ას-217-551-07 25 მაისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კოოპერატივ “მ...ს” წარმომადგენელ ა. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს “გ...ის” სარჩელის გამო მოპასუხე კოოპერატივ “მ...ს” მიმართ, ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კოოპერატივ “მ...ს” წარმომადგენელ ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის, ადვოკატის ტესტირების გავლის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოსადგენად (ს.ფ. 351-353).
2007 წლის 12 აპრილს კოოპერატივ “მ...ს” თავმჯდომარემ ბ. ჩ-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო, რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინების მოთხოვნებს არ იქნა წარმოდგენილი.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 5 დღით (ს.ფ. 362-364). აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 7 მაისს (ს.ფ. 364-365). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 14 მაისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2007 წლის 21 მაისს ბ. ჩ-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, და მიუთითა, რომ მას გარდაეცვალა ძმა, ხოლო მათ წარმომადგენელს ა. ჩ-ს მეუღლე, რის გამოც დაგვიანდა ხარვეზის შევსება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კოოპერატივ “მ...ს” წარმომადგენლის ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
ა. ჩ-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300033078, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.