ას-200-535-07 12 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. და თ. წ-ები (განმცხადებლები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის შეცვლა
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. და თ. წ-ებმა განცხადებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ამავე სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. მითითებული გადაწყვეტილებით მ. მ-ე-წ-სა და ბ. წ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ ზესტაფონის რაიონული სახელმწიფო ... მიერ 2004 წლის 1 ივლისს გაცემული ¹4/წ ცნობა მეორე ... მცხოვრები მოქალაქე გ. პ-ს ძე წ-ის კომლში შვილის _ მ. გ-ის ძე წ-ის, რძლის _ მ. ი-ის ასული მ-ის, შვილიშვილის _ თ- მ-ის ძე წ-ის კომლის წევრად ყოფნის შესახებ ეკუთვნის მ. ი-ის ასულ მ-სა და ბ. მ-ის ძე წ-ს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის განჩინებით ა. და თ. წ-ების განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. მ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მითითებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის შეცვლა, კერძოდ, სამოტივაციო ნაწილიდან შემდეგი მსჯელობის ამორიცხვა: “პალატა თვლის, რომ 2005 წლის 20 სექტემბრის უდავო წესით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვენ აპელანტები, ზემოაღნიშნულ დავაში (სასამართლოში უკვე მიმდინარეობს დავა მხარეებს შორის სასარჩელო წარმოების წესით) პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ ექნება ანუ, ის უფლება, რომელიც დაადგინა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 20 სექტემბერს უკვე სადავოა. შესაბამისად, 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს საფუძველი მ. მ-ისა და ბ. წ-სათვის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უფლებების მინიჭებისა. ამდენად, ის შედეგი, რომლის მიღწევაც აპელანტებს სურთ გადაწყვეტილების ბათილად ცნობით დამდგარია.”
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. მ-ე-წ-სა და ბ. წ-ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდა.
ა. და თ. წ-ებმა განცხადებით მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის განჩინება ა. და თ. წ-ების განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. მ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს საკასაციო საჩივარი შეტანილია თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ კანონით დადგენილ ვადაში შეამოწმა რა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა, მიაჩნია, რომ კასატორი საკასაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან, ფაქტობრივად, მ. მ-ე ასაჩივრებს თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოტანილ განჩინებას. ასეთ შესაძლებლობას კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას წარმოებაში მიღებაზე და დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.