ას-108-453-07 26 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ .. ..“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. რ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. რ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ .. ..“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით: 1957 წლიდან მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე საზოგადოებაში, რა დროსაც დაავადდა პროფესიული ავადმყოფობით და დაუდგინდა პროფესიული უნარის 70%-ით უვადოდ დაკარგვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2006 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიურად მის სასარგებლოდ მაღაროს რკინიგზელის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასის 70%, ასევე ერთჯერადი დახმარების სახით ერთი წლის თანამდებობრივი სარგო.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. რ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ .. ..“ მის სასარგებლოდ დაეკისრა 2006 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიურად სს „ .. ..“ მომუშავე მაღაროს რკინიგზელის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასის 70% და ამავე საზოგადოებაში მომუშავე მაღაროს რკინიგზელის ერთი წლის თანამდებობრივი სარგო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ .. ..“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სს „ .. ..“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ .. ..“ გაასაჩივრა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით საკასაციო წესით დაუდგინდა ხარვეზი და ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღეში დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა 2007 წლის 22 თებერვალს, მაგრამ მან მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შემდეგ მიიჩნევს, რომ სს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით სს “ .. ..” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და კასატორს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10-დღიან ვადაში დაევალა მისი გამოსწორება. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, კასატორს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა 2007 წლის 22 თებერვალს, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში სს „ .. ..“ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ .. ..” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება