Facebook Twitter

¹ას-1141-1286-08 21 აპრილი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კოოპერატივ «სინათლის» დირექტორ ა. ა-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, კოოპერატივ «ს.» სარჩელის გამო ლ. ქ-შვილისა და ნ. ტ-შვილის მიმართ ქირავნობის შეწყვეტის, ქირის დაკისრებისა და შენობიდან გამოსახლების შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განჩინებით კოოპერატივ «ს.» დირექტორ ა. ა-შვილს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 350 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2009 წლის 21 იანვარს კასატორმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და საკასაციო პალატას წარმოუდგინა მხოლოდ საკასაციო საჩივარი, ამასთან მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ კოოპერატივი «ს.» იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით კოოპერატივ «ს.» დირექტორ ა. ა-შვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა; კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2009 წლის 6 თებერვალს კოოპერატივ «ს.» დირექტორმა ა. ა-შვილმა კვლავ მიმართა საკასაციო პალატას განცხადებით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საბოლოო გადაწყვეტილების გამოტამდე იმ საფუძვლით, რომ კოოპერატივი «ს.» იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით კოოპერატივ «ს.» დირექტორ ა. ა-შვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა; კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2009 წლის 19 თებერვალს კოოპერატივ «ს.» დირექტორმა ა. ა-შვილმა კვლავ მიმართა საკასაციო პალატას განცხადებით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საბოლოო გადაწყვეტილების გამოტამდე იმ საფუძვლით, რომ კოოპერატივი «ს.» იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. განცხადებას თან დაერთო კოოპერატივ «ს.» მიმდინარე საბანკო ანგარიშისა და საინკასო დავალებების ამონაწერები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით კოოპერატივ «ს.» დირექტორ ა. ა-შვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა; კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2009 წლის 16 მარტს კოოპერატივ «ს.» დირექტორმა ა. ა-შვილმა მიმართა საკასაციო პალატას განცხადებით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება იმ საფუძვლით, რომ კოოპერატივ «ს.» აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინებით კოოპერატივ «ს.» დირექტორ ა. ა-შვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა; კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 273-275).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორს გაეგზავნა 2009 წლის 19 მარტს (ს.ფ. 276). განჩინების ასლი მას პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 26 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია (ს.ფ. 277).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კოოპერატივ «ს.» დირექტორ ა. ა-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კოოპერატივ «ს.» დირექტორ ა. ა-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.