ას-182-518-07 24 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ნ. ხ-ი, ი. ფ-ი, მ. ყ-ი, ნ. გ-ე, ტ. ს-ი, ა. დ-ი, ტ. ს-ი, ჯ. გ-ე, ე. ჩ-ე, ვ. ფ-ე, დ. გ-ი, ლ. ს-ა, დ. ჩ-ი (მოსარჩელეები)
.. .. გამგეობა (მოპასუხე)
დავის საგანი _ მუშაკთა განთავისუფლების შესახებ დადგენილებისა და განკარგულების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ხ-მა, ი. (ზ.) ფ-მა, მ. ყ-მა, ნ. გ-მ, ტ. ს-მა, ა. დ-მა, ტ. ს-მა, ჯ. გ-მ, ე. ჩ-მ, ვ. ფ-მ, დ. გ-მა, მ. ს-მ და დ. ჩ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს .. .. მიმართ, სადაც განმარტეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 30 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის თანახმადაც მოპასუხის წარმომადგენელმა აღიარა რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზები და იკისრა ვალდებულების გასწორება. ასევე დადგინდა, რომ კოოპერატივის თავმჯდომარეები არ იყვნენ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, ვინაიდან, ისინი არ არიან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული. 2003 წლის 26 ნოემბერს მოპასუხემ მოიწვია 23-ე მოწვევის საბჭოს წევრთა მე-6 კრება, რომლითაც კანონსაწინააღმდეგო ცვლილებები შეიტანეს წესდებაში. კრებაზე არ შედგა კვორუმი. მოსარჩელეები არ დაასწრეს კრებას, რომელზედაც განიხილეს აპარატის სტრუქტურული ერთეულების გაუქმების საკითხი. ამ დროიდან მოპასუხემ დაიწყო განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დევნა. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს, რათა შეჩერებულიყო 23-ე მოწვევის მე-6 კრების ოქმის საფუძველზე მიღებული დადგენილების მოქმედება, მიუხედავად ამ დადგენილების შეჩერებისა, მოპასუხე ორგანიზაციამ 2004 წლის 30 იანვარს კვლავ მოიწვია 23-ე მოწვევის მე-7 კრება და შეადგინა ოქმი, რომლითაც შეამცირა საშტატო ერთეულები და გააუქმა აპარატის ის სამმართველოები, სადაც მუშაობდნენ განსხვავებული აზრის მქონე მუშაკები. აღნიშნული დადგენილებით მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან არ მომხდარა რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. ე. ჩ-ი გაათავისუფლეს დროებითი შრომისუუნარობის დროს, რითაც დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, 42.2 მუხლის პირველი პუნქტი მუშაკთა ორი თვით ადრე გაფრთხილების შესახებ, აგრეთვე, დარღვეულ იქნა 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი, ვინაიდან გაათავისუფლა მაღალი კვალიფიკაციის მუშაკები. ადგილობრივი მუშაკები მას არ მოუწვევია სხდომაზე და არც თავისი გადაწყვეტილების შესახებ უცნობებია, რითაც დაარღვია შრომის კანონმდებლობა. ამდენად, 202-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელეები 2004 წლის 14 აპრილს უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. მოსარჩელეებმა მოითხოვეს “.. ..” გამგეობის 2004 წლის 14 აპრილის დადგენილებებისა და 23-25 განკარგულებების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა.
მოპასუხე ორგანიზაციამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები გაათავისუფლეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო და მათ შრომის კანონმდებლობა არ დაურღვევიათ.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - ნ. ხ-ს, ი. (ზ.) ფ-ს, მ. ყ-ს, ნ. გ-ის, ტ. ს-ს, ა. დ-ს, ტ. ს-ს, ჯ. გ-ის, ე. ჩ-ის, ვ. ფ-ის, დ. გ-ს, მ. ს-სა და დ. ჩ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მა, ი. (ზ.) ფ-მა, მ. ყ-მა, ნ. გ-მ, ტ. ს-მა, ა. დ-მა, ტ. ს-მა, ჯ. გ-მ, ე. ჩ-მ, ვ. ფ-მ, დ. გ-მა, მ. ს-მ და დ. ჩ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. ხ-ს, ი. (ზ.) ფ-ს, მ. ყ-ს, ნ. გ-ის, ტ. ს-ს, ა. დ-ს, ტ. ს-ს, ჯ. გ-ის, ე. ჩ-ის, ვ. ფ-ის, დ. გ-ს, მ. ს-სა და დ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გაადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ხ-მა, ი. (ზ.) ფ-მა, მ. ყ-მა, ნ. გ-მ, ტ. ს-მა, ა. დ-მა, ტ. ს-მა, ჯ. გ-მ, ე. ჩ-მ, ვ. ფ-მ, დ. გ-მა, მ. ს-მ და დ. ჩ-მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 12 იანვრის განჩინებით