საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №302აგ-15 4 იანვარი, 2016 წ.
ა–ი მ,, 302აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა-ს მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საკითხი.
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ა-ს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიეცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად.
აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულს ჩაჰბარდა 2015 წლის 14 დეკემბერს, მაგრამ კანონით განსაზღვრულ ვადაში, მან არ შეავსო საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი არ შეესაბამება სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
მ. ოშხარელი