ას-1054-1238-08 12 თებერვალი 2009 წ
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე ,მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს.ს. “საქართველოს საზღვაო ბანკი” (მოსარჩელე) ლიკვიდატორი Bბ. პ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შ.პ.ს. “აჭარის ბუნებრივი აირი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 30 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „საქართველოს საზღვაო ბანკმა“ მოპასუხედ დაასახელა შპს აჭარის ბუნებრივი აირი“ და მოითხოვა სსკ 302-ე და 303-ე მუხლებზე მითითებით, გადახდის ბრძანებით მოპასუხეზე 4418,47 აშშ დოლარის დაკისრება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2008 წლის 30 მაისს მიღებული იქნა გადახდის ბრძანება, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ამავე სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს ღაჭარის ბუნებრივი აირის“ დირექტორის მ. მ-ძის შესაგებელის საფუძველზე, გაუქმებული იქნა ამავე სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის გადახდის ბრძანება და საქმის წარმოება განახლდა სასარჩელო წარმოების წესით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ს. “საქართველოს საზღვაო ბანკმა”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატამ 2008 წლსი 15 ოქტომბრის განჩინებით სააპალაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
სააპელაციო პალატამ დადაგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2003 წლის 18 აპრილის 3470-2003 საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ 2003 წლის 18 აპრილს, მოპასუხემ შპს „აჭარის ბუნებრივი აირმა“, მოსარჩელისაგან სს „საქართველოს საზღვაო ბანკისაგან“ სესხად მიიღო 400 000 აშშ დოლარი 3 წლის ვადით თვეში 1,5%-ის (600 დოლარი) დარიცხვით.
გაცემული კრედიტისა და მასზე დარიცხული შესაბამისი საპროცენტო სარგებლის დროულად დაბრუნების უზრუნველსაყოფად მსესხებლის მიერ გირაოს სახით წარდგენილი იყო ფულადი სახსრები, რაზედაც 2003 წლის 18 აპრილს გაფორმებული იყო ¹407-ა გირავნობის ხელშეკრულება.
2004 წლის 16 მარტს დაიწყო სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდაცია.
სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ მიერ გაცემული 2003 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 13 ივნისამდე პერიოდის ანგარიშსწორების ანგარიშიდან ამონაწერით დადგენილია, რომ მოპასუხეს 2004 წლის 2 აგვისტოსათვის სესხის ძირითადი თანხა 400 000 აშშ დოლარი და 15 თვის სარგებელი (2003 წლის 18 აპრილიდან 2004 წლის 2 აგვისტომდე) 93000 აშშ დოლარი (6000 X 15 =90000 აშშ დოლარს) მთლიანად ჰქონდა დაფარული.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ანგარიშსწორების ანგარიშიდან ამონაწერი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ¹470-2003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „აჭარის ბუნებრივი აირის“ ვალდებულების დასადასტურებლად, ვინაიდან 2004 წლის 2 აგვისტოსათვის დებიტორული დავალიანება ნულის ტოლია.
პალატამ განმარტა, რომ აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სს „საქართველოს საზღვაო ბანკში“, შპს „აჭარის ბუნებრივი აირის“ სავალუტო ანგარიშზე თანხების ბრუნვის დამადასტურებელი მტკიცებულება, რითაც დადასტურებული იქნებოდა, საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და მოპასუხის დებიტორული დავალიანების არსებობის ფაქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2008 წლსი 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ს.ს. “საქართველოს საზღვაო ბანკის “ ლიკვიდატორმა ბ. პ-ძემ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ მოწინააღმდეგის მიერ ფულადი ვალდებულების მთლიანი შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად ბანკის მიერ გაცემული ანგარიშსწორების ამონაწერი მიიჩნია, რაც არასწორია, რადგან წარმოდგენილი ამონაწერით არ არის დადგენილი მოვალის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გადაუხდელი თანხის ოდენობა.
კასატორის აზრით, თავად ანგარისშორების ამონაწერი როგორც ცნობილია არ არის განმსაზღვრელი ფულადი ვალდებულების შესრულებისა, რადგან მასში მოცემულია ამა თუ იმ თანხის მოძრაობა კლიენტის მიერ გახსნილი ანგარიშიდან, ხოლო ვალდებულების შესრულების განმსაზღვრელი დოკუმენტი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის I ნაწილისა და 430-ე მუხლის თანახმად არ წარმოდგენილა სასამართლოში.
Bკასატორის განცხადებით ბანკის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა მოიცავს 2004 წლის 28 აპრილიდან 2006 წლის 18 აპრილამდე არსებული სესხის ძირითადი თანხის პროცენტს, რომლის გადახდაც შპს „აჭარის ბუნებრივ აირს“ ევალებოდა საკრედიტო ხელშეკრულების 1.2 პუნქტით.
კასატორს აზრით საპროცენტო თანხის დავალიანება სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს არ უარყვია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ ანგარიშზე სს „საქართველოს საზღვაო ბანკში“ გახსნილი ანგარიშიდან არსებული თანხის 49000 აშშ დოლარის ჩათვლას ითხოვდა ვალში, რომლითაც მათი განმარტებით უნდა მომხდარიყო ურთიერთვალდებულებათა გაქვითვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს.ს. “საქართველოს საზღვაო ბანკის” ლიკვიდატორის Bბ. პ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს.ს. “საქართველოს საზღვაო ბანკის” ლიკვიდატორის Bბ. პ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ს.ს. “საქართველოს საზღვაო ბანკის” ლიკვიდატორის Bბ. პ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.