კასატორების - ნ. ხ-ს, ი. (ზ.) ფ-ს, მ. ყ-ს, ნ. გ-ის, ტ. ს-ს, ა. დ-ს, ტ. ს-ს, ჯ. გ-ის, ე. ჩ-ის, ვ. ფ-ის, დ. გ-ს, მ. ს-სა და დ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ს, ი. (ზ.) ფ-ს, მ. ყ-ს, ნ. გ-ის, ტ. ს-ს, ა. დ-ს, ტ. ს-ს, ჯ. გ-ის, ე. ჩ-ის, ვ. ფ-ის, დ. გ-ს, მ. ს-სა და დ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ხ-ს, ი. (ზ.) ფ-ს, მ. ყ-ს, ნ. გ-ის, ტ. ს-ს, ა. დ-ს, ტ. ს-ს, ჯ. გ-ის, ე. ჩ-ის, ვ. ფ-ის, დ. გ-ს, მ. ს-სა და დ. ჩ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა .. .., 2004 წლის 30 იანვრის 23-ე მოწვევის საბჭოს მე-7 კრების დადგენილება .. .. გამგეობის აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების გაუქმების ნაწილში; .. .. 2004 წლის 14 აპრილის დადგენილებები (სხდომის ოქმი ¹6, მუხლი ¹4 და ¹5) და 2004 წლის 14 აპრილის ¹¹23-35 განკარგულებები ნ. ხ-ს, ი. (ზ.) ფ-ს, მ. ყ-ს, ნ. გ-ის, ტ. ს-ს, ა. დ-ს, ტ. ს-ს, ჯ. გ-ის, ე. ჩ-ის, ვ. ფ-ის, დ. გ-ს, მ. ს-სა და დ. ჩ-ს სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ; სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სარჩელის მოთხოვნას ეთქვა უარი;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს ნ. ხ-მა, ი. (ზ.) ფ-მა, მ. ყ-მა, ნ. გ-მ, ტ. ს-მა, ა. დ-მა, ტ. ს-მა, ჯ. გ-მ, ე. ჩ-მ, ვ. ფ-მ, დ. გ-მა, მ. ს-მ, დ. ჩ-მა და .. .. გამგეობამ.
ნ. ხ-მა, ი. (ზ.) ფ-მა, მ. ყ-მა, ნ. გ-მ, ტ. ს-მა, ა. დ-მა, ტ. ს-მა, ჯ. გ-მ, ე. ჩ-მ ვ. ფ-მ, დ. გ-მა, მ. ს-მ და დ. ჩ-მა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო: კასტორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, მოსარჩელეები სარჩელში მოითხოვდნენ .. .. 23-ე მოწვევის 2004 წლის 30 იანვრის მე-7 კრების ბათილად ცნობას და არა გაუქმებას, ამასთან მთლიანად და არა მხოლოდ აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების გაუქმების ნაწილში, ასევე მოითხოვეს მოსარჩელეთა განთავისუფლების შესახებ .. .. გამგეობის 2004 წლის 14 აპრილის დადგენილებებისა და ¹23-35 განკარგულებების ბათილად ცნობასა და სამსახურში აღდგენას. კასატორების მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ საბჭოს მე-7 კრება არ იყო მოწვეული კანონის დაცვით და ამდენად, იგი ვერ იქნებოდა უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება .. .. გამგეობის აპარატის სტრუქტურული და საშტატო ერთეულების გაუქმების შესახებ, ე.ი. მას არ ჰქონდა სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების უფლება.
.. .. გამგეობის წარმომადგენელმა თ. ჭ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ .. .. 23-ე მოწვევის საბჭოს VII კრება არ იყო მოწვეული კანონით დადგენილი წესით და ამდენად, იგი ვერ იქნებოდა უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება .. .. გამგეობის აპარატის სტრუქტურული და საშტატო ერთეულების გაუქმების შესახებ, რადგანაც კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 დეკემბრის დადგენილებით სათანადო ცვლილებები იქნა შეტანილი .. .. 2001 წლის 18 ივნისის რეგისტრაციაში და დამტკიცდა .. .. წესდების ახალი რედაქცია. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რადგან გამგეობის თავმჯდომარეთა ყველა ცვლილება გატარდა სამეწარმეო რეესტრში კანონის სრული დაცვით. კასატორი მიუთითებს, რომ .. .. 23-ე მოწვევის საბჭოს VII კრების დადგენილებით სტრუქტურული და საშტატო ერთეულების გაუქმების შედეგად თანამშრომლები სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ გააფრთხილეს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, 42-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად, რაც შეთანხმებული იყო პროფკომიტეტთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ .. .. საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო .. .. აპარატის მუშაკების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ .. .. მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, რაც შეწყდა .. .. გამგეობის 2004 წლის 14 აპრილის დადგენილებებისა და ¹23-35 განკარგულებების საფუძველზე.
