Facebook Twitter

ას-1056-1240-08 9 იანვარი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მ. გოგიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ჩ-ავას წარმომადგენელ მ. ა-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი საქმეზე ა. დ-იანის სარჩელისა გამო ლ. ჩ-ავას, ე. გ-იას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ქმედების დავალდებულებისა და მშენებლობის მოშლის თაობაზე.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით თ. ჩ-ავას წარმომადგენელ მ. ა-ძეს დაევალა ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა და გასაჩივრებული განჩინების ან გადაწყვეტილების ზუსტად მითითება. ხარვეზის განჩინება მხარეს 16 დეკემბერს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ხარვეზის შევსების ვადა 2008 წლის 26 დეკემბერს ამოეწურა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ჩ-ავას წარმომადგენელ მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.