ას-1140-1285-08 26 იანვარი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მ. გოგიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. თ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ თ. თ-ძის სარჩელისა გამო შპს “ჟ.-სა” და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ წილის დაბრუნების თაობაზე.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებით თ. თ-ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით დამატებით 200 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ხარვეზის განჩინება მხარეს 3 იანვარს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ხარვეზის შევსების ვადა 2009 წლის 13 იანვარს ამოეწურა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. თ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ანგარიშის ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებისათვის) ანგარიშიდან;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.