2003 წლის 26 ნოემბერს შედგა .. .. 23-ე მოწვევის საბჭოს წევრთა მე-6 კრება. აღნიშნულ კრებაზე ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება, კერძოდ, შემადგენლობაში შეყვანილი იყვნენ სხვადასხვა რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივების გამგეობების თავჯდომარეები და მიღებულ იქნა დადგენილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 30 ივლისის განჩინების შესაბამისად, .. .. რეგისტრაციაში დაშვებული ხარვეზების გამოსწორების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ .. .. ვერ დაადასტურა გამგეობის თავჯდომარეთა ყველა ცვლილების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ფაქტი, ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ 2004 წლის 30 იანვრის .. .. 23-ე მოწვევის საბჭოს წევრთა მე-7 კრება მოწვეული იქნა ისე, რომ არ შესრულდა 2003 წლის 26 ნოემბერს .. .. 23-ე მოწვევის საბჭოს წევრთა მე-6 კრების დადგენილება დამფუძნებელი კოოპერატივების წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირების, გამგეობის თავმჯდომარეთა ყველა ცვლილებების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.
კასატორი .. .. აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მან არ დაადასტურა გამგეობის თავჯდომარეთა ყველა ცვლილების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 დეკემბრის დადგენილებით, რომლითაც დამტკიცდა .. .. წესდების ახალი რედაქცია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორი .. .. არ უთითებს ისეთ მტკიცებულებაზე, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს .. .. გამგეობის თავჯდომარეთა ყველა ცვლილების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი, რაც არ შეაფასა ან არასათანადოთ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ .. .. მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 დეკემბრის დადგენილება (დადგენილებაში მითითებულია გამგეობისა და სარევიზიო წევრები და არა .. .. გამგეობის თავმჯდომარეებთან დაკავშირებული ცვლილებები) არ წარმოადგენს იმ იურიდიულ ფაქტს, რომლითაც დასტურდება .. .. გამგეობის თავმჯდომარეთა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოა კასატორის მითითება, თითქოსდა აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებულია საზოგადოების ახალი წესდება და ამავე წესდებით დასტურდება გამგეობის თავჯდომარეთა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საზოგადოების ახალი წესდება იყო წარდგენილი სასამართლოში და ამ გარემოებაზე ყურადღებას ამახვილებდა .. .. . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებებზე, რომლებიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან სხდომის ოქმში. გარდა ამისა, მხედველობაში შეიძლება მიღებულ იქნეს ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეგისტრაციის ცნება მოიცავს იურიდიულ მნიშვნელობის ფაქტებისა და საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული მოვლენების შეტანას სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში _ სამეწარმეო რეესტრში. სამართლებრივი შედეგი, რომელიც მიიღწევა, საზოგადოების მიერ წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრაციის შედეგად (იგულისხმება რეგისტრაციასავალდებულო ფაქტები).
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, უნდა განვასხვავოთ ორი სახის რეგისტრაცია: საწარმოს რეგისტრაცია და საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების რეგისტრაცია.
კონკრეტულ შემთხვევაში თავჯდომარეთა ყველა ცვლილების რეგისტრაცია წარმოადგენს საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტების რეგისტრაციას, რომლის შემდეგ მიიღწევა გარკვეული სამართლებრივი შედეგი.
საზოგადოების წესდება წარმოადგენს მრავალმხრივ ხელშეკრულებას, რომელიც დანართის სახით წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და მასში (წესდებაში) განხორციელებული ცვლილებები (მხედველობაშია რეგისტრაციასავალდებულო ფაქტები) იურიდიულ მნიშვნელობას იძენენ მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, რომლის არსებობაზე კასატორი არ უთითებს.
ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს რეგისტრაციასავალდებულო ფაქტს (“სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4.1, 4.2 მუხლების, 5.3.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტისა და 5.3.3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი), რომლის დადასტურებისათვის აუცილებელია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ამ ცვლილებების სამეწარმეო რეესტრში განხორციელების ფაქტზე.
ამდენად, .. .. ვერ უთითებს იმაზე, რომ .. .. გამგეობის თავმჯდომარეთა შესახებ ყველა ცვლილება აისახა სამეწარმეო რეესტრში, რაც არ შეაფასა ან არასათანადოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა იმ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლებოდა არსებულიყო 2004 წლის 30 იანვრის .. .. 23-ე მოწვევის საბჭოს წევრთა მე-7 კრების კანონიერების შემთხვევაში.
ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არ განიხილა სასამართლომ და რომლებიც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ .. .. აპარატის მუშაკების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ .. .. აპარატის მუშაკების თანამდებობები არ არსებობს, რასაც საფუძვლად დაუდო მხარეთა ახსნა-განმარტებები, რაც გახდა მათი სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე¹” ქვეპუნქტის თანახამად, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის (სტრუქტურული ცვლილებები და სხვა) ან მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო, კერძოდ, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებები იმის შესახებ, რომ “.. .. აპარატის მუშაკების მიერ დაკავებული თანამდებობები არ არსებობს, არ შეიძლება გახდეს მათი თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი.
განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელეების მიერ ადრე დაკავებული თანამდებობების გაუქმება ან გარდაქმნა და შტატების შემცირება არ არის იდენტური ცნებები. უნდა აღინიშნოს, რომ რეორგანიზაციის შედეგად კონკრეტული თანამდებობის (ან თანამდებობების) გაუქმება ყოველთვის არ იწვევს შტატების (ანუ ორგანიზაციის მუშაკების მუდმივი შემადგენლობის) შემცირებას.
შტატების ან მუშაკთა რიცხოვნობის შემცირების ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ადმინისტრაციის (ან ამ ბრძანებების გამომცემი სხვა ხელმძღვანელობითი ორგანოს) ბრძანებებით და საშტატო განრიგით, ასევე სახელფასო ფონდის შემცირების შესახებ მასალებით, მონაცემებით, რომლებიც მიუთითებენ ორგანიზაციის მუშაობის ხასიათის შეცვლაზე, რასაც მოჰყვა გარკვეული პროფესიისა და სპეციალობის მუშაკთა რაოდენობის შეცვლა და ა.შ.
ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლო მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ შეუძლებელია მოსარჩელეთა თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილება, არ არის საკმარისი არა მარტო მათი ახსნა-განმარტებები ამ თანამდებობების არარსებობის შესახებ, არამედ რეორგანიზაციის შესახებ ფაქტის არსებობაც. მხოლოდ რეორგანიზციის შედეგად გამოწვეული შტატების შემცირებას (როდესაც არ არსებობს არა მარტო მათ მიერ დაკავებული თანამდებობები, არამედ სხვა ნებისმიერი თანამდებობა, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა მათი გადაყვანა ან აღდგენა) შეიძლება მოჰყვეს მუშაკთა განთავისუფლება, ისიც რეორგანიზაციით გამოწვეული შტატების შემცირების შემთხვევაში შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი დანაწესების დაცვით, კერძოდ, შტატების შემცირების შედეგად მუშაკთა თანამდებობიდან განთავისუფლება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მუშაკის თანხმობის არსებობის შემთხვევაში მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან მუშაკმა უარი განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ შემოთავაზებულ თანამდებობაზე გადასვლა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ განთავისუფლებული მუშაკების შრომითი დასაქმება შედის ადმინისტრაციის მოვალეობებში (შრომის კანონთა კოდექსის 36, 42¹ მუხლები). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გათვალისწინებულ იქნეს შრომის კანონთა კოდექსის ის სამართლებრივი დანაწესები, რომლებიც უშუალოდ ეხება საზოგადოების რეორგანიზაციის შედეგად მუშაკთა რაოდენობისა და შტატების შემცირების საფუძვლებსა და წესს.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების შედეგად მუშაკთა თანამდებობიდან განთავისუფლებისას საზოგადოების ხელმძღვანეობის მიერ დაცული უნდა იქნეს გასანთავისუფლებელი მუშაკთა უპირატესი დარჩენის უფლება, რომლის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ მუშაკების კვალიფიკაცია. მხოლოდ აღნიშნული გარემოებების შესწავლის შემდეგ შესაძლებელია მუშაკთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანების განხილვა.
ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მითითებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს .. .. მუშაკების თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლიანობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორების (მოსარჩელეების) მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია პროცესუალური ნორმა (სსსკ-ის 248-ე მუხლი), რადგან ისინი ითხოვდნენ გასაჩივრებული დოკუმენტების არა გაუქმებას, არამედ ბათილად ცნობას, უსაფუძვლოა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგებიან კანონის მოთხოვნებს და ამდენად, არ არსებობს მოსარჩელეების თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი, რაც გახდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში „გაუქმებაში” უნდა ვიგულისხმოთ გასაჩივრებული აქტების არა ძალადაკარგულად გამოცხადება, არამედ მათი უკანონოდ, ანუ ბათილად ცნობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ხ-ს, ი. (ზ.) ფ-ს, მ. ყ-ს, ნ. გ-ის, ტ. ს-ს, ა. დ-ს, ტ. ს-ს, ჯ. გ-ის, ე. ჩ-ის, ვ. ფ-ის, დ. გ-ს, მ. ს-სა და დ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; .. .. გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც .. .. აპარატის მუშაკებს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა არ გასაჩივრდება.