Facebook Twitter

¹ას-198-525-09 3 ნოემბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. კ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის ¹ას-198-525-09 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად; ნ. კ-ძეს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1071 ლარის) 70% - 750 ლარი.

ნ. კ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, განჩინებაში არასწორად არის მითითებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ნ. კ-ძის განცხადების შინაარსის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკასაციო პალატის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში ნაცვლად “750” უნდა მიეთითოს “749 ლარი და 70 თეთრი”.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. კ-ძის განცხადება დაკმაყოფილდეს;

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის ¹ას-198-525-09 განჩინებაში დაშვებული უსწორობა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში ნაცვლად “750” უნდა მიეთითოს “749 ლარი და 70 თეთრი”.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.