Facebook Twitter

¹ას-1139-1284-08 23 ივნისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი (მოსარჩელე) _ ე. კ-შვილი (წარმომადგენელი შ. კ-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ვ. კ-შვილი (წარმომადგენელი ე. ო-იანი)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე _ ა. კ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სამკვიდრო ქონების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. კ-შვილმა მოპასუხე ვ. კ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მამის _ ვ. კ-შვილის სამკვიდრო ქონების იმგვარად გაყოფა, რომ მოპასუხეს მიეკუთვნოს თბილისში, ... მე-15 კილომეტრზე მდებარე 1219კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული კერძო სახლითა და საოჯახო მოხმარების საგნებით, ხოლო მას _ თბილისში, დაბა ზაჰესში ... მდებარე 900კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და თბილისში, ... მე-3 მ/რ-ში მდებარე 31კვ.მ ფართის ერთოთახიანი ბინა. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი მამა, ვ. კ-შვილი გარდაიცვალა 2007 წლის თებერვალში. მას დარჩა სამი მემკვიდრე: მეუღლე ა. კ-შვილი და ორი შვილი _ ე. და ვ. კ-შვილები. მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება მოიცავდა: ა. თბილისში (ყოფილი მცხეთის რაიონი), ... მე-15 კილომეტრზე მდებარე 1219კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 370კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობების 5/6 წილს; ბ. თბილისში (ყოფილი მცხეთის რაიონი), ... მე-15 კილომეტრზე, ... დასახლებაში მდებარე 900კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს; გ. თბილისში, ... მ/რ-ის 79ა კორპუსში მდებარე 31კვ.მ ფართის ერთოთახიან ბინასა და საოჯახო მოხმარების საგნებს.

სამკვიდრო ქონების მისაღებად მოსარჩელემ ექვსი თვის ვადაში მიმართა ნოტარიუსს, რაც როგორც თავად აღნიშნავდა, ნიშნავდა მის მიერ სამკვიდროს მიღებას. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენდა კუთვნილი წილის მესაკუთრეს, თუმცა სანოტარო წესით სამკვიდროს გაყოფა ვერ მოხერხდა დანარჩენ მემკვიდრეთა განსხვავებული პოზიციის გამო.

მოსარჩელის აზრით, მთელი სამკვიდრო ქონება უნდა გაყოფილიყო სამად, ვინაიდან მამკვიდრებელს დარჩა სამი მემკვიდრე, ხოლო ზემოაღნიშნული უძრავი ქონება მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის საჯარო რეესტრში ირიცხებოდა მის სახელზე. სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის შესაბამისად შედავების ორი თვის განმავლობაში სადავოდ არავის გაუხდია მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მესამედის მიღების ფაქტი. მათ შორის, არც მამკვიდრებლის მეუღლეს განუცხადებია პრეტენზია ქორწინების განმავლობაში შეძენილ რაიმე ქონებაზე, რის გამოც ზემომითითებული ვადის გასვლის შემდეგ მამკვიდრებლის მეუღლეს ერთმეოდა უფლება, პრეტენზია განეცხადებინა სამკვიდრო ქონების რაიმე დამატებით წილზე.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთმა მემკვიდრემ, ა. კ-შვილმა (მეუღლე) უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე მოსარჩელის დის _ ვ. კ-შვილის სასარგებლოდ. რამდენადაც სამკვიდროს მიღებაზე უარი შეუქცევადია, ქონება უნდა განაწილებულიყო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, თუმცა ვ. კ-შვილი უფლებამოსილი იყო მიეღო ორი წილი. მთლიანობაში პროპორცია არ ირღვეოდა და მოსარჩელეს უნდა გამოყოფოდა მთელი სამკვიდროს 1/3 წილი. ამასთან, სამკვიდროს გაყოფისას გასათვალისწინებელი იყო გასაყოფი ქონების ხასიათი, თითოეული თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებები.

