Facebook Twitter

საქმე №190აგ-15 15 თებერვალი, 2016 წელი

ჩ-ე დ.- 190აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ჩ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ დ. ჩ-ეს შორის.

დ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

დ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 27 თებერვლიდან.

დ. ჩ-ეს 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.

2015 წლის 31 ივლისს მსჯავრდებულმა დ. ჩ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორცილებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ დ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა დ. ჩ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა.

2016 წლის 9 თებერვალს მსჯავრდებულმა დ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა, რომ არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ–ის 303–ე მუხლის მე–7 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, კასატორს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. საკასაციო სასამართლო კი უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 303–ე მუხლის მე–7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, მის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი