებრივი საფუძველი, რომ სასამართლოს ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში ემსჯელა საკასაციო საჩივრის მოთხოვნაზე - იყო თუ არა საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები და შესაბამისად, მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ან უარის თქმის თაობაზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ადგილზე თათბირით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ს-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე მ. ოშხარელი

სხდომის მდივანი გ. შალამბერიძე