მოსარჩელის მითითებით, ა. და ვ. კ-შვილებს სურდათ ესარგებლათ სამოქალაქო კოდექსის 1481-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით, კერძოდ, უპირატესად მიეღოთ კერძო სახლი (1219კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე არსებული), სადაც ცხოვრობდნენ და საოჯახო მოხმარების საგნები, რაც გახდა ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე მოცემული სახლიდან ვეღარ მიიღებდა 338.61კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთს და 102.7კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობას, ასევე საოჯახო საგნების მესამედს. უპირატესი უფლების განხორციელებისას თანამემკვიდრის ინტერესი უნდა დაკმაყოფილებულიყო ჯერ სხვა ქონებიდან, ხოლო თუ ასეთი ქონება საკმარისი არ იქნებოდა, მაშინ სათანადო კომპენსაციით. მოცემულ შემთხვევაში სხვა ქონებას, რომელიც რჩებოდა გასაყოფი და რომლითაც დამატებით უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის ინტერესი, წარმოადგენდა ერთოთახიანი ბინა საერთო ფართით 31კვ.მ (5კვ.მ მიწის ნაკვეთით) და 900კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპენსაციის სახით ერთოთახიანი ბინის მიკუთვნების შემთხვევაში, მოსარჩელეს კიდევ მისაღები ექნებოდა 335.27კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი და 82.03კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობა. მოსარჩელის აზრით, ამ უძრავი ქონების და საოჯახო მოხმარების საგნების 1/3-ის კომპენსაციისათვის დარჩენილი ქონება _ 900კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთიდან 600კვ.მ არ იქნებოდა საკმარისი (300კვ.მ მას ისედაც ეკუთვნოდა). ასეთ ვითარებაში სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს კომპენსაციის სანაცვლოდ თანხის გადახდას, თუმცა ე. კ-შვილმა აღნიშნული უფლება არ გამოიყენა და სამკვიდრო ქონების გაყოფა სარჩელში აღნიშნული წესით მოითხოვა (ს.ფ. 2-15).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება ა. კ-შვილი (ს.ფ. 151-154).

ამავე სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ე. კ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელეს მამის, 2007 წლის 16 თებერვალს გარდაცვლილი ვ. კ-შვილის სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის სახით გამოეყო თბილისში, ... მასივის IIIმ/რ-ში, 79 კორპუსში მდებარე ¹23 ბინიდან 1/6 იდეალური წილი და თბილისში, ... მე-15 კმ ... დასახლებაში მდებარე 0.090 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის სარეგისტრაციო ¹721203342) 537კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 187-196).

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (ს.ფ. 212-222).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ე. კ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის ... დასახლებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 900კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის მიკუთვნება (ს.ფ. 259-270).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი ე. კ-შვილისათვის მამის, 2007 წლის 16 თებერვალს გარდაცვლილი ვ. კ-შვილის სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის სახით თბილისში, ... მასივის III მ/რ-ში, 79 კორპუსში მდებარე ¹23 ბინიდან 1/6 იდეალური წილის გამოყოფის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. კ-შვილს მამის _ ვ. კ-შვილის სამკვიდრო ქონებიდან წილის სახით გამოეყო თბილისში, ... მე-15 კმ დ.ზაჰესი, დასახლებაში მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნახევრის 1/3, ანუ 1/6 წილი; მასვე მიეკუთვნა თბილისში, ... მე-15 კმ, დ.ზაჰესი, საერთო ფართობი 1219 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე აშენებული საცხოვრებელი სახლის (საერთო ფართი 253.84კვ.მ) ვ. კ-შვილის კუთვნილი 5/6 ნაწილის ნახევრის 1/3, ანუ 1/6 წილის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ აწგარდაცვლილი ვ. კ-შვილის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან სამკვიდრო ქონებას შეადგენდა: ა. თბილისში, ... მე-15 კმ დ.ზაჰესი, დასახლებაში მდებარე 0.090 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნახევარი, რომლის ღირებულება შეადგენდა 9 000 აშშ დოლარს; ბ. თბილისში, ... მასივის III მ/რ-ში, 79 კორპუსში მდებარე ¹23 ბინის ნახევარი, რომლის ღირებულება შეადგენდა 10 250 აშშ დოლარს; დ. თბილისში, ... მე-15 კმ დ.ზაჰესში მდებარე მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობი 1219კვ.მ) და მასზე აშენებული საცხოვრებელი სახლის (შენობის საერთო ფართი 253.84კვ.მ) 5/6 ნაწილის ნახევარი, რომლის ღირებულება შეადგენდა 23 250 აშშ დოლარს.

