¹ას-159-487-09 28 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრიასაქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს «ა.» წარმომადგენელ ს. მ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის ¹ას-159-487-09 განჩინებაში და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით შპს «არსის» წარმომადგენელ ს. მ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. კასატორს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. აღნიშნული განჩინების საფუძველზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
შპს «ა.» წარმომადგენელ ს. მ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა აღნიშნულ განჩინებაში და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ საკასაციო პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინების სარეზეოლუციო ნაწილში და, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელშიც არასწორად არის მითითებული დასაბრუნებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ა.» წარმომადგენელ ს. მ-ძის განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის ¹ას-159-487-09 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში და, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელშიც სიტყვები «სახელმწიფო ბაჟის 6692 ლარის 70% _ 1338,40 ლარი» უნდა გასწორდეს სიტყვებით «სახელმწიფო ბაჟის 6692 ლარის 70% _ 4684,40 ლარი.»
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს «ა.» წარმომადგენელ ს. მ-ძის განცხადება დაკმაყოფილდეს.
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის ¹ას-159-487-09 განჩინებაში და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში და, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელშიც სიტყვები «სახელმწიფო ბაჟის 6692 ლარის 70% _ 1338,40 ლარი» გასწორდეს სიტყვებით «სახელმწიფო ბაჟის 6692 ლარის 70% _ 4684,40 ლარი.»
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.