ას-1-453-06 29 ივნისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ე-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეიტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
2007 წლის 26 ივნისს ნ. ე-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 377 ლარი, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მეხუთე აბზაცში კი ნაცვლად „ნ. ე-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 377 ლარის გადახდა“ მითითებულია „ნ. ნ-სა და ი. ს-ს სოლიდარულად დაეკისროთ ნ. ე-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდილი 37 ლარის გადახდა“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი¸მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პაოლატის 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მეხუთე აბზაცი ნაცვლად ნ. ნ-სა და ი. ს-ს სოლიდარულად დაეკისროთ ნ. ე-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 37 ლარის გადახდა“ უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ნ. ნ-სა და ი. ს-ს სოლიდარულად დაეკისროთ ნ. ე-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 377 ლარის გადახდა“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების დადგენილებით ნაწილში დაშვებული აშკარა არითმეტიკული უსწორობა.
დადგენილებითი ნაწილის მეხუთე აბზაცი, ნაცვლად „ნ. ნ-სა და ი. ს-ს სოლიდარულად დაეკისროთ ნ. ე-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 37 ლარის გადახდა“ უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ნ. ნ-სა და ი. ს-ს სოლიდარულად დაეკისროთ ნ. ე-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 377 ლარის გადახდა“.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.