რამდენადაც ზემომითითებული უძრავი ქონება შეძენილი იყო მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენდა მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამკვიდრო გაყოფას დარჩენილი ნახევრის ფარგლებში ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. კ-შვილი წარმოადგენდა მემკვიდრეს, რომელსაც გააჩნდა უპირატესი უფლება თბილისში, ... მე-15 კმ., დ.ზაჰესში მდებარე 1219კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების 5/6 (მამკვიდრებლის კუთვნილი წილი) წილზე, რამდენადაც იგი იყო მამკვიდრებელთან საერთო საკუთრების უფლების მქონე, ასევე სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთ წლით ადრე მამკვიდრებელთან ერთად მცხოვრები პირი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ ე. კ-შვილის მოთხოვნა თბილისში, ... მე-15 კმ დ.ზაჰესი, დასახლებაში მდებარე 0.090 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე, რადგან მიიჩნია, რომ აღნიშნული უძრავი ქონებიდან მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა მისი ნახევარი _ 0.450ჰა მიწის ნაკვეთი (რომელიც ღირებულებაში გამოიხატებოდა 9 000 აშშ დოლარით).

რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, უპირატესი უფლების განხორციელებისას, გათვალისწინებული ყოფილიყო იმ სხვა მემკვიდრეთა ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობდნენ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ ქონებად კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიჩნეულიყო თბილისში, ... მე-15 კმ დ.ზაჰესი, დასახლებაში მდებარე ფართობი 0.090 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნახევარი და თბილისში, ... მასივის III მ/რ-ში, 79 კორპუსში მდებარე ¹23 ბინის ნახევარი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ე. კ-შვილი არ დათანხმდა მორიგების პირობებს იმის თაობაზე, რომ თბილისში, ... მასივის III მ/რ-ში, 79 კორპუსში მდებარე ¹23 ბინის არა ნახევარი (სამკვიდრო მასა), არამედ მთლიანად გადასცემოდა მას. ანუ, მისი ქონებრივი ინტერესების დაკმაყოფილება მითითებული ბინის სრულად მიღების სახით, ვერ განხორციელდა. რაც შეეხებოდა თბილისში, ... მე-15 კმ დ.ზაჰესი, დასახლებაში მდებარე 0.090 ჰექტარი ფართობი მიწის ნაკვეთის ნახევრის (სამკვიდრო მასა) გადაცემას, როგორც ამას აპელანტი ითხოვდა, აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ არამიზანშეწონილად მიიჩნია, რადგან მოცემული მიწის ნაკვეთი იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, რომელსაც ამ მიზნით იყენებდა მოწინააღმდეგე მხარე. აქედან გამომდინარე, მთლიანი მიწის შუაზე გაყოფა ხელს შეუშლიდა მისი, როგორც სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის არსებობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლის ბოლო წინადადების მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისში, ... მე-15 კმ., დ.ზაჰესში მდებარე 1219კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე აშენებული საცხოვრებელი სახლის (შენობის საერთო ფართი 253.84კვ.მ) ვ. კ-შვილის კუთვნილი 5/6 ნაწილის ნახევრის 1/3, ანუ 1/6 წილი ე. კ-შვილს უნდა მიკუთვნებოდა ფულადი კომპენსაციის სახით (ს.ფ. 346-356).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სამკვიდროს ქონებრივი კომპენსაციის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მინიჭების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ქონებრივი კომპენსაციის სახით მიეკუთვნება: თბილისში, ... მე-15 კმ., დ.ზაჰესი, დასახლებაში მდებარე 900კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 450კვ.მ (მისთვის მიკუთვნებულ 150კვ.მ +300კვ.მ) და ... მასივის III მ/რ-ში, 79 კორპუსში მდებარე ¹23 ბინიდან 8.48კვ.მ (მისთვის მიკუთვნებულ 5.16კვ.მ + 3.32 კვ.მ), რომელიც არის მთლიანი ბინის 1/3,6555 წილი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1452-ე და 1462-ე მუხლები, სასამართლოს არ უნდა განესაზღვრა მისთვის ფულადი კომპენსაცია, რადგან არსებობდა ქონებრივი კომპენსაციის შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სარგებლობს უპირატესი უფლებით და მთლიანად მიაკუთვნა თბილისში, ... მე-15 კმ., დ.ზაჰესი, საერთო ფართობი 1219კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე აშენებული საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს აუდიტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, დასახელებულ ქონებაში მისი წილის ღირებულება შეადგენს 7 700 აშშ დოლარს. ასეთი ღირებულების ქონებას წარმოადგენს თბილისში, ... მე-15 კმ., დ.ზაჰესი, დასახლებაში მდებარე 900კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 300კვ.მ (რომელიც აუდიტის მიერ შეფასებულია 6 000 აშშ დოლარად) და ... მასივის III მ/რ-ში, 79 კორპუსში მდებარე ¹23 ბინის 3.32კვ.მ (რომელიც აუდიტის მიერ შეფასებულია 1 700 ლარად) (ს.ფ. 387-388).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის სხდომაზე საკასაციო საჩივრის განხილვისას, მხარეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:

პროცესის მონაწილე მხარეები მხარეები, ერთი მხრივ, ვ. კ-შვილი, მეორე მხრივ, ე. კ-შვილი (წარმომადგენელი შ. კ-შვილი), ხოლო, მესამე მხრივ, ა. კ-შვილი, ადგენენ წინამდებარე მორიგების აქტს შემდეგზე:

1.1 მხარეთა შორის დავა სასამართლოში შეწყდეს მორიგების საფუძვლით;

1.2 ე. კ-შვილს მიეკუთვნოს ... მასივის III მ/რ-ში, 79 კორპუსში მდებარე ბინა ¹23 (ქონების რეკვიზიტები: ზონა თბილისი _ 1, სექტორი გლდანი _ 11, კვარტალი ¹12, ნაკვეთი ¹4/22);

1.3 ა. კ-შვილს არა აქვს პრეტენზია ე. კ-შვილზე ამ მორიგების აქტის “1.2” პუნქტში გათვალისწინებული ქონების გადაცემაზე და თანახმაა, რომ მთლიანი ბინა აღირიცხოს მის სახელზე;

1.4 ე. კ-შვილს არა აქვს რაიმე პრეტენზია შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე: ა. თბილისში, ... მე-15 კმ-ზე მდებარე 1219კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე (რეკვიზიტები: სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ზაჰესი, კოდი _ 12, კვარტლის ¹03, ნაკვეთის ¹348); ბ. თბილისში, ... მე-15 კმ-ზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც შეადგენს 900კვ.მ-ს (რეკვიზიტები: სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ზაჰესი, კოდი _ 12, კვარტლის ¹03, ნაკვეთის ¹342);

1.5 ვ. კ-შვილზე აღირიცხოს დანარჩენი სამკვიდრო ქონება (ვ. კ-შვილის სამკვიდრო);

1.6 ეთხოვოს სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტა მორიგების საფუძვლით;

1.7 ამ აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულება მოხდება სასამართლო აღმასრულებლის მეშვეობით.

მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორს _ ე. კ-შვილს უნდა დაუბრუნდეს ვ. კ-შვილის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 620 ლარი) ნახევარი _ 310 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

I. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

1.1 მხარეთა შორის დავა სასამართლოში შეწყდეს მორიგების საფუძვლით.

1.2 ე. კ-შვილს მიეკუთვნოს ... მასივის III მ/რ-ში, 79 კორპუსში მდებარე ბინა ¹23 (ქონების რეკვიზიტები: ზონა თბილისი _ 1, სექტორი გლდანი _ 11, კვარტალი ¹12, ნაკვეთი ¹4/22);

1.3 ა. კ-შვილს არა აქვს პრეტენზია ე. კ-შვილზე ამ მორიგების აქტის “1.2” პუნქტში გათვალისწინებული ქონების გადაცემაზე და თანახმაა, რომ მთლიანი ბინა აღირიცხოს მის სახელზე;

1.4 ე. კ-შვილს არა აქვს რაიმე პრეტენზია შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე: ა. თბილისში, ... მე-15 კმ-ზე მდებარე 1219კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე (რეკვიზიტები: სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ზაჰესი, კოდი _ 12, კვარტლის ¹03, ნაკვეთის ¹348); ბ. თბილისში, ... მე-15 კმ-ზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც შეადგენს 900კვ.მ-ს (რეკვიზიტები: სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ზაჰესი, კოდი _ 12, კვარტლის ¹03, ნაკვეთის ¹342);

1.5 ვ. კ-შვილზე აღირიცხოს დანარჩენი სამკვიდრო ქონება (ვ. კ-შვილის სამკვიდრო).

II. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

III. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

IV. ე. კ-შვილს დაუბრუნდეს ვ. კ-შვილის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (620 ლარი) ნახევარი _ 310 ლარი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე;

V. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.