საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №305აპ-15 ქ. თბილისი
მ-ი დ, 305აპ-15 8 დეკემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჩ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს, მსჯავრდებულ დ. მ-ს, მსჯავრდებულ რ. მ-ს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ. ტ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:
დ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება - სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
დ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 9 თებერვლიდან.
რ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება - სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.
რ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 9 თებერვლიდან.
ზ. ჩ-ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ზ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 9 თებერვლიდან.
გ. ჯ-ე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
გ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებზე, ხოლო 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან - 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.
დ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა იმავე ზომის მეორე სასჯელი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 9 თებერვლიდან.
რ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებზე, ხოლო 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან - 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.
რ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა იმავე ზომის მეორე სასჯელი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 9 თებერვლიდან.
ზ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებზე.
გაუქმდა ზ. ჩ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და ზ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.
ზ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. ჩ-ე დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2015 წლის 15 აპრილიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 9 თებერვლიდან 2015 წლის 6 თებერვლის ჩათვლით.
გ. ჯ-ე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
გ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტან მ. ც-ს (პ/ნ ....) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს 2014 წლის 27 თებერვალს გ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 8000 ლარი (დასტური №..., სალაროს შემოსავლის ორდერი №..., სს ,,ს-ი”).
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ დ. მ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ რ. მ-ს - სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს - სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულ გ. ჯ-ს - სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ჩ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს, მსჯავრდებულ დ. მ-ს, მსჯავრდებულ რ. მ-ს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ. ტ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი