ას-134-464-09 23 ივნისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი _ ა. ქ-ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ლ.ჩ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. თ. და ა. მ-ძეები, ნ. ქ-ია, თ. მ-ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ქ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. თ. და ა. მ-ძეების, ნ. ქ-იასა და თ. მ-ძის მიმართ სველი წერტილების გადატანის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე ცხოვრობს ქ.თბილისში, ... გამზირის ¹93-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ხოლო მოპასუხეები _ მესამე სართულზე. მათ კუთვნილი ბინები გადააკეთეს და ა.ქ-ძის საცხოვრებელი ოთახის თავზე მოაწყეს დამატებითი სველი წარტილები, რის გამოც ბინაში სისტემატურად ჩამოდის კა.ლიზაციის წყალი. არაერთი სიტყვიერი თუ წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეები პრინციპულად თავს არიდებენ სველი წერტილების მოწესრიგებას, რითაც არღვევენ სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის და.წესს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ნ.ქ-იას განმარტებით, ა.ქ-ძის საცხოვრებელი ოთახის ზევით რეალურად ფუნქციონირებს მხოლოდ საპირფარეშო და ხელსაბანი, ხოლო აბაზანა. დიდი ხნის წინ გაუქმდა. თ.მ-ძის მითითებით, აბაზანაც და საპირფარეშოც მას მოწყობილი აქვს იმ ადგილას, სადაც სველი წერტილები ადრეც არსებობდა, ხოლო თავად მოსარჩელის საცხოვრებელი ოთახები განლაგებულია სამრეცხაოს ადგილზე. მოსარჩელის ბინაში წყალი ჩაედინებოდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან არსებული, საერთო სარგებლობის სველი წერტილებიდან მათი გაუმართაობის გამო. ბინების პრივატიზების შემდეგ კი მოპასუხეებმა არსებული სველი წერტილების ადგილას მოაწყვეს აბაზანა.-ტუალეტები, რომლებშიც წყლის გამტარი კომუნიკაციები წესრიგშია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ქ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ... გამზირის ¹93-ში, საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე მდებარე ოროთახიანი ბინა ეკუთვნის მოსარჩელე ა.ქ-ძეს. ამავე საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე მდებარე ¹4-11 სააბაზანანო და ¹4-13 ტუალეტი ეკუთვნის მოპასუხეებს, რომელთაგან ¹4-11 არის ნ.ქ-იას საკუთრება, ხოლო ¹4-13 ეკუთვნის ზ. ა. თ. მ-ძეებსა და თ. მ-ძეს. მოპასუხეთა კუთვნილი სააბაზანანო-ტუალეტები განთავსებულია მოსარჩელის ¹3-15 და ¹3-16 საცხოვრებელი ოთახების თავზე. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ იმ ადგილზე, სადაც სადავო სანტექნიკური კვანძები მდებარეობს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში იყო მესამე სართულზე მცხოვრებ პირთა საერთო სარგებლობის სანტექნიკური კვანძი. სასამართლოს განჩინებებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნების თა.ხმად სადავო კვანძების მოსარჩელის საცხოვრებელი ოთახების თავზე განთავსებით ირღვევა საქართველოს საბინაო კომუნალური მეურნეობის მინისტრის 1978 წლის 24 აპრილის ¹190-ე ბრძანებით დამტკიცებული სანიტარული წესების 2.6 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, დაუშვებელია უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით საპირფარეშოს ან სააბაზანანოს (საშხაპეს) განთავსება, ასევე დაუშვებელია საცხოვრებელი ოთახების შემომფარგლავ, მათ შორის არსებულ კედლებსა და ტიხრებზე ხელსაწყოთა და მილგაყვანილობათა უშუალოდ დამაგრება. ექსპერტიზის 2003 წლის 26 დეკემბრის დასკვნით, წყალგამტარი მილების გაშიშვლებამდე ა.ქ-ძის საცხოვრებელ ოთახში წყლის ჩასვლის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. 2007 წლის 10 სექტემბრის დასკვნის მიხედვით კი, მოსარჩელის კუთვნილ ¹3-15 და ¹3-16 საცხოვრებელი ოთახების გამყოფ კედელზე აღინიშნება დაზიანება, სისველის კვალი. ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის დაზიანებული ადგილები მშრალია, მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის კედელში არსებული წყალგამტარი და საკანალიზაციო დგარები, ასევე მოპასუხეთა სველ წერტილებში შემავალი წყალგამტარი კომუნიკაციები კი ტექნიკურად გამართულია, ამდენად, დაზიანების კონკრეტული მიზეზის დადგენა, შესაბამისი მეთოდიკის არარსებობის გამო, შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა სველ წერტილებში შემავალი წყალგამტარი კომუნიკაციები უკავშირდება უშუალოდ მოსარჩელის კედლებში არსებულ დგარებს და დგარები, ისევე, როგორც მოპასუხეთა კომუნიკაციები, ამჟამად ტექნიკურად გამართულია. ის გარემოება, რომ დღევანდელ დღეს წყალი არ ჩაედინება, სადავო არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამხდარა. ექსპერტიზის 2003 წლის 26 დეკემბრისა და 2005 წლის 20 იანვრის დასკვნების კვლევითი ნაწილების თა.ხმად, ქ.თბილისში, ... ¹93-ში მდებარე ნაგებობა გამოყენებულია საცხოვრებელ სახლად. 2005 წლის 20 იანვრის დასკვნის მიხედვით, შენობა არატიპიურია და სახლის სადავო ნაწილში საკომუნიკაციო დგარები არ არსებობს. შესაბამისად, მოპასუხეთა ტუალეტისა და სააბაზანანოს სხვა ადგილზე გადატა. საინჟინრო-ტექნიკური ნორმების დაცვით შეუძლებელია. აღნიშნული შესაძლებელი გახდება მხოლოდ სპეციალური საპროექტო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საპროექტო სამუშაოების შემდეგ, სადაც გათვალისწინებული იქნება მთლია.დ ნაგებობაში საკომუნიკაციო დგარების მოწყობა. ანალოგიური შინაარსისაა ექსპერტის 2007 წლის 10 სექტემბრის დასკვნაც. სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხა.გობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო, აპელანტის მოსაზრებით, დავა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ზიანის მიყენებისაგან დაცვის მექანიზმს მითითებული ნორმაც ანალოგიურად ითვალისწინებდა. რაც შეეხება მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესების შელახვის თავიდან აცილებას, პალატამ ჩათვალა, რომ იგი თავისთავად გულისხმობს სამეზობლო ზემოქმედებას და შესაბამის თმენის ვალდებულებას იმ ფარგლებში, რაც არსებითად არ ხელყოფს ბინის მესაკუთრეთა უფლებებს, აპელანტის მიერ მითითებული „გ“ ქვეპუნქტი კი აწესებდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილებსა და საერთო საკუთრებაზე ზემოქმედების თმენის ვალდებულებას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები თავს არიდებენ მათ საკუთრებაში არსებულ სანტექნიკური კვანძების მოწესრიგებას, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოპასუხეთა სარგებლობაში არსებული სველ წერტილებში შემავალი წყალგამტარი კომუნიკაციები ტექნიკურად გამართულია, ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის ოთახებში წყლის ჩადინება გამოწვეულია უშუალოდ მოპასუხეთა სველ წერტილებში არსებული წყალგამტარი კომუნიკაციების გაუმართაობით ან დაზიანებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა სააბაზანანო-ტუალეტების მოსარჩელეთა ოთახების თავზე განლაგების ფაქტი მოქმედი სანიტარული წესების დარღვევას წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად ვერ დაედება. ექსპერტიზის დასკვნებით, შენობა არ იყო განკუთვნილი საცხოვრებლად და ამის გამო შენობის სხვა ნაწილში არ არსებობს შესაბამისი საკომუნიკაციო დგარები. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ სადავო აბაზანა.-ტუალეტები საცხოვრებლად განკუთვნილი ოთახების თავზე სწორედ მოპასუხეებმა მოაწყვეს, ვინაიდან წყალგამტარი და საკომუნიკაციო დგარები მოსარჩელის საცხოვრებელი ოთახების გამყოფ კედელშიც არის, რაც სანიტარული წესების თა.ხმად, ასევე სანიტარული ნორმების დარღვევას წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ქ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლო ვერ უთითებს, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მისი დასკვნა, რომ, მართალია, სადავო სველი წერტილების მოსარჩელის საცხოვრებელი ოთახების თავზე განლაგებით ირღვევა სანიტარული ნორმები, თუმცა აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება. პალატამ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ სადავო აბაზანა-ტუალეტები საცხოვრებლად განკუთვნილი ოთახების თავზე მოპასუხეებმა მოაწყვეს, თუმცა მითითებულ გარემოებას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, ვინაიდან უდავოდ დგინდება სადავო სველი წერტილების მოპასუხეთა საკუთრებაში ყოფნისა და მოსარჩელის საცხოვრებელი ოთახების თავზე განლაგების ფაქტი. სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ტექბიუროს გეგმა, რომლის მიხედვით მოპასუხეთა ფართში განთავსებულია ერთი სველი წერტილი, ექსპერტიზის ჩატარებისას კი ექსპერტმა დააფიქსირა ორი სანკვანძი, რაც ადასტურებს, რომ საპირფარეშოს ფართი გაიზარდა და გაჩნდა ორი აბაზანა.-ტუალეტი. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტები. კასატორმა სათანადოდ დაასაბუთა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სადავო სველი წერტილები მოაწყო სანიტარული ნორმების დარღვევით, ხოლო ვერც მოპასუხეებმა და ვერც სასამართლომ ვერ მიუთითეს, ეკისრება თუ არა კასატორს ზემოქმედების ამგვარი თმენის ვალდებულება. ა.ქ-ძეს ზემოაღნიშნული ვალდებულება არ ეკისრება, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე მოვალეაა აღმოფხვრას ასეთი გარემოებები. სასამართლოს სანიტარული ნორმების შესახებ საერთოდ არ უმსჯელია.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და კასატორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.თბილისში, ... გამზირის ¹93-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე მდებარე ოროთახიანი ბინა ეკუთვნის მოსარჩელე ა.ქ-ძეს. ამავე საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე მდებარე ¹4-11 სააბაზანანო და ¹4-13 ტუალეტი ეკუთვნის მოპასუხეებს, რომელთაგან ¹4-11 არის ნ.ქ-იას საკუთრება, ხოლო ¹4-13 ეკუთვნის ზ. ა. თ. მ-ძეებსა და თ.მ-ძეს. მოპასუხეთა კუთვნილი სააბაზანანო-ტუალეტები განთავსებულია მოსარჩელის ¹3-15 და ¹3-16 საცხოვრებელი ოთახების თავზე. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ იმ ადგილზე, სადაც სადავო სანტექნიკური კვანძები მდებარეობს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში იყო მესამე სართულზე მცხოვრებ პირთა საერთო სარგებლობის სანტექნიკური კვანძი. სასამართლოს განჩინებებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნების თა.ხმად, სადავო კვანძების მოსარჩელის საცხოვრებელი ოთახების თავზე განთავსებით ირღვევა საქართველოს საბინაო კომუნალური მეურნეობის მინისტრის 1978 წლის 24 აპრილის ¹190ე ბრძანებით დამტკიცებული სანიტარული წესების 2.6 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, დაუშვებელია უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით საპირფარეშოს ან სააბაზანანოს (საშხაპეს) განთავსება, ასევე დაუშვებელია საცხოვრებელი ოთახების შემომფარგლავ, ბინათა შორის გამავალ კედლებსა და ტიხრებზე ხელსაწყოთა და მილგაყვანილობათა უშუალოდ დამაგრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების თა.ხმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
«ბინათმესაკუთრეთა შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველის ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხა.გობის წევრი ვალდებულია, ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი, და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში.
სამეზობლო ურთიერთთმენის ვალდებულებას ადგენს სამოქალაქო კოდექსიც, რომლის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობისა, ვალდებული არიან პატივი სცენ ერთმანეთს. აღნიშნული ნორმა არ არის დეკლარაციული ხასიათის და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვის საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას, და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. კანონი უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობას კანონით დასაშვებ ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლი) და ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც თანხმობაშია მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობასთან.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა საცხოვრებელი ბინები განთავსებულია შენობაში, რომელიც არ წარმოადგენს ტიპიურ საცხოვრებელ სახლს, ვინაიდან იგი თავის დროზე ამ დანიშნულებით არ აშენებულა. რაც შეეხება სადავო სანტექნიკურ კვანძს, იმ ადგილზე, სადაც იგი მდებარეობს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში მდებარეობდა მესამე სართულზე მცხოვრებ პირთა საერთო სარგებლობის სანტექნიკური კვანძი.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები აშკარად მიანიშნებენ უძრავი ნივთის ნივთობრივ ნაკლზე, რომელიც აღნიშნული ნივთის (შენობის) თა.მდევი თვისებაა და, აქედან გამომდინარე, საჭიროებს ნაკლის გამოსწორებას (სავარაუდოდ, სპეციალური საპროექტო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საპროექტო სამუშაოების მეშვეობით _ 2005 წლის 20 იანვრის ექსპერტის დასკვნა). ამდენად, ნივთის ამგვარი ნაკლი, არასათა.დო ადგილას სანტექნიკური კვანძების განთავსება, მოსარჩელის მოთხოვნის _ სველი წერტილების მოშლის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველი არ შეიძლება იყოს, ვინაიდან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაირღვევა მოპასუხეთა უფლება, თავისუფლად ისარგებლონ თავიანთი ქონებით, ანუ გამოიყენონ ბინა საცხოვრებლად.
ამავდროულად, მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, ნივთის მესაკუთრე (მოცემულ შემთხვევაში _ მოსარჩელე) არ არის ვალდებული, ითმინოს ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელს შეუშლის თავისი საკუთრებით სარგებლობაში ან მნიშვნელოვნად ხელყოფს მის საკუთრების უფლებას. თუმცა, კასატორის არგუმენტის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ იმსჯელა ამ ფაქტობრივ გარემოებების რელურად არსებობაზე, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თა.ხმად, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.