ას-236-570-07 23 ივლისი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – მ. ს-ე, ი. ნ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1998 წლის 14 ნოემბერს მ. ს-მ და ი. ნ-მ სარჩელი აღძრეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოში ქობულეთის ა...სა და ბ...ის წინააღმდეგ და განაცხადეს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჩაქვის ... კომბინატს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 6450 მანეთის ანაზღაურება.
აღნიშნული თანხა ჩაის ... ¹35 საგადასახადო დავალებით ჩაურიცხა სს „საქართველოს ა...ის“ ქობულეთის ფილიალს, ხოლო ამ უკანასკნელს თანხა უნდა გადაერიცხა ქობულეთის ბ...ში, ქობულეთის რაიონული სასამართლოს ანგარიშზე.
მოსარჩელეთა მოთხოვნის მიუხედავად, მათ ეს თანხა ვერ მიიღეს და ამიტომ მოითხოვეს სს „საქართველოს ა...ის“ ქობულეთის ფილიალია და ბ...სათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 11 120 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „საქართველოს ა...ის“ ქობულეთის ფილიალს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 11 120 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 100 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს „ა...ის“ ქობულეთის ფილიალმა.
საქმის განხილვის პროცესში სს „ა...ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სს „ .. ..“. საქმე რამოდენიმეჯერ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო პალატის შესაბამის პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “ .. ..” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. ნ-ისა და მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს მოსარჩელეთა წინაშე ვალდებულება არ წარმოშობია კანონით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჩაქვის ჩაის ... კომბინატს მ. ს-ისა და ი. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5292 მანეთის გადახდა. შესაბამისად, ჩაქვის ... კომბინატსა და ქობულეთის ა...ს შორის დაიდო საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 38-ე თავით.
ხელშეკრულების თანახმად, ქობულეთის ა...ს 6450 მანეთი უნდა გადაერიცხა ქობულეთის ბ...ში, ქობულეთის სახალხო სასამართლოს ანგარიშზე.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი არის ის,M შეასრულა თუ არა ქობულეთის ა...მა ჯეროვნად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ ჩაქვის ... კომბინატი და ქობულეთის ა...ი, ხოლო მიმღები იყო - ქობულეთის სახალხო სასამართლო.
შესაბამისად, ამ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობდნენ: კრედიტორი - ჩაქვის ... კომბინატი; მოვალე - ქობულეთის ა...ი და მესამე პირი, რომლის სასარგებლოდაც გარიგება დაიდო - ქობულეთის სახალხო სასამართლოში. ამდენად, მოსარჩელეები სადაო სამართლებრივ ურთიერთობაში არ მონაწილეობდნენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ს-მ და ი. ნ-მ.
კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის და ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ს-ის და ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ს-ის